ფუტსალში ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალური მატჩის პირველი ტაიმი საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის 0:0 დასრულდა.

ესპანეთთან ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში განადგურების შემდეგ ჩვენს გუნდს უნდა დაემტკიცებინა, რომ სწორი დასკვნები გამოიტანა და ფავორიტთან საბრძოლველად მზად იყო.

ტრავმა მოირჩინა ელისანდრომ, მაგრამ სამწუხაროდ, თამაში თალესმა ვერ შეძლო, რომელიც წინა შეხვედრაში დაშავდა. პირველი მომენტი საქართველოს ნაკრებმა შექმნა - ელისანდრომ რონინიო მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, თუმცა მან შანსი ვერ გამოიყენა. რუსებმა საპასუხო იერიშებით გვიპასუხეს და აბრამოვის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა.

მოკლედ, თანაბარი თამაში იყო და მეტოქე იმ უპირატესობას ვერ ფლობდა, რომელსაც ელოდა. შემდეგ მოწინააღმდეგე ინიციატივას დაეუფლა და მეკარე კუპატაძემ რუსების თავდამსხმელს გოლის გატანა არ დაანება. მერე შევუტიეთ და ელისანდროს დარტყმული ბურთი ორჯერ გოლკიპერმა მოიგერია. 37-ე წუთზე რუსებმა საჯარიმო გაითამაშეს, კარშიც დაარტყეს და ისევ მოწოდების სიმაღლეზე იდგა კუპატაძე. სწრაფ კონტრშეტევაზე ბრუნო პეტრიმ სცადა ანგარიშის გახსნა, მაგრამ მეკარემ არ გაატანინა და პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.

Nukri
მოგვწონს თუ არ მოგვწონს რუსები გვჯობდიდნენ, მაგრამ ბიჭებმა კარგად იბრძოლეს, მეკარე ყოჩაღ
გოგა
1:3
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში