თბილისის საკრებულოს ინიციატივით, ვიქტორ სანეევის სახელის უკვდავსაყოფად, დედაქალაქის ერთ-ერთ ქუჩას ლეგენდარული სპორტსმენის სახელი მიენიჭება. ამის შესახებ, დღეს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ, საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში განაცხადა, სადაც სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა. საკრებულოს თავმჯდომარემ მე-20 საუკუნის საუკეთესო სპორტსმენად აღიარებული, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის, ევროპის მრავალგზის ჩემპიონისა და მსოფლიოს სამგზის რეკორდსმენის, მძლეოსან ვიქტორ სანეევის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა და სპორტსმენის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს სამძიმარი გამოუცხადა.

"ძალიან დიდია ვიქტორ სანეევის დამსახურება ჩვენი ქვეყნის წინაშე. მან არაერთხელ ასახელა და საერთაშორისო ასპარეზზე წარმოაჩინა საქართველო. სწორედ ამიტომ, გვსურს, მისი სახელის უკვდავსაყოფად, დედაქალაქის ერთ-ერთ ქუჩას ვიქტორ სანეევის სახელი მივანიჭოთ. ვუსამძიმრებ სპორტსმენის ოჯახის წევრებს, მეგობრებს, კოლეგებს და სრულიად საქართველოს ამ დანაკარგს“ - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, ვიქტორ სანეევის ხსოვნას პატივი სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი ჩაკვეტაძემ, საკრებულოს წევრებმა ვლადიმერ ბოჟაძემ და ავთანდილ ცინცაძემ მიაგეს.

სამძიმრის წიგნი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ოლიმპიურ მუზეუმში დღეს გაიხსნა, სადაც ნებისმიერ მოქალაქეს საშუალება აქვს, სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთოს და თანაგრძნობა გამოუცხადოს ვიქტორ სანეევის ოჯახის წევრებს.

ლეგენდარული სპორტსმენი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას ხვალ სიდნეიში დაკრძალავენ. ვიქტორ სანეევი იყო საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ორდენის, ვახტანგ გორგასლის I და II ხარისხის ორდენების, ღირსების ორდენის და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერი.

თბილისის საკრებულო

TITANI
კაცი რომელმაც 4 ჯერ(!) მოიგო ოლიმპიადა სინამდვილეში. 4 ჯერ !!!
საქართველო
კარგია მაგრამ ძეგლი უნდა იდგას ამ ადამიანის სოხუმში თბილისში და ავსტრალიაშიც. სოხუმში აეროპორტს უნდა ერქვას მისი სახელი
მერაბი
ალალი იყოს ამ შესანიშნავ სოხუმელ ადამიანსა და დიად სპორტსმენზე!
alexandre
მართლაც რომ უძლიერესი სპორტსმენი, დიდი ადამიანი, საქართველოს შვილი და დამფსებელი! ნათელი არ მოაკლოს უფალმა მის სულს!
დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
კვარაცხელიამ რეკორდი დაამყარა და მამარდაშვილის თამაშზე კომენტარი გააკეთა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა