ესპანეთის თასის პირველ ნახევარფინალურ მატჩში „ვალენსია“ სტუმრად „ბილბაოს“ დაუზავდა, რომელმაც გათამაშებიდან "რეალი" და "ბარსელონა" გამოაგდო - 1:1.

მწვრთნელი ხოსე ბორდალასი თასზე მუდამ ხაუმე დომენეკს ათამაშებდა, მაგრამ ლა ლიგაზე „სოსიედადთან“ კარგად ჩატარებული შეხვედრის შემდეგ კარში გიორგი მამარდაშვილი ჩააყენა.

მატჩი მასპინძელთა უპირატესობით მიმდინარეობდა: მე-19 წუთზე დიახაბიმ ბურთი უკან დაუგორა, გიორგიმ ფეხი ააცილა და ბედად, კარს ასცდა. 31-ე წუთზე მან ახლო მანძილიდან უილიამსს არ დაანება გატანა. 37-ე წუთზე კი რაულ გარსიამ ჩაწოდებულ ბურთზე მორიბას ბრძოლა მოუგო და თავურით „ბილბაო“ დააწინაურა. გაშვებული გოლი გილკიპერის ბრალი არ იყო.

მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეიცვალა, ბასკები უტევდნენ, ჩვენებურმა მუნიაინის დარტყმული ბურთი აიღო. სტუმრები კონტრშეტევებით პასუხობდნენ და 65-ე წუთზე დურომ ანგარიში გაათანაბრა. ბოლოს ვივიანმა საჯარიმოში დურო წააქცია, მაგრამ მსაჯმა ბასკების კარში პენალტი არ დანიშნა.

მოკლედ, "ვალენსიამ" მძიმე, ნერვულ მატჩში ფრეს მიაღწია, ქართველის თამაში კი შეიძლება საერთო ჯამში დადებითად შეფასდეს.

ამ გუნდების საპასუხო შეხვედრა 3 მარტს „მესტალიაზე“ ჩატარდება. შემდეგ მატჩს კი „ვალენსია“ პრიმერაზე 13 თებერვალს, გასვლაზე „ალავესთან“ გამართავს.

ბილბაო. „სან მამესი“. 42 905 მაყურებელი

ბილბაო - ვალენსია 1:1

გოლები: 1:0 რაულ გარსია (37), 1:1 დურო (65)

nk
დაიცა 100%-იანი ოფსაიდი არ იყო ეს გოლი ?
G.LA
გიორგი ეხლა ყალიბდება ლა ლიგის ერთ ერთ ძლიერი კლუბის მეკარედ და ამით ვფიქრობ ყველაფერია ნათქვამი. ჩამოყალიბების გზაზე ფეხის აცდენებიც იქნება და კურიოზული გოლებიც, ასე გამოცდილებსაც მოსდით კარიერაში. გამოცდილ მცველებს გაქვთ საკუთარ კარში გოლები. კარგია რომ შანსი აქვს და დარწმუნებული ვარ კიდევ ექნება ძირითადში თამაშის. წარმატებას ვუსურვებ.
გიორგი 50
გიორგისთვის, ეს თამაში აქტივშია, მაგრამ არა მისი თამაშიდან, არამედ ანგარიშიდან გამომდინარე.... გამოსვლებზე ისევ სუსტია და ,,მანდრაჟით'' თამაშობს.... კარგი მეკარე, საკუთარი მოედანზე უნდა დაფრინავდეს და გარედან ჩაწოდებულ ბურთს არ უნდა უშვებდეს... წარმატებები გიორგის....
რრრ
არავისზე ნაკლები მონაცამები და ტალანტი კარიუსს არ ქონდა, თორემ იქ არ იქნებოდა სადაც იყო(თქვენივე სიტყვებით, რომ ვთქვათ), მაგრამ უდრო დროს და უდროო ადგილას(ლიგის ფინალში) ყოფნამ ლივერპულის ძირითადში მოხვედრამ კი ვნახეთ რაც უქნა და მერე ვეღარასოდეს გაიმართ წელში, ამიტომ ყველას და ყველაფერს თავისი დრო და ადგილი აქ.
ფერნანდო
კარგი მეკარეა და კარგ გუნდშიც თამაშობს, იმედია უფრო გაიზრდება და ძირითადში ადგილსაც მყარად დაიმკვიდრებს. ფეხით თამაშის დახვეწა კი სერიოზულ ყურადღებას საჭიროებს. წარმატებები გიორგის!
Zaza
21 წლის ასაკში პრიმერაში თამაში და თან ისეთ დიდ კლუბში როგორც ვალენსიაა დიდი სკოლა კი არა მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტია! 2000-ანებში ვალენსია ნაღდი ევროპული გრანდი იყო, ტოპ ვარსკვლავებით და ტოპ შედეგებით. მარტო ორჯერ ზედიზედ ჩლ-ს ფინალში გასვლა რად ღირს! გიორგი ზუსტად იქ არის სადაც მისი ნიჭისა, ასაკისა და ფიზიკური მონაცემების გათვალისწინებით უნდა იყოს და თუ სასწაული არ მოხდა ამან შესაბამისი შედეგიც უნდა გამოიღოს. ყველა ვხედავთ რომ ძალიან ძლიერი ბიჭია! სხვა შემთხვევაში ვერც იქნებობა იქ სადაც არის. ასევე ვხედავთ რომ ჯერ ჯერობით ვერ დაძლია ამ უზარმაზარი დონით გამოწვეული სტრესი და ე.წ. მანდრაჟი. თუმცა ამ სიტუაციაში ეს მხოლოდ დროის ამბავია და მაშინ როდესაც სტრესი დაძლეული იქნება მამარდაზე მთელი მსოფლიოს საფეხბურთო სამყარო ილაპარაკებს! ალბათ იჩქარა როდესაც კლუბს იჯარით გაშვება სთხოვა და ძალიან კარგი რომ ბორდალასმა და კლუბმა დატოვება გადაწყვიტეს. ეს მხოლოდ იმას ნიშნავს რომ სათამაშო დრო აუცილებლად ექნება. სეგუნდაში გადასვლა მეტი სათამაშო დროის იმედად ლუზერის არჩევანი იქნებოდა. აი დარჩენა და სილესენის დონის მეკარესთან კონკურენციაში სეზონში 20-25 თამაშის ჩატარება იდეალური ვარიანტია მებრძოლი, კარგი გაგებით ამბიციური მეკარისთვის. აქ და ამ პირობებში უნდა გამოიზარდოს ვარსკვლავი! და თუ სეგუნდა და ვალენსია ბ უნდა მაშინ ჭეშმარიტად დიდი ფეხბურთი და ვარსკვლავის წოდება ყველამ უნდა დავივიწყოთ ან სულ მცირე ძალიან შორს გადავწიოთ. მიდი გიო, იმუშავე და იმუშავე! შენ და დომენეკს შორის ის ამოაგდებს სილესენს და ის ჩადგება ვალენსიას კარში ვინც მეტს მოინდომებს და მეტს იშრომებს, მიუხედავად იმისა რომ შენ უკეთესი მონაცემი და დიდი ნიჭი გაქვს. ეს ძალიან მარტივი ფორმულაა. ხანდახან კუს შეუძლია პანტერას დაეწიოს და ძალიანაც მარტივად. ის უბრალოდ არ შეაჩერებს სვლას არასდროს მაშინ როდესაც პანტერა მეტს დაისვენებს. და ასე კუ უფრო მალე მივა ფინიშამდე! ასე რომ შენ პანტერა ხარ და არ მისცე კუს გადასწრების შანსიც კი! და ამისთვის საჭირია შრომა და შრომა, მაშინაც კი როდესაც სხვებს სძინავთ ან ისვენებენ!
რრრ
გიორგი ახლა სჭირდება მუდმივი სათამაშო პრაქტიკა, თუნდაც უფრო დაბალი რანგის ვალენსია2-ში სადაც შეცდომებსაც დაუშვებს და თან ისწავლის აქ ცოტა რთულია შეცდომის დაშვების უფლება არ ააქვს და ამის გარეშე გაზრდა რთულია, იმედია მისი უდიდესი ტალანტი დაეხმარება, მიუხედავათ დიდი წნეხისა მაინც გაიზარდოს.
Irakli
რადგან ყველაფერს მაინც შედეგი განსაზღვრავს მგონია რომ მაინც აქტივში უნდა ჩავუწეროთ მამარდას ეს თამაში. მგონია ეს შეცდომებიც უბრალოდ გამოუცდელბის და შესაბამისად ნერვიულობის ბრალია და ამიტომ მალე გამოსწორებადი (თუკი რათქმა უნდა სათამაშო პრაქტიკა მიეცა), თუმცა როგორც მამარდას გულშემატკივარმა უნდა ავღნიშნო რომ ეს თამაში რომ წაეგოთ მას კრიტიკა არ აცდებოდა, და ეს მარტო ფეხის აცილების ბრალი არ არის, გამოსვლებზე არადამაჯერებელი იყო, ერთხელ ბურთის თამაშში შეტანისას ფეხი აუცურდა დაეცა. მაგრამ ეს არაფერი, უკვე შემდეგ თამაშში დარწმუნებული ვარ ბევრად დამაჯერებელი იქნება. ლორია ასაკშია და მამარდა მალე ნაკრების პირველი მეკარე უნდა გახდეს, წარმატებები და ცვენგან გვერდში დგომა, და მიხარია რომ აქ არც ერთი ნეგატიური კომენტარი არ დაწერილა მის მიმართ!
გიორგი
თვითდაჯერება, აგრესია კარგი გაგებით, სიმშვიდე გიორგი და ყველაფერი კარგად იქნება !!!
odala
ძალიან ობიექტური კომენტარია და რამდენი არმოწონება აქვს. ესეც ხომ რუსეთი და პატრიოტიზმი არ არის?? აქედანაც ჩანს თუ რა მიკერძოებული ხალხი ვართ და არ გვინდა რეალობას თვალი გავუსწოროთ. არა და ხომ ფაქტია რომ სულ 2-ჯერ დაურტყეს გიორგის კარში. სტატისტიკაა. არც თამაშისთვის და არც მიმოხილვისთვის არ მეყურებინა, მაგრამ ეს სტატისტიკა ვიცოდი და როცა ეს სათაური დავინახე უკვე მივხვდი ტრადიციულ ბაქი-ბუქთან გვქონდა საქმე.
თენგო
ძალიან ვგულშემატკივრობ, მაგრამ გულახდილად ვთქვათ რომ ეს გამოცდა ისე რა ჩააბარა:( ბურთს რო ფეხი ააცილა გადარჩა, ცუდად რო გამოვიდა სახაერო ბურთზე გადარჩა. წესით სერიოზული მუშაობით და ძირითადში ხშირი თამაშით ეს მოგვარებადია, მთავარია არ დასვან ისევ. ტონუსში რომ არ არი ამიტომაც მოსდის ეს შეცდომები
ლევანი
ძალიან იბნევა და ხშირად მოსდის გაუგებრობები. ეს უნდა გამოასწოროს დროულად და მონაცემები, რომ აქვს ფაქტია
Loco
მამარდას ფეხით თამაში რომ უჭირს, ეს არაა ახალი ამბავი. მოსამატებელი აქვს ამ კომპონენტში და არაფრით არ მართლდება ასეთ დონეზე ასეთი თამაში. ისეთი პასი ნამდვილად არ მისცა დიახაბიმ, რომ ვერ მოეგერიბინა. ეს კიდე ჩვენი დაბალი დონის ჩემპიონატის ბრალია. პონელოთის ან თუნდაც სერბეთის დონის ჩემპიონატი რომ გვქონდეს, ასეთ შეცდომებს ადგილობრივ ჩემიონატში აღმოფხვრიდნენ ჩვენი ბიჭები და უფრო მეტი შანსი კარგი შანსი ექნებოდათ უკეთესი კარიერისთვის. გიორგის სწორ ადგილას მოხვდა,სადაც საკუთარი თავის სრულად რეალიზებას შეძლებს. მთავარია მონდომება
დ
ჩვენი მანუუუუ!!!
სოსო
გაიხარე ლევან,კარგი კომენტარი გაქვს და კაჩალინიც კარგად გაგახსენდა.რა თქმა უნდა გამონაკლისებიც არსებობს,მაგალითად ნინიაშვილის ისტორია,რაგბიში,მაგრამ სიფრთხილე ყოველთვის საჭიროა.
მოქალაქე
სათადარიგო რომ იყოს მაინც კარგია,იმიტომ რომ უძლიერესი ლიგის გუნდშია. აქ რომ ყოფილიყო რას მიაღწევდა არაფერს და არც ვალესია წაიყვანდა რომ არ დაჭირდებოდეს.არა უშავს გაიზრდება. P.s. ისეთი სტატიები იწერებოდა წინა თამაშების რომ ცამდე აიყვანეს და დათარსეს ამ თამაშის წინ. ვერ ისწავლეს ჭკუა...რა...
ალიკა
რასაც ვუყურე მაინცდამაინც ცუდად არ გამოიყურებოდა,ბურთზე ფეხი გიორგიზე მაგარ ფეხბურთელებს აუცილებლათ და იმედია ამის გამო ბორდალასი არ დასჯის,თუმცა რაღაცნაირად გულში ხინჯად მაქვს მე პირადად ეს მომენტი,ვიტყოდირო შეცდა და უკეთ გარჯა მართებდა,სხვა ეხლა რასაც ვუყურე მომენტებს მაინცდამაინც დიდი სამუშაო არ ქონია
nika
კი, „გამოცდაზე ჩაჭრა“ უნდა ერქვასო არ მითქვამს, მაგრამ ასეთი სათაური არ შეეფერება იმ მატჩს სადაც მეკარისთვის ეგეთი მყვირალა შეცდომა ჩანს. ეს მატჩი არ ჰგავს წინ გადადგმულ ნაბიჯს ნდობის და ძირითადში ადგილის მოპოვებაში, უფრო არადამაჯერებლობას აჩვენებს და სტატიაში სწორად უნდა აღნიშნულიყო. თავს თუ ვიტყუებთ, სხვა ამბავია.
კარგია
კარგია რომ კიდევ ერთი თამაში ჩაეწერა აქტივში, თან ასეთი საპასუხისმგებლო: თასის ნახევარფინალი ბილბაოსთან. ნელნელა გახდება სტაბილურად მეორე მეკარე. შემდეგ სეზონში კიდევ უფრო მეტ დროს მისცემენ და შემდეგ უმთავრდება სილესენს კონტრაქტი. ფეხის აცილებას რაც შეეხება, მართალია არ იყო სასიამოვნო მომენტი, მაგრამ მცველიც დამნაშავე იყო. ჰაერში აწეული, მხტუნავი ბურთი დაუბრუნა და თან კარის მიმართულებით და არა უფრო მეტად კუთხურისკენ. ამას წინათ ინტერვიუში მამარდას ქართველი თანაგუნდელი ამბობდა დინამოდან, ბავშვობაში ფეხით კატასტროფა იყო გიორგიო. ფეხით რომ იდეალურად ვერ თამაშიბს ვაკენსიაშიც ეცოდინებათ და არ შეიძლებოდა ეგეთი რთული პასის მიცემა
კვარაისტი
რატომ გიკვირთ ჯიგრებო? ჩვენი გაპარტახებული ქვეყნიდან ესპანეთში გადავიდა და მსოფლიოს ერთ ერთ საუკეთესო ლიგაში თამაშობს. როგორ გინდა რომ ყველანაირი გამოწვევა დაძლიო უცებ და ფეხიც არ აგიკანკალდეს რაღაცა მომენტში? დრო ჭირდება და ესპანური გამოცდილება და ყველაფერი დალაგდება. დიდი წარმატებები გიორგის!
Levani
მეც ვიტყვი ჩემს აზრს-გავრილ კაჩალინის(კაი მწვრთნელი იყო) წიგნში მწვრთნელობის შესახებ წამიკითხავს-არ შეიძლება დაბალი ლიგის(დონის) ფეხბურთელი უცებ მაღალ დონეზე და სხვა სისწრაფეებზე გადაიყვანოო-შეიძლება მის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე იმოქმედოსო. ჯობია ნელ-ნელა მისცე საშუალება მიეჩვიოს მაღალ ტემპს და სხვა მოთხოვნებსო. მამარდაშვილს აქვს კარგი მონაცემები-მაღალია და კარგი რეაქცია აქვს,მაგრამ ამ დონეზე და ამ სიმძაფრეზე არ უთამაშია ადრე.შემოდგომაზე სანამ მარტო ფიზიკურობით გადიოდა ფონს კარგი იყო,მერე როცა ფსიქოლგიურად გადაიღალა შეცდომები დაუშვა. ბორდალასი სულელი არ არის რო არ ათამაშებდა-დრო მისცა აზრზე მოსასვლელად და ცდილობს ნელ-ნელა 1 მილიონი ინვესტიცია გააოცმაგოს.სად ეჩქარება-შემდეგ სეზონში და ან იმის შემდეგში ეყოლება 22 წლის მხეცი მეკარე დიდი გამოცდილებით-რომელსაც ახლა ნელ-ნელა აძლევს. 2ე- სხვა თემა. როცა აქ ლიბერალ-მედასავლეთეებისგან რუსების წინააღმდეგ კომენტარები იდება(უაზრო) სულ ვპასუხობ რო არც დასავლეთია რუსებზე უკეთესი-პირიქით უარესიათქო,მაგრამ რუსული კომენტარით ვუყურე და ტიპი გულზე გასკდა რო ასეთ გუნდში 20 წლის ქართველი თამაშობს. იკბინებოდა გველივით...მოკლედ რა უნდა ვთქვა-ასეთ რუსთან ვისაც მოუწევს ურთიერთობა იმას რუსები არ დაევასება და იგივენაერი ღორი-პატრიოტი ევროპელებიც არსებობენ რომლებიც ასევე ყველაფერს ხაზს გადაუსვამენ. ასე რომ ის დროა ჩვენს თავს მივხედოთ და თხოვნა იქნება ნუ მოგვახვევთ თავს კომენტარებში ერთი ან მეორე მხარის ქებას ან ძაგებას.
ლუკა
თუ უყურე ეპიზოდს კარგად შეამჩნევდი რომ მცველმა მისცა ძალიან ძლიერად და უხერხულად პასი.
nika
ფეხის აცილება გამოცდის ჩაბარებაა? ხალხის მოსაზიდადაა ასეთი სათაური?
nedved
კაი რა აი ესეთებს რო წერთ ჟურნალისტები იქმნება მერე არასწორი მოლოდინები გულშემატკივრებში. საქმე არ ქონია საერთოდ, 1 სეივი გააკეთა რომელიც ყველა შემთხვევაშI გასაკეთებელი ჰქონდა. გოლს ვერ დავაბრალებთ, მაგრამ ერთი ისეთი უხეში შეცდომა დაუშვა რაც კინაღამ კურიოზით დასრულდა. შთაბეჭდილება რჩება რო ძაან უკანკალებს ფეხები, მეტი თავდაჯერებულობაა საჭირო.
ბაჩო
ძალიან უხერხული მომენტი იყო ის ფეხი რომ ააცილა.. ცოტა შემრცხვა მარა მთლიანობაში კარგი იყო მამარდა გოლი მაგის ბრალი ნამდვილად არ იყო რაც გაუშვა
აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა
გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამარდაშვილი ისევ არ ათამაშეს - სობოსლაის ბრწყინვალე ჯარიმით "ლივერპულმა" "არსენალს" სძლია
სად შევძლებთ "ლივერპულისა" და "ბილბაოს" მატჩების ყურებას?
"ბორნმუთთან" მატჩში "ლივერპულის" სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ალისონის მე-300, სათადარიგო მამარდაშვილი და "ლივერპულის" გამარჯვებით დაწყებული პრემიერლიგა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
ოფიციალურად: ნიკო ვილიამსმა "ატლეტიკთან" ხელშეკრულება 2035 წლამდე გაახანგრძლივა
გადადის ჩაკვეტაძე "ვალენსიაში"? - მედიაში ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება
"ვალენსიამ" მამარდაშვილის შემცვლელად 24 წლის მეკარე დაიმატა
მამარდაშვილი "ბილბაოსთან" "ლივერპულის" პირველ მატჩში არ ითამაშებს - Evening Standard-ი მიზეზს განმარტავს
მამარდაშვილი სასტარტოშია - "ლივერპულმა" პირველი მატჩი "ბილბაოს" დამაჯერებლად მოუგო
[VIDEO] მამარდაშვილმა "ენფილდზე" პირველად ითამაშა და თავისი მაღალი კლასი ყველას დაანახა
[VIDEO] მამარდაშვილის გარეშე - "ლივერპულმა" კაცნაკლულ "ნიუკასლს" დრამატულ მატჩში სძლია
"ცუდია, რომ ნიკო იქ მიდის, სადაც არ დააფასებენ, "ბარსელონა" შორს არის იმ ღირებულებებისგან, რომელსაც ოდესღაც წარმოადგენდა" - "ატლეტიკის" ყოფილი პრეზიდენტი
"დრო არ ითმენს - "ვალენსიას" ჩაკვეტაძის სასწრაფოდ დამატება სჭირდება" - ესპანური მედია
ცნობილი გამოცემების პროგნოზები - მამარდაშვილი სანაკრებო პაუზას შესაძლოა, 1 თვის უთამაშებელი შეხვდეს
ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?
Geo Team: არის პირადი კონტრაქტი - ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" ტრანსფერი ბოლომდეა მისაყვანი
AS: მამარდაშვილმა საკუთარ თავს ყოველდღე უნდა დაუსვას კითხვა, მიიღო თუ არა საუკეთესო გადაწყვეტილება