ლოკაუტის ამბავმა, რა თქმა უნდა, ყველა სიახლე დაჩრდილა, თუმცა რამდენიმე სატრანსფერო ინფორმაცია ოკეანის გაღმიდან მაინც გავრცელდა
ლოკაუტის ამბავმა, რა თქმა უნდა, ყველა სიახლე დაჩრდილა, თუმცა რამდენიმე სატრანსფერო ინფორმაცია ოკეანის გაღმიდან მაინც გავრცელდა.

ყველაზე საინტერესოა "კლივლენდსა" და "საკრამენტოს" შორის განხორციელებული ტრეიდი, რომლის მიხედვითაც "კინგზში" გადავა ფორვარდი ჯეი ჯეი ჰიქსონი, "კავალიერსმა" კი მიიღო მცველი ომრი კასპი და მომავალი დრაფტის პირველ რაუნდში არჩევის უფლება.

შარშან ჰიქსონის საშუალო შედეგიანობა 13,8 ქულასა და 8,7 მოხსნას უდრიდა, კასპის სტატისტიკა კი 8,6 ქულასა და 4,3 მოხსნას შეადგენდა.

ამერიკულმა პრესამ შეადგინა ხუთი მოთამაშისგან შემდგარი სია, რომლებსაც ყურადღება უნდა მიაქციოს "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ხელმძღვანელობამ. ზაფხულში კალიფორნიულმა კლუბმა უნდა იბრძოლოს ერსან ილიასოვასთვის, დი ჯეი ოგუსტინისთვის, ჯონ ფლინისთვის, რამონ სეშენსისთვისა და კრის ანდერსონისთვის. ექსპერტები მხოლოდ პირველ ორ კანდიდატურას ეთანხმებიან.

თუ მრავალრიცხოვან ჭორებს დავუჯერებთ, ბრაზილიელი ნენე ილარიო და "დენვერი" შორს არიან ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან - მიუხედავად იმისა, რომ კლუბის ხელმძღვანელობას ამ საკითხთან დაკავშირებით დიდი ოპტიმიზმი აქვს.

თუ "ნაგეტსმა" ვერ შეინარჩუნა ეს ცენტრი, მისი სათამაშო პოტენციალი აშკარად დაეცემა.

ჯეიმს ჯონსმა გამოიყენა თავის კონტრაქტში არსებული პუნქტი და თავისუფალი აგენტი გახდა. როგორც ჩანს, "მაიამის" სნაიპერი განაწყენდა იმის გამო, რომ თითქმის მთელი პლეი ოფი სათადარიგოთა სკამზე გაატარა. ეს ლოგიკურია, რადგან "ოლ სტარზე" სამქულიანების კონკურსის გამარჯვებული იმსახურებდა თავის გამოჩენის შანსს.

გაზეთი Salt Lake Tribune იტყობინება, რომ D-ლიგის კლუბი "იუტა ფლეში" ბანკროტი გახდა და მონაწილეობას ვერ მიიღებს 2011-12 წლების ჩემპიონატში. შეგახსენებთ, რომ ეს გუნდი ერთდროულად "იუტა ჯაზისა" და "ატლანტა ჰოქსის" ფარმ-კლუბია. ასე რომ, ამერიკაში საკალათბურთო ფინანსური კრიზისი მარტო NBA-ს არ შეეხო.

ამასობაში, "მაიამი ჰიტის" ერთ-ერთი ლიდერი კრის ბოში ქორწილისთვის ემზადება და ამ მოვლენის წინ მან ლას ვეგასში მეგობრებისთვის წვეულება მოაწყო, რომელიც ოთხი დღე გაგრძელდა. საინტერესოა ის არის, რომ სტუმრებს შორის არ ყოფილან არც ლებრონ ჯეიმსი და დუეინ უეიდი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა