საქართველოს ფუტსალის ნაკრები 22 იანვარს ევრო2022-ის პირველ შეხვედრას გამართავს. გრონინგენის მარტინი პლაზა საქართველოსა და აზერბაიჯანის ფუტსალის ნაკრებებს უმასპინძლებს. ორივე გუნდმა დღეს მატჩამდე ბოლო ვარჯიში ჩაატარა. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა, ირაკლი თოდუასთან ერთად ონლაინ პრესკონფერენციაზე მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხეს.

ავთანდილ ასათიანი (საქართველოს ფუტსალის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): „განწყობა ძალიან კარგი გვაქვს, როგორც მწვრთნელებს, ისე ფეხბურთელებს. ყველას გათავისებული აქვს, რა დონის ტურნირზე ჩამოვედით, სადაც ჩვენს ქვეყანას წარმოვადგენთ. ეს დიდი პასუხისმგებლობაა და ამავდროულად ძალიან სასიამოვნოა, როდესაც შენს დროშას და ჰიმნს წარმოადგენს ასეთი დონის ტურნირზე. ასეთ დროს სიამაყის განცდა გეუფლება. ძალიან რთულ ჯგუფში ვართ და მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მომდევნო ეტაპზე გავიდეთ. ჩემი აზრით, აზერბაიჯანის ნაკრები საკმაოდ ძლიერია და რამდენიმე მოთამაშის გამოკლება არ დაეტყობა. დღევანდელი მონაცემებით მეტოქე სრული საბრძოლო შემადგენლობით მიიღებს ხვალინდელ შეხვედრაში მონაწილეობას. უფრო მეტად ჩემს გუნდზე ვარ კონცენტრირებული და ჩვენ საქმეს ვაკეთებთ. იმის იმედად არ უნდა ვიყოთ, რომ აზერბაიჯანს ვინმე გამოაკლდება და ეს გაგვაძლიერებს".

ირაკლი თოდუა (საქართველოს ფუტსალის ნაკრების წევრი): „პირველი თამაში ყოველთვის რთულია. ორმაგად მნიშვნელოვანია, თუ როგორ დაიწყებ ასეთ დიდ ტურნირს. ჩვენთვის ეს პირველი ევროპის ჩემპიონატია, აზერბაიჯანი კი თითქმის ყოველთვის მონაწილეობს. შანსებს თანაბრად შევაფასებდი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პირველი თამაში კარგად ჩავატაროთ და ამის მერე ვიფიქროთ შემდეგ თამაშებზე“.

ევროპის ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყანაში საქართველოს ნაკრები 17 ფეხბურთელის შემადგენლობით ჩავიდა. უკვე ცნობილია იმ 14 ფეხბურთელის ვინაობა, რომლებიც აზერბაიჯანის წინააღმდეგ სამატჩო განაცხადში იქნებიან.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა აზერბაიჯანის წინააღმდეგ:

მეკარეები: ზვიად კუპატაძე (გაზპრომ იუგრა, რუსეთი), თორნიკე ბუკია (კემი, ფინეთი)

წინა ხაზი: შაგინია (პალმა, მალიორკა, ესპანეთი), ელისანდრო (ბრაგა, პორტუგალია), ბრუნო პეტრი ბრანკო (ხაენი, ესპანეთი), თალეს ფეიტოსა (კანდოსო, პორტუგალია), რონინიო (ჰალე-გოოიკი, ბელგია), ვილიანი (გაზპრომ იუგრა, რუსეთი), ირაკლი თოდუა (თელასი, თბილისი, საქართველო), შოთა თოფურია (თელასი, თბილისი, საქართველო), არჩილ სებისკვერაძე (გომელი, ბელარუსი), ნიკოლოზ კურტანიძე (პსპ, თბილისი, საქართველო), გიორგი ღავთაძე (სიბირიაკი, რუსეთი), ვახტანგ კეკელია (სიპარი, ტაჯიკეთი).

სამი ფეხბურთელი, ალექსანდრე ჯამბურია (თელასი, თბილისი, საქართველო), ვახტანგ ჯვარაშვილი (თელასი, თბილისი, საქართველო) და ნუკრი ჭუმბურიძე (თელასი, თბილისი, საქართველო) აზერბაიჯანთან შეხვედრაში განაცხადში არ იქნებიან და გუნდთან ერთად მომდევნო მატჩებისთვის მოემზადებიან.

საქართველოსა და აზერბაიჯანის ფუტსალის ნაკრებთა D ჯგუფის პირველი თამაში, 22 იანვარს, 17:30 საათზე დაიწყება. მატჩის რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

ჯგუფის მეორე შეხვედრა ესპანეთსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას შორის 20:30 საათზე დაიწყება.

nakrebi.ge

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
"ეს პსჟ-ს მიერ "ლივერპულის" ნამდვილი ხოცვა-ჟლეტა იქნება!" - ირწმუნება საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] ასლანის გმირობები და 33 მოგერიება - საქართველოს ნაკრებმა ხორვატიასთან ქულა აიღო
ევრო 2026 | საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან მატჩისთვის ემზადება
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
ევრო 2026. საქართველო - საფრანგეთი. ჩვენს ნაკრებს მხოლოდ გამარჯვება ესაჭიროება
ევრო 2026. ხორვატია - საქართველო. "ბოლომდე ვიბრძოლებთ" - ასათიანი და ღავთაძე მომავალი მატჩის შესახებ
[VIDEO] ასლანი კვლავ მოწოდების სიმაღლეზე იყო - საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა საფრანგეთთან მარცხით დაასრულა