"გენტიდან" "ჰამბურგში" იჯარით გადასული გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ წერილი Hamburger Morgenpost-მა გამოაქვეყნა:

"როგორც ელვისებურად დაიწყო, გიორგი ჩაკვეტაძეს სურს ასევე გააგრძელოს "ჰამბურგში" თამაში. "მიდტიულანდთან" წარუმატებელ ამხანაგურ მატჩში (1:5) 45-წუთიანი დებიუტის შემდეგ ქართველი ძირითად შემადგენლობაში სწრაფად დამკვიდრებას იმედოვნებს და პროცესს აჩქარებს: მაშინ, როდესაც მისი პარტნიორები უქმეებზე ისვენებდნენ, ის ტრენაჟორებზე ვარჯიშობდა. კვირას "დარმშტადთან" მას უნდა დაამტკიცოს, რომ გუნდის სასწრაფოდ დახმარება შეუძლია.

22 წლის ბიჭს თავს ბევრი რამ გადახდა. "ჰამბურგს" მოედნის ცენტრში პრობლემები აქვს, რადგან ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი სონი კიტელი დისკვალიფიცირებულია, ვაკანტურ ადგილზე კი პრეტენზიას, ალბათ, ჩაკვეტაძე და დავიდ კინსომბი განაცხადებენ. ერთი რამ ცხადია: ახალწვეულმა სამშაბათიდან ამ კვირაში ვარჯიშებზე თავი ძალიან უნდა წარმოაჩინოს, რათა თავისი უპირატესობა დაამტკიცოს და სასტარტოში ადგილი მოიპოვოს.

"ჩაკი" ახლა სასტუმროში ცხოვრობს. მას ბელგიაში პირადი საქმეები ჰქონდა, მაგრამ არ წავიდა. მის პრობლემებზე ხელმძღვანელობა და კლუბის კოორდინატორი ლენარტ კოერდტი ზრუნავენ. ჯერ უცნობია, ის იჯარის პერიოდში სასტუმროში იცხოვრებს თუ ბინას იქირავებს".

ჩაკვე, გვევასები!!!!!!!!
თემური
ერთ-ერთი უნიჭიერესი ფეხბურთელი, ვებერთელა პოტენციალის და შესაძლებლობების,წარმატებები მას და ქართულ ფეხბურთს..
irakli
მასე გააგრძელე ბევრი ივარჯიშე და ფორმაში ჩადგები არასწორების ჯინზე
ამატაკი
ძალიან მაგარი ამბავია. წარმატებები მინდა გისურვო ჩაკვე! თანამედროვე ქართულ ფეხბურთში ( შეიძლება ითქვას ნაკრების ისტორიაშიც კი) მის ამპლუაში ამხელა პოტენციალით მსგავსი ფეხბურთელი არ გვყოლია. გვყავდა ქინქლაძე, მაგრამ მისი როლი განსხვავდებოდა. თანამედროვე ფეხბურთისთვის ჩაკვესნაირი (იგულისხმება ოპტიმალურ ფორმაში რათქმაუნდა) ინტელექტუალური და სწრაფი,არაორდინალური გადაწყვეტილებების მიმღები ფეხბურთელი ფასდაუდებელია. ჰამბურგს რაც შეეხება, მდგომარეობის გამოსასწორებლად მშვენიერი ასპარეზია. თანაც დიდი სახელისა და ისტორიის გუნდია. ასე რომ წარმატებები კიდევ ერთხელ, ჩაკვე! შენ შეგიძლია და უნდა ითამაშო დიდი ფეხბურთი! ღმერთი შენსკენ!
G.LA
ყოჩაღ გიოს, გააცნობიერა რომ შანსი უნდა გამოიყენოს და ვარჯის მოუმატა. თუ გინდა სხვებს აჯობო სხვებზე გაცილებით მეტი უნდა ივარჯიშო. თუ ასე გააგრძელა დაუფასდება და გიოსთან ერთად გავიხარებთ. წარმატება გიოს!
ნუკრი
ამ ნათქვამის გაგონება მინდოდა"როცა ყველა ისვენებდა,ჩაკვე ვარჯიშობდა".ჩემი აზრით ეს ფსიქოლოგიური პრობლემების დაძლევას ნიშნავს.თუ ეს ასეა და არ ვცდები,მალე ვნახავთ ჩვენ რომ გვინდა ისეთ ჩაკვეს.ვარჯიში,შრომა და მონდომება,ჯანმრთელობა და შედეგად დიდი,დიდი წარმატებები.აბა შენ იცი
beqa
მიდიი ჩაკვე ივარჯიშე დააქამბექე კარიერა ყველაფერი წინააა.
ზაზა
ეს ძალიან კარგია გერმანიაში აფასებენ შრომისმოყვარე დისციპლინირებულ ფეხბურთელებს ჰამბურგი დიდი ისტორის და ტრადიციების მქონე გუნდია გენტი ახლოსაც ვერ მივაა ჰამბურგთან ვერც ტიტულებით და ვერც ისტორით მართლია დღეს ჰამბურგი მე 2 ბუნდესლიგაშია მაგრამ რაც გავარდა იმის შემდეგ ყოველთვის ძალიან ახლოს არის გადმოსვლასთან პიველ ბუნდესლიგაშ მაგრამ ხან 2 ქულა აკლდება ხან 3 და ძალიან არ უმართებს ყოველთვის მე 4 გადის თუ ჩაკვეტაძე შეეწყო ჰამბურგს ათამაშდა ჰამბურგში ჩაჯდა ძირითადში თუ ჰამბურგი გადავა პირველ ბუნდესლიგაში აუცილებლად უნდა მოხერხდეს ჩემი აზრით გენტიდან მისი გამოსყიდვა ჰამბურგში რომც ვერ გადავიდეს ჰამბურგი მაინც უნდა მოხერხდეს გენტიდან ჩაკვეს წამოყვანა გერმანიაში რადგან გენტში ჩაკვესთვის არაფერი დადებით არ მომხდარა პირიქით ძალიან ბევრი პრობლემები შეექმნა მაგ გუნდში წარმატებებს ვუსურვებ იმედი მაქვს ყველაფერი კარგად აეწყობა მისთვის და დარწმუნებული ვარ თავადაც აცნობიერებს ყველაფერს და შრომას და მონდომებას არ დაკლებს წარმატების მისაღწევად.
შემოგევლე
მიდი ჩაკი ( აშკარად მაგარი თიკუნია), გააკეთე ის, რაც შეგიძლია, გაგვახარე ყველა ერთად, რაც არაერთჯერ გაგიკეთებია.
ვაჟა მასწავლებელი
ჩაკვეს წითელი ბარათით გაძევების შემდეგ აერია სიტუაცია გენტში - რაზეც არავინ არ იღებს ხმას. იმედი ვიქონიოთ, რომ გერმანიაში მალე აღიდგენს დაკარგულს!
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] გოგლიჩიძის გარეშე და ჩაკვეტაძის ერთი ტაიმი - "უოტფორდმა" სახლში "იფსვიჩთან" წააგო
ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე შეცვალეს - "უოტფორდი" "ქუინზ პარკთან" დამარცხდა
[VIDEO] "უოტფორდი" აუტსაიდერთან წაგებას ბოლო წუთებზე გადაურჩა
გოგლიჩიძე სასტარტოში, ჩაკვეტაძე შეცვლაზე და "უოტფორდის" ნანატრი გამარჯვება
[VIDEO] ჩაკვეტაძის საგოლე პასი ქუსლით - "უოტფორდმა" "ვრექსჰემი" დაამარცხა
[VIDEO] ჩაკვეტაძის წამოწყებული საგოლე კომბინაცია - "უოტფორდმა" სტუმრად "ბრისტოლს" სძლია