ორშაბათამდე დაცდა საჭირო აღარაა, ანამ იტალიაში, "ბანკა რეგიონალე ეუროპეას" ტურნირში საკმარისზე მეტი ქულა გაინაღდა
ახლა უკვე აღარ არის საჭირო ორშაბათამდე ცდა იმის შიშით, რომ, ვაითუ რამე სწორად ვერ დავითვალეთ - ანა ტატიშვილმა (118) სანუკვარ ასეულამდე საკმარისზე მეტი ქულა გაინაღდა.

ჩვენებური იტალიის ქალაქ კუნეოში, "ბანკა რეგიონალე ეუროპეას" საერთაშორისო ტურნირში ასპარეზობს, რომლის საპრიზო ფონდი 100 ათასი დოლარია.

ტატიშვილმა ასეულში მოხვედრას საფუძველი უიმბლდონზე მიღებული 100 ქულით ჩაუყარა, იტალიაში კი განუთესავმა ქართველმა ძლიერი თამაშითა და ფავორიტების დამარცხებით ყველა გააოცა.

გუშინ,1 ივლისს მეოთხედფინალში ანას მეტოქე ტურნირის მე-3 ჩოგანი, ფრანგი პოლინ პარმენტიე (74) იყო, რომელთანაც ორი წლის წინათ მარსელში წააგო. ტატიშვილმა შური შესანიშნავ სტილში იძია, მან ფრანგ ფავორიტს გადამწყვეტი სეტი სულაც "მშრალზე" მოუგო - 5:7, 6:2, 6:0. ნახევარფინალში ტატიშვილი შვეიცარიელ შტეფანი ფოიგელს (152) ხვდება.

კუნეოში ანა ტატიშვილმა უკვე გაინაღდა 70 სარეიტინგო ქულა და, რომც წააგოს მომდევნო მატჩი, საუკეთესო ასეულში მაინც შევა (სადღაც, 96-ე - 97-ე ჩოგანი გახდება). შვეიცარიელის გაგდების შემთხვევაში კი ანა 100 სარეიტინგო ქულას მიიღებს და ფინალში გავა.

ბრწყინვალედ თამაშობს 28 წლის მაკა ჩახნაშვილიც (237). მაკა ესპანურ პოსობლანკოში (50 ათასი დოლარი) გამოდის. მეორე წრეში მან ფრანგ ვიქტორია ლარიერს (342) მოუგო - 6:4, 6:4. მეოთხედფინალში ქართველის მეტოქე მე-3 ნომრად განთესილი ჩინელი ინ-ინ ლუა (178). ამავე ტურნირის წყვილთა ბადეში სოფიო შაფათავა (292) წყვილთა ფინალშია (რუს მარინა მელნიკოვასთან ერთად).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანამ ფინალი მოიგო 2-0(6/4:6/3)!!!გილოცავთ !!!
ანამ ფინალი მოიგო 2-0(6\4:6\3)!!!ვულოცავთ!!!
tengo
ანა-ფოგელი 2-1(3\6;7\5;6\3)!!!ანას ვულოცავთ ფინალში გასვლას!!!
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა