საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა 2022 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში ამხანაგური მატჩი ტაჯიკეთის ნაკრებთან გამართა და 6:2 გაიმარჯვა.

სტუმრებმა ანგარიში უმედ კუზიევის სწრაფი გოლით გახსნეს. საპასუხოდ, საქართველოს ნაკრებმა ერთწუთიან მონაკვეთში მეტოქეს ორი გოლი გაუტანა ელისანდროს და თალესის ძალისხმევით. ტაიმის საბოლოო ანგარიში (2:2) ტაჯიკეთის ნაკრებმა ბახტიორ სოლიევის გოლით დააფიქსირა.

მეორე ნახევარში ავთანდილ ასათიანის გუნდი კიდევ ერთხელ დაწინაურდა, მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება არ გასჭირვებია და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. ირაკლი თოდუას პასით შოთა თოფურიამ მასპინძლები მეორედ გაიყვანა წინ, თალესმა დუბლი გაიფორმა და უპირატესობა ორამდე გაზარდა. ნიკოლოზ კურტანიძემ ვახტანგ კეკელიას პასით მასპინძელთა მეხუთე გოლი გაიტანა, ხოლო არჩილ სებისკვერაძემ მატჩის ბოლო წუთზე თალესის პასი გამოიყენა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრებამდე ავთანდილ ასათიანის გუნდი ტაჯიკეთთან კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩს,16 იანვარს, კვლავ თბილისის სპორტის სასახლეში გამართავს. 19 იანვარს კი საქართველოს ფუტსალის ნაკრები ნიდერლანდებში გაემგზავრება.

საქართველოს ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: ზვიად კუპატაძე (გაზპრომ იუგრა, რუსეთი), ალექსანდრე ჯამბურია (თელასი, თბილისი, საქართველო), თორნიკე ბუკია (კემი, ფინეთი)

წინა ხაზი: შაგინია (პალმა, მალიორკა, ესპანეთი), ელისანდრო (ბრაგა, პორტუგალია), ბრუნო პეტრი ბრანკო (ხაენი, ესპანეთი), თალეს ფეიტოსა (კანდოსო, პორტუგალია), რონინიო (ჰალე-გოოიკი, ბელგია), ვილიანი (გაზპრომ იუგრა, რუსეთი), ირაკლი თოდუა (თელასი, თბილისი, საქართველო), შოთა თოფურია (თელასი, თბილისი, საქართველო), არჩილ სებისკვერაძე (გომელი, ბელარუსი), ნიკოლოზ კურტანიძე (პსპ, თბილისი, საქართველო), გიორგი ღავთაძე (სიბირიაკი, რუსეთი), ვახტანგ ჯვარაშვილი (თელასი, თბილისი, საქართველო), ნუკრი ჭუმბურიძე (თელასი,თბილისი,საქართველო), ვახტანგ კეკელია (სიპარი, ტაჯიკეთი)

16 იანვარი - თბილისის სპორტის სასახლე

საქართველო - ტაჯიკეთი

თბილისის სპორტის სასახლეში საქართველოს და ტაჯიკეთის მეორე ამხანაგური მატჩი 18 საათზე დაიწყება. თამაშზე დასწრება თავისუფალია.

ქვეყანაში არსებული კოვიდრეგულაციების გათვალისწინებით თამაშებზე დარბაზის ტევადობის 33 პროცენტის შესაბამისი გულშემატკივართა რაოდენობა დაიშვება. მატჩებზე დასწრების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან 72 საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი, ან 24 საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტის უარყოფითი პასუხი, ან კორონავირუსის გადატანის დამადასტურებელი ცნობა.

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე არსებობის ისტორიაში პირველად იასპარეზებს. კონტინენტის პირველობა 19 იანვრიდან 6 თებერვლის ჩათვლით ნიდერლანდებში გაიმართება. ავთანდილ ასათიანის გუნდი პირველ მატჩს 22 იანვარს, აზერბაიჯანის წინააღმდეგ გამართავს.

nakrebi.ge

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად