ინგლისური პრესის ინფორმაციით, შოთა არველაძეს "ჰალის" მწვრთნელად პარასკევს წარადგენენ.

წარდგენის შემდეგ პრესკონფერენცია გაიმართება, რომელსაც კლუბის ახალი მფლობელი აჩუნ ილიჯალი, ასევე, გუნდის ვიცე-თავმჯდომარე და დროებითი აღმასრულებელი დირექტორი ტენ კესლერი დაესწრებიან.

მოგეხსენებათ, "ჰალს" სატრანსფერო ბანი ჰქონდა, რადგან კორონავირუსის პანდემიის დროს ინგლისის საფეხბურთო ლიგიდან სესხი აიღო, რომელიც დაფარული არ ჰქონდა და ამიტომ ახალ ფეხბურთელებს ვერ იმატებდა.

აჩუნ ილიჯალის მოსვლის შემდეგ ეს დავალიანება გასწორდა და ახლა "ვეფხვებს" სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობაც შეუძლია.

yorkshirepost.co.uk წერს, რომ კლუბის მთავარი სამიზნე "შეფილდის" 22 წლის ინგლისელი ნახევარმცველი რეგან სლეიტერი იქნება, რომელიც "ვეფხვების" ღირსებას 2020 წელს იჯარის წესით უკვე იცავდა.

ასევე იწერება იმის შესახებ, რომ "ჰალი" "ფენერბაჰჩეს" 18 წლის ირანელი ფორვარდის, ალაჰიარ სეიდის შეძენასა და "გალათასარაის" 35 წლის ნიდერლანდელი ვეტერანის, რაიან ბაბელის დამატებასაც შეეცდება.

Laozy2
კვარაცხელია დაიმატე შოთი კვარაცხელიაააა!!!

ეხხხ, სამწუხაროდ მგონი ისედაც ყველაზე იაფი ა ქართველი ფეხბურთელები ღირს და კიდე დაუკლოთ? ;) წარმატებები შოთი, გვიყვარხარ და გვეიმედები პ.ს. მადლობა გახარიას რომ არ გაყევი
ირაკლი
რადგან სიმართლე თქვა ეგ ირონიაა ? ცოტა ამბიციებს უნდა მივხედოთ
samtredski
შენს კომენტარზე დავწერდი რომ შეხვდნენ ჰალი და რუბინი ერთმანეთს და ნახავდი რეალობას .
Zaza
აბა გაჩითულა რევაზიჩი ინგლისში
გელა67
კარგია რეალი ,მანჩესტერი,მილანი და ა.შ, მაგრამ რეალურად ხომ უნდა შევხედოთ საკითხს, უკვე ჰალისაც იწუნებთ?
nk
ჭირი იქა, ლხინი - აქა, ქატო იქა, ფქვილი - აქა. და ყველა ცხოვრობდა დიდხანს და ბედნიერად )))
გოგა
ჩემპიონშიპს ეხუმრები?
ilia
პირველ რიგში ვუსურვოთ წარმატებები.თუ გვინდა,რომ მისმა მოღვაწეობამ შედეგი გამოიღოს ჩვენც დავეხმაროთ, რითაც შეგვიძლია. მაგალითად შევთავაზოთ ჩვენი ფეხბურთელები იმაზე იაფად,რაც ღირს სინამდვილეში.ამით კლუბის მესვეურებთან ურთიერთობა კიდევ უფრო მტკიცე ექნება,დანარჩენი ფეხბურთელებიც მეტ ხათრში და პატივისცემაში იქნებიან მწვრთნელის მიმართ და იმ ქართველი მიმართ ვინც მათ გვერდში ითამაშებს.
Michael
ვისაც გახსოვთ ბენიტესის ლივერპული, ისიც გემახსოვრებათ, რომ ბევრი ესპანელი წაიყვანა მაშინ გუნდში. სულაც არ იქნება გასაკვირი თუ წაიყვანს ქართველებს. მაგრამ რათამაუნდა კვარაცხელიას გარდა. ნახევარი საქართველო რომ ეძახით კვარაცხელია წაიყვანეო, ეგ ბიჭი ბევრად მაღალი დონეა, ვიდრე ნებისმიერი ქვეყნის მეორე ლიგის გუნდი და აუცილებლად გაიყიდება უკეთეს გუნდში ვიდრე ჰალია. ასე რომ არავის შესახვეწნი და წასაყვანი არაფერი სჭირს კვარაცხელიას, მითუმეტეს არველაძის, რომელმაც მასზე ირონიულად ილაპარაკა და სიმეონესთან ნაჭორავები რაღაცეები მოგვიყვა.
მამუკა
რაღა დროს ბაბელია, თუ პენსიონერებს აგროვებს ბარემ საქართველოდან წაიყვანოს
მომავალი ჩვენია
მაგარია, გილოცავ შოთი! ერთი ხუთი კაცი რო წაიყვანო და მოხოდო ნაკრებისთვის, ერთ სამს ისევ ქეცბაია წაიყვანს, სამი კაციც ბათუმიდან, ვაკო კორეიდან, პლიუს ხვიჩა და მაგარი ნაკრები გვეყოლება.
დ
შოთი წაიყვანს იმათ, ვინც ღირსი იქნება, თორემ ვერ ნახეთ, რაც გააკეთეს ქეცბას წაყვანილმა ბიჭებმა? მერე მეორე, ქართველები როგორც კი კარგ ტრანსფერს გაჩარხავენ, ეგრევე თამაშს ატოვებენ, ამისი უამრავი მაგალითი გვაქვს, ბოლოდროინდელი შენგელია და ნინუაა, იმის მაგივრად, რომ პირიქით, უფრო უკეთ ითამაშონ და უკეთეს გუნდში გადავიდნენ, თამაშს და პროგრესს საერთოდ ატოვებენ. შოტიმ ეს ჩვენზე უკეთ იცის. ჩაკვეს და კვარას თუ წაიყვანს, ძაან მაგარი იქნება, ჩემპიონშიფის ზედა ათეული დიდად არ განსხვავდება პრემიერლიგის ქვედა ათეულისგან. ნუ იბოღმებით და ნუ ილანძღებით, პირიქით, გიხაროდენ, რომ ასეთი გუნდი ქართველს ჩააბარეს.
tngh
წარმტებები შოთის!!!
შულაია
რომ წერთ არ აქვ ამხელა ბიუჯეტი "ჰალს" რომ კვარა წაიყვანოსო-- მართლა მაინტერესებს რა გგონიათ? დღეისათვის კვრა იმდენი ღირს რომ ჰალსი ვერ შეიძენს? ან რაში სჭირდება შუა სეზონში რუსეთის ლიგის ერთერთ მაჩანჩალა გუნდში მოთამაშე შემტევი,რომელსაც სულ ერთი გოლი აქვს გატანილი მ/სეზონში......თუ კიდევ გჯერავ ზღაპრები ევროპის ტოპ კლუბების ინტერესებსა და 20-25 მილიონიან სატრასფერო ფასზე..
სტალინი
წიტაიშვილი , ლობჟანიძე და აზაროვი, მგონია რომ კარგი ვარიანტია

