new.fox-24.com "ოლიმპიაკოსის" სატრანსფერო გეგმებზე წერს და აღნიშნავს, რომ პირეოსული გუნდი იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მარცხენა მცველს აუცილებლად შეიძენს.

კლუბის მთავარი სამიზნე "პარმას" 20 წლის მცველი ვასილის ზაგარიტისია, თუმცა ფეხბურთელს ჯერჯერობით ტრანსფერზე თანხმობა არ განუცხადებია.

იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკება შედგება და ფეხბურთელიც სამშობლოში დაბრუნებას ისურვებს, (ადრე ის "პანათინაიკოსში" თამაშობდა), ტრანსფერიც დაუყონებლივ შედგება.

გეგმა B რომელიც "ოლიმპიაკოსს" აქვს ბათუმის "დინამოსა" და საქართველოს ნაკრების მცველ ირაკლი აზაროვს უკავშირდება.

როგორც ამბობენ, პირეოსელთა პორტუგალიელი მწვრთნელი პედრო მარტინში ჩვენებურის თამაშითა და ტალანტით ძალიან მოხიბლულია.

წყარო ასევე აღნიშნავს, რომ აზაროვის მიმართ სხვა გუნდებიც იჩენენ ინტერესს. ბერძნული საიტი წერს, რომ "ტრაბზონსპორსა" და "დინამოს" შორის 2 მილიონ ევროზე შეთანხმება მიღწეული იყო, თუმცა ბოლოს ბათუმელებმა სატრანსფერო ფასი აწიეს და გარიგებაც არ შედგა.

როგორც იწერება, "ოლიმპიაკოსი" აზაროვის გარშემო განვითარებულ მოვლენებს აქტიურად აკვირდება და შესაძლოა, მის გადმობირებაზე მუშაობაც დაიწყოს, თუ ზაგარიტისის ტრანსფერი არ შედგა.

კირკიტა-ს
40 წლამდე რატომ? 19 წლისაა აზაროვი. 21-22 წლამდე რომ დარჩეს არაფერი უჭირს. მაგალითად, კიტეიშვილმა, სანამ შტურმში გადავიდოდა, დინამოში 5(!) სეზონი ითამაშა და იქ უკვე შემდგარ ფეხბურთელად ჩავიდა. ამიტომაც გახდა მაგ გუნდის ლიდერიც. წელს ცუდი ტრავმა მიიღო, მაგრამ დაბრუნდება უკვე მალე.
შოკირებული გულშემატკივარი
გაყიდეთ სანამ უნდათ
კირკიტა
პროგრესირებს, მაგრამ გარკვეულ ეტაპამდა! ხომ არ შეიძლება, 40 წლამდე დარჩეს აქ და გააგრძელოს "პროგრესირება"?! ტრაბზონსპორში და ოლიმპიაკოსში ბევრად უფრო პროგრესს მიაღწევს. 2 მილიონი ევრო არც ბათუმის დინამოს აწყენს - ნიჭიერ ფეხბურთელებს შეიძენს და გაზრდის.
Levani-ს
რატომღაც დამკვიდრებულია აზრი, რომ საქართველოს ჩემპიონატში ვერ პროგრესირებენ. არადა პირიქითაა, თქვენ თვითონ აღნიშნეთ, რომ ბიჭი სწრაფად პროგრესირებსო. რომ პროგრესირებს ზუსტად რომ საქართველოს ჩემპიონატის დამსახურებაა. შეიძლება მაღალი დონე არ გვაქვს, მაგრამ ჩვენთან გახსნილი თამაშებია, მწვრთნელის ნდობა, მუდმივი სათამაშო დრო აქვს და ამიტომაც მოუმატა. სილქ ტვ-ზე ერთ-ერთ საფეხბურთო გადაცემის პრომოში ბიძინა ბარათაშვილი იძახის დაახლოებით ასეთ ფრაზას: "საშიშია არა ის, ვინც ბევრი ილეთი იცის, არამედ ის, ვინც ერთი ილეთი იცის და ამას აკეთებს მუდმივად". ასეა, საქართველოში ჯერ ერთი, რომ გარემო აქვს ნაცნობი და უკვე ადაპტირებული და მეორე, მეტი თავისუფლება აქვს ფეხბურთელს აკეთოს რაც უნდა და მაქსიმალურად დახვეწოს საკუთარი უნარები. ერთი სიტყვით, აქ "სასათბურე" პირობები აქვთ და შეუძლიათ თავიანთი ნიჭის განვითარების პიკს მიაღწიონ. იქამდე, სანამ მართლა კარგი შემოთავაზება არ ექნებათ. ამ დროს თვითონაც უფრო მეტად იქნებიან მზად. ასე მგონია მე)) პ.ს. პაპუნაშვილია ამის საუკეთესო მაგალითი. 2-ჯერ დაბრუნდა საქართველოში და ორივეჯერ ზუსტად საქართველოში მიაღწია საუკეთესო ფორმას. რამდენჯერაც წავიდა, იმდენჯერ "მოკვდა", როგორც ფეხბურთელი.
ბაჩი
რავიცი ძმაო წავლენ საზღვარგარეთ და მერე სქამს ხეხავენ და...
Levani
მე მგონი ბათუმს უნდა გაეშვა- არაფრისგან იშოვეს ამხელა ფულს,ერთი სეზონი ითამაშა მაგათთან.ცალკე კიდევ ერთი სეზონი საქართველოში დატოვება საცოდაობაა-იქედან გამომდინარე რო ბიჭი სწრაფად პროგრესირებს და დროა ძალები საზღვარგარეთ მოსინჯოს.ამან თუ ტემპი დაკარგა და ჩვენი ჩემპიონატის ტემპს მიეჩვია მერე კაპიკია ამის ფასი- არც ჯანი და არც მასა არა აქვს.
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
[VIDEO] ნორვეგიული ზღაპარი გრძელდება - "ბოდო გლიმტმა" "ინტერს" სტუმრადაც სძლია
[VIDEO] ისტორიაში მეოთხედ - "ოლიმპიაკოსი" ევროლიგის ჩემპიონია
ლევან შენგელია ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
სარფიანი კონტრაქტი შესთავაზეს - "ფენერბაჰჩე" მენდილიბარს იწვევს
[VIDEO] ეს რა მოხდა ნორვეგიაში - "ბოდო გლიმტმა" "ინტერს" მოუგო
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
თორნიკე შენგელიას დამატებით ევროლიგის ჩემპიონი ინტერესდება
კვარაცხელია და იამალი ერთ ფლანგზე - მიქაუტაძე VS მამარდაშვილი
არველაძე გამოირიცხა? - "ტრაბზონსპორს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე სხვა ფავორიტი ჰყავს
პსჟ ოპტიმალური შეტევით, ხვიჩა პირველად - "მამარდა" ადრე და "იბერია 1999"
გიორგი "კვარას" გარეშე დარჩენილი პსჟ-ის წინააღმდეგ - ჩვენი მეტოქე "კოპენჰაგენი"
ბენზემა და სალაჰი ერთ გუნდში? - ფრანგ ფეხბურთელს თურქეთში უხმობენ
მანუჩარ მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" ევროლიგაში "ოლიმპიაკოსი" დაამარცხა
"გალათასარაიმ" ბატრაკოვის დუბლით "შტუტგარტს" სძლია - "შახტარი" აზაროვის გარეშე "სპორტინგთან" დამარცხდა
იაჰია კალეი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
[VIDEO] მრავლისმნახველი სალაჰიც შოკში ჩააგდეს - რა ხდებოდა ტრაბზონში ეგვიპტელი ფეხბურთელის წარდგენისას
[VIDEO] აზაროვი სათადარიგო იყო - ჩემპიონთა ლიგაზე ორივე მატჩი ერთნაირი ანგარიშით დასრულდა
"ნემსაძის ოჯახს გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ" - "ტრაბზონსპორისა" და "დანდი იუნაიტედის" განცხადებები
ნაკრების შემადგენლობაში ცვლილებაა - ცნობილია, ვინ შეცვლის ირაკლი აზაროვს
ბრუნდება თუ არა საქართველოში - ბათუმის "დინამოს" სპორტულმა დირექტორმა ჯოვინო ფლამარიონის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
სალაჰმა ისტორიული მიღწევა დააფიქსირა
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
Geo Team: საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ბათუმის "დინამოში" ითამაშებს
ონანას ისევ "მანჩესტერში" უნდა, "იუნაიტედს" აღარ - კამერუნელი ინგლისურ გრანდს დაემშვიდობება