30 000-მა ფანმა მანუელს ტაში დაუკრა

გახსოვთ, როგორ აპროტესტებდნენ „ბაიერნის“ გულშემატკივრები მანუელ ნოიერის მოსალოდნელ ტრანსფერს? გასული სეზონის ბოლო მატჩებში მათ არაერთხელ გადმოფინეს ტრანსფარანტები, სადაც წერდნენ, მანუელ, მიუნხენი შენი სახლი არასდროს იქნებაო.

ვერ ვიტყვით, რომ მიზეზი არ ჰქონდათ, თუმცა თითიდან იყო გამოწოვილი: ორი წლის წინ, ნოიერმა „ალიანს არენაზე“ ნებისმიერი ბავარიელისთვის დიდად პატივსაცემი პიროვნება, თვით ოლივერ კანი გააჯავრა და მიუნხენური პუბლიკა ნოიერს მას მერე ვერ იტანდა.

არ გასულა ორ თვეზე მეტი, „ბაიერნის“ ხელმძღვანელებმა მანუელ ნოიერი მაინც იყიდეს და ახლა უკვე რადიკალურად განსხვავებული სიტუაციაა. მართალია, ჯერ კიდევ იარსებებენ „ბაიერნის“ ისეთი ფანები, რომლებსაც ძალიან არ მოსწონთ, რეკორდმაისტერმა მანუელი რომ იყიდა, მაგრამ ფაქტია, რომ უმეტესობა ნოიერს შეურიგდა. ამის დასტური იყო ახალი სეზონის ოფიციალური გახსნა „ალიანს არენაზე“, რომელსაც 30 000 მაყურებელი დაესწრო. გულშემატკივრებმა ნოიერს ტაში დაუკრეს და ოვაციებით შეხვდნენ.

„ამ სეზონში ჩვენი მთავარი მიზანი გერმანიის ჩემპიონობის დაბრუნება იქნება. წინა სეზონში თავი შევირცხვინეთ, ახლა კი, პირველივე ტურში უნდა დავამტკიცოთ, რომ „ბაიერნი“ საუკეთესო გერმანული კლუბია,“ - ასე მიმართა 30 000-იან პუბლიკას რეკორდმაისტერის ვიცე-პრეზიდენტმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ.

მიუნხენელები ფიქრობენ, რომ ნოიერის, რაფინიას (ჯენოადან) და ნილს პეტერსენის ტრანსფერებით გუნდი ჯეროვნად გააძლიერეს, ხელმძღვანელები კი ყველაზე კმაყოფილები იმით ჩანან, რომ მთავარ მწვრთნელად იუპ ჰაინკესი დანიშნეს. რუმენიგე: „იუპი არის იდეალური კაცი, იდეალურ დროს, იდეალურ ადგილზე. დარწმუნებული ვარ, რომ „ბაიერნი“ მასთან ერთად დიდ წარმატებებს მიაღწევს.“

ისაუბრა ჰაინკესმაც და კიდევ ერთხელ, ვინ მოთვლის, უკვე მერამდენედ გაიმეორა, რომ „ბაიერნში“ მესამედ დაბრუნება მისთვის დიდი გამოწვევაა, რომ მიუნხენური კლუბი მას ყოველთვის „გულში ჰყავდა“ და რომ თვითონაც დარწმუნებულია, რომ რეკორდმაისტერთან ერთად წარმატებებს მიაღწევს.

მართალია, „ბაიერნს“ ჯერ კიდევ არ უყიდია კიდევ ორი სასურველი მოთამაშე (ჟერომ ბოატენგი და არტურო ვიდალი), მაგრამ რუმენიგე და კომპანია მიიჩნევენ, რომ ამ ტრანსფერების შემთხვევაში საჩქარო არაფერია. „კალე“ ფიქრობს, რომ რეკორდმაისტერის ვიდალისა და ბოატენგის გარეშეც უმაღლესი კლასის გუნდია. სპორტული დირექტორის, კრისტიან ნერლინგერის თქმით, „ბაიერნი“ ბოატენგსა და ვიდალში ასტრონომიული თანხების გადახდას არ აპირებს.

„თუ „მანჩესტერ სიტი“ ბოატენგს იმ თანხის სანაცვლოდ არ მოგვყიდის, რაც ჩვენ შევთავაზეთ, მიზანს ალტერნატივებისკენ მივმართავთ, რადგან ვფიქრობთ, რომ ბოატენგში მეტის გადახდა არ შეიძლება, - ამბობს რუმენიგე და რაც შეეხება ვიდალს, - „ლევერკუზენს“ ვერ გავამდიდრებთ. თუ ახლა არაფერი გამოვა, ვიდალს ხელში გაისად ჩავიდგებთ და სხვათა შორის, უფასოდ!“

გუშინ, რეკორდმაისტერმა გეზი იტალიისკენ, კერძოდ რივა დელ გარდასკენ აიღო, სადაც ჰაინკესი შეგირდებს ახალი სეზონისთვის მოამზადებს. „დინ იუპის“ თქმით, მოსამზადებელი შეკრების მთავარი მიზანი ის არის, რომ დაცვით და შემტევ ფეხბურთს შორის იდეალური ბალანსი დაიჭიროს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა