ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

"ინდიანას" მწვრთნელის უცნაური გადაწყვეტილება! რაღაც უნდა შეიცვალოს! (ანალიზი)

"ინდიანას" მწვრთნელის უცნაური გადაწყვეტილება! რაღაც უნდა შეიცვალოს! (ანალიზი)

"ინდიანა პეისერსი" "ოკლაჰომა სითი თანდერს" ესტუმრა და 113:110 დაამარცხა.

ბოლო პერიოდში ძირითადი ბირთვის არყოფნაში გუნდის ლიდერად გოგა ბითაძე მოგვევლინა, თუმცა დღევანდელ შეხვედრაში ქართველმა კალათბურთელმა მხოლოდ და მხოლოდ 2 წუთი მიიღო, რა დროშიც 1 მოხსნა და 1-იც დაფარება მიითვალა. რა თქმა უნდა, რიკ კარლაილის გადაწყვეტილება უცნაურია, რადგან მაილის ტერნერი ჯერ კიდევ არ დაბრუნებულა, ბოლო შეხვედრების ერთ-ერთ საუკეთესო სპორტსმენს კი თავის გამოჩენის საშუალება "თანდერთან" არ მიეცა. გადავხედოთ გუნდის ბოლო 4 მატჩს და გოგას სტატისტიკურ მონაგარს:

"გოლდენ სტეიტ უორიორსი" - "ინდიანა პეისერსი" - 117:121 (დააჭირეთ ლინკს და იხილეთ მატჩის მიმოხილვა)

გოგა ბითაძე - 31 წუთში 13 ქულა (5/12), 9 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება. "უორიორსთან" გაძევებამდე ქართველი მშვენივრად გამოიყურებოდა და დიდი ხნის განმავლობაში გუნდსაც წინ მიუძღვოდა. მატჩის დაწყებამდე გულშემატკივართა უმეტესობა (Sofascore-ს თუ დავეყრდნობით 85%) თვლიდა, რომ "გოლდენ სტეიტი" მარტივად გაიმარჯვებდა, თუმცა ლიდერების გარეშე მოასპარეზე "პეისერსმა" სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი დამატებით დროში დაამარცხა.

"ფინიქს სანსი" - "ინდიანა პეისერსი" - 113:103 (დააჭირეთ ლინკს და იხილეთ მატჩის მიმოხილვა)

გოგა ბითაძე - 35 წუთში 16 ქულა (6/14), 11 მოხსნა (4 მეტოქის ფარზე), 2 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება. ზოგადად "სანსთან" თამაში ყველას უჭირს და გასაკვირი სულაც არაა, რომ ფენიქსულმა გუნდმა კონკრეტულ შეხვედრაში ანგარიშში წინ 44:04 წუთი გაატარა, არც მარცხია მოულოდნელი, რადგან დევინ ბუკერისა და კრის პოლის ლიდერობით "ფინიქსმა" ბოლო 13 შეხვედრიდან 12-ში გამარჯვება იზეიმა, ამასთან ერთად გუნდი ლიგის საუკეთესო შედეგს აფიქსირებს, ყოველივე ამ ფონზე გოგას ეს შეხვედრა მეტ-ნაკლებად დადებითად შეგვიძლია შევაფასოთ.

"ნიუ ორლეანს პელინაკსი" - "ინდიანა პეისერსი" - 117:113 (დააჭირეთ ლინკს და იხილეთ მატჩის მიმოხილვა)

გოგა ბითაძე - 22 წუთში 12 ქულა (4/7), 5 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა. ზემოხსენებული 2 შეხვედრა ქართველს მეტად კარგი გამოუვიდა, თუმცა ჩავარდნილად არც ეს მატჩი უნდა მივიჩნიოთ. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა (ანგარიშში წინ "პელიკანსი" 22:09 წუთი იყო, ხოლო "ინდიანა" - 22:02).

"ინდიანა პეისერსი" - "შარლოტ ჰორნეტსი" - 126:158 (დააჭირეთ ლინკს და იხილეთ მატჩის მიმოხილვა)

გოგა ბითაძე - 19 წუთში 17 ქულა (8/12), 6 მოხსნა (6-ივე მეტოქის ფარზე) და 2 შედეგიანი გადაცემა. ზოგადად ეს მატჩი "ინდიანამ" დაცვაში ჩააგდო, მიუხედავად მარცხისა ქართველი საკუთარი გუნდიდან საუკეთესო იყო.

გოგას 4 მშვენიერი მატჩი ვნახეთ, თუმცა როგორც მოგახსენეთ, "ოკლაჰომასთან" სათამაშოდ მხოლოდ და მხოლოდ 2 წუთი მიიღო, ყოველივე ზემოთ განვლილი მატჩების შემდეგ დროის ეს მაჩვენებელი ამოუხსნელია. გადავხედოთ ვის დაეთმო დრო "თანდერთან" მატჩში:

დომანტას საბონისი - 44 წუთში (გასაკვირი სულაც არაა აშკარა ლიდერია) 24 ქულა, 18 მოხსნა, 10 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება.

ოშეი ბრისეტი - 24 წუთში 10 ქულა, 7 მოხსნა (6 საკუთარ ფარზე) და 2 პერსონალური ჯარიმა. დღევანდელ შეხვედრაში რიკ კარლაილმა გადაწყვიტა, რომ ცენტრის პოზიციაზე დომანტასი ყოფილიყო და ის ოშეის შეეცვალა...

საბოლოოდ, ქართველმა კალათბურთელმა ლიდერების არყოფნაში მშვენიერი მატჩები შემოგვთავაზა და კრიტიკოსებს საკუთარი ადგილი მიუჩინა, აქედან გამომდინარე, გოგამ საკუთარი შესაძლებლობები მოედანზე არალიმიტებულ დროში ცხადყო და დაგვანახა, რომ მსოფლიოს საუკეთესო ლიგაში თავის წარმოჩენა მართლა, რომ შეუძლია. თუ ჩვენებურის სათამაშო დრო საშუალოდ 25 წუთი იქნება, უმეტეს შემთხვევაში სტატისტიკური მონაგარი ორმაგი დუბლის ზღვარზე გაივლის. ჯერ-ჯერობით "ინდიანას" ვერ დატოვებს, რადგან გუნდმა კონტრაქტი გაუგრძელა, თუმცა ლიდერებების, მაგალითად, დომანტას საბონისისა და მაილის ტერნერის შესაძლო გაცვლაზე საუბრობენ, ლიეტუველს "გოლდენ სტეიტ უორიორსს" უკავშირებენ (ჭორის დონეზე), მაილისს კი "შარლოტსა" და "ლოს ანჯელეს ლეიკერსს", იქვე ფიგურირებს "პორტლენდიც". თუ ინდიანაპოლისური გუნდის ხელმძღვანელობა მათ გაცვლის, მაშინ გოგას სათამაშო დრო საგრძნობლად გაეზრდება და განვითარდება, მისი კარგ ფორმაში ყოფნა კი, რა თქმა უნდა, საქართველოს ნაკრებსაც ძალიან სჭირდება.

რამდენიმე თვის წინ Bleacher Report-მა დაწერა, რომ "ინდიანა" რეორგანიზებას აპირებს და სავარაუდო გაცვლებიც შემოგვთავაზა. გთავაზობთ მათ ვარიანტებს:

"მაიამი ჰიტი" - დომანტას საბონისი

"ინდიანა პეისერსი" - პი ჯეი ტაკერი, მარკიფ მორისი, ვიქტორ ოლადიპო, გაბ ვინსენტი, 2024 და 2027 წლების 1-ლი რაუნდის არჩევანი

ნაკლებად ვარსკვლავური, თუმცა კარგი როლური მოთამაშეები, რომლებიც ეტაპობრივად გუნდის წარმატების მთავარი შემმოქმედები ხდებიან. რატომაც არა, მათ დამატებული 1-ლი რაუნდის პიკები და მოლაპარაკება შესაძლებელი ხდება, საპასუხოდ კი "მაიამი" საჩემპიონო გუნდი გახდება, ისედაც ძლიერი ფლორიდელები აღმოსავლეთ კონფერენციას დამაჯერებლად ლიდერობენ, დომანტასის მიღების შემთხვევაში კი "უმაღლეს მწვერვალს" წაეთამაშებიან.

სამგუნდიანი გაცვლა, სადაც "ფილადელფია", "გოლდენ სტეიტი" და "ინდიანა პეისერსი" ფიგურირებენ:

"ინდიანა" - ბენ სიმონსი, ჯეიმს ვაისმენი, ჯონათან კუმინგა, მოუსეს მუდი

"გოლდენ სტეიტ უორიორსი" - დომანტას საბონისი

"ფილადელფია" - კარის ლევერტი, ტი ჯეი უორენი, ჯერემი ლემბი

ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, ამ გაცვლით ყველაზე მეტად "გოლდენ სტეიტი" იხეირებს, რადგან გუნდში მორიგი მეგავარსკვლავი მივა, ისედაც ჩემპიონობის გზაზე დამდგარ "ოქროსშტატელებს" კი მსგავსი კალიბრის კალათბურთელი ერთიორად გააძლიერებს. "პეისერსში" ვაისმენის გადასვლა გოგასთვის დროის კვლავინდებურად შემცირებას ნიშნავს, აი, ბენ სიმონსი კი, სავარაუდოდ, თავის შესაძლებლობებს კარგად გამოავლენს.

"უორიორსის" არ იყოს, "ფილადელფიაც" ძალიან გაძლიერდება. კარის ლევერტის მე-6 მოთამაშედ დანიშვნა სარგებელს მოიტანს, სათადარიგოდან შემოსული ტი ჯეი უორენი და ჯერემი ლემბი კი სასტარტოებს ამოსუნთქვის საშუალებას მისცემენ და რაც მთავარია, გუნდში კიდევ უფრო დიდი სიღრმე გაჩნდება.

"ინდიანა" - სი ჯეი მაკალუმი, რობერტ კოვინგტონი, იუსუფ ნურკიჩი

"პორტლენდ ტრეილბლეიზერსი" - დომანტას საბონისი, მაილის ტერნერი, კარის ლევერტი

იმის თქმა, თუ რომელი მეტად იხეირებს, რთულია. ალბათ, უფრო "ინდიანა", მაგრამ, რა თქმა უნდა, საბონისის ხარჯზე "პორტლენდი" უდიდეს დანამატს მიიღებს; ამავდროულად, ნურკიჩზე მეტად კარგი ფარის დამცველი და კარში შემტევი. რა თქმა უნდა, რთულია რაიმის თქმა, რადგან შეხედულება ამ შემთხვევაში სუბიექტურია. ფაქტობრივად, ორივე გუნდი ერთმანეთში ბირთვს ცვლის.

ჩემს მიერ ჩამოთვლილი ვარიანტებიდან არსად გოგა ბითაძის გაცვლა არ იწერება, ზოგადადაც, მედიაში ქართველის გასხვისებაზე სიახლეები არ ვრცელდება, ამიტომ თუ გუნდის ძირითადი ბირთვი გაიცვლება და რეორგანიზება დაიწყება, მაშინ მშვენიერი შანსია გოგა სოლიდური დროით დაიტვირთოს და ნაციონალური საკალთბურთო ასოციაციის სხვა წარმომადგენლებსაც თავი მოაწონოს.

• აბგდ

ახსნა მწვრთნელა მიცრე დაზიანება აქვსო და თამაშის დროს ცოტა გაურთულდაო.მაგრამ საგანგაშო არ უნდა იყოსო

• მოქალაქე

გამარჯობათ, გოგას ოთხივე თამაშსს ვუყურე და ცუდი ნამდვილად არ იყო ლიდერების არ ყოფნის ფინზე. მაგრამ რალურად რომ ვთქვათ გიგას უჭირს დაცვაში თამაში და ინიციავიტის გამიჩენა თამაშის დროს. უფრო მეტი გამბედაობა უნდა ქონდეს და ნამდვილი ლიდერი იქნება. კიდო ნუ დავუწყებთ ქება დიდებას თორე

• ქ. გ.

ვისაც მამუკელაშვილი გაინტერესებთ, დღეს 1 წუთი ითამაშა მატჩის ბოლოს და ერთი სამქულიქნი ჩააგდო. აქ არის სანდროს სამქულიანის ვიდეო: twitter.com/iAXO/status/1487332692467548164

• tngh

გამარჯვებულებს არ ასამართლებენ...

• გოჩა

მადლოვა სტატიის ავტორს ასეთი დეტალური მიმოხილვისთვის. სავარაუდოდ, გოგამ ტრამვა მიიღო შარლოტთან, რადგან ფაქტიურად მე-3 და მე-4 მეოთხედი აღარ ათამაშა მწვრთნელმა. ამიტომაც იყო რომ კატასტროფული ანგარიშით წააგეს. 35 წუთი რომ ეთამაშა, დარწმუნებული ვარ, 30 ქულას გასცდებოდა. თან იმ სიტუაციაში, რომ თამაშის დროს გოგაზე აქცენტი ფაქტიურად არ კეთდება. ძირითადად ,,მოხეტიალე" ბურთებზე თამაშობს და მაინც დებს ნორმალურ სტატისტიკას

• რრრ

მოიგო და ვერაფერს იტყვი, იქნებ თავს ვერ გრძნობდა გოგა კარგად? მოგეკითხათ მაინც.

• ქ. გ.

ტრავმა მიიღო გოგამ. მარჯვენა ფეხი იტკინა. ამიტომ ვერ ითამაშა. ოფიციალური ინფორმაცია: Goga Bitadze has a sore right foot.

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი

საქართველოს ნაკრების მოთამაშე კარიერას "ბაიერნში" გააგრძელებს

მამუკელაშვილმა "ტორონტო რეპტორზთან" ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა

დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ

გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა

[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა

U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა

წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"

GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში

იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა

ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა

გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა

"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ

"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო

"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა

"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია

"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა

[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"

ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"

ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა

[VIDEO] ლომინაძე და ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "სპორტინგმა" "ნაპოლიმდე" "ეშტორილს" სძლია

"[VIDEO] ბარსელონასთან" მატჩის წინ ხვიჩამ ტრავმა მიიღო - პსჟ-მ "ოსერს" მცველების გოლებით მოუგო

"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