შესაძლოა, ვინმემ იფიქროს, "მცირედითაც კმაყოფილნი ვართო", მაგრამ საქმე ასე ნამდვილად არაა... როცა ცუდი გამოცდილება გვაქვს იმაზე, რომ ზოგიერთი ქართველი ტალანტის კარიერა სათანადოდ ვერ განვითარდა, შემდეგ თითოეულ ნეგატიურ ინფორმაციას მწვავედ აღვიქვამთ. იქნებ ვინმემ ხელიც კი ჩაიქნიოს...

როცა გიორგი მამარდაშვილზე გავიგეთ, რომ ის "ვალენსიას" განაცხადს მიღმა დარჩა (ოფიციალური მიზეზი არ ვიცით), გულზე ხელი დავიდოთ, რამდენად ველოდით, რომ ის ასეთ მოკლე დროში სასტარტო შემადგენლობას დაუბრუნდებოდა? თანაც დამაჯერებლად ითამაშებდა და მისი კლუბი, რომელიც საკმაოდ ბევრს უშვებს, მშრალ შეხვედრას გამართავდა...

ბორდალასი ქართველ მეკარეზე საკმაოდ ხშირად საუბრობდა (ან ეკითხებოდნენ) და მის კარგად ვარჯიშზე ყურადღებას ამახვილებდა. "ევროპული ტაქტიც" გასაგებია, მაგრამ ჰაერზე ასეთ სიტყვებს მაინც არავინ ისვრის...

გიორგი თამამია, თუმცა რიგ ეპიზოდებში მაინც იკვეთება, რაც მას აკლია, ეს სწორედ გამოცდილება და სტაბილურად ნდობაა, შემდეგ კი უფრო მარტივი იქნება თითოეული წამის ზუსტად განსაზღვრა - როდის დარჩეს ხაზზე ან ითამაშოს გამოსვლაზე და მსგავსი ნიუანსები. მოგეხსენებათ, ამ თემაზე მის კარში ბენზემას გატანილი გოლის შემდეგ ბევრს მსჯელობდნენ, მათ შორის, "ღამურების" ლეგენდარული კიპერი სანტიაგო კანისარესიც...

ახლა სილესენი დაბრუნდება, ხაუმეც, ალბათ, ყურების ჩამოყრას არ აპირებს და "მამარდასაც" უფრო მეტის გაკეთება მოუწევს, რათა მის სასტარტოში თამაშს უფრო სტაბილური სახე ჰქონდეს. თუმცა ამაში მას მთავარი მწვრთნელიც უნდა "დაეხმაროს"...

გასული უქმეების კიდევ ერთი ფიგურა გიორგი ჩაკვეტაძეა - ფეხბურთელი, რომლის შესაძლებლობების შესაფასებლად მაინც იმ პერიოდს ვიყენებთ, როცა მან საქართველოს ნაკრებს "ერთა ლიგაზე" ულიდერა და მიუნხენის "ბაიერნის" დაინტერესებაზეც კი წერდნენ...

"ჰამბურგის" რიგებში მცირე დროის გამოყოფას ზეიმად არავინ აქცევს, აქ უფრო სხვა ნიუანსები გვენიშნა. რთული სათქმელია, რამდენად მოქმედებდა ამაში კლუბის მაისურის ხასხასა ფერი, მაგრამ გიორგი უფრო გაღიმებული ჩანდა, მოკლე დროში თანაგუნდელებთან შეთამაშება რომ მოუსწრია და მწვრთნელი მისგან რას ითხოვს, ესეც რომ ზუსტად იცის. "გენტის" რიგებში ასეთ ჩაკვეტაძეს ძალიან იშვიათად გაიხსენებთ - ის თითქოს ახლიდან იწყებს...

გიორგის გუნდი საკმაოდ მძლავრი ჩანს და უკანასკნელი გამარჯვებით ბუნდესლიგას კიდევ უფრო მიუახლოვდა. "ჩაკვესგან" პირველი რიგში ტრავმიანობის თავიდან აცილება გვინდა, რათა სრულად რეალიზდეს. რა თქმა უნდა, უმჯობესია სხვის შეცდომებზე ისწავლო, თუმცა საკუთარიდანაც სწორი დასკვნების გამოტანაც დაგვიანებული არ უნდა იყოს. ქართველმა ნახევარმცველმა კარგად უნდა გაიაზროს, რა დააკლდა ბელგიაში ისეთი, რისი შეცვლაც მხოლოდ მას შეეძლო...

თითოეული ლეგიონერის წარმატება იმიტომაც გვიხარია, რომ ამით საქართველოს ნაკრები უკეთესი წარმოგვიდგენია. ორივე გიორგიმ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა მათზე გაცემული თითოეული დადებითი სიტყვა კიდევ უფრო მეტად გაამართლონ და შემდეგ მისი "შელამაზება" არ დაგვჭირდეს...

ზაზა
წარმატებებს ვუსურვებ ორივე გიორგის განსაკუთრებით ჩაკვეს რადგან დღეს თანადგომა და ჩაკვეს უფრო სჭირდება ვიდრე სხვა ფეხბურთელებს იმედი მაქვს მალე გახდება ჰამბურგის ძირითადის ფეხბურთელი წარმატებით ათამაშდება და დაიბრუნებს ძველ ფორმას 22 წლის არის ყველაფერი წინ აქვს ჯამრთელობას და წარმატებას ვუსურვებ ახალ გუნდში.
tngh
"ჰამბერგი" თავისი ისტორიით "გენტზე" ბევრად უკეთესი გუნდია!!! წარმატებები გიოს და... საქართველოს ნაკრებს!!!
ვაჟა მასწავლებელი
ყოჩაღ ავტორს! კარგი ანალიტიკური სტატიაა!
სოსო
ორივე გიორგის ვულოცავ მოედანზე დაბრუნებას.ეს მთავარია!მამარდას თამაშში ყველაზე სასიამოვნო ის იყო,რომ თანაგუნდელებთან მუდმივი სიტყვიერი ურთიერთობა ჰქონდა.ესე იგი უკვე საკმაოდ აითვისა ესპანური და ეს რა თქმა უნდა თამაშშიც მნიშვნელოვნად დაეხმარება.ვალენსიას დაცვა მაგ თამაშში კრიტიკას ვერ უძლებდა და სასიამოვნოა,რომ საჭირო მომენტებში გიორგიმ,საკმაოდ დამაჯერებლად ითამაშა და საფრთხე გაანეიტრალა,თუმცა მომენტებში არადამაჯერებლობაც იგრძნობოდა.თუ თამაშის საშუალება მიეცემა და ნდობას იგრძნობს,ვფიქრობ ეგეც მალე გაქრება.თვითონ ვალენსიას თამაშზე იმის თქმა შემიძლია,რომ ამდენი პირისპირ გასვლა და ყველას გაფუჭება,დაუშვებელი ფუფუნებაა.თამაშგარეც რომ დაფიქსირდეს,ეს არაფერს ცვლის,რაკი არტყავ,უნდა გაიტანო.რაც შეეხება ჩაკვეს,მას ტექნიკასთან და აზროვნებასთან პრობლემები არასოდეს ჰქონია.მთავარია ტრავმის შიში დაძლიოს და ფიზიკურად მომაგრდეს.მერე კი,ნებისმიერი კლუბის დონეს გაქაჩავს.ამაში დარწმუნებული ვარ.კარგია რომ ვარჯიშს მოუმატა.გერმანიაში სხვანაირად თავს ვერ დაიმკვიდრებ და ალბათ ვერც სხვაგან.
ზურა
მთავარია გიოს ტრავმა სწორად ქონდეს შეხორცებული! 100% მჯერა თუ ტრავმა არ შეაწუხებს,ჩაკვეს ერთი წელი დარჩა იმ ჯადო გუნდთან ხელშეკრულება აქედან 6 თვე ჰამბურგში გაატარებს,გერმანიიდან აღარ გაუშვებენ!!! არავის დაავიწყდეს გიო ის ოქროს ბიჭია ვინც ერთალიგის ჯგუფი მოგვაგებინა!!!
T.q
აბა რაა წარმატებები ბიჭებო ყველაფერი თქვენზე აეის დამოკიდებული და ერთი კვრაცხელიაც გადავიდეს სადმე ევროპაში რო ეგ სანერვიულოც აღარ იყოს და კარგი იქნებოდა კვარაც რომ შეიცვლის გარემოს ისიც სხვანაირად ათამაშდება ასე მჯერა.
G.LA
ორივე გიოს დიდი შრომა მართებთ ძირითადში ადგილის დასამკვიდრებლად, ორივე მათგანს ექნებათ შანსი და არა ერთხელ. მთავარია შრომა. დიდი ოფლის ღვრის შემდეგ საწადელს მიაღწევენ. ვფიქრობ ჩაკვემ უკვე გააცნობიერა რომ საერთო ვარჯიშის გარდაც მართებს ვარჯიში. ცნობა რომ ის ტრენაჟორების დარბაზში ვარჯიშობდა დასვენების დროს, ეს უნდა გაგრძელდეს კიდევ. ჩაკვეს ფიზიკური სიძლიერე სჭირდება ძალიან, რომ ფიზიკურად მომძლავრედეს. მას და ჩვენც ბევრი იმედისმომცემი ტალანტი გვახსოვს, რომელთა კარიერაც საერთოდ ვერ შედგა სამწუხაროდ. მამარდაშვილმაც ეტყობა შრომას მოუმატა და შედეგიც სახეზეა. სპორტში როგორც კი მოეშვები და უკლებ ვარჯიშს ეგრევე დაღმასვლა გარანტირებული გაქვს. ამაზე ჩვენ არც კი უნდა ვეუბნებოდეთ. წარმატება მამარდაშვილს და ჩაკვეს!
rable
საინტერესო ანალიზია. მადლობა წარმატება ორ გიორგის და ყველა ქართველს.
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] გოგლიჩიძის გარეშე და ჩაკვეტაძის ერთი ტაიმი - "უოტფორდმა" სახლში "იფსვიჩთან" წააგო
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე შეცვალეს - "უოტფორდი" "ქუინზ პარკთან" დამარცხდა
[VIDEO] "უოტფორდი" აუტსაიდერთან წაგებას ბოლო წუთებზე გადაურჩა
[VIDEO] ჩაკვეტაძის საგოლე პასი ქუსლით - "უოტფორდმა" "ვრექსჰემი" დაამარცხა
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
[VIDEO] ჩაკვეტაძის წამოწყებული საგოლე კომბინაცია - "უოტფორდმა" სტუმრად "ბრისტოლს" სძლია
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო