ბრემენის „ვერდერს“ ისედაც არ ულხინს და ყველა „ბედნიერებას“ ისიც დაემატა, რომ თომას შააფს 6 (!) წამყვანი მცველი ტრავმირებული ჰყავს
ბრემენის „ვერდერს“ ისედაც არ ულხინს და ყველა „ბედნიერებას“ ისიც დაემატა, რომ თომას შააფს 6 (!) წამყვანი მცველი ტრავმირებული ჰყავს.

პერ მერტეზაკერის, ნალდოს, სებასტიან პრიოდლისა და სებასტიან ბიონიშის შემდეგ, „მუსიკოსებს“ კიდევ ერთი წამყვანი უკანახაზელი დაუშავდათ - მიკაელ სილვესტრმა მარჯვენა მუხლზე ოპერაცია გაიკეთა და ბრემენულ კლუბს რამდენიმე თვის მანძილზე ვერ დაეხმარება. შესაბამისად, ცხადი ხდება, რომ „ვერდერმა“ სატრანსფერო ბაზარზე უნდა იაქტიუროს და სასწრაფოდ შეიძინოს ახალი მცველები. წინააღმდეგ შემთხვევაში, „ვერდერს“ ბუნდესლიგის სტარტის ჩაგდება ფაქტობრივად გარანტირებული აქვს.

ამთავითვე ცნობილია, რომ ბიონიში და სილვესტრი რამდენიმე თვის განმავლობაში ვერ ითამაშებენ. მართალია, ბიონიშმა ოპერაცია ორი თვის წინ გაიკეთა, მაგრამ ბრემენული კლუბის მთავარი ექიმის, დოქტორ ულრიხის თქმით, მოედანზე გასვლას მხოლოდ 2-3 თვის შემდეგ შეძლებს. სილვესტრი კი ახალი ნაოპერაციებია და მინიმუმ ხუთთვიანი იძულებითი პაუზა გარანტირებული აქვს.

„უმძიმეს მდგომარეობაში აღმოვჩნდით და სასწრაფოდ რაღაც უნდა მოვიფიქროთ. სილვესტრის ტრავმამ საბოლოოდ დაგვასვა დაღი,“ - აცხადებს შააფი.

ბრაზილიელ ნალდოს საქმე კარგადაა და წესით, ბუნდესლიგის პირველ ტურს სრულ მზადყოფნაში უნდა შეხვდეს, მაგრამ ერთი წელია, ფეხბურთი არ უთამაშია და არვინ იცის, როგორ ფორმაში იქნება ბრაზილიელი, შელძებს თუ არა პირველივე ტურიდან უმაღლეს დონეზე თამაშს და თანაც, მისი ასპარეზობა უკვე სარისკოა.

პრიოდლი მოედანზე სექტემბრის ბოლომდე ვერ დაბრუნდება, ბიონიში საუკეთესო შემთხვევაში ოქტომბერში გამოჯანმრთელდება და მერტეზაკერი? გერმანიის ნაკრების მცველიც ლაზარეთშია და სრული დატვირთვით ვარჯიშს მხოლოდ 2-3 კვირის შემდეგ თუ დაიწყებს. ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, „ვერდერის“ ბოსი კლაუს ალოფსი მილანელი სოკრატის პაპასტატოპულოსის არენდაზე და ექს-ნიურნბერგელ ანდრეას ვოლფის ტრანსფერზე ფიქრობს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა