საფეხბურთო მოედნის ლეგენდარული "დირიჟორი", ხერხემალი, ადამიანი დისციპლინა, ხავი - თავის მშობლიურ კლუბში, "ბარსელონაში“ დაბრუნდა. დაბრუნდა ამჟამად მწვრთნელის ამპლუაში და შეეცდება, არეული სიტუაცია დაალაგოს, ფეხბურთელებისთვის სამაგალითო მწვრთნელი გახდეს და ძველებური დიდება კატალონიაში დააბრუნოს.

ვიხსენებთ ისტორიას, თუ როგორ დაიწყო ხავიერ ერნანდეს კრაუსისა და "ბარსას“ სიყვარული.

მომავალი ლეგენდა ტერრასაში, ბარსელონასთან ახლოს დაიბადა. ძმებთან ერთად პატარაობიდავნვე დამეგობრდა ბურთთან, რომელსაც უბანში აგორებდა. ფეხბურთის სიყვარული მემკვიდრეობით დაჰყვა - ხავის მამა ფეხბურთელი იყო, ხოლო პაპა, ჟაუმე, ადგილობრივი კლუბის პრეზიდენტი გახლდათ. თავის "სეატში“ ჩასვამდა შვილიშვილებს და სავარჯიშოდ დაჰყავდა. ეს პაპის საყვარელი გასართობი იყო.

"ჩემი შვილიშვილი "ბარსელონაში“ ითამაშებს, - ჯიუტად ამტკიცებდა ჟაუმე, როცა 6 წლის ხავის თამაშს აკვირდებოდა. მშობლებს არ მოსწონდათ ის ფაქტი, რომ პაპა სხვა ძმებისგან ხავის გამოარჩევდა, თუმცა რას გააწყობდნენ, საბოლოოდ ჟაუმე მართალი აღმოჩნდა.

პატარა ხავი და ჟაუმე დივანზე წამოსხდებოდნენ და ფეხბურთს უყურებდნენ. ფეხბურთელის თქმით, პაპა მსოფლიოში ყველაზე დიდი ანტიმადრიდისტა იყო. საქმე იქამდე მივიდა, რომ ერთხელ შვილიშვილებს განუცხადა, - არასდროს იმეგობროთ "რეალის“ ფანებთანო!

ხავის სწრაფი პროგრესი სხვა კლუბების სპეციალისტებს არ გამორჩენიათ. მალე მას "მთხოვნელების“ მთელი რიგი დაუდგა. ერთ-ერთი კი "რეალიც“ იყო, თუმცა ოჯახში ვერავინ გაბედავდა მადრიდელებისთვის თანხმობა ეთქვათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, პაპა ყველას გარეთ გაყრიდა. მალე კონტაქტზე "ბარსელონაც“ გამოვიდა. თუმცა მამას, რომელიც მაშინ იმ აკადემიას ხელმძღვანელობდა, სადაც ხავი თამაშობდა, ეჭვები გაუჩნდა. პატარას საოცარი ტექნიკა ჰქონდა, თუმცა ფიზიკურად სუსტი იყო.

11 წლის ასაკში მამამ ყველა ეჭვი უკუაგდო და კატალონიურ გრანდში სინჯებზე წაიყვანა. სხვათა შორის, იმჟამად ხავი ცენტრფორვარდის პოზიციაზე თამაშობდა. გაცნობამ იდეალურად ჩაიარა, პატარა ბიჭუნამ ჰეთ-თრიქკი გააფორმა და ის ულაპარაკოდ აიყვანეს.

მწვრთნელების გადაწყვეტილებით, ხავი ნახევარდაცვაში გადაიყვანეს და U11-ის კაპიტნობა გადასცეს. პირველი გამომუშავებული ფულით, რომელიც დაახლოებით 25 ევროს შეადგენდა, ხავიმ დედას საჩუქარი უყიდა. პატარა მეოჯახემ დედა მაღაზიაში მიიყვანა და უთხრა, აერჩია ნებისმიერი ნივთი, რომელიც 25 ევროს არ აღემატებოდა. ქალს ტოსტერი მოეწონა...

13 წლის ასაკში ხავი "ბარსას“ U14-ში გადიყვანეს, სადაც მწვრთნელი ჟოან ვილა იყო. ზუსტად ვილასგან ისწავლა ბიჭუნამ დიდი ფეხბურთის საფუძვლები: სწორი დაცვა, პრესინგი, ჯარიმები, კუთხურების მოწოდება და შეტევის წამოწყება.

მეტიც, ვილამ ხავი გვარდიოლას შეადარა, რომელიც მაშინ "ბარსელონაში“ ბრწყინავდა. "შესაძლოა, ჩვენ ახალი გვარდიოლა მივიღოთ“ - თქვა ერთხელ მწვრთნელმა. მერე კი სთხოვა, რომ შაბათ-კვირაობით "კამპ ნოუზე“ მისულიყო და თავად ენახა ხოლმე გვარდიოლას თამაში.

"ვილამ მითხრა: "ბიჭო, პეპისგან რასაც მოახერხებ, ყველაფერი შეისრუტე. როგორ იღებს ბურთს, საით აბრუნებს თავს, სანამ ბურთს მიიღებს, რას აკეთებს პრესინგის დროს, როგორ იყენებს სივრცეს და აკონტროლებს ბურთს“, - იხსენებს ხავი.

ერთხელ ვილამ გვარდიოლა ვარჯიშზე მოიწვია. პეპი პატარებს ესაუბრა, განსაკუთრებული დრო კი ხავის დაუთმო, რომელსაც რამდენიმე რჩევა მისცა, მერე კი საჯაროდ გაიხუმრა, რომ ეს ბიჭი მას პენსიაზე გაუშვებდა. შეხვედრიდან 4 წელიწადში ფეხბურთელები უკვე ერთად თამაშობდნენ. პეპი ხავისთვის უზარმაზარი ავტორიტეტი და სამაგალითო ფეხბურთელი იყო, თუმცა თანატოლებთან დიდი კონკურენციის გამო ხავი "ბარსას“ დატოვებას სერიოზულად განიხილავდა, მაგრამ იმ დროს "ბარსა“ თავად გვარდიოლამ დატოვა.

შემდეგში ისინი 7 წლის შემდეგ გადაიკვეთნენ, როცა ხოსეპმა "ბარსელონა“ ჩაიბარა. ხავი მაშინ უკმაყოფილო იყო გუნდში არსებული სიტუაციით და წასვლას აპირებდა, მაგრამ პეპმა დარჩენაში დაარწმუნა. "როცა მწვრთნელის სახით დაბრუნდა, მისი პირველი სიტყვა იყო, რომ აბსოლუტურად ყველა ფეხბურთელისგან მაქსიმალურ გარჯას და შრომას ითხოვდა. ეს ჩვენთვის მოულოდნელობად იქცა", - იხსენებს ხავი ერთ-ერთ ინტერვიუში.

პეპმა "ბარსა“ გადააწყო და ფენომენალურ შედეგს უკვე დებიუტურ სეზონში მიაღწია. მან მოიგო ყველა შესაძლო ჩემპიონატი. ხავის კი განსაკუთრებული როლი ჰქონდა - ის მართავდა თამაშს, ქმნიდა სივრცეს და ძალიან ბევრ გადაცემას აკეთებდა. პირველ სეზონში ნახევარმცველმა 10 გოლი გაიტანა და 30 საგოლე გადაცემა გააკეთა. საგოლე გადაცემების რაოდენობით ლა ლიგის ისტორიაში მაქსიმალური შედეგი დააფიქსირა.

"მაღალი პრესინგი დიდებული აღმოჩნდა. ეს იყო საფეხბურთო რევოლუცია. რამდენიმე წელიწადში შორეული ჩაწოდებებით აღარავინ თამაშობდა, "რეალმაც“ კი შეცვალა სტილი. პეპმა პირველივე წელს დაიწყო რევოლუცია. ჩვენ შევედით ისტორიაში არა მხოლოდ მოგებებით, არამედ თამაშის სტილით. გვარდიოლამ მსოფლიო ფეხბურთი შეცვალა“, - ჰყვებოდა ხავი.

ხავისა და პეპს დღემდე მტკიცე და მეგობრული ურთიერთობა აქვთ. 2020-ში ნახევარმცველი ჰყვებოდა, რომ ყოფილ მწვრთნელთან ხშირი კონტაქტი აქვს და პერიოდულად ხვდებიან კიდეც.

"ჩემი თამაშის კონცეფცია ძალიან ჰგავს პეპისას. გვარდიოლას სურს დომინირება და ბურთის ფლობა. მეც ამ იდეას ვიზიარებ. საბოლოო ჯამში საუბარია აქტიურ თამაშზე, სწორ პრესინგზე. გვარდიოლას ხასიათიდან, ამბიციებისა და გამარჯვების სურვილიდან გამომდინარე, ბევრი რამ ვისწავლე. ვთვლი, რომ ის ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელია.“ - ამბობს ხავი.

განაგრძეთ კითხვა

შოუ
პაპა და ბაბო :)))))))
ასეა
ხავის არაფერი გამოუვა ბარსაში, ტყვილად მიატოვა არაბეთი.
აჩი
ხავი შე ძალიან მაგარო !!! ოხ, როგორ არ გაღირსეს ერთი ოქროს ბურთი...
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ეგონათ, სიგიჟე გავაკეთეთ! პსჟ-ის ეს ფეხბურთელი 250 მილიონად არ მივყიდეთ" - ლაპორტამ დღემდე უცნობი ამბავი გაამხილა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
"ბარსელონას" პრეზიდენტობის კანდიდატი კეინის ტრანსფერს უმიზნებს
"ლევანტეს" მწვრთნელი "ბარსელონასთან" მატჩამდე: იმ ფეხბურთელებს მოვკლავ, რომლებიც მოედანზე ყველაფერს არ გაიღებენ
ანსუ ფატი შესაძლოა, ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
ხავი სამწვრთნელო კარიერის განახლებას ივნისში აპირებს
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"მანჩესტერ იუნაიტედი" ტენ ჰაგის შემცვლელად ხავის განიხილავს
ვინ არის 21-ე საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელი? - Goal-ის Top 25
[VIDEO] შენგელიას კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ბარსელონა" ესპანეთის თასს გამოეთიშა
"ეგონათ, სიგიჟე გავაკეთეთ! პსჟ-ის ეს ფეხბურთელი 250 მილიონად არ მივყიდეთ" - ლაპორტამ დღემდე უცნობი ამბავი გაამხილა
ხავიმ შესაძლოა, იტალიური გრანდი ჩაიბაროს
"ბარსელონას" ახალი ერა ჰანსი ფლიკს არ დაუწყია" - ტიერი ანრიმ "ბლაუგრანაზე" ისაუბრა
ვიდრე "მანჩესტერს" ჩაიბარებს, ხავიმ კვარაცხელიას შეძენა მოითხოვა