დღეს, 9 იანვარს, სიდნეიში ATP CUP-ის ფინალში კანადის ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდა და ერთეულთა თანრიგში მოპოვებული 2 გამარჯვებით ტურნირის ჩემპიონი გახდა.

თავდაპირველად დენის შაპოვალოვი (14) პაბლო კარენო ბუსტას (20) შეხვდა და 6:4 6:3 დაამარცხა. 22 წლის სპორტსმენმა შეძლო და საკუთარი ნაკრები დააწინაურა.

მეორე შეხვედრაში ოჟე ალიასიმმა (11) მარათონულ ჩოგბურთში ბაუტისტა აგუტს (19) 7:6 6:3 სძლია და ისტორიაში პირველად საკუთარ ნაკრებს ATP CUP-ის ტიტული მოუტანა. აღსანიშნავია, რომ ეს შეხვედრა დაძაბული გამოდგა, 2:09 საათი ჩოგბურთელები თავს არ ზოგავდნენ, თუმცა ახალგაზრდულმა სულისკვეთებამ და უკეთესმა ფიზიკურმა კონდინციებმა თავი მაინც წარმოაჩინა.

ამრიგად, კანადამ პირველი ადგილი წყვილთა შეხვედრამდე გაიფორმა, რადგან ევროპელებმა რომც მოიგონ მესამე მატჩი არსებული სიტუაცია აღარ შეიცვლება.

საბოლოოდ, 22 წლის დენის შაპოვალოვმა და 21 წლის ოჟე ალიასიმმა ტურნირის მოსაგებად ურთულესი გზა გაიარეს და გაიმარჯვეს, მივყვეთ თანამიმდევრობით:

პირველ წრეში აწ უკვე მოქმედი ჩემპიონები ამერიკასთან 0:3 განადგურდნენ, შემდეგ კი სათამაშო ფორმა აკრიფეს, მიყოლებით დიდი ბრიტანეთი, გერმანია, რუსეთი და ესპანეთი დაამარცხეს.

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
კვარაცხელიამ რეკორდი დაამყარა და მამარდაშვილის თამაშზე კომენტარი გააკეთა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
ბუდაპეშტის ტურნირი: ბასილაშვილმა რევანში აიღო და 1/8-ფინალში ამომავალ ვარსკვლავს დაუპირისპირდება
US OPEN. ჯოკოვიჩი 21-ე სლემისკენ მიიწევს! წინ ზღაპრულად მოთამაშე ზვერევია [VIDEO]
მაიამის მასტერსზე ქალთა ტურნირის ფინალისტები გამოვლინდნენ
ნიკოლოზ ბასილაშვილი ბუდაპეშტის ტურნირზე იასპარეზებს
ტიმის ქამბექი და ამღერებული გულშემატკივარი [VIDEO]
ბუდაპეშტის ტურნირი: ნიკოლოზ ბასილაშვილმა ამომავალი ვარსკვლავი ადვილად დაამარცხა და 1/4-ფინალში გავიდა