აზაროვი მგონი კარგი იქნებოდა თან იაფი ღირს
შოკირებული გულშემატკივარი
ერთ ქართველს აუცილებლად წაიყვანს და ის იქნება საუკეთესო
ზურა
ნორმალურ გუნდში მწვრთნელი წყვიტავს თუ ახალი ფეხბურთელია მისაყვანი ვინ მიიყვანოს. ეგრე წაიყვანა ვაისმა ჩვენი ბიჭები და ეგრე მიყავს ქეცბაიას ჩვენი ბიჭები.არველაძე არავის წაიყვანს,შეიძლება ვატო წაიყვანოს დანარჩენი არ აინტერესებს,როდის აინტერესებდა რო?
Levani
ამათ ჰალი პრემიერლიგაში ჰგონიათ. რა ხვიჩა და გოჩა წაიყვანე- ჰალი გაისადაც ჩემპიონშიფში იქნება(თუ წელს მაქედანაც არ გავარდა)
ვერგავიგე
ჩაკვეტაძე და კვარაცხელიაც ჩვენ გადავწვით?
ზურა
ისე ცნობისთვის,მწვრთნელი ეუბნება გუნდის მფლობელს ვინ უნდა გუნდში,როდესაც ახალი ფეხბურთელია საჭირო.
კირკიტა
ვფიქრობ, თუკი ვინმეს წაყვანაზე იფიქრებენ შოთიც და "ჰალის" თურქი მფლობელიც, ეს თურქეთში ძალიან კარგად მოთამაშე საბა ლობჟანიძე იქნება. საბაც ამბობდა ინტერვიუში, რომ პრემიერლიგა მოწონს და თუკი პრემიერლიგაში აღზევებაში გუნდს დაეხმარება, მომავალი სეზონიდან თუ არა, იმის შემდეგი სეზონიდან მაინც პრემიერლიგაში ითამაშებს.
ეეე
წაიყვანოსო, რომ იძახით, მიყავდა ქეცბაიას, ყველა უგუნდო და უპატრონო ქართველი მარა დაუფასა ვინმემ? აპოელებში და რუბინებში ცვლიდნენ როცა ოდნავ სულს მოითქვამდნენ.
მწვრთვნელი
აბა ზევით ჩამოთვლილი ხალხი უფასოდ მოყავს, თუ რა არის ვერ გავიგე?
lex
რა ალაჰიარი ბიჯო ხვიჩა წაიყვანეთ
ქართველი
კვარაცხელიას ვერ წაიყვანს ძაანაც რომ უნდოდეს, დიდი ფასი ადევს და ჰალი ვერ გაწვდება. ჩაკვეტაძის წაყვანა არ ღირს დამიჯერეთ შოთისაც საქმეს გაუფუჭებს იმდენად დატანჯა ეგ ბიჭი ტრავმებმა რომ მისი სიტუაციიდან გამოსვლა ურთულესია. ერთადერთი ქართველი დღესდღეობით ვისზეც ვფიქრობ რომ შოთამ უნდა წაიყვანოს ჰალში არის აზაროვი. აი შოთას ადგილზე არც დავფიქრდებოდი ისე წავიყვანდი. 19 წლისარი, მაგარი ტექნიკაც აქვს ჟილკაც და ტემპში აყოლაც მაგრა შეუძლია, ფიზიკაში უნდა მოუმატოს და მაგასაც იზამს, ფასიც ძაან დიდი არააქვს, თუ კარგად წარმართავენ საუბრებს 1 მილიონად ან მილიონ 200-300 ათასად შეიძლება წაიყვანონ. მილიონიც თუარაქვთ ტრანსფერისთვის მაშინ რავიცი ძაან დარხევია ჰალს. აზაროვს სჭირდება ჰალლი წყალივით და ღრმად მწამს ჰალსაც მაგრად გამოადგება.
აზაზაზა
არ აქვს მაგხელა ბიუჯეტი "ჰალს" ხვიჩა რომ წაიყვანოს
გულდაწყვეტილი
ანკიდე როგორ წაიყვანონ წელიწადია არ უთამაშია გადაწვეს ხვიჩაც და ჩაკვეტაძეც. ხალხნო საქართველოში საშინელება ხდება თუნდაც აიღეთ top 8 ჰალკი ეხუმრებით მის ძალას და შედეგებს მაგრამ არაწყობთ ეგ პიროვნება და არაპიარებნე. ტალახაძესაც ასანიძე როარ ყავდეს იცოდეთ მაგასაც დაჩაგრიდნენ
აბგდ
ხალხო!მწვრთნელია ეს კაცი და არა გუნდის მფლობელი!რას ჰქვია მოკიდე ხელი და წაიყვანე:D წაიყვანოს აგენტმა სხვა გუნდში რეალი და ბარსელონაო რო იძახდა ახლა ჰალი გვინდა ხო?ეს კაცი იქ სამუშაოდ მიდის სხვის გუნდში და კარიერის ასაწყობად ძლივს სადღაც მოხვდა და ახლა ქართული მაფია მიათრიოს მანდ მეტი საქმე არ აქვს :DDDDD ჩაკვეტაძეს თუ თამაში უნდა ითამაშოს იქ სადაც საჭიროა და იგივე ეხება კავარცხელიასაც თუ რამე უნდათ ჯერ კლუბებში დაამტკიცონ და აგენტებიც გამოიცვალონ ისწავლონ დამოუკიდებლად საქმის შესრულება და მიზნის მიღწევა!შვილი მომიწყეს ბაზარი უნდა მოვიშალოთ ქართველებმა )))
გულდაწყვეტილი
ირანელები როგორ ახერხებენ და აგენტად არაყავთ მაფიოზი ჯუღელის ნაერები და არცდილობენ მილიონების შოვნას პირველსავე ტრანსფერზე.
მწვრთვნელი
კაცი არა ხარ, წაიყვანე კვარაცხელია, ჩაკვეტაძე და წიტაიშვილი. მადლი მოისხი ქართველი ხალხის!
შოკირებული გულშემატკივარი
ირანელი როგორ ახერხებს რო ქართველს ფეხბურთში აჯობოს მართლა საინტერესოა
ძალიან ყინჩად კი იყვნენ - "იბერია 1999"-ის მძლეველი "მალმიო" "კოპენჰაგენმა" გააბითურა
"ბარსელონას" 8 წლიან კონტრაქტზე უარი ვუთხარი და ყველაფერი დავკარგე" - მესის ბავშვობის თანაგუნდელის ინტერვიუ
რიო ფერდინანდმა თავისი ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
კვლავ ფორმაშია! - შოთა არველაძემ მადრიდის "რეალს" გაუტანა [VIDEO]
"არველაძე "ტრაბზონსპორში" ბრუნდება, თუმცა არა მწვრთნელის რანგში" - რას წერს თურქი ჟურნალისტი
"ეს ჩვენი ქვეყნისთვის დღესასწაული იყო" - შოთა არველაძის ვარაუდი, თუ რამდენ გოლს გაიტანს "კვარა" მიმდინარე სეზონში
ჩაკვეტაძემ ვერ ითამაშა - "უოტფორდმა" "ჰალთან" ქულები გაიყო
"ჩემი გადაწყვეტილებით, სრულად დაფინანსდება..." - შოთა არველაძე შესანიშნავ ამბავს ავრცელებს
შოთა არველაძე კვლავაც მოწოდების სიმაღლეზეა - ნახეთ სახალისო ვიდეო მარბელადან [VIDEO]
ჩაკვეტაძის "უოტფორდი" "ჰალთან" წაგებას გადაურჩა
საბა არველაძესთან ერთად "ჰალში"! - შოთას გუნდმა თურქებს ლობჟანიძის ტრანსფერზე ოფიციალურად მიმართა!
ცნობილია, იმუშავებს თუ არა შოთა არველაძე "ტრაბზონსპორში"
"გულიაშვილის შეძენა ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა შესთავაზა" - გიორგი ახალ გუნდში გადასვლას უახლოვდება
"გიოს და "კვარას "ვუსურვებ, რომ ნაკრებში, გოლების რეკორდი წელსვე გააუმჯობესონ" - შოთა არველაძე
თურქულ კლუბთან შეთანხმება შედგა - არველაძე სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება