გამოცდილი თავდამსხმელი ირაკლი სიხარულიძე 3 იანვარს "ლოკომოტივიდან" "საბურთალოში" გადავიდა. ის ახლა თავის ახალ გუნდთან ერთად თურქულ შეკრებაზე იმყოფება, კლუბის საიტმა კი მას ინტერვიუ ჩამოართვა.

- მართალია, ახალ გარემოში ვარ, თუმცა ბევრი ნაცნობი თუ მეგობარი დამხვდა. მთავარ მწვრთნელთან, ლევან კორღალიძესთანაც მიმუშავია და ვიცი მისი ფეხბურთისადმი მიდგომა. საერთო ჯამში, ადაპტაცია არ გამიჭირდა, რადგან შინაურ გარემოში მოვხვდი.

- როგორი ჩანდა “საბურთალო” შორიდან და როგორია რეალურად, როდესაც უკვე ამ კლუბის წევრი ხართ?

- “საბურთალო” წარმატებული და პროგრესირებადი კლუბია. ყველაფერი ნაჩვენები შედეგებიდან მეტყველებს. სასიამოვნოა, რომ კლუბს გააჩნია თავისი აკადემია. სწორედ ამ აკადემიის ფეხბურთელებმა შეძლეს ის, რომ გახდნენ ქვეყნის ჩემპიონები, კლუბს მოუტანეს დიდი წარმატება. რომ გადავხედოთ ისტორიას, “საბურთალო” წლებია უტიტულოდ არ რჩება, ყოველთვის პროგრესირებს. მინდა, რომ გუნდს სხვადასხვა მიზნის მიღწევაში დავეხმარო და ჩემი მოკრძალებული წვლილი შევიტანო “საბურთალოს” განვითარებაში.

- როგორ ფიქრობთ, გასულ წელთან შედარებით გაძლიერდა “საბურთალო”?

- ვფიქრობ, გასული წლისგან განსხვავებით, საგრძნობლად გაძლიერდა გუნდი, კვალიფიციური ფეხბურთელები დაიმატა. მგონია, რომ წლეულს ერთ-ერთი ძლიერი გუნდი გვეყოლება. წელს აუცილებლად ვიზრუნებთ მაღალი მიზნებისთვის, ამის რესურსი ნამდვილად გვაქვს.

- საქართველოში ერთ-ერთი გამოცდილი ფეხბურთელი ხართ. ცხრა შეხვედრაც და თქვენს კარიერაში მე-300 ოფიციალურ მატჩს გამართავთ. რას ნიშნავს თქვენთვის ეს ციფრი?

- ასეთ ციფრებს არასდროს ვუყურებ, თუმცა სასიამოვნოა, რომ მალე მე-300 შეხვედრას ჩავატარებ. წლეულს ბევრი გამოწვევა გვაქვს - ჩემპიონატი, ევროტურნირები, თასი. მთავარია, ჯანმრთელად ვიყო და გუნდს დავეხმარო მიზნების განხორციელებაში.

- გვერდს ვერ ავუვლით “ლოკომოტივის” ამბავს, სადაც დიდი დრო დაჰყავით…

- “ლოკომოტივი” ჩემთვის ძვირფასი კლუბია, ბევრი გამორჩეული და დასამახსოვრებელი მატჩი მაქვს ჩატარებული. ბევრ რამეს დადებითად და კარგად ვიხსენებ. მათ გულშემატკივრად ვრჩები.

- თქვენს უცხოურ კარიერაზეც გკითხავთ. როგორ გაიხსენებთ ჩეხეთსა და ლატვიაში თამაშს?

- ევროპაში ჩავედი თუ არა, ტრავმა მივიღე. მაინცდამაინც ვერ აეწყო კარიერა, თუმცა გარკვეული გამოცდილება მივიღე, უცხოელებისგანაც ბევრი ვისწავლე. დარწმუნებული ვარ, რომ არა ტრავმა, ევროპული კარიერა უკეთესად განვითარდებოდა.

- და საუბრის ბოლოს - რამდენიმე დღეში გუნდს პირველი ოფიციალური მატჩი ელის ბათუმის “დინამოსთან”. რას იტყვით მოახლოებულ მატჩსა და მომავალ მეტოქეზე?

- სეზონის პირველი მატჩია და ბუნებრივია, ყველას სურს სასიამოვნო განწყობით დაწყება. ეს მატჩი ერთგვარი გამოცდა იქნება ჩვენთვის, თუ რა დონეზე ვართ მომზადებული. ერთმატჩიანი დაპირისპირებაა და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მეტოქე ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია საქართველოში. რთული და მძიმე მატჩი გვექნება, მაგრამ ჩვენ გვჯერა ჩვენი თავის და გვინდა, რომ სეზონი ამაღლებული განწყობით დავიწყოთ.

თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
[VIDEO] ლოჩოშვილმა "კაიზერსლაუტერნთან" გატანილი გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა
[თბილისის გრანდ სლემი] მეორე დღე ფინალისტის გარეშე და ორი ბრინჯაოს შანსი
"არსენალი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე სამი ფეხბურთელის დამატებას შეეცდება
"წადი და მსოფლიო ჩემპიონატი მოიგე!" - შაკილ ო'ნილმა ნეიმარს მიმართა
კვარაცხელია თავიდანვე შეუტევს - პსჟ ლიდერობის დაბრუნებას ძალიან გადახალისებული შემადგენლობით შეეცდება
კიტეიშვილის და მამაგეიშვილის "შტურმი" "ზალცბურგს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] მიქაუტაძემ გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მან "სოსიედადთან" გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
[VIDEO] "ნაპოლიმ" ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
მარტის ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებს ივა გელაშვილი დაემატა
"ლივერპული" სალაჰის გარეშე დარჩა
პსჟ-ს წინააღმდეგ "ლივერპულის" კარს ორივე მატჩში გიორგი მამარდაშვილი დაიცავს
მიჩელმა "მანჩესტერ სიტიში" გვარდიოლას შეცვლის სურვილი გამოთქვა
U21 | შემადგენლობა ლატვიასთან და მალტასთან გასამართი მატჩებისთვის
[VIDEOS] 19 წლის თორნიკე გიგაურმა თბილისის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
ოფიციალურად: ძიუდოში 2029 წლის მსოფლიო ჩემპიონატს თბილისი უმასპინძლებს
[PHOTO] ასე არ უყვარს მესის პსჟ-ში გატარებული პერიოდი? - ინტერნეტში გავრცელებულმა ფოტომ გაკვირვება გამოიწვია
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
მატჩის დღე! გადახალისებული პსჟ და "შვიდიანი" სასტარტოში
ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს
ირაკლი სიხარულიძემ გატანა დაიწყო - "ლოკომოტივმა" სეგუნდა B-ს გუნდს სძლია [VIDEO]
ირაკლი სიხარულიძე: ამ დონის გუნდის დამარცხება განსაკუთრებულია
ომარ თეთრაძე რუსულ კლუბში დასაქმდა
[VIDEO] ლორიას საოცრება - "დინამოს" მეკარემ "იბერიასთან" შეხვედრაში ბრწყინვალე "სეივი" შემოგვთავაზა
სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი სიხარულიძე, მწვრთნელი ჭიაბრიშვილი, ნომინანტები და გამარჯვებულები - ეროვნული ლიგის ტრადიციული დაჯილდოება
სასწაული მატჩი ეროვნულ ლიგაში: სამტრედიაში თრილერი გათამაშდა [VIDEO]
"საბურთალოს" ყოფილმა მეკარემ მდინარე გადაცურა და უკრაინიდან გაიქცა
სიხარულიძის დუბლის მიუხედავად "საბურთალო" "ორენბურგთან" დამარცხდა
"მე არ განვასხვავებ საქართველოს რუსეთისგან და რუსეთს საქართველოსგან - ჩემთვის ეს ერთი მთლიანობაა" - ვრცელი ინტერვიუ ომარ თეთრაძესთან
"ტორპედოს" ზედიზედ მეოთხე მოგება, "გაგრას" 4:0, ფრე თელავში
ახალი სეზონიდან "საბურთალო" "იბერიას 1999"-ის სახელწოდებით იასპარეზებს
ლაშა ნოზაძე: ფავორიტი მეტოქეა - შემდეგ ეტაპზე გასვლას ვაპირებთ