ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

სერია A - საუკეთესოები საუკეთესოთა შორის

სერია A - საუკეთესოები საუკეთესოთა შორის

"კალჩო 2000-ის" ჟურნალისტებმა სიმბოლური ნაკრებები შეაჯამეს და ერთი, ობიექტურად შერჩეული გუნდი გამოიყვანეს
მას შემდეგ, რაც სერია A-ს 2010/2011 წლების გათამაშება დასრულდა, მედიის სხვადასხვა საშუალებებით რამდენიმე სიმბოლური ნაკრები გამოქვეყნდა. მაგალითად, "გაძეტა დელო სპორტის" ვერსია მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა, "კორიერეს" ფორმაციის გუნდისგან, თუმცა ამ ორივე გამოცემამ 4-3-3 ტაქტიკური სქემა აირჩია.

სამაგიეროდ, "ტუტო სპორტმა" 4-4-2-ზე შეაჩერა არჩევანი და ამით გამოირჩა სხვა გაზეთებისგან - აი, რაც შეეხება "კალჩონაპოლის", აქ სულაც აშკარა ტენდეციურობას წავაწყდით, რადგან სიმბოლურ ნაკრებში "ნაპოლის" ხუთი ფეხბურთელი აღმოვაჩინეთ: პაოლო კანავარო, უგო კამპანიარო, მიკელე პაციენცა, ესეკილ ლავეცი და ედინსონ კავანი.

ნეაპოლური გამოცემის ვერსიას "გაძეტა დელო სპორტმა" უძღვნა პატარა სვეტი, სადაც ირონიულად იყო აღნიშნული, რომ მარეკ ჰამშიკის სიმბოლურში ვერმოხვედრა საშინელი უსამართლობა გახლავთ. ყველაზე ჭკვიანურად კი "კალჩო 2000-ის" ჟურნალისტები მოიქცნენ, სიმბოლური ნაკრებები შეაჯამეს და ერთი, ობიექტურად შერჩეული გუნდი გამოიყვანეს...

მეკარე

კრისტიან აბიატი (მილანი, 33 წლის)

ამ ნომინაციაში ყველა გამოცემა ერთ აზრზე იდგა, რადგან კრისტიან აბიატიმ საუცხოო სეზონი ჩაატარა. ეს თვით მეკარემაც აღიარა და განაცხადა, რომ ასეთ კარგ ფორმაში არასდროს ყოფილა. საერთოდ, იშვიათად ხდება, რომ საუკეთესოდ ჩემპიონი გუნდის კარის დარაჯს ასახელებენ - იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ საუკეთესო გუნდის მეკარეს ყველაზე ნაკლები საქმე აქვს. თუმცა, ამ შემთხვევაში სხვა ვითარება გვაქვს - აბიატის საქმე არ მოჰკლებია და მისდა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ დაკისრებულ მოვალეობას თავი შესანიშნავად გაართვა.

მარჯვენა მცველი

კრისტიან მაჯო (ნაპოლი, 29)

უდავოდ გამორჩეული მცველი, რომელმაც იმდენი მოახერხა, რომ იტალიის ეროვნულ ნაკრებში დაიმკვიდრა ადგილი და სავარაუდოდ, ევრო 2012-ზეც გაემგზავრება. კრისტიან მაჯო "ნაპოლიში" მარჯვენა ფრთას ამაგრებს, მართალია ხშირად ნახევარმცველის ამპლუაშია, მაგრამ ძირითადად მაინც მცველის ფუნქციების შესრულება უწევს. ეს ყველაფერი ვალტერ მაძარის ტაქტიკური სქემის გამოისობით ხდება, რომელიც 3-5-2-ით ათამაშებს შეგირდებს. კრისტიანის გადაბირებით ტურინის "იუვენტუსია" დაინტერესებული, თუმცა "ნაპ;ოლის" პრეზიდენტმა ღიად განაცხადა, რომ ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს არ გაყიდის.

ცენტრალური მცველი

ტიაგო სილვა (მილანი, 26)

უკვე აღარავინ დავობს იმაზე, რომ ტიაგო სილვა თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო მცველია, ბევრის აზრით კი სულაც საუკეთესო. ტანმაღალი ბრაზილიელი სოცარი სისწრაფით გამოირჩევა, არც ტექნიკა დაეწუნება და არც პასი. პოზიციას ზუსტად არჩევს და ხშირად, შეტევაშიც ეფექტურად ერთვება. ალესანდრო ნესტას ტრავმების გამო, გასულ სეზონში არაერთი მეწყვილე გამოიცვალა და დიდწილად სწორედ მისი დამსახურება გახლდათ, რომ "მილანს" დაცვაში სერიოზული პრობლემები არ შექმნია.

ცენტრალური მცველი

პაოლო კანავარო (ნაპოლი, 30)

თუ რიგით ნეაპოლელს ჰკითხავთ, რას ფიქრობს პაოლო კანავაროზე - ის გიპასუხებთ, რომ მთლად ფაბიო ვერ არის, მაგრამ ძალიან კარგი, საიმედო მცველია. ამ საიმედო მცველმა გასული სეზონიც მაღალ დონეზე ჩაატარა და დიდი წვილილი შეიტანა მისი გუნდის მიერ ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაში. იყო პერიოდი, როდესაც ტრავმის გამო გუნდს ვერ ეხმარებოდა, თუმცა ეს ოდნავადაც არ აკნინებს წარმატებაში შეტანილ მის ღვაწლს. პაოლოს ძალიან უნდა, რომ ეროვნულ ნაკრებში გამოიძახონ, თუმცა ჯერჯერობით ჩეზარე პრანდელი მის მიმართ ინტერესს არ იჩენს. ვნახოთ, რა იქნება მომავალში...

მარცხენა მცველი

ხავიერ ძანეტი (ინტერი, 37)

ძნელია ხავიერ ძანეტის სიმბოლურ ნაკრებში პოზიცია შეურჩიო, რადგან ის იქ თამაშობს, სადაც გუნდს ყველაზე მეტად სჭირდება. შეუძლია იყოს ორივე ფლანგის მცველი, ნახევარცველი, საყრდენი და თუ საჭირო გახდა, ალბათ კარშიც დადგება. ამ შემთხვევაში, ის მარცხენა მცველად დაგვჭირდა და დავაყენეთ კიდეც. არგენტინელი იმ იშვიათ ფეხბურთელთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც მხოლოდ დადებით ეპითეტებს იმსახურებენ - ამიტომ, ყველანაირი დაფასება მასზე ნამდვილად ალალია.

ნეტრალური ნახევარმცველი

სტეფანო მაური (ლაციო, 31)

ის, რომ არაფრით გამორჩეულმა "ლაციომ" მთელი სეზონის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებისთვის იბრძოლა, დიდწილად სწორედ სტეფანო მაურის დამსახურებაა. იმდენი მოახერხა, რომ ეროვნულ ნაკრებში დაიბრუნა ადგილი, სადაც წლებია აღარ იწვევდნენ. "ლაციოს" მწვრთნელის, ედუარდო რეიას თქმით, მისი გუნდის მთავარი იარაღი მოედნის ცენტრის კონტროლი გახლავთ, რასაც დიდწილად სწორედ მაური განაპირობებს.

მარცხენა ნახევარმცველი

კლარენს ზეედორფი (მილანი, 35)

ვეტერანი ჰოლანდიელი, რომელმაც მართალია სისწრაფე დაკარგა და შესაძლოა, ოდნავ ანელებს კიდეც "მილანის" თამაშის რიტმს, მაგრამ სამაგიეროდ, კოლოსალური გამოცდილების და უსაზღვრო ტექნიკის ხარჯზე, გუნდისთვის უდიდესი სარგებელი მოაქვს. ზემ ძალიან კარგი სეზონი ჩაატარა, მუდმივად ძირითად შემადგენლობაში იყო და არაერთი შეხვედრის ბედი გადაწყვიტა შედეგიანი დარტყმით თუ მეტადრე უზუსტესი საგოლე გადაცემებით. "მილანის" მესვეურთა მტკიცებით, კლარენს ზეედორფი გუნდში რჩება და მომდევნო სეზონშიც "მილანის" ღირსებას დაიცავს.

მარჯვენა ნახევარმცველი

მილოშ კრასიჩი (იუვენტუსი, 26)

"იუვენტუსმა" მთლიანბობაში ჩააგდო სეზონი, თუმცა ამ გუნდშიც იყო ერთი ისეთი ფეხბურთელი, რომელმაც თავი ძალიან კარგად დაგვამახსოვრა. განსაკუთრებულად პროდუქტიული მილოშ კრასიჩი სეზონის პირველ ნახევარში იყო, როდესაც თანაგუნდელებიც ასე თუ ისე უბავდნენ მხარს, აი შემდეგ კი "მარტო კაცი ჭამაშიაც ბრალიაო", ისე იყო მისი საქმე. მთელი სეზონის განმავლობაში, კრასიჩი დაუღლელად დარბოდა თავის მარჯვენა ფლანგზე, აკეთებდა გადაცემებს და ურტყავდა კარში, გოლიც არაერთი გაიტანა, თუმცა გუნდური წარმატების მისაღწევად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

მარჯვენა გარემარბი

სამუელ ეტოო (ინტერი, 30)

მასიმო მორატის არაერთხელ უთქვამს, რომ სამუელ ეტოო იგივეა "ინტერისთვის", რაც ლიონელ მესი "ბარსელონასთვის". გასული სეზონი ეტოომ მართლაც შეუდარებლად ჩაატარა და სრულიად დამსახურებულად მოხვდა აბსოლუტურად ყველა სიმბოლურ ნაკრებში. დიეგო მილიტოს ტრავმების ფონზე, ლიდერობა სწორედ მან აიღო საკუთარ თავზე და ის, რომ კრიზისში მყოფმა "ინტერმა" ბრძოლისუნარიანობა შერინარჩუნა და იტალიის თასი აიღო, ამაში ლომის წილი მიუძღვის. დიდ ხანს იყო საუბრები იმის შესახებ, რომ ეტოომ შეიძლება დატოვოს "ინტერი", თუმცა ბოლო ინფორმაციით, მორატიმ ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე დაითანხმა.

მარცხენა გარემარბი

ანტონიო დი ნატალე (უდინეზე, 33)

უკვე მეორე სეზონია სერია A-ს მთავარმეგოლე ანტონიო დი ნატალე ხდება, რაც მართლაც რომ ბრწყინვალე შედეგია. ტოტომ 28-ჯერ შეარხია მეტოქეთა კარის ბადე და აქედან, მხოლოდ ხუთჯერ გამოირჩა თერთმეტმეტრიანი დარტყმით. "უდინეზემ" ცუდად დაიწყო სეზონი და ცხრილის ფსკერზე განისვენებდა, როდესაც დი ნატალემ აიწყვიტა, ჩვეულად ათამაშდა და გუნდს ჩემპიონთა ლიგის საგზური მოაპოვებინა. მართალია, ტოტო ცენტრფორვარდის პოზიციაზე ირჯებოდა, მაგრამ მისი თამაშის მანერიდან გამომდინარე, არ მოგვერიდა და ფლანგზე გადავწუეთ.

ცენტრფორვარდი

ედინსონ კავანი (ნაპოლი, 24)

როგორც "ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ამბობს, ედინსონ კავანი კეთილი ჯადოქარია, რომელსაც ყველაზე რთულ მომენტშიც კი შეუძლია, რომ ჯადოსნური ჯოხი აიქნიოს და გუნდს წაგებული თამაში მოაგებინოს. კავანი მართლაც საოცრად კარგად ჩაეწერა "ნაპოლიში", ბევრად უკეთესად ათამაშდა, ვიდრე "პალერმოში" და გუნდის მთავარ დამრტყმელ ძალად მოგვევლინა. ურუგვაელის გადაბირება ევროპული ფეხბურთის არაერთ გრანდს სურს, თუმცა ნეაპოლელთა ამაყი პრეზიდენტი შეუვალია და აცხადებს, რომ ჯადოქარს 50 მილიონ ევროდაც კი არ გაყიდის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მილანი" რობერტ ლევანდოვსკის დამატების ვარიანტს განიხილავს

"მილანსა" და "ინტერს" ახალი სტადიონი ექნებათ - 2031 წლიდან კლუბები ლეგენდარულ "სან სიროზე" აღარ ითამაშებენ

კონტე: "მილანთან" დავმარცხდით და არა რომელიმე აუტსაიდერთან

ევროპალიგაზე "მიდტიულანდთან" სენსაციური მარცხი შემდეგ "ნოტინგემის" ფანები პოსტეკოღლუს გათავისუფლებას ითხოვენ

ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო

20 წლამდელთა ნაკრებს ვიტო კოლელიშვილი ჩაიბარებს

[VIDEO] კიტეიშვილი დაბრუნდა და "რეინჯერსს" გაუტანა

The Athletic: ალისონის ტრავმა ნავარაუდევზე სერიოზული აღმოჩნდა - მამარდაშვილს შანსი და გამოცდა ელის

კვერნაძე ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

"დე ბრუინი ლეგენდაა, ყოველთვის ვიცი, რომ თუ გავიხსნები, მიპოვის" - ჰოილუნი

"ისინი უპატივცემულოდ მომექცნენ" - ანტონიმ "მანჩესტერ იუნაიტედი" გააკრიტიკა

"ეს ერთადერთი რამაა, რისიც მეშინია" - ერლინ ჰოლანის გულახდილი ინტერვიუ

"ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ, რომ ჩვენთან თამაშობს" - როგორ ეხმაურებიან მიქაუტაძის თამაშს სოციალურ ქსელში?

ქოჩორაშვილი არ ათამაშეს - "სპორტინგი" "ნაპოლისთან" დამარცხდა

[VIDEO] მიქაუტაძემ "იუვენტუსს" გაუტანა - "ვილიარეალმა" და "იუვემ" ქულები გაიყვეს

[VIDEO] აი, გუნდი - პსჟ-მ ლიდერების გარეშეც კი მოუგო სტუმრად "ბარსელონას"!

[VIDEO] თბილისის "დინამოს" ახალგაზრდული გუნდი ჩემპიონთა ლიგის მეორე ეტაპზე გავიდა

[VIDEO] სადებიუტო გოლი ჩემპიონთა ლიგაზე - მიქაუტაძემ "იუვენტუსს" გაუტანა!

ეს მოხდა ბაქოში - "ყარაბაღმა" ისევ გაიმარჯვა და ჩემპიონთა ლიგის ლიდერებშია

ჩემპიონთა ლიგა: მიქაუტაძე სასტარტოშია - ქოჩორაშვილი სათადარიგოა

This Is Anfield: საბედნიეროდ "ლივერპულს" მამარდაშვილის სახით ალისონის მემკვიდრე ჰყავს - რამდენ ხანს იუქმებს ბრაზილიელი?

"რეალთან" 0:5-ის შემდეგ "კაირატის" მეკარე ავტომობილით დააჯილდოეს

ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის