"ბორჯღალოსნებმა" 2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი ორი მატჩისთვის მზადება „შევარდენზე“, შეცვლილი შემადგენლობით დაიწყო.

წინასწარ დაანონსებულ გაფართოებულ შემადგენლობას ხუთი მორაგბე გამოაკლდა. სამწუხაროდ, ტრავმა მიიღეს ფულბეკმა დავით ნინიაშვილმა და ბურჯმა ლუკა აზარიაშვილმა. გაფართოებულ რაზმს კოვიდ-ინფიცირების გამო გამოაკლდნენ კვაჭი შალვა მამუკაშვილი, მეორეხაზელი კოტე მიქაუტაძე და მესამეხაზელი ლუკა ივანიშვილი. ინფიცირებულია გიორგი ჭყოიძეც, რომელიც გაფართოებულ შემადგენლობას ჯერ კიდევ გასულ კვირაში დააკლდა, ასევე - შერკინების მწვრთნელი ილია მაისურაძე.

„ნინიაშვილი შესანიშნავ ფორმაშია და ძალიან კარგი თამაში ჩაატარა, თუმცა კუნთი გაიწყვიტა და 3 კვირით მოუწევს დასვენება. მხარი ამოიგდო აზარიაშვილმა და ჯერ არ ვიცით, რა დრო დასჭირდება გამოჯანმრთელებას. სხვა შემთხვევებში მიზეზი კოვიდია, რომელიც სახიფათო ფაზაშია და კატასტროფულად სწრაფად ვრცელდება, რაც რადიკალურად ცვლის ჩვენს გეგმებს. მის სამართავად გვაქვს პროტოკოლი და მაქსიმალურად ვცდილობთ სიტუაციის გაკონტროლებას, თუმცა ყველაფერი ჩვენზე დამოკიდებული არაა. აქედან გამომდინარე, საჭირო გახდა ახალი მოთამაშეების გამოძახება“ – გუნდში არსებული სიტუაციის შესახებ გვიყვება "ბორჯღალოსნების" მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი.

დანაკლისის ნაცვლად სამწვრთნელო შტაბმა გაფართოებულ შემადგენლობაში უხმო "ორიაკის" მეორეხაზელ გიორგი ჯავახიას (7 კეპი, 5 ქულა), "შავი ლომის" მგეზავ ლუკა მატკავას, "ლა როშელის" ბურჯ გურამ პაპიძეს, "აჟენის" კვაჭ ჯაბა ბრეგვაძეს (67 კეპი, 30 ქულა) და "შავი ლომის" ფლანკერ ნიკო აფციაურს. ბრეგვაძემ და ჯავახიამ "ბორჯღალოსნების" კვართით ბოლოს გასულ ზაფხულში, სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ ითამაშეს, მატკავა, პაპიძე და აფციაური კი დებიუტანტები არიან.

„გურამ პაპიძე ტოპ 14-ში თამაშობს. მას 20-წლამდელთა ნაკრებიდანაც ვიცნობთ და საინტერესოა მისი ნახვა. ახალი მორაგბეების დიდი ნაწილი "შავ ლომშია". კარგად ვიცით, რა შეუძლიათ და მიგვაჩნია, რომ ამ ეტაპისთვის გაფართოებულ შემადგენლობაში ადგილს იმსახურებენ. ფრენჩაიზი ზუსტად იმისთვის შეიქმნა, რომ ნაკრების კანდიდატები მუდმივი დაკვირვების ქვეშ გვყავდეს და საჭიროების შემთხვევაში მოხდეს მათი სანაკრებო სივრცეში შემოდინება. თუ გვექნება შესაძლებლობა, მათ ეტაპობრივად გავსინჯავთ“ – ამბობს მაისაშვილი და განაგრძობს:

„გვსურდა, რომ წელს თამაშები მაქსიმალურად ოპტიმალური შემადგენლობით ჩაგვეტარებინა, მაგრამ ჯერ მხოლოდ შეკრების პირველი დღეა და უკვე 9 მოთამაშის შეცვლა მოგვიწია. არასახარბიელო სიტუაციაა, თუმცა მოცემულობას უნდა მოვერგოთ. ერთი მხრივ, ცუდია, როდესაც გეგმები ასე იცვლება, თუმცა, პოზიტიური კუთხით თუ შვხედავთ, ესაა თავის გამოჩენის შანსი ახალი მორაგბეებისთვის. მათ პირველ რიგში ვარჯიშებზე უნდა დაამტკიცონ, რომ ღირსნი არიან ეროვნული ნაკრების კვართის ტარების, რასაც ჩვენთვის ძალიან დიდი ფასი აქვს“.

შეგახსენებთ, საქართველო პორტუგალიას 6 თებერვალს „მიხეილ მესხზე“, 15 საათზე დაუხვდება, ნიდერლანდებს კი 12 თებერვალს, ჩვენი დროით 16:15 საათზე ამსტერდამში ეთამაშება. წლევანდელი რაგბი ევროპის ჩემპიონატი, ამავდროულად, 2023 წლის საფრანგეთის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის მეორე წრეა.

გაფართოებული შემადგენლობა 2022 წლის პირველი ორი მატჩისთვის

შერკინება

ბურჯები: გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92, 25 კეპი, 10 ქულა), მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე, 67 კეპი, 10 ქულა), ნიკა აბულაძე (შავი ლომი, 1 კეპი), ბექა გიგაშვილი (ტულონი, 25 კეპი, 10 ქულა), ლუკა ჯაფარიძე (ბრივი, 3 კეპი), გურამ პაპიძე (ლა როშელი, უკეპო);

კვაჭები: ჯაბა ბრეგვაძე (აჟენი, 67 კეპი, 30 ქულა), ვანო კარკაძე (ბრივი, 5 კეპი, 5 ქულა), ლუკა ნიორაძე (ორიაკი, უკეპო);

მეორე ხაზი: ლაშა ჯაიანი (შავი ლომი, 12 კეპი), ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი, 33 კეპი), გრიგორ ქერდიყოშვილი (აჟენი, 7 კეპი, 5 ქულა), გიორგი ჯავახია (ორიაკი, 7 კეპი, 5 ქულა);

მესამე ხაზი: გიორგი ცუცქირიძე (ორიაკი, 23 კეპი, 15 ქულა), თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი, 12 კეპი, 10 ქულა), ოთარ გიორგაძე (ბრივი, 29 კეპი, 25 ქულა), სანდრო მამამთავრიშვილი (შავი ლომი, უკეპო), ნიკო აფციაური (შავი ლომი, უკეპო);

ხაზი

ღერძი: ვასილ ლობჟანიძე (ბრივი, 61 კეპი, 55 ქულა), გელა აფრასიძე (მონპელიე, 35 კეპი, 24 ქულა), მიხეილ ალანია (ორიაკი, 6 კეპი), თედო აბჟანდაძე (ბრივი, 28 კეპი, 188 ქულა), გიორგი ბაბუნაშვილი (შავი ლომი, 4 კეპი, 9 ქულა), ლუკა მატკავა (შავი ლომი, უკეპო);

ცენტრები, ფრთები და 15: მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, 80 კეპი, 60 ქულა), აკა ტაბუცაძე (შავი ლომი, 15 კეპი, 60 ქულა), დემე თაფლაძე (შავი ლომი, 12 კეპი, 5 ქულა), ლაშა ლომიძე (შავი ლომი, 1 კეპი), მირიან მოდებაძე (შავი ლომი, 16 კეპი, 35 ქულა), თორნიკე კახოიძე (ლელო, უკეპო), დავით მესხი (ენისეი, უკეპო), ოთარ ლაშხი (შავი ლომი, უკეპო), სანდრო სვანიძე (შავი ლომი, 1 კეპი), ლაშა ხმალაძე (შავი ლომი, 88 კეპი, 53 ქულა).

rugby.ge

გიორგი 50
ვფიქრობ, ბოლო პერიოდის ერთ ერთი საუკეთესო შემადგენლობაააა... მეგობრებო, ყველანი მოდით 6-ში სტადიონზე... მომენატრა ათეულობით ათასი ქართველის ზეიმის ყურება...
გიორგი
ტესტი რომელიც კეთდება, არის სულ სხვა რამის დასადგენად. ფეხბურთში მაკედონიასთან ხვიჩა, შენგელია და კიდევ ორი კაცი დაგვაკლდა. არ დამთავრდა ამათი ღალატი.
cotne
გაუშვით ეგ მაისაშვილი და ვინმე ნორმალური მოიყვანეთ!
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
რაგბი ევროპა | ფინალისთვის შემადგენლობა შეირჩა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
"ბორჯღალოსნები" | ფინალისთვის 35 მოთამაშე ემზადება
რაგბი ევროპა | მე-18-ე ტიტულისთვიის პორტუგალიასთან მადრიდში
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის