რუსეთთან ფუტსალის ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალური მატჩის შემდეგ (1:3) კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა გააკეთა.

"მე მიყვარს ჩემი გუნდი, რადგან თითოეულმა მოთამაშემ ყველაფერი გააკეთა. ჩვენთვის ისტორიული ევროპის ჩემპიონატი იყო, გუნდმა დიდი გამოცდილება მიიღო და სადებიუტო ჩემპიონატზე საუკეთესო რვა გუნდს შორის მოვხვდით.

მეოთხედფინალში დაგვაკლდა გამოცდილება. წარმოუდგენელია ასეთ ტურნირზე პირველად ჩამოხვიდე და ჩემპიონი გახდე. ვხედავ, რომ შეგვიძლია ყველასთან თამაში და ბიჭებმაც ეს დაამტკიცეს.

გვჯეროდა წარმატების. თუ არ გჯერა, ვერც ერთ მოწინააღმდეგესთან ვერ გახვალ სათამაშოდ. სწორედ ეს ჩანდა დღეს მოედანზე. დავმარცხდით, მაგრამ ქართულმა ფუტსალმა გაიმარჯვა. საქართველოში ფუტსალი შედგა. რამდენიმე წლის წინ ბევრმა არც კი იცოდა ფუტსალი და დღეს, ამ ბიჭების დამსახურებით, მთელმა ქვეყანამ იცის.

მეოთხედფინალში ძალიან დაგვაკლდა თალესი. მინდა გამოვყო თოფურიას სიმამაცე, რომელიც მძიმე ტრავმით თამაშობდა და მთელი გული ჩადო. შეგვეძლო წარმატების მიღწევა, რადგან ასეთ გრანდს, როგორიც რუსეთის ნაკრებია, 39 წუთი თანაბრად ეთამაშები, ესე იგი, შეგიძლია ნებისმიერ ძლიერ მეტოქესთან ბრძოლა. შედეგი, ალბათ, კანონზომიერია, მაგრამ შეგვეძლო კიდევ ერთი სენსაცია მოგვეხდინა", - ციტირებს ასათიანს nakrebi.ge.

ოთარი
მადლობა ბიჭებს თავდადებისათვის. ცალკე მადლობა ჩვენს ბრაზილიელებს. ზოგი თავისი ქვეყნისათვის არ თამაშობს მასეთი ჟინით, როგორც ეს ბიჭები საქართველოსათვის. მაინც მოკლე სკამმა დაგვაღალატა, ჩემი აზრით ქართველი ბიჭების გამოუცდელობამაც. დარწმუნებული ვარ მათ მეტი შეუძლიათ. ალბათ მაინც ფსიქოლოგიამ იმოქმედა (ვისაც იოლი გონია თვითონ ითამაშოს). არაუშავს ბიჭებო მსოფლიოზე გახვალთ და უფრო მაგრად იბრძოლებთ. ერთბაშად ყველაფერი არ მოდის, ამიერიდან კი უფრო მეტი შრომა და ბრძოლა დაგჭირდებათ, რაც უფრო ზემოთ აწევთ თამასას მით უფრო დაგაფასებენ და მოგერიდებიან მეტოქეები. აბა თქვენ იცით
დდდ
უპირატესობა გქონდათ და ვერ გამოიყენეთ. ან სხვა ფეხბურთელები რატომ არ წაიყვანეთ? ვინ უნდა მიიღოს გამოცდილება თალესმა?
დდდ
სენსაცია კი არა ფინალის შანსი გაანიავეთ, ესეიგი სპორტი თქვენი საქმე ნაკლებადაა, გაზს ვერ აძლევთ. თამაშით აჯობეთ კი და ლოგიკური შედეგი მინიმუმ ფრე იქნებოდა.
"ახალი ციკლის წინ ნაკრებში მწვრთნელი უნდა შეგვეცვალა" - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-2 დინამო (ბთ). ფრე ორივეს აწყობდა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
დეშამი ესპანურ გრანდს ჩაიბარებს? - ის საფრანგეთის ნაკრებიდან მუნდიალის შემდეგ წავა
ნეიმარი MLS-ში? - ბრაზილიელს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
ლუის ენრიკე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება
იტალიის ნაკრებში გატუზოს შემცვლელი ცნობილია
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვარ" - ჰარი მაგუაიერი
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
[VIDEO] ასლანის გმირობები და 33 მოგერიება - საქართველოს ნაკრებმა ხორვატიასთან ქულა აიღო
ავთანდილ ასათიანთან ახალი კონტრაქტი გაფორმდა
ავთანდილ ასათიანი: წინ ბევრი თამაშია და მთავარია ეს მუხტი შევინარჩუნოთ
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
ევრო 2022. ავთანდილ ასათიანი: რუსეთის ნაკრები შევისწავლეთ და ზედმეტი წნეხიც მოხსნილია
ევრო 2026. საქართველო - საფრანგეთი. ჩვენს ნაკრებს მხოლოდ გამარჯვება ესაჭიროება
საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ-რაუნდი გამარჯვებით დაიწყო
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
ავთანდილ ასათიანი: აუცილებლად პირველი ადგილით უნდა გავიდეთ ჯგუფიდან
ავთანდილ ასათიანი საქართველოს ფუტსალის ნაკრებს 2024 წლამდე უხელმძღვანელებს
[VIDEO] ასლანი კვლავ მოწოდების სიმაღლეზე იყო - საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა საფრანგეთთან მარცხით დაასრულა