გორის, ქობულეთისა და ფოთის სტადიონებზე ხარისხიანი მოედნების დაგების ვადა შემოდგომისთვის გადაიწევს
სასიამოვნო ამბავი ნამდვილად არ არის - ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, ერთი თვის წინ მოედნების დასაგებად გამოცხადებული ტენდერი უარყოფითი შედეგით დასრულდა.

ცნობილია, რომ საქართველოს მთავრობამ გორის, ქობულეთისა და ფოთის სტადიონებზე უეფას მოთხოვნების შესაბამისი ბალახის საფრის დასაგებად ფეხბურთის ფედერაციას 2,5 მილიონი ლარი გამოუყო, ანუ თითო საფრის დასაგებად 833 ათასი ლარი, რაც სავსებით საკმარისი იქნებოდა.

თუმცა, ფედერაციის პრესსამსახური იუწყება, რომ ტენდერის მონაწილე კომპანიებმა სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული პირობები ვერ დააკმაყოფილეს. აქ საინტერესო ამბებიც მომხდარა: თურმე, ორი მონაწილე ქართული კომპანია, შპს "სთარი 2007" და შპს "გრინვორლდი", ფედერაციის დასკვნით, ერთად უნდა განიხილებოდეს, რადგან მათ აბსოლუტურად იდენტური დოკუმენტაცია წარადგინეს, ოღონდ განსხვავებული ფასებით. ამის გამო მათ ხელახლა გასამართ ტენდერში მონაწილეობაზე "წითელი აუნთეს".

"დოკუმენტაციის განხილვისას აშკარად ჩანს, რომ საქმიანი ქაღალდები მომზადებული და ამობეჭდილია ერთი და იმავე კომპიუტერში, მასალა მიღებულია ერთი და იმავე ელფოსტის მისამართიდან, ასევე იდენტურია ამობეჭდვის დრო და შემდგომ გაკეთებული ქსეროასლები, რაც მათი დისკვალიფიკაციის საფუძველი გახდა," - იუწყება ფედერაციის პრესსამსახური.

დაიწუნეს კიდევ ერთი ქართული კომპანიის, შპს "უნიმშენის" სატენდერო განაცხადი, რადგან სერტიფიკატები თურქულ ენაზე წარმოადგინა.

უარი ეთქვა ბერძნულ კომპანია "კრისტიან სიმუნოვიჩი - სპორტენგისაც", რადგან ფედერაციაში ჩათვალეს, რომ კომპანიამ დოკუმენტაციის შევსებისას გულგრილი დამოკიდებულება გამოიჩინა.

ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ ფედერაციამ კიდევ ერთხელ უნდა გამართოს ტენდერი, რომლის შედეგების გამოცხადება, მერე კი ეროვნულ ჩემპიონატში სამი ხარისხიანი მოედნის დაგების ვადა შემოდგომისთვის გადაიწევს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა