საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში ხორვატიას დაუპირისპირდა, მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა.

პირველი ტაიმი ხორვატთა სრული უპირატესობით წარიმართა მე-6 წუთზე საქართველოს ნაკრები სეკულიჩის ავტოგოლით დაწინაურდა, 10 წუთში კუსტურამ სხვაობა აღადგინა. უნდა აღინიშნოს, რომ ავთანდილ ასათიანის გუნდი ჩვენმა მეკარემ ალი ასლანმა გაშვებული გოლისგან არაერთხელ იხსნა, მან ჯამში 33 მოგერიება განახორციელა.

პირველი ტაიმის მიწურულს ლიმამ ხორვატები წინ გაიყვანა, აქედან 3 წუთში კი სამწუხაროდ, ღავთაძემ პენალტი ვერ გამოიყენა.

35-ე წუთზე კეკელიამ სხვაობა აღადგინა, 39-ე წუთზე იელოვჩიჩის დარტყმული პენალტი ასლანმა მოიგერია და საქართველოს ნაკრებს მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე პირველი ქულა მოუტანა.

ავთანდილ ასათიანის გუნდი A ჯგუფში 1 ქულით ბოლო, მე-4 ადგილს იკავებს, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მორიგ ტურში საფრანგეთს დაუპირისპირდება, შეხვედრა 28 იანვარს, თბილისის დროით 19:30 საათზე დაიწყება.

ბიძინა
ალი ასლანიშვილი ფერეიდანში დაბადებული ქართველი ჯიგარი კაცი, კარგი საქართველოს პატრიოტია, 400 წელი ამ ხალხმა შეინარჩუნა ენა კულტურა ქართველობა, გაუმარჯოს ერთიანი საქართველოს, ჯიგარი ჩვენი ფერეიდნელი ქართველი ძმები,
zaza-s
სომხეთიც დატოვეს ბრაზილიელებმა, მარა არ გლეჯენ ყველაფერს?
kesha
აუ ღავთაძე არსად დაგეკარგოდ, ეგ რომ შეუცვლელი გეყოლებათ ნაკრებში კარგით რაღაზეა საუბარი
zura222
შესაცვლელია მთელი ფედერაცია! ფეხბურთისაც, კალადბურთისაც და ფუტზალისაც!
შაქრო პაპას
შაქრო ბატონო, ეს თქვენი ოპონენტი - წერტილა გახლავთ ზურა 222, იგივე სურიკა. ეს ტიპი აქაურობის მოწამვლაში ფულს იღებს.
zaza
კრიტიკა მისაღებია მაგრამ შეურაწყოფის მიყენება უადგილო რაც იციან იმას თამაშობენ ბრაზილიელების წასვლის შემდეგ დაგვჩა ის რასაც დღეს ვხედავთ ნახევარი დღევანდელი კონდიკენტის შეცვლაზე შედიოდენ ბრაზილიელებს რომ დაესვენად და მეტი თამაში რო შეძლებოდათ ჩვენებს ბრაზილიელებით კიარა გაავსებდენ გუნდს.ეგკიარა საერთოდ არ მეგონა ევროპაზეც თუ მოვხვდებოდით.და კიდე ვინთქვარო მაგრად ვითამაშეთ არც არავინ მეკარე შესაქები იყო და დიახაც უნდა შევაქოთ გუნდსრო კარგად ეთამაშა ამდენი მოგერიება ხოარ ექნებოდა.
პაატა
ევროპაზე გადიხარ ითამაშე რა, რა გახდა 3-4 კომბინაციის დახატვა, ორი სამი პასის მიცემა:((( მართლა ტეხავს ოლიმპიური დევიზით - “მთავარია მონაწილეობა” აზროვნება!!! მეკარეს რომ არ ეყოჩაღა მერე რას დაწერდა ეს “თავგადაკლული” გულშემარკივარი?! რა უბედურებაა მოცუცქნულ მოედანზე ბურთის უაზროდ გადაგდება, ამ თამაშმა მწვრთნელის დონე ბოლომდე გვაჩვენა:(

ეეჰ,შაქრო პაპა,ასაკოვან ადამიანების,იმისათვის სცემენ პატივს,რომ დიდი ცხოვრებისეული გამოცდილებით,კარგის და ცუდის გარჩევა შეუძლიათ და არც დასკვნების გამოტანაში ჩქარობენ.სანიოლის გუნდმაც და ამ ბიჭებმაც,საქართველოს ისტორიაში პირველებმა შესძლეს და საქართველოს ნაკრები,ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გაიყვანეს.(ფუტზალის ნაკრებიმეორედ გავიდა,მაგრამ პირველ შემთხვევაში,ძირითადად ბრაზილიელი ლეგიონერებით იყო გაძლიერებული,ეს ნაკრები კი,სუფთად ქართული შემადგენლობაა.ის,რაც მანამდე ვერავინ გააკეთა და ამათ შეძლეს,სამარცხვინოდ მიგაჩნია და ფუის უძახი?!თანაც კურდღლური ტაქტიკა!სანამ ასეთ რამეს იტყვი,ხომ უნდა დაფიქრდე,რას ამბობ?სამწუხაროდ,უპასუხისმგებლო სულელი,სიბერეშიც უპასუხისმგებლო სულელად რჩება და თქვენი მაგალითი,ამის დამტკიცებაა.
შაქრო პაპა
ჰო, ისტორია დავწერეთ, ამჯერად უკვე მინი-ფეხბურთში. 200 დარტყმულიდან 198 სეივი. ეხლა ორსართულიანი ავტობუსიღა გვაკლია რუსთაველზე და ღირსების ორდენები კანცელარიაში. სამარცხვინო თამაში იყო! სვარკასაც კი ვერ უწოდებ კაცი. პირველ ტაიმში კარში ერთხელაც არ დაურტყამთ. ვინ ასწავლა ან სანიოლს და ან ამ ასათიანს ეს კურდღლური ტაქტიკა, მეორე ნომრად თამაშიც არ ქვია, უფრო მესამე ნომერია, როცა უკლებლივ ყველა კარშია ჩაწოლილი მატროსოვივით. არ გიტყდებათ ბიჭო? ან ამ ლატვიასთან 4-0 რა იყო? მაგათთანღა გვაკლდა დიდი ანგარიშით წაგება და მაგასაც მოგვასწარით. ფუი!
ხვიჩა
ადრე ბრაზილიელები რომ გვყავდა ნაკრებში, წავიდნენ?
ხვიჩა გუნია
მგონი ფერეიდნელი ქართველია
დათო
ალბათ ქართველი აზერბაიჯანელია, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, ჯიგარია
ზაზა
იშვიათი შემთხვევაა მეკარემ დარბაზის ფეხბურთში ამდენი დარტყმული მოიგერიოს თან დარტყმულსაცხო გააჩნია.ნახევარი მაინც უნდა გაეტანათ ხორვატებს ხუთჯერ წაქცეულზე დაუმატეს და განმეორებითი დარტყმებიც მოიგერია
თენგიზი
ფერეიდნელმა ქართველმა ალი ასლანმა სასწაული თამაშით საქართველოს სიხარული აჩუქა.
ხვიჩა
ვიმემ თუ იცით ეთნიკურად ვინაა ალი ასლანი?
ყოჩაღ ალი
ასლანი ვერ დააყენეს ლატვიასთან?
"არ შემიძლია შევეგუო იმას, რომ ქვეყანა ორ უკიდურესობას შორისაა გახლეჩილი" - სანიოლმა თავისი პოლიტიკური პოზიცია დააფიქსირა
მუდრიკი ისევ ტრავმირებულია და საქართველოსთან ვერ ითამაშებს
საქართველოში ჩამოსვლის მიზეზი, აქ გატარებული დრო და მსგავსება მის რეგიონთან - სანიოლი ფრანგულ Youtube არხს ჩვენი ქვეყნის შესახებ ესაუბრა
საქართველოს ნაკრები ჩინეთის გრან პრიზე სრული შემადგენლობით ისპარეზებს
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩებს განსჯიან
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - კანადა
ნიონში ქალთა ერთა ლიგის წილისყრა გაიმართა
პსჟ-მა "ვილიარეალის" განადგურებით ჩემპიონთა ლიგაზე 2 რეკორდი დაამყარა
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ლიბანთან მატჩებისთვის ემზადება
"გალათასარაიმ" ბატრაკოვის დუბლით "შტუტგარტს" სძლია - "შახტარი" აზაროვის გარეშე "სპორტინგთან" დამარცხდა
[VIDEO] ტრაგედია ესპანეთში - მატჩისას მიღებული ტრავმის შედეგად ფეხბურთელი გარდაიცვალა
კრიშტიანო რონალდოს ვაჟი პორტუგალიის 17-წლამდელთა ნაკრებში პირველად გამოიძახეს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
თორნიკე შენგელიას პირადი რეკორდი და "დუბაის" მორიგი გამარჯვება ადრიატიკის ლიგაში
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩებს თელავში გამართავს
"ვესტ ჰემმა" ესპირიტო სანტო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა
შოთა არველაძე "აიაქსის" რიგებში "ბარსელონას" ლეგენდების წინააღმდეგ ითამაშებს
[VIDEO] "ეს მიკერძოებულობაა! 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ!" - იამალის მამამ "ოქროს ბურთის" შედეგებზე ხმაურიანი განცხადება გააკეთა
"მანჩესტერ იუნაიტედიდან" ინტერესი არსებობს - "ასტონ ვილას" უნაი ემერის გაშვება არ უნდა
"ეს უსამართლობაა...! ხვიჩა, ძმაო, მიყვარხარ და გამაგრდი!" - მიქაუტაძე "ოქროს ბურთზე" და ხვიჩას ტრავმაზე L'Equipe-თან ინტერვიუში
უკრაინული კლუბები თავის ვენესუელელ ფეხბურთელებს რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ თამაშის უფლებას არ აძლევენ
"კრიშტიანოსა და ზლატანს ეს მსგავსება აქვთ" - პიოლი ყოფილ შეგირდებზე
გიორგი "კვარას" გარეშე დარჩენილი პსჟ-ის წინააღმდეგ - ჩვენი მეტოქე "კოპენჰაგენი"
იტალია 3:2 საქართველო
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩებს თელავში გამართავს
ფუტსალი | იტალია - საქართველო | მეინ რაუნდის მეორე მატჩი
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ლიბანთან მატჩებისთვის ემზადება
ფუტსალი | საქართველო 2:3 კოსოვო
საქართველო ფუტსალის ევროპის 2030 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის კანდიდატია