საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევრო 2022-ის ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩისთვის ემზადება. ავთანდილ ასათიანის გუნდმა 20 იანვარს, გრონინგენის ვილდერფანკის სპორტულ დარბაზში ივარჯიშა. აღნიშნული დარბაზი სწორედ იმ გუნდებს ეთმობათ, რომლებსაც ოფიციალური მატჩები გრონინგენში აქვთ დაგეგმილი.

საწვრთნელი პროცესი საათ-ნახევარს გაგრძელდა და მასში 17 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ამ ეტაპისთვის ეროვნული ნაკრები სადებიუტო მატჩისთვის სრული დატვირთვით ემზადება და ყველა მოთამაშე ჯანმრთელადაა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: ზვიად კუპატაძე (გაზპრომ იუგრა, რუსეთი), ალექსანდრე ჯამბურია (თელასი, თბილისი, საქართველო), თორნიკე ბუკია (კემი, ფინეთი)

წინა ხაზი: შაგინია (პალმა, მალიორკა, ესპანეთი), ელისანდრო (ბრაგა, პორტუგალია), ბრუნო პეტრი ბრანკო (ხაენი, ესპანეთი), თალეს ფეიტოსა (კანდოსო, პორტუგალია), რონინიო (ჰალე-გოოიკი, ბელგია), ვილიანი (გაზპრომ იუგრა, რუსეთი), ირაკლი თოდუა (თელასი, თბილისი, საქართველო), შოთა თოფურია (თელასი, თბილისი, საქართველო), არჩილ სებისკვერაძე (გომელი, ბელარუსი), ნიკოლოზ კურტანიძე (პსპ, თბილისი, საქართველო), გიორგი ღავთაძე (სიბირიაკი, რუსეთი), ვახტანგ ჯვარაშვილი (თელასი, თბილისი, საქართველო), ნუკრი ჭუმბურიძე (თელასი, თბილისი, საქართველო), ვახტანგ კეკელია (სიპარი, ტაჯიკეთი)

21 იანვარს საქართველოს ნაკრები მატჩის მასპინძელ არენაზე ივარჯიშებს. გრონინგენის "მარტინი პლაზა" ჩვენი გუნდის საწვრთნელ პროცესს 17 საათიდან დაეთმობა. ვარჯიშის დაწყებამდე კი, კოვიდრეგულაციებიდან გამომდინარე, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს ონლაინრეჟიმში უპასუხებს.

ავთანდილ ასათიანი (საქართველოს ფუტსალის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "დღეს დიდი დრო დავუთმეთ ტაქტიკურ მომზადებას, განსაკუთრებით, სტანდარტულ მდგომარეობაზე გვქონდა აქცენტი გაკეთებული. 5/4-ზე შეტევა, 5/4-ზე დაცვა. ვფიქრობ, რომ მზად ვართ ამ ისტორიული მატჩისთვის. თუ როგორ მოვემზადეთ, ამას თამაში გასცემს პასუხს. ბიჭებს გათავისებული აქვთ, რამდენად მნიშვნელოვანი მატჩი გველოდება. გუნდში ძალიან კარგი განწყობაა და მახარებს. ისტორიული თამაშის განწყობა დაძაბულობაში არ გადადის, რაც ფსიქოლოგიურად ძალიან კარგია. საწყისი წუთები მნიშვნელოვანი იქნება. ხვალ იმ ტაქტიკურ დავალებებზე ვიმუშავებთ, რაც ასეთი თამაშების წინ ბოლო ვარჯიშებზე კეთდება. ვთვლი, რომ მზად ვართ 22 იანვარი სიმბოლურ თარიღად ვაქციოთ".

ზვიად კუპატაძე (საქართველოს ფუტსალის ნაკრების კაპიტანი): "აზერბაიჯანის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მეექვსედ თამაშობს. ეს ერთგვარი პლუსია. მათ ეს გამოცდილება აქვთ, ჩვენ კი არა. მაგრამ, ჩემი აზრით, ჩვენ შემსრულებლებით უფრო კარგი გუნდი ვართ. ამ თამაშში თანაბარი შანსი აქვს ორივე ნაკრებს. ყველაფერს ნიუანსები გადაწყვეტს. ამ ყველაფრისთვის ვემზადებით. წინ კიდევ ერთი ვარჯიშია, ბიჭები კარგ ფორმაში არიან და მზად ვართ პირველი თამაშისთვის".

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2022-ის D ჯგუფში ასპარეზობს. პირველი შეხვედრა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის 22 იანვარს, თბილისის დროით 17:30 საათზე დაიწყება. ჩვენი ჯგუფის მეორე შეხვედრა ესპანეთსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას შორის 20:30 საათზე შედგება.

საქართველო-აზერბაიჯანის მატჩის რეპორტაჟს საქართველოს "პირველი არხი" შემოგთავაზებთ.

nakrebi.ge

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო