შვეიცარიელი ლეგენდა არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ მისი ეპოქა დასრულდა
უიმბლდონის მეოთხედფინალში ფრანგ ჟო-ვილფრიდ ცონგასთან წაგების შემდეგ ისევ ალაპარაკდნენ როჯერ ფედერერის ეპოქის დასრულების შესახებ. მაგრამ შვეიცარიელი ლეგენდა არ ეთანხმება ამ მოსაზრებას, მიაჩნია, რომ ფრანგის წინააღმდეგ კარგად ითამაშა და მისი კარიერის პერსპექტივებზე პესიმიზმი სრულიად უსაფუძვლოა.

- ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ ცონგამ შეხვედრის მსვლელობისას მოუმატა თამაშს, ყველა შანსი მოგისპოთ და ვეღარაფერი გააწყვეთ...

- შესაძლოა, მართალს ამბობთ. ჟო ბრწყინვალედ თამაშობდა. რა თქმა უნდა, შანსები მქონდა, მაგრამ მან ძალიან მოუმატა მატჩის მსვლელობისას. ურთულესი ბრძოლა იყო.

- რა გამოგივიდათ და რა - არა?

- ანგარიშის გარდა ბევრი რამ გამომდიოდა. ვფიქრობ, კარგი მატჩი ჩავატარე. კმაყოფილი ვარ ჩემი თამაშით. ეს ის შემთხვევაა, როცა დაძაბული ბრძოლის შემდეგ ტოვებ ტურნირს. სამწუხაროდ, ასეთი რამ ხდება ხოლმე. ყოველ შემთხვევაში, ჟოს დასჭირდა განსაკუთრებული დონის ჩვენება ჩემს დასამარცხებლად - ეს სასიამოვნოა. მასაც ჰქონდა რთული მომენტები, მაგრამ ყოველ ჯერზე თავიდან იცილებდა პრობლემას.

- ადრე "დიდი სლემის" ტურნირზე არასოდეს დამარცხებულხართ იმ დროს, როცა პირველი ორი სეტი გქონდათ მოგებული. რა შეიცვალა სასტარტო ორი პარტიის შემდეგ?

- ბევრი არაფერი. თავიდან ბოლომდე კარგად ვთამაშობდი. ერთმანეთს საკუთარ მოწოდებებზე ბევრ შანსს არ ვაძლევდით. ამან გამახსენა როდიკთან ჩემი ფინალი. ბრეიკ-პოინტები ძალიან იშვიათი იყო.

ვფიქრობ, ორივემ კარგი სამუშაო შევასრულეთ. ვიცოდი, რომ მას ბევრის მიღწევა შეეძლო, თუნდაც თამაშის მეხუთე სეტამდე მიყვანა. მართლაც დიდი სიამოვნება მივიღე მატჩისგან, სამწუხაროა, მისი შედეგი არ იყო ჩემს სასარგებლოდ. ეს იყო სწრაფი მატჩი. სანამ რაიმე გავაცნობიერე, მეხუთე გეიმში მეტოქეს უკვე ბრეიკ-პოინტი ჰქონდა გაკეთებული.

- რა დრო დაგჭირდებათ იმისთვის, რომ ეს მარცხი დაივიწყოთ?

- ეს პროცესის ნაწილია. ვფიქრობ, რამდენიმე მიზეზის გამო ახლა უფრო იოლი იქნება ამის გადატანა, ვიდრე შარშანდელი წაგების შემდეგ. ამჯერად წავაგე ხუთ სეტში, თანაც 2:0-ს ვიგებდი.

- ავსტრალიაში თქვით, რომ ექვსი თვე უნდა დაიცადოთ და დააკვირდეთ - რა იქნება მომავალში. ახლა უიმბლდონს გამოეთიშეთ. შეგიძლიათ შეაფასოთ ამჟამინდელი მდგომარეობა?

- კიდევ ერთხელ უნდა გავიმეორო, რომ მთელი ტურნირის განმავლობაში კარგად ვთამაშობდი. ვფიქრობდი, რომ ჩემი სათამაშო დონე საკმარისი იქნებოდა ჩემპიონატის მოსაგებად. სამწუხაროდ, გამარჯვებული მხოლოდ ერთია, დანარჩენები კი შინ ცარიელი ხელებით მიემგზავრებიან. სწორედ იგივე მოხდა ჩემს შემთხვევაში.

მამხნევებს ის, რომ შარშანდელზე კარგი თამაში ვაჩვენე. სულაც არ ვგრძნობ თავს განადგურებულად. დღეს ეს არის უმნიშვნელოვანესი მომენტი. როგორც არასოდროს, ძალიან მონდომებით გავაგრძელებ მუშაობას იმავე სქემით, რაც აქამდე მქონდა. იმედი მაქვს, კორტზე ძალიან ძლიერი დავბრუნდები - პირველ რიგში, დევისის თასის მატჩებში, შემდეგ ამერიკული სერიის ტურნირებზე.

- კვლავინდებურად შეგიძლიათ იოლად მოიგოთ "დიდი სლემის" ტურნირი?

- ოდესმე ეს იოლი იყო? არ ვიცი. ასე არ ვფიქრობ. აქ გამარჯვება ყველას უჭირს. ნოკაუტ-სისტემა - რთული საქმეა. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ შემიძლია "დიდი სლემის" ტურნირების მოგება. სხვა შემთხვევაში აქ არ ჩამოვიდოდი.

- კვლავ მნიშვნელოვანია თუ არა თქვენთვის პიტ სამპრასის რეკორდის (შვიდი ტრიუმფი უიმბლდონზე) გაუმჯობესება? ეს ჩვეულებრივი ტურნირი იყო თქვენთვის თუ რაიმე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდით?

- გასაგებია, რომ მეორე წელია ამ საკითხზე მისვამენ შეკითხვას, მაგრამ სულაც არ ვგრძნობ, რომ ჩემთვის ეს განსაკუთრებული მომენტია. რა თქმა უნდა, მინდა ყველა მაჩვენებლით გავუთანაბრდე პიტს, მაგრამ ეს დამატებით მოტივაციას ნამდვილად არ მაძლევს. მომწონს სამპრასი, მაგრამ საბოლოო ჯამში, თქვენ მხოლოდ ტურნირის მოგებას ცდილობთ.

- ხომ არ გაქვთ იმის შეგრძნება, რომ რაღაც ეპოქა დასრულდა? ჩვენ ხომ აქ თქვენგან მოგებებს მივეჩვიეთ.

- არა, ასე არ ვფიქრობ. მე ხომ არ წამიგია პირველი ან მეორე წრის მატჩი სამ სეტში. დავმარცხდი მეოთხედფინალში აბსოლუტურად თანაბარ მატჩში. ასე რომ, დასკვნების გამოტანა ნაადრევია და პესიმიზმის საფუძველი არ არსებობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მერვე მატჩიდან მეშვიდე წაგება სეზონში - ბასილაშვილი ცუდ ფორმაშია
მარცხი მსოფლიოს 106-ე ნომერთან - ბასილაშვილმა მონპელიეს ტურნირის პირველივე შეხვედრაში წააგო
[VIDEO] კარლოს ალკარასმა ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში დაამარცხა!
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა