საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა 2022 წელი პორტუგალიასთან საშინაო დაპირისპირებით გახსნა. შეხვედრა ფრედ, 25:25 დასრულდა.

"ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა "რაგბი ევროპისთვის" ნაკრებში 4 დებიუტანს უხმო, მათ შორის ერთი კი სასტარტო შემადგენლობაში ვიხილეთ - მესამეხაზელი სანდრო მამამთავრიშვილი ("შავი ლომი").

პორტუგალიელები შეხვედრამდე ამბიციურ განცხადებას აკეთებდნენ და როგორც ჩანს, არც თუ უსაფუძვლოდ...

ქართველი მორაგეების ასპარეზობაში უამრავი წუნი იყო - გვიჭირდა ბურთის შენარჩუნება, რამდენჯერმე წავაგეთ დერეფანი და თამაშის დალაგებას ვერ ვახერხებდით. ძირითად წარმატებას ისევ შერკინების მეშვეობით ვახერხებდით, თუმცა იდეალურად ვერც ამ კომპონენტში გამოვიყურებოდით.

პორტუგალიელებმა ანგარიში საჯარიმო დარტყმით გახსნეს, რომელიც ბექა გიგაშვილის მიერ წესების დარღვევას მოჰყვა. ამის შემდეგ, თამაშის გარდატეხა მოვახერხეთ და აკა ტაბუცაძის ლელოთი დაწინაურებაც შევძელით, მაგრამ ტაიმის ბოლოს ჩვენი მორაგბეეის შეცდომით სტუმრებმა კიდევ ერთხელ ისარგებლეს და წინაც გავიდნენ - 13:11.

უკანასკნელ წუთებზე მაინც ვიძალეთ და გრიგორ ქერდიყოშვილმა მეტოქის ჩათვლის მოედანი აიღო. 15:11 - პირველი ტაიმი ასე დასრულდა.

მეორე ნახევარში ისევ დისციპლინარული პრობლემები შეგვექმნა - მირიან მოდებაძე გაასინბინეს და 10 წუთი კაცნაკლუბებმა გავატარეთ. პორტუგალიელებმა მთელი ძალები მოიკრიბეს და 25:18 დაწინაურდნენ. "ბორჯღალოსნებს" თამაში გადასარჩენი გაუხდათ, რაც თორნიკე ჯალაღონიას ლელოთი მოახერხეს კიდეც.

ლევან მაისაშვილსა და მის გუნდს ძალიან ბევრი სამუშაო აქვთ. საკადრო დანაკლისის მიუხედავად, "ბორჯღალოსნებისგან" უფრო მეტს ველოდით. უკანასკნელ წლებში, პორტუგლიელები ჩვენს წინააღმდეგ ასე დამაჯერებლად ვერ გამოიყურებოდნენ. ასეთი თამაშით პრინციპულ მეტოქე, რუსეთის ნაკრების წინააღმდეგაც გაგვიჭირდება...

საქართველოს ნაკრები უახლოეს მატჩს 12 თებერვალს, ნიდერლანდებში გამართავს.

ა
სოსო შენ "დიდი კაცო" ხარ გეტყობა და როდის არ გეშლებოდათ ადამიანობა შენ ახალგაზრდობაში? 90-იანი წლები გექნება გამოვლილი აი მაგ დროს არ ეშლებოდა ეტყობა "მავანთ" ადამიანობა და დღეს გვეშლება ადამიანობა კი არა სიმართლეს ვერ იტანთ ვინმე პირდაპირ რო გეუბნებათ იმის მაგივრად მიიღოთ და აღიაროთ გადაბრალება გიყვართ სიმართლის მთქმელის არაადამიანად გადაქცევა გინდათ იქნებ ეგრე მაინც გადაფაროთ თქვენი უნამუსობა ხო თქვენი მეთქი შეც მოგმართავ ვინც ხედავს რო რაღაც არასწორად კეთდება და ხმას არ იღება ჩემვის გამკეთებელზე უარესია აი ეგ ხარ დღეს შენ
ქომაგი
მე ერთი რამ მაინტერესებს, ხომ შეიძლება ისეთი წელიწადი დადგეს რომ თქვა რომ "წელს ჩვენი ნაკრები ერთი თავით მაღლა დგას ვიდრე წინა წელს იყო" სულ ნულიდან ხომ არ შეიძლება იწყებდე და ხან თაობათა ცვლას დააბრალო ხან კოვიდს ხან რას და ხან რას. ასეთი სუსტი თამაში მე არ მახსოვს (უდისციპლინო, სამოყვარულო, უვარჯიშებელ და უმწრთველო გუნდს გავდა) ნამდვილი კატასტროფა იყო.
სოსოს
თქვენ სიმართლის დანახვა არ გინდათ. შეიძლება, ზოგს ვინც კომენტარებს წერს არ ესმის რაგბი კარგად, მაგრამ ბევრს თქვენზე უკეთ ესმის. დიდი ეჭვი მაქ რომ მაისაშვილის ახლობელი ხართ, თორემ ობიექტური დამკვირვებელი ნამდვილად არ დაიცავდა მაისაშვილს. რაც მაისაშვილი მოვიდა ნაკრებში განვიცდით რეგრესს, არავითარი მონახაზი არ შეინიშნება გუნდში, და ყველა შედეგს რასაც გუნდი აღწევს მოთამაშეების კლასის ხარჯზეა. მაისაშვილის მხარდაჭერა ქართული რაგბის ღალატია და მეტი არაფერი. უნდა წავიდეს, თუ ოდნავი ნამუსი შერჩენია მაისაშვილს.

აშკარაა, რომ აქ სიმართლე არ მოსწონთ! ვის, არ იკითხავთ? ყველას, ვინც სპორტთან არის დაკავშირებული თავისი პროფესიული საქმიანობით, მათ ალობლებს!

.!.– ეს :))) რაგბის გაგებაში არ ხარ! ან მაისაშვილის ახლობელი ხარ! ევროპის სარაგბო სუპერთასი რუსების ინიციატივით და დაფინანსებით შეიქმნა..! რაც შეევება გუშინ არ მოგებულ მატჩს,ზუსტად რომ ფრანგებს ვცემთ პატივს.უამრავი ქართველი მორაგბე საფრანგეთში თამაშობს.20 წელზე მეტია. შე მართლა .!.– ო. 6 ერში, კომერციულ ტურნირში ჩვენნაირ ღატაკებს ვინ მიიღებს. ქვეყანაში, შენნაირი აზროვმების ..–ე ხალხი რომ არიან, იმიტომაა საქართველოს საქმე კარგად!
სოსო
100-ზე მეტი კომენტარია დადებული და აშკარად ვხედავ,რამდენი ურა პატრიოტი გვყოლია,თვითონ რაგბი საერთოდ რომ არ აინტერესებს და მხოლოდ ვიღაცის ჩაქოლვაზე რომაა დამიზნებული.ადრე ფეხბურთის თემაზე ლესავდნენ კომპიუტერებს,ახლა კი,უკვე სხვა სფეროებშიც გადაინაცვლეს.მატჩს ტელევიზიით ვუყურე(კოვიდი მაქვს) და უკვე დაწყებამდე ძალიან ცუდ გუნებაზე დავდექი.ქართული რაგბის წინაშე უდიდესი დამსახურების ადამიანი,ზაალ გიგინეიშვილი გარდაიცვალა და როდესაც წუთიერი დუმილი გამოცხადდა,მისი ხსოვნის საპატივსაცემოდ,არც ხალხი გაჩუმებულა და ვიღაც დეგენერატი,თავის "ღოროტოტოს"აყროყინებდა.ეს არის რაგბის,მორაგბეების სიყვარული და პატივისცემა?ადრე ადამიანობა მაინც არ გვეშლებოდა ხოლმე და ახლა,ვიღაცა პოლიტიკურად მიუღებელი თუ გარდაიცვლება,ჯერ იმისი გინება დაიწყეს და ახლა უკვე,სულცხონებული ბატონი ზაალის უპატივცემულობაც მიაყოლეს.რომელი პარტიისა და მათი ტელევიზიების ხელწერაა ეს,მგონი ახსნა საჭირო არცაა.ჰოდა მიდით,ასე განაგრძეთ! როგორ ითამაშა ნაკრებმა?ცუდად,ძალიან ცუდად,მაგრამ მიზეზიც ხომ ვიცით და ლევან მაისაშვილი სწორედ მაგიტომ რომ ცდილობს,შემადგენლობის სიღრმე გაზარდოს და მავანნი მაგასაც საგინებლად უხდიან,მაგას რაღა დავარქვათ?ნურც გაფრინდები,ნურც მოფრინდები?საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებს,მატჩის წინა დღეს გამოაკლდათ გუნდის ლიდერები და რომ ვეღარ ითამაშეს კარგად,ჯვარს აცვით კი არა,ფაქტობრივად ჩაქოლეთ და რამდენიმე ბიჭმა,დღემდე ვერ დაძლია მაშინდელი "ბულინგის"შედეგები.ისინი თითქმის დავკარგეთ.საქართველოს ფუტზალის ნაკრებს,რუსებთან თამაშის წინ,დამარცხების შემთხვევაში,მავანნი მოღალატედ გამოცხადებას ჰპირდებოდნენ.ახლა რაგბის შემოადგნენ,ზოგიერთი წინასწარგანზრახულად,ზოგიერთი კი,ფეხისხმის აყოლით,ან უცოდინარობით.გუნდში სასწრაფოდ 11 ცვლილება მოხდა და როცა დერეფანში ვერცერთი ვარჯიშის ჩატარება ვერ მოხერხდა,სასტარტო შემადგენლობით,რა სინქრონულ მოქმედებაზეა საუბარი?რაგბიში წარმატება,სწორედ ყოველი მოთამაშის სინქრონულ მოქმედებაზეა დაფუძნებული და ბარაქალა ჩვენს ბიჭებს,ამ პირობებში,მაინც რომ იპოვეს საკუთარ თავში იმისი ძალა,თამაში გადაერჩინათ.ათასჯერ დამიწერია და კიდევ ვიმეორებ,კრიტიკა კარგია და აუცილებელი,მაგრამ ჯავრის ამოყრად არ უნდა გადააქციოთ.ჩვენ კი,სამწუხაროდ, მუდამ პიროვნულზე გადავდივართ.ახლა რაგბის ფედერაციაზე ვისაუბროთ და მის დანიშნულებაზე.რა ევალება.რაგბის განვითარება ქვეყანაში და მისი უფრო მეტად მასობრიობის გაზრდა,ასე არ არის?დალოცვილებო,2012 წლამდე უამრავი სტადიონი რომ დაანგრიეს,ის ხალხი იმას რომ აგინებს,ვინც სარაგბო სტადიონები,აკადემიები,სამედიცინო ცენტრი და სავარჯიშო ბაზები ააშენა და კიდევ 100 მოედნის აშენებას აპირებს,შავი ლომი რომ შექმნა და ნაკრებისათვის რეზერვის შექმნა გააადვილა,ნამუსი ხომ უნდა გეყოთ,რომ გაჩუმდეთ?დღესვე გინდათ ყველაფერი?ერთ დღეში მხოლოდ დანგრევაა შესაძლებელი( ნაცებს კარგად გამოსდიოდათ),აშენება კი,ხანგრძლივი პროცესია და დააცადეთ.მამუკა გორგოძე რომ მამუკა გორგოძეა,მასაც კი,ორი წელი დასჭირდა,ნაკრების დონემდე მისაღწევად და სხვათა შორის,სწორედ ლევან მაისაშვილმა გაატარა ეს გზა.შინაურ მღვდელს შენდობა არა აქვსო და უკეთესი გვინდაო...ძალიან კარგი,ვის არ უნდა უკეთესი,მაგრამ ნაბანს ბავშვიც არ გადავაყოლოთო,ეგეც ხომ ნათქვამია.ხომ მაგრად ითამაშა ჩვენმა ნაკრებმა საფრანგეთში,ან სამხრეთ აფრიკაში,იქაც ლევან მაისაშვილი არ იყო?მწვრთნელის მუშაობა,მსოფლიოს პირველობაზე გამოსვლით ჯამდება,მანამდე კი,ვინც არ უნდა იყოს ის,ლევანი თუ უცხოელი,მას ყოველნაირად გვერდით უნდა დავუდგეთ ფედერაციაც და გულშემატკივრებიც.თუ ვინმე ფიქრობს,რომ ამდენი სარაგბო სტადიონის აშენება,ფრანჩიზის შექმნა და დიდი ათეულის გუნდებთან გახშირებული შეხვედრები,თუნდაც მარცხით დამთავრებული,ქართული რაგბის რეგრესია,მათი ნებაა,მაგრამ მე ვერაფრით დამაჯერებთ.მხოლოდ ერთს გთხოვთ:ისეთ რამეს ნუ შეჰკადრებთ ამ ხალხს,რომ მუშაობაზე გული აუცრუოთ.
........-ს
რა რევერანსებზე საუბრობ? სადაც ფრანგი და რუსი იქნება ყველას კოჭი უნდა ვუგოროთ? იქნებ ფულიც გადაიხადეს პორტუგალიელებმა? ამ დონით და ამ შეგნებით რა 6 ერზეა საუბარი? სოფლის დონის ნამუსის მოწმენდვაა და ჩამყაყებული კომუნისტური და ღრუსული მენტალიტეტის!!!
გიორგი
კიდევ კარგი დღეშია ფეხბურთი, რაც მანდ ფეხბურთის "მამებმა" ფული აკეთეს, რაც უეფა/ფიფა სპორტსკოლებისთვის ინვენტარს აგზავნიდა, "დინამოსთან' რაც სპორტული მაღაზიები იყო, ეგრევე იქ აღმოჩნდებოდა ხოლმე ეგ ნაჩუქარი ინვენტარი. დინამოს სტადიონზე ინდივიდუალური სკამებისთვის რამდენჯერ გამოყვეს ფული და შეიჭამა, სტადიონები ხომ არ დარჩა თბილისში, ყველგან გაიყიდა და კორპუსები დაარჭეს. ძალიან ნიშანდობლივია 35-ე სკოლის ტერიტორიაზე რესტორანი თუ "სტეიკ ჰაუსი" რომ არის გახსნილი. ეგეთი მიდგომით რატომ უნდა იყოს ფეხბურთი განვითარებული ჩვენთან? გუნდში თამაშისთვის რაც ფულის გამაზვა მიდის მწვრთნელებისთვის, ეგ კიდევ ცალკე თემაა. ნაკრებშიც იგივე ხდებოდა, გაურკვეველი ფეხბურთელები ნაკრებში სათამაშო დროს რომ იღებდნენ. ნებისმიერ ფეხბურთელს ჰკითხეთ და მოყვებიან როგორ მიდიოდა ფულის გამაზვა გუნდში რომ ეთამაშოთ, საქართველოს ლიგის საშუალო და დაბალი დონის გუნდებშიც კი. რაგბიშიც ფულის სუნი დატრიალდა და იქითკენ მივდივართ მგონი. რაც ფედერაციის არჩევნებზე ხდება, ბევრი რამის მანიშნებელია. სისტემა რომ გამომპალია, ნეპოტიზმით, ჩაწყობით და ფულით რომ კეთდება ყველაფერი, ადრე თუ გვიან, ყველა სფეროს მისწვდება

გიორგი, მე განსხვავებულად ვფიქრობ, ლევან მაისაშვილი კარგი მწრთნელია ჭ კლასის დონის ტურნირებისთვის (ევროპის ჩემპიონატი და საკლუბო ევროპის სუპერთასი).გუშინ თამაში პორტუგალიელებთან არ მოვიგეთ, მათ ფრანგ მწვრთნელს რევერანსი გავუკეთედ! შანსი მივეცით საფრანგეთის მსოფლიო თასზე მოხვედრის! აბა გაიხსენე, ცოტა ხნის წინ პენზის ლოკომოტივთან წაგებული მატჩი. შავმა ლომმა ხომ ის თამაშიც არასრული შემადგენლობით ჩაატარა, როგორაც პორტუგალიელებთან ნაკრებმა. ოღონდ მიზეზი სხვადასხვა იყო ძირითადის მოთამაშეების გამოკლების. თამაშის წინ, რუსებიც და პორტუგალიელებიც გვემიქრებოდნენ, რომ მოგვიგებდნენ!ისრაელში შავი ლომის დამაჯერებლად მოგების შემდეგ ნათლად გამოჩდა, რომ ლევან მაისაშვილი ამ ტურნირებში მართავს ყველაფერს...!
დ
ყველაფერი რეგრესისკენ მიდის და რაგბიში პროგრესი რატომ უნდა იყოს ვითომ?

გიორგი, მეც კარგად მახსოვს სუსტი ალბანეთის ნაკრები. შოთი სისხლს უშრობდათ, სულ ვუგებდით ხოლმე, მაგრამ შემდგომ ყველაფერი უკუემა დატრიალდა, ალბანელებმა საქმისადმი სწორი მიდგომით ფეხბურთის თამაში ისწავლეს, ჩვენ კი მთლად უპატრონოდ დავრჩით. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ფეხბურთი ჩვენში არავის აინტერესებს. ღმერთმა არ ქნას საქართველოში რაგბიც ასეთ დღეში ჩავარდეს.რუსებს რაც შეეხებათ, რაგბში დიდი ფულის ხარჯა დაიწყეს, რაც მაფიქრებინებს მომავალში მათი სათამაშო კლასის ამაღლებას!
გიორგი
ახლა ნიდერლანდებში მოიგებენ და ატყდება ქოცთმადიდებელთა კომენტარები, აჰა რა მაგარი ფედერაცია და მწვრთნელი გვყავსო
რეალობას ᲩავხედოᲗ ᲗვალებᲨი
სანამ ხალხი არ შემოვარდება ფედერაციაში მანამდე უნდა გააგრძელოთ ასე? მწვრთნელი შეცვალეთ!!!
გიორგი
უკვე გვიჭირს, ჯერჯერობით ინერციით მივდივართ. ფეხბურთში მახსოვს ანალოგიური მოხდა ალბანეთთან მიმართებაში, სადაც დავიჭერდით, შინ თუ გარეთ ვუგებდით. მერე დაიწყო ალბანეთის ფეხბურთის ფედერაციამ რეფორმა და წელი არ მახსოვს, თბილისში 2:0 მოვუგეთ, მაგრამ არანაირად არ გამომდინარეობდა თამაშიდან და მინიმუმ ფრე მაინც უნდა ყოფილიყო, ალბანეთის მოგება თუ არა. სტადიონზე ვიყავი და მაშინ კი ვიფიქრე, ამით დამთავრდა ალბანეთთან გასეირნებათქო და ეგრეც მოხდა
ზურა
პორტუგალიასთან ლამის წავაგეთ ეგეც დიდი თანხების ჩადების ბრალია? უჯან მიფის შეგნებულად ქართული რაგბის საქმე!მაისაშვილს ნამუს ნუ წმენდთ!
დავითი...
მწვრთნელი არ არის ნაკრების დონის აშკარად.... მიუხედავად იმის რომ ბევრი აქვს ქართული რაგბისთვის გაკეთებული..

რუსებმა ბოლო წლებია რაგბს სერიოზულად მოჰკიდეს ხელი, დიდი ფულის ხარჯვას არ ერიდებიან, რაც აუცილებლად შედეგს გამოიღებს! დადგება დრო, რუსებთან რაგბის თამაში გაგვიჭირდება! ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. 10 წლის წინ ჩვენ სერიოზული დაფინანსების შემდეგ დავიწყეთ განვითარება! ჩვენზე გაცილებით დიდი ფულის მქონე მრავალრიცხოვანმა ერმა, გასაკვირი არ იქნება ახლო მომავალში რაგბი ჩვენს დონეზე რომ ითამაშონ!

მაპატიეთ, რომ წერთ დიალაიკებს ცოტა ხომ უნდა დაფიქრდეთ. რუსებმა ბოლო წლებია რაგბს სერიოზულად მოჰკიდეს ხელი, დიდი ფულის ხარჯვას არ ერიდებიან, რაც აუცილებლად შედეგს გამოიღებს! დადგება დრო, რუსებთან რაგბის თამაში გაგვიჭირდება! ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. ჩვენც ხომ 10 წლის წინ სერიოზული დაფინანსების შემდეგ დავიწყეთ განვითარება! ჩვენზე გაცილებით დიდი ფულის მქონე მრავალრიცხოვანმა ერმა, გასაკვირი არ იქნება ახლო მომავალში რაგბი ჩვენს დონეზე რომ ითამაშონ!
გულშემატკივარი
....-ს ოე მაის დაიწყე უკვე წინასწარ გაპრავება რუსეთთან წაგების? უკვე წინასწარ გვამზადებ ხო?
დავითი...
მწვრთნელი არ არის ნაკრების დონის აშკარად.... მიუხედავად იმის რომ ბევრი აქვს ქართული რაგბისთვის გაკეთებული..

რუსთან თუ ფეხი დაგვიცდა, ეს უფრო მათ მიერ ბოლო წლებში რაგბში დიდი ფულის ჩადების ბრალი იქნება და არა მაისაშვილის ან ვინმესი!

რუსთან თუ ფეხი დაგვიცდა, ეს უფრო მათ მიერ ბოლო წლებში რაგბში დიდი ფულის ჩადების ბრალი იქნება და არა მაისაშვილის ან ვინმესი!

რუსთან თუ ფეხი დაგვიცდა, ეს უფრო მათ მიერ ბოლო წლებში რაგბში დიდი ფულის ჩადების ბრალი იქნება და არა მაისაშვილის ან ვინმესი!
123
მწვრთნელის კომპეტენცია კრიტიკას ვერ უძლებს
მერაბ გ.
მაისაშვილის დონე საკმარისი არაა, თუ წინსვლა გინდათ, კვალიფიციური უცხოელი მწვრთნელი ჩამოიყვანეთ, თორემ რუსთანაც დაგიცდებათ ფეხი და ყველას გაგყრით ხალხი!

მაისაშვილს რას ერჩით??? თავის საქმეს ვერ აკეთებს, თუ რა? საფრანგეთის მომავალ მსოფლიო თასზე ხომ ფაქტიურად მოხვედრილები ვართ! ევროპის ერთა თასი ყოველ წელს ჩვენია! 6 ერში არ გვღებულობენ! ბოლობოლო ეს ხომ უნდა გავიგოთ!
ლაშა LSR
თუ "ელიტაში" გვინდა მოხვედრა,მაშინ პორტუგალიას არა თუ მეორე, არამედ მესამე ნაკრებითაც თავისუფლად უნდა ვამარცხებდეთ.
დიმა
მიყვარს და ვაფასებ ყველა ქართველ რაგბისტს მაგრამ დღეს გუნდმა საშინლად რომ ითამაშა არ ვთქვათ.ბოლო წლებში რეგრესი აშკარაა და რაღაც შესაცვლელია მერე გვიან იქნება.
Putin
მაისაშვილი და ტყემალაძე მალადეც თქვენ! რაც დაგავალეთ კარგათ ასრულებთ! პრემიები გეკუთვნით!
ზურა
სადაა ის ქართული შერკინება მთელ მსოფლიოს,რომ აფრთხობდა? ლევანას ფანებო სადაა?
ვენდი
რაც ფული ჩაიდო რაგბში ეგ რუსული ფულია და გამიზნულია რაგბის დასაქცევათ! არა ბიჭო და ვინმემ ამოიღო ჯიბიდან და იმან ჩადო თავისი ფული გასავითარებლად... ვინც ჩადებდა გააკონტროლებდა კიდევაც! და ვინც ჩადო კი აკონტროლებს რისთვისაც ჩადო!!! ბიძინამ ჩადო ქართული რაგბი უნდა განვავითაროო დ ტყემალაძე დანიშნა პრეზიდენტად და მსისაშვილი მთავარ მწვრთნელად? ყელში ამოადენდა აქამდე!!!
ვენდი
კაცს თავმოყვარეობა არა აქვს და რა გინდათ? მაგას რაგბისთვის სიკეთე,რომ უნდოდეს ხომ გადადგებოდა? ყველსზე კარგათ ტვითონ იცის რომ ქართული რგბი არ ვითარდება,მაგრამ ფული ბაბაია, ფული......
ირაკლი
მადლობა მინდა გადავუხადო პორტუგალიის ნაკრებს ღირსეული წინააღმდეგობის გაწევისთვის! იბრძოლეს, იომეს და შედეგიც დადეს ბიჭებმა. - ჩემებო! არ გეფიშპებით და ჩასაფრებულის პოზიციიდან არ გეწერთ. მინდა, რომ განიცადოთ თუნდაც იგივე პროგრესი, რაც დღეს ჩვენმა ოპონენტმა შემოგვთავაზა… წარმატებები თქვენ და სრულიად საქართველოს!
გიას
ბიჭები ჭირდება გვერდზე დგომა მწვრთნელი კი უნდა წავიდეს თუ ოდნავი ნამუსი აქვს და თუ ოდნავ მაინც უყვარს საქართველო.
ა
ხალხნოო როდის ვწერდი შედით ნახეთ ფიჯისთან თამაშის მერე ან შავი ლომის ლოკომოტივთან წაგების მერე რო ამ კაცის ხელში არაფერი არ გვეშველება გაიგეთ აზრი არააქვს მითხარით რომელ კომპონენტში გვაქვას მომატებული არ იცის ამ დონეზე ამ კაცმა ამას გონია ლელოთი ნახევრად სამოყვარულო დიდ10 რო იგებდა რამე იციის ვწერდი მე მალე ესპანეთი მოგვიგგებსთქო ესპანეთი კი არა აგეერ პორტუგალია თურმე დაიმახსოვრეთ ესპანეთმა ნახეთ რა გვიქნას აი ამიიის ხელში
რეალობას ᲩავხედოᲗ ᲗვალებᲨი
აშკარად ყველა მიხვდება,რომ რაგბის გაფარჩაკება ხდება!!! რა შეხება ქონდა ტყემალაძეს რაგბთან?ფედერაციის პრეზიდენტათ,რომ დანიშნეს? მწვრთნელიც შეგნებულად დანიშნეს ეგეთი დონის.
Gia
Maisashvili dabali donea.gundic egeti gaxda.6erze ukve pretenziac warmoudgenelia.zinavs federacias?tu droze ar gaushveben yvela migweva wyalshi chaiyreba.
საქართველო
ვახტანგ კიკაბიძე; გრიგოლ ვაშაძე; ნიკა მელია; ხატია დეკანოიძე; კობა ნაყოფია; დევი ჭანკოტაძე; ლევან ვარშალომიძე; სალომე სამადაშვილი; ზაალ უდუმაშვილი; ხათუნა სამნიძე; რომან გოცირიძე; თემურ ჯანაშია; ნატო ჩხეიძე; რამაზ ნიკოლაიშვილი; კახაბერ ოქრიაშვილი; გუბაზ სანიკიძე; აბდულა ისმაილოვი; ცეზარი ჩოჩელი; შენ გინდა გვითხრა,რომ ესენი არიან პროდასავლელები?! :-) ოცნებას მიეცა ქართველი ხალხის ცოდვა,მაგრამ მათი საარჩევნო სიის პირველი ოცეულის თითქმის ყველა წარმომადგენელი ევროპაში განათლება მიღებულია, რასაც ვერ ვიტყვით იმ სიაზე რაც მე ჩაგიგდეთ. მეტსაც გეტყვი ზუსტად ამ სიაში არიან რუსეთის მოქმედი და ყოფილი მოქალაქეები და გაგვარკვიე ერთი ქართველი ხალხი რუსეთუმეს ვის ეძახით თქვენნაირები?! პ.ს. რა დრო დადგა საქართველოში გრიგორი ვაშაძე და კობა ნაყოფია ქართველ ხალხს რუსეთუმეს ეძახის.ძალიან ბნელა ზოგიერთის თავში,თვალებს რომ თავი დავანებოთ
გლახუნა
2012 წლიდან - რუსეთუმეებმა , ე.ი. გადაგვარებულებმა - დასავლეთს უნდა ჩამოვშორდეთ- ო, დასავლურ პასუხისმგებლობას- პროფესიონალიზმსს, თანდგომის, მხარდაჭერის... უნარებს - ო და ...ურუსი არის ზნეობის მატარებელია და ისინი ზნეობას შეგვანარჩუნებს- ო (რუსი და ზნეობა -ვის გაუგია ოდესმე ?! ანუ მოპარვას, გაიძვერობას, ცბიერებას, ცინიზმსს, უტიფრობას - კარიერისტული ყოფით ცხოვრებას)... 2012 წლიდან - ვწერ აქ ...- მ ი დ ი ს -საქართველოს ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ს დაკნინება- დაუსუსურების, ერის ნიჭის, უნარის, შემოქმედებითი ბუნების, შესაძლებლობების დახშობა, ჩახშობა, განადგურება ...კორუფცია, კრიმინალი, უპასუხისმგრბლობის მიზანმიმათულად დამკვიდრებით, რუსეთზე ყ ო ვ ე ლ მ ხ რ ი ვ ჩამოკიდება- დამოკიდებით, მასზე ჩამორჩენილი, ღატაკი სა უპერსპექტივო შევიქმნათ, რომ.მერე მოგვაწოდონ- ჩვენ გარეშე - არაფერი შეგიძლოათ და ახალ რუსულ ,,კავშირში,, უნდა შემოხვიდეთო, 1921 წლის გამეოტებისათვის. კიდევ არ გინდათ მავანთ დაიჯეროთ ?!... - ფ ა ქ ტ ი - რაგბის ფედერაციაში - უკვე აღ ა რ არსებობს- დასავლური მენეჯმენტი - მმართველობა, რაც იყო 2006-2012 წლამდე - შოტლანდიელი მწვრთნელის დროს - აბა გაიზსენეთ - როგორი მმართველობა იყო(?!) დღეს - სუფთა რ უ ს უ ლ ო; დანიშვნები - მორჩილება, კორუფციით... დასავლური განათლების თითქმის ყ ვ ე ლ ა რომ მოიშორეს(?!) და... არც გამიკვიდრება - რუმინეთთან რომ წავაგოთ წელს, და ესპანეთთან -თუ ღ წავაგეთ, მასთანაც ფრეს გვექნება...
გია
ეგრე რა, ჯიგარი ხარ. გვერდით დგომა უნდა ბიჭებსაც და მწვრთნელებსაც, და არაა საჭირო გადადექი ყველა არმოგებული თამაშის მერე
Zura
6 ერიო და რავიცი რა ამბიცია არა გვაქვს და ეს მწვრთნელი ალბათ ძველი ზელანდიელია ხომ???
გლახუნა
2012 წლიდან - ეს პროცესი მიდის ეტაპობრივად და მიზანმიმართულად...
simartle
ბიჭებს მადლობა, სამწვრთნელო შტაბი ტყემლაზე ზის ან ტყემალაძეზე. ყველაზე ცუდი ის არის რომ კორუფციამ, ნეპოტიზმა საძმო შეიწირა და ეს თამაშის ხარისხასაც დაეტყო. ჭაობის და არე ფედერაცია.
ზურა
unlike-ჩემს კომენტარს ვინც ადებთ არ გრცხვენიათ? ანუ თქვენ თვლით,რომ ყველაფერი პირიქითაა და კარგათ მიდის? ვფიქრობ მაისაშვილის და მისი ასისტენტის დადებია unlike... ესეიგი ვინმე ფიქრობს რომ ყველაფერი კარგადაა?
Piper
უმწვრთნელო გუნდი ვართ. 3 წელია ტაქტიკის მაგვარი არაფერი არ გვიჩვენებია.
მე -16
თქვენ გენაცვალეთ ბიჭებო, რადგან უამრავჯერ მოგინიჭებიათ სიამოვნება. მადლობა დღევანდელი თავდადებისთვის.მჯერა რომ მომავალში 10 ჯერ და 100 ჯერ უკეთესები იქნებით, რადგან თქვენ შეგიძლიათ. წარმატებები ბორჯღლიანებო, გულიანებო, თქვენ მაგარო ქართველებო.
ზურა
დონე უნდა მაღლდებოდეს და აშკარად დაბლა იწევს! მწვრთნელი უნდა ნაკრებს! რუსეთთან წავაგებთ... რუსული დავალებაა,რაც შეიძლება დაეცეს ქართული რაგბი...
გიორგი
1000%
გიორგი
მწვრთნელის როლი რა არის ნეტავ?
კაკო
გორგოძე რა შუაშია და ფედერაციიდან რეგბისტები გაყარესო რომ იძახით, იქ არიან და არავის არავინ არ გაუგდია, ლაბაძე, ხამაშურიძე და ა.შ. მარტო აბუ და მაისურაძე არაა რეგბისტი, უმეტესობამ აირჩია ეს პრეზიდენტი და უნდა ვისწავლოთ პატივისცემა სხვისი აზრის.
გიორგი 50
თავიდან ვფიქრობდი კომენტარი დამეწერა. თუმცაღა, ჯერ ყველა უკვე გამოქვეყნებული ყურადღებით წავიკითხე და მივხვდი, რომ ჩემი დასაწერი აქ არაფერია... უბრალოდ, მინდა ბატონებს: ტყემალაძეს და მაისაშვილს ვთხოვო, რომ ყურადღებით გაეცნონ და გაანალიზონ ყველაფერი რაც ქა ხალხის მიერაა დაწერილი.... ხალხი ბრძენია... თორემ, უარესი გველის...
გიორგი 50
თავიდან ვფიქრობდი კომენტარი დამეწერა. თუმცაღა, ჯერ ყველა უკვე გამოქვეყნებული ყურადღებით წავიკითხე და მივხვდი, რომ ჩემი დასაწერი აქ არაფერია... უბრალოდ, მინდა ბატონებს: ტყემალაძეს და მაისაშვილს ვთხოვო, რომ ყურადღებით გაეცნონ და გაანალიზონ ყველაფერი რაც ქა ხალხის მიერაა დაწერილი.... ხალხი ბრძენია... თორემ, უარესი გველის...
რრრ-ს
რატომ, ორივე გადადგეს. წინააღმდეგი ვინმეა?
დიმა
- გზა, გზა საითაა, ....გზა...?! - რა ვიცი მზად როდის იქნება, მარტო ვმუშაობ! :)))
დიმა
აგია იგი ?! :))) P.S. :(((
Valka
აღარ ყოფნისბტრენერისნდონე რიღათ ვერ გაიგეთ რანაირადღა უნდა მიხვდეთ , დავიჯერო ვეღარ ხვდებით . ხო ხედავთ სუ სხვა დონეებზე გადავიდნენ?!! თუ ქართულ ჯიგრულ პონტში უნდა იყოს????
შოკირებული გულშემატკივარი
პორტუგალია ხელით უკეთ თამაშობდა სისწრაფე მოტი ქონდათ ბოლომდე არ დაიღალენ და უფრო სწრაფ კომბინაციებს აკეთებდენ
გოგა
დიდი ხანია ნაკრები რეგრეს განიცდის, მალე პორტუგალიაც მოგვიგებს, დღეს გადავრჩით.. მწვრთნელი ძან სუსტია
ქართველი
რა 6 ერი რაზე ვოცნებობთ საერთოდ როცა სახლში პორტუგალიას ვერ ვუგებთ. მთლიანად სამწვრთნელო შტაბი და ფედერაციაა შესაცვლელი. ფუუ მრცხვენია ეს რა იყო სიმწრით მიღწეული ფრე

ტაბუცაძეზე ამბობ? 15 მატჩში 13 ლელო რომ აქვს დადებული, ერთი არარეალიზებული შანსის გამო არ იმსახურებს მსგავს შეფასებას

საქართველოს ნაკრების ასეთი ცუდი თამაში ბოლო პერიოდში არ მახსენდება. თუ გუნდში არ არიან წამყვანი მოთამაშეები , ყოველთვის პრობლემები გვაქვს. უბრალოდ მუდმივი მოუშორებელი ჭირი - აუტი, წინ გადავარდნა, შერკინებაში უაზრო დაჯარიმება და ჰაერში თამაში ათ წელიწადზე მეტია ვერ გამოვასწორეთ. არ მიყვარს მწვრთნელზე დაბრალება, მაგრამ ეს მეტისმეტია. ფაქტია, ნეიტრალური გულშემატკივრის სიმპატიას აშკარად პორტუგალია იმსახურებდა
Anti
დავწერე კომენტარი და წავშალე. უკომენტაროდ!!! არცერთ კომპონენტში პროგრესი არ არის.
buxrika
ვაა იტალია რას უშვრება საფრანგეთს. პოლიტიკურ განცხადებისგან თავს ვიკავებ ხოლმე მაგრამ უნდა ვთქვა, ქვეყანაში ისევე როგორც რაგბში ყველაფერი კორუფციას წალეკა და ამიტომ არის რეგრესი ყველაფერში თვალშისაჩინო.
ტტტ
ხო მაისა ჩავქოლოთ და სოსო პრეზიდენტი ვაქოთ ხომ.დდდდ
რრრ
მაისაშვილი უნდა გადადგეს და ის სპეცნაზის დანიშნული პრეზიდენტი უნდა დარჩეს ხომ?
ქართველი
ბიჭებზე არ მინდა რამე ვთქვა, იმიტომ რომ იმდენი სიხარული აქვთ მონიჭებული ერთი ჩავარდნილი თამაში ვერ გადაწონის წარსულ სიხარულს, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ასეთ გუნდებს უნდა მოვუგოთ საგრძნობი უპირატესობით, როგორც ანგარიშში გამოხატული, ასევე სათამაშო კომპონენეტებით. რაგბის სამყაროვ მიხედეთ ამ სპორტს სათანადოდ, ჩვენ გვიყურებენ ამ სპორტის წამყვანი ქვეყნები და ზუსტად ამ დონის თამაშებიდან გამომდინარე გვაფასებენ. "პორტუგალიას ვერ უგებენ და ამათ ჩვენთან რა უნდათო" ასე ფიქრობენ. ამიტომ შესაცვლელია ბევრი რაღაც და იმედია მსოფლიომდე დიდ ნაბიჯს გავაკეთებთ. მაისაშვილმა არ მიწყინოს თუმცა ტოპ მწვრთნელი გვჭირდება.
თემო
სად ხართ მაისას დამცველები აბა :დ წინაზე რო ჩამქოლეთ არიქა უნდა დარჩესო. ამას თუ ვაცადეთ მსოფლიომდე გუნდი აღარ გვეყოლება
geo
კარგი შანსი მიეცა პორტუგალიას მსოპლიოზე მგონია რომ გავლენ
დემე
რამდენი ხანი უნდა გაგრძელდეს თაობათა ცვლა?! ორი წელი სავსებით საკმარისია თაობათა ცვლისთვის. ნიჟარაძის ხსენებით შენც პოლიტიკურად ხდი ამ საუბარს. პორტუგალიასთან ფრეს რომ ითამაშებ შენს სსტატიონზე რეგრესი არ არის? გუნდი ინსტიქტურად რომ თამაშობს და არანაირი სისტემა არ იგრძნობა მოედანზე მაგის მადლიერები უნდა ვიყოთ? პორტუგალია ჩვენზე გაცილებით სუსტი ფიზ მომზადებით იყო თორემ იმ სტილით და ჟილკით რაც მათ აჩვენეს გადაგვირბენდა სხვა გუნდი. იმაზე გვაქვს პრეტენზია 6 ერში მოვხვდეთ და პორტუგალიასთან გაძლებაზე ვთამაშობდით,კიდე უმადურები ვყოფილვართ.
საბა
რომელიღაც გადაცემაში იყო გამოსული ჩვენი ფიზიო, თუ ფიზმომზადების მწვრთნელი, და უცხოელი მწვრთნელები და ასისტენტები წყალს გაატანა, ჩვენც შეგვიძლიაო და ჩვენ უნდა ჩავიბაროთო, გვაქვს ამის კომპეტენცია და რად გვინდა უცხოელი მწვრთნელიო )) რა უნდა ელაპრაკო მაგ გაქანების ადამიანებს. რაგბი მაშინ დამტავრდა, პოლიტიკა რო ჩაერია და ერთმანეთს სროლა დაუწყეს. უკეთეს შედეგებს და პროგრესს ვინც ელოდებით ილუზიებში ცხოვრობთ
SL
დედას გეფიცებით ვაფშე თუ ვიცნობდე ვინმეს რაგბის კავშირში ან მაისაშვილს, მარა უნდა ვთქვა ამდენი განსხვავებული კომენტარების ფონზე. ვინც დარწმუნებულია, რომ უცხოელი მეწვრთნელის ხელში ნამდვილად მოიგებდა ნაკრები (ქართველი ხო ყოველთვის ცუდია უცხოელზეს პრინციპით) - ის უბრალოდ რაგბის აზრზე არ არის. მართლა ეგრე მგონია. ნაკრების მუშაობას მარტო შედეგით ნუ სჯით. ნაკრები ბევრი კომპონენტისგან შედგება. მათ შორის მთავარია, მწვთნელი, რა თქმა უნდა და ჩვენი ბიჭები რა თქმა უნდა. შედეგზე კიდევ სხვადასხვა ფაქტორები მოქმედებენ, რომელთა შორი ერთერთი მთავარია გამართლება. ნუ შეჭამეთ კაცი!!! აქ არ იყო მილტონა იმასაც ცოცხლად რო ჭამდით. გარდაბნის რაიონის სოფელ ახალი ზელანდიიდან რო იყო მილტონა არ გახსოვთ კაცო?!... ასაჯდომებთ რა იმენა!!
დემე
მესხმა დაიმსახურა თამაში და სასტარტოც უნდა ყოფილიყო. ბევრი დანაშაული აქვს მწვრთნელს მაგრამ ეს ერთ-ერთი მათგანი არ არის. ყველა თამაშზე ლელოს დებს ეგ მორაგბე და მის ნაირად არც ერთი ფრთა არ ფინტაობს. გადახედე სტატისტიკას

პორტუგალიელებს, მათ ფრანგ მწრვთნელთან ერთად შანსი მივეცით მონაწილეობა მიიღონ საფრანგეთში მომავალ მსოფლიოს თასზე! ქართველი მორაგბეების უმრავლესობა ხომ კარგა ხანია საფრანგეთში თამაშობს...!
123_123
მაისაშვილს თუ ოდნავი ნამუსი ააქვს უნდა გადადგეს!
გუსანი
ეს რა იყო?, სრული კატასტროფა. შეცდომები და ამდენი? წუნი აღარ ქვია -ზოგი იმბეცილური იყო, დამწყებმა რაგბისტმა რომ არ უნდა დაუშვას... ეს ინგლისური- ხომ შეიძლება საკვანძო სიტყვები მაინც ისწავლონ მსაჯი რომ უძახის და მაინც მიძვრები?! აქ მარტო ბიჭების ბრალეულობა არ მგონია,,, სამწვრთნელო შტაბის პასუხისმგებლობაც იკვეთება, აბა ყველა დერეფანს რომ წააგებ როგორ უნდა შეფასდეს? არც ადრე გვქონდა კარგად საქმე დერეფნებში, მაგრმა ეს კატასტროფა იყო,,, მაინტერესებს აბჯანდაძეზე ძლიერი ფეხი ნაკრებში არავის აქვს? 5 დარტმიდან 1 თუ გადააქვს შორს....მახსოვს აფრასიძეს ახალგაზრდულში ცენტრიდან აქვს ჯარიმა გატანილი.... ეს თამაში არაფერში ჯდება, დროზეა განგაში ასატეხი, თორემ გაზრდას ვინ ჩივის დეგრადაციას მივიღებთ, რაც უკვე 2016 წლიდან ემჩნევა ნაკრებს,...
დააT
აბა სად ხართ დამალულები რაგბისტების წარუმატებელ თამაშებზე მაქებარი ადამიანები - დამენახეთ. ყველაფერი დადეს ბიჭებმა და მსგავსი უნიჭო ულიმიტო ქება-დიდება
დათო
თამაში წავაგეთ ჰუკერების არ ყოლის გამო, მინიმუმ ერთ ლელოს მოლით ვდებთ ხოლმე ყველა თამაშში, აქ კი ერთი ვერ ააგდეს ნორმალურად ამდენი აუტიდან. მამუკაშვილი, ჭყოიძე, მიქაუტაძე, ნინიაშვილი, კვესელაძე, გორგაძე, ეს ხალხი შეუცვლელია ჯერჯერობით ამ ნაკრებში. რაც შეეხება მწვრთნელია შეცვლას უკვე ძალიან გვიანია და შეიძლება უფრო საზიანოც იყოს, პირიქით, დახმარება და კარგი ასისტენტები სჭირდება თუ გვინდა საქმე გამოვიდეს
Zaza
რომელ რეგრესზე საუბრობთ პორტუგალიასთან წაგებული თამაშები არ გახსოვთ ხო ნიჟარაძის ჩავარდნები არ გქონდა.თაობათა ცვლაა ეს ერთი და მეორე 9 კაცი გამოაკლდათ.ერთი ფრე ითამაშეს და ატეხეს ერთი ამბავი ან ეს პოლიტიკანობა რაღა ჯანდაბაა რეგრესიაო ვინც იძახით პროგრესი ვისდროს დაიწყო.ნიჟარაძეს კითხეთ ერთი უმადური და დაუნახავი არუნდა იყო.

პირველი 4 აუტიდან სამს რომ წააგებ, ხომ უნდა შეცვალო შემოგდების ტრაექტორია? 3 აუტი წავაგეთ ზედიზედ თამაშოს ბოლოსკენ შესატევი ზონიდან. პორტუგალია რომ არ ყოფილიყო და იაპონია ან ფიჯი გვყოლოდა მეტოქედ 100 ქულას თავისუფლად მოგვიგროვებდნენ ნოლზე.
gori
ტყემალაძე ტყემალზე რომ ზის, ეგ შეტენიდა მესხს ნაკრებში. ბოლო წამზე ეგეთ ლელოს რომ ვერ გაიტან, რანაირი რაგბისტი ხარ, პირველ რიგში უჯილკო , უვარგისი ხარ........

თამაშის ბოლოს ქართველმა 14-მა ნომერმა უეჭველი ლელო რომ ვერ დადო, აი ეგ ძალად სპორტსმენი რატომ უნდა აიყვანო ნაკრებში ნორმალურმა ადამიანმა?????????????????

ნაკრებს რა უნდა დაწმართოს რომ ბოლოსდაბოლოს აღიარონ რაგბის მესვეურებმა, რომ არასწორად მივდივართ ბოლო წლებია. რაც არ უნდა ვეძებოთ გამართლება - წამყვანების არყოფნა, წელს პირველი თამაში და ა.შ. პორტუგალიასთან თამაშზეა საუბარი. საკუთარი აუტენის 80% წაგება რითი შეიძლება აიხსნას? ან დაცვაში ასეთი სუსტი თამაში? შეტევიდან ასეთი კონტრშეტევების მიღება? შანსების განიავება 5 მეტრიან ზონაში. მოკლედ რადიკალური ცვლილებებია საჭირო დიდი ხანია და ეს ვერ შეიგნეს მათ ვისაც ეს ხელეწიფება.
სტალინი
ყველაფერი პოლიტიკას უკავშირდება უკვე, მადლობა მაისაშვილს აქამდე, მაგრამ სპეციალურად ახალი უცხოელი მაგარი მწვრთნელი არ მოჰყვავთ, რომ ჩასვრილის სტატუსს არ გავცდეთ ყველაფერში და არანაირად არ შევიგრძნოთ გამარჯვების სუნი..............
Maximus
რა გახდა ერთი ნორმალური მწვრთნელის მოყვანა?არჩევნები ხო გაინაღდეს ახლა ამასაც მიხედონ დროზე თორემ მერე გვიანი იქნება... ის ახალი პრეზიდენტი ყვინჩილას რო გავს მიხედოს ნაკრებს თუ გაჭირვებული იყო სპორტში რა უნდოდა დატევებულიყო სადაც ბრძანდებოდა იქ , თორემ ხალხის ფულის ჭამა ყველას შეუძლია, უბრალოდ ყველა არ კადრულობს ამას...
დააT
ბოლო წამზე 100 % სალელოვე შანსი ჰქონდა დავით მესხს და ბურთის დასამიწებლად ვერ გაიქცა რამოდენიმე წუთის წინ შემოსული მორაგბემ. მაისაიას ცვლილებამ დაგვაკარგვინა ქულები. სანაკრებო პიკი იყო 2015 წელს, 2016 წლიდან იწყება რეგრესი. უკლასო მწვრთნელის შერჩეული შემადგენლობაა და ოკუპანტებთან ასეთი თამაშით შევრცხვებით.
გიორგი
აშკარად ჩანს რომ მწვრთნელი არ ყავს ნაკრებს თუმცა ხელფასს იღებს. მმაისაშვილი ტუემალაძე ძმაკაცები კი არა სიძე ცოლის ბიძაშვილია. ტყემელაძე რიგორიც პრეზიდენტია ისეთია მწვრთნელი და ისეთია ჩვენი თამაში. ბარდაგიიი. აუტზე ხომ ხედავთ რომ ყოველ მეორე თამაშს ვაგდებფ ესეიგი ეს ჩხაიძე ად ვარგა მწვრთნელად ხო უნდა მიხვდეთ. ჩვენი ძლიერი შერკინება სადღაც გაქრა ესეიგი ამ მხრივაც ბარდაგია. ხელით თამაში ასევე საშინელი. ხოდა ამაზე უნდა მუშაობდეს მთავარი მწვრთნელი მაგრამ არ იცის რა ქნას. ადრე მეგობა ერთ ადგილა ვტკებნიდით ეხლა რეგრესია სახეზე. სად იყო გორგაძე ცუცქირიძე მიქაუტაძე ნინიაშვილი და მრავალი სხვა? არცერთს ტრამვა არ აქვს. ვითომ ექსპერიმენტობს და დედა უტირა ნაკრებს. სადაა ჟვანია ჩილაჩავა კარლენ ასიეშვილი და კიდევ რამდენი ვთვალო. ამას მართლ ხო არ აჟუილებს? რატო არ შეცვალა აფრასიძე ან აბჟანდაძე? რისთვის კლავდა 80წუთი? რამდენი მიზეზია კიდევ. ავდგეთ მივიდეთ ფედერაციასთაბ და გავაპროტესტოთ ყოველგვარი პოლიტიკურის გარეშე სუფთა სპორტულად სირცხვილიააააა

სპორტული განათლებაა მთავარი და არა როგორი მორაგბე ხარ. პრეზიდენტი რო იძახის რაგბის აზრზე არ ვარო მანდ მის პროფესიონალიზმზე ლაპარაკი მთავრდება.
ვახტანგი
ერთს ვიტყვი და ყველა დაფიქრდით, ან პატრიოტიზმი და წესიერება უნდა იყოს ქვეყანაში და სპორტშიც, ან ჩემი სიტყვა დაიმახსოვრეთ, სპორტი კი არა, ქართველი აღარ დარჩება ქვეყანაში, სანთლით საძებარი გახდება ქართველი საქართველოში. ყველაგან კორუფცია და ნეპოტიზმია, ჭაობში ვართ ყელამდე. კლოდ სორელის დამსახურებაა და ძველი ფედერაციის, იმის მერე ნაკრები ინერციით მოდის და ბუქსაობს, შავი ლომი კი კარგია, მაგრამ მხოლოდ ეგ ვერ უშველის საქმეს, მოიცა მამიკო ენაცვალოს თაობა მოვიდეს, ჩაწყობებით ფულის გამო რომ იღებთ ბავშვთა სექციებში უმეტესობა, ნელ-ნელა 6 ერი კი არა, აქ გვექნება სახვეწარი გამარჯვება
გიორგი
გორგოძე რაღა შუაშია. კაცმა პირპადირ სთქვა რაგბის კავშირში დავიცავ ნაკრების ინტერესებსო. მწვრთნელის არჩევას გორგოძეს არავინ ჰკითხავს.
გიორგი
ხალხი ვნატრობთ კორონას მოშორებას. რაგბის მოყვარულები კი მაისაშვილის მოშორებას მთავარი მწვრთნელობიდან. დარჩეს ბატონო მეორე მწვრთნელად, ვინ ოხერი.
ქომაგ-ს
იმ შუაშია, რომ რაგბის კავშირის მოვალეობაა ნორმალური მწვრთნელის მოძებნა. რაგბის თავკაცი მაისშვილის ძმაკაცია და თავის მოვალეობის შესრულების მაგივრად მაისაშვილს ანდობს ქართული რაგბის ბედს. მაისაშვილი კარგი კაცია, მაგრამ ძალიან, ძალიან სუსტი მწვრთნელია.
დინამოელი
მერე რა? მაინც პროგრესი გვაქვს, ისე, როგორც ყველა სხვა სფეროში )))
ხომ ერა
დიდი პატივისცემა მაისაშვილს, მაგრამ დიდი ხანია უკვე რაც პროგრესის ნატამალიც კი არ გვაქვს
zura222
უსაშინლესი თამაში უსაშინლესი ტაქტიკა და უსაშინლესი ტექნიკა @@ ასეთი ცუდი თამაში საერთოდ არ მახსოვს ჩვენი ნაკრების ! ეს რა უბედურება იყო ???რაშიც ყოველთვის ძლიერები ვიყავით (ძალისამიერი თამაში შერკინება მოლები)იმაშიც რეგრესი გვაქვს @ ამდენი წაგებული დერეფანი ამდენი წაგებული რაქი ვინმეს ახსოვს ერთ თამაშში ? მერე კიდევ რამდენჯერ ითქვა რომ აბრაგანებში ყოველთვის სუსტები ვიყავით და სუსტებად ვრჩებით და ამ თამაშში ლამის ყველა აბრაგანი წავაგეთ და მაინც ჯიუტად ურტყავნენ მაღალ ბურთს და ჩუქნიდნენ შეტევებს მეტოქეს @ მოკლედ არ ვიცი რაა ასეთი თამაშით გვაქვს ამბიცია 6 ერის ??? მაისაშვილი აუცილებლად უნდა წავიდეს და მონახონ ნორმალური უცხოელი მწვრთნელი სანამ დროა თორემ რუსეთთან აუვილებლად წავაგებთ და ეს იქნება კატასტოფა @
ჯონდო
არ ჩამოიყვანოთ მწვრთნელი არა, რა საჭიროა
15
ბოლო წუთზე მეტოქის 5 მეტრიანში ქონდათ ბურთი. არ გვეკუთნოდა, მაგრამ არეალის დარტყმას რა უნდოდა?
პპპ123
უკან და უკან მიდის საქმე.ნიჟარაძის დრო მოგენატრება
გადადექი!
მაისაშვილი- შევარდნაძე ხარ? დადადექი!
დემე
აქამდე სულ ვიცავდი მაისაშვილს, მაგრამ ეს უკვე მეტისმეტია. ახლავე თუ არ შეიცვალა ყველაფერი აი ნახავთ ამ ერთა თასს წელს ვერც ავწევთ. მიდით და დააბრალეთ ახლა ხალხი გვაკლდა, პირველი თამაში იყო და მსგავსი ზღაპრები. სრული რეგრესი და კატასტროფაა. ამ ფრეთი მთელი 1 სარეიტინგო ქულა დავკარგეთ. წარმოდგენა თუ გაქვთ რამდენი წვალება უნდა იმ 1 ქულის მომატებას. მომავალ მსოფლიოზე საუბარი აღარ არის, ერთი წელი დარჩა მხოლოდ, პრეზიდენტს რომ კითხო 15 წელში მსოფლიო ჩემპიონობას გეგმავს, ჩვენ კი უკან მივდივართ
აბგდ
პარტაქტივი პრეზიდენტი და პარტაქტივი მწვრთნელი!მაისაშვილი როგორ უნდა ჩავთვალო ნაკრების კითილიმსურველად როცა იცის რომ არარის შესაბამისი დონის და ასე მაინც დგას უსირცხვილოდ ხელფას იღებს!არც წასვლა უნდა!ჩვენი ბრალია!ამათ რომ პასუხს არ ვთხოვთ არცერთ სფეროში მაგიტომაც ვართ ასეთ დღეში!
გია
გორგოძეზე მაგარი რეგბისტი რომელი გვყავს? თუ მაისურაძე და აბუსერიძე უფრო მაგარი რეგბისტები იყვნენ? რა შუაშია, რეგბისტებია ყველა ფედერაციაში და სამწვრთნელო შტაბშიც. ყველაფერში პოლიტიკას და არჩევნებს ნუ ურევთ ზოგიერთები
Musenbezi
6 ერზე არა 4 ერზე უნდა მიგვიღონ, წყალში იყრება მილიონები!!!
ლომი
ყველაფერი რაც კარგი გვალვა რატომ უნდა გააუბედურონ ამ სისხლის მშობლებმა.
გიორგი
ეეჰ, ძმაო, იმ მეორეს ისე უყვარს ქართული რაგბი, რომ მსოფლიო ფედერეციაში იჩივლა ჩვენს ნაკრებს დისკვალიციკაცია მიეცითო. ასეთ დღეში ვართ.
შეცვალეთ ყველა
კაროჩე რაც ფედერაციაში ხდება ის ხდება მოედანზეც. ვინ რას თამაშობს, ვინ ვის ეთამაშება, ვინ ვის პასს აძლევს, ვერ გაიგებ. დისციპლინა 0 მარა აქ სუ ესე ვიყავით და კაი. აი აუტებს რო ვერ იგებ ერთ თამაშში 6-7 ცალს და რო ვერ ცვლი თან ვერაფერს, ანუ გეგმა ბ-ც რო არ გაქვს, ეგ “დროებითი” მწვრთნელის ბრალია და უნდა წავიდეს. ფაქტი ერთია, ნიჟარძის მერე პროგრესი აღარ ყოფილა!
rable
არანაირი ორგანიზებულობა, არც კომბინირება. ნაკრები უმწვრთნელოდ თამაშობდა. უკუსვლაა უკვე აშკარა. რაის ექვსი...
გიორგი
მაისაშვილო, ვიცი რომ კარგი კაცი ხარ. შენ ხომ ჩვენზე კარგად იცი, თუ რა შეგიძლია და რა არ შეგიძლია. სთხოვე რაგბის კავშირს, რომ ახალი მთაცარი მწვრთნელი მოძებნონ. შენ კი დარჩი მეორე მწვრთნელად. გააკეთე რაა ეს ქართული რაგბის გასანვითარებლად, გთხოვ.
Alika
ენა გააჩეროს ყველა ოპტიმისტმა ამ თამაშით 6 ერში კიარა ამ ჩემპიონატიდანაც გამოგვაგდებენ,ეს რა ვნახე ბიჭო რაიყო რა ჯანდაბად იყო ბურთს ვერ იჭერდნენ ხელში ელემენტარული ამათ რაზე უნდა ქონდეთ პრეტენზია საერთოდ,არამაქვს საუბარი ბრძოლაში რომ ეთამაშათ ფრე ან წაეგოთ საერთოდ, ბურთს ვერ იჭერდნენ და აუტები ყველა წააგეს მგონი, კიდე კაი რუსეთის ნაკრები არ იყო თორე მერე გენახათ ხალხის ნერვების წყვეტა,წაუგიათ თამაშები ეს ვის არ მოსვლია მაგრამ ასე უსუსური, ასეთი დილეტანტი ქმედება კაცო?! სამოყვარულო მორაგბეების შთაბეჭდილება დატოვეს ბურთს ვერ აგდებდნენ აუტში რაზე სხვა რამეზე საუბარი?!
გიორგი
რაგბის კავშირო, ვერ ხედავთ, რომ მაისაშვილს არ შეუძლია? ერთი ხეირიანი მწვრთნელი რა გახდა?
ქართველი
არაა დრო გააგდოთ მაისაშვილი ამ დონესაც ვეღარ ქაჩავს სხვაზე არაფერი ვთქვათ
მე -16
ჰაუტი ჰაუტი და ჰაუტი!!! რა გახდა ამ პროცესის დამუღამება ისე რომ ნორმალურად ვითამაშოთ!
ქომაგი
რა შუაშია ნაკრების თამაშთან პრეზიდენტი ვინაა?!
buxrika
ნეტა 6 ერში არ მიგვიღებენ?
ეეე
ჯერ სად ვართ, ასე იცის მშენებელის პრეზიდენტად დასმამ და რაგბისტების კინწისკვრით გამოყრამ ფედერაციიდან.
"ბორჯღალოსნები" | ტრავმირებული მოთამაშეების შესახებ
"ბორჯღალოსნები" | ირლანდიასა და სამხრეთ აფრიკისთვის მზადება დაიწყო
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
დევიდი შეიძლება თურქეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდეს
პოგბა მალე "მონაკოს" ფეხბურთელი გახდება
"ალ ჰილალს" "ნაპოლის" კიდევ ერთი ვარსკვლავის შეძენა უნდა
უარი "შტუტგარტის" მოთხოვნებზე - "რეალი" შტილერს აღარ შეიძენს
"ალონსოს მოსვლის შემდეგ, თავს მნიშვნელოვან ფეხბურთელად ვთვლი" - არდა გიულერი
"ლესტერი" ვან ნისტელროის გაათავისუფლებს
"ნაპოლი" ორი ნახევარმცველის შენარჩუნებას შეძლებს
"პორტუგალიასთან მატჩამდე, კვარა ჩემთან მოვიდა და მითხრა..." - ვილი სანიოლი
"აქ ტიტულების მოსაგებად მოვედი" - "დილას" მწვრთნელი კონფერენს ლიგის კენჭისყრაზე
გოჩოლეიშვილი "შახტარში" ბრუნდება - ლაცაბიძეს ისევ იჯარით გაუშვებენ
20 წ. | იტალიაში გასამგზავრებლად 30 შეირჩა
ლატვიაში დასრულებულ ამხანაგურ ტურნირში საქართველომ A დივიზიონის წევრი ფინეთი დაამარცხა
კვარაცხელიას უკრაინელი თანაგუნდელი ეყოლება - პსჟ-მა ძაბარნის ტრანსფერზე შეთანხმებას მაინც მიაღწია
ბუფონის მიერ დაბლოკილი მოურინიო - როგორ გახდა იტალიის ნაკრების მწვრთნელი გატუზო
ანტონიო კონტემ "ნაპოლიში" დარჩენის მიზეზი განმარტა
მორატას ისევ სერია A-ში უხმობენ - ალვარომ შესაძლოა, მესამე იტალიური გუნდის მაისური მოირგოს
"ნაპოლის" კონკურენტი გამოუჩნდა - სანჩოს გადაბირება სერია A-ს სხვა კლუბმაც მოისურვა
ოფიციალურად: ედინ ჯეკო სერია A-ს დაუბრუნდა
მამარდაშვილის "ლივერპულის" სუპერ ტრანსფერი - სარეკორდო კლუბში და სულ მალე ბრიტანეთშიც
"ქართველები და საუკეთესოები ვართ!" - ბექაურის კომენტარი და ოლიმპიადის საიტი საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონობაზე
რაგბი ევროპა | პირველი თბილისური ფინალისთვის მზადება დაიწყო
მეჩვიდმეტე ტიტული - საქართველოს ნაკრებმა ფინალში ესპანეთს სძლია [VIDEO]
რაგბი ევროპა | რუმინეთთან ფინალისთვის
რაგბი ევროპა | ქოქრილმა ფინალისთვის 23 შეარჩია
"ბორჯღალოსნებმა" რუმინეთი დიდი ანგარიშით დაამარცხეს და რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში ითამაშებენ! [VIDEO]
"ბორჯღალოსნები" | ექვსი ერის 24-გზის გამარჯვებული თბილისში! - ირლანდიასთან 5 ივლისს "მიხეილ მესხზე"