გერმანიის მეორე ბუნდესლიგის 22-ე ტურში გიორგი ჩაკვეტაძის "ჰამბურგმა" "ჰაიდენჰაიმს" უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ მასპინძლებმა ანგარიში 64-ე წუთზე გახსნეს, თავი სონი კიტელმა გამოიჩინა.

66-ე წუთზე ჰაბურგელთა მწვრთნელმა, ტიმ ვალტერმა შეცვლაზე ჩაკვეტაძე შეუშვა. ჩვენებური თამაშში აქტიურად ჩაერთო, დაცვასაც მშვენივრად ეხმარებოდა და შეტევასაც არ ერიდებოდა. 85-ე წუთზე გიორგი სწრაფი კონტრიერიშისას კლაინდინსტმა წესების დარღვევით შეაჩერა და ყვითელი ბარათი მიიღო.

78-ე წუთზე ბაკერი ჯატას წაქცევის გამო თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც კიტელმა უზადოდ შეასრულა და "დინოზავრების" უპირატესობა ორბურთიანი გახადა.

ამრიგად, 22 ტურის შემდეგ "ჰამბურგი" 40 ქულით მე-2 ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი 19 თებერვალს, "სანდჰაუსენის" წინააღმდეგ გამართავს.

ჰამბურგი. "ვოლკპარკსშტადიონი". 10 000 მაყურებელი

ჰამბურგი - ჰაიდენჰაიმი 2:0

გოლები: კიტელი (63), 2:0 კიტელი (78, პენ)

zura222
როდის აქეთ გავხდოთ "ევროპული ოჯახის ნაწილი" ? PP არ მოგბეზრდათ ეგ ზღაპრები ? "ევროპული ოჯახის ნაწილი" მხოლოდ ქაღალდზე ვართ და საქართველო ყოველთვის იყო არის და დარჩება კავკასიურ ქვეყნად ! ოჯახურ და სხვა ძალადობას რაც შეეხება კავკასიელებმა ევროპელებზე და ამერიკელებზე უკეთ იციან ქალის პატივისცემნა და ოჯახი ყოველთვის წმინდა იყო კაცკასიისთვის ! ვერც და ევროპელი ვერც ამერიკელი ლიბერალი ნაღდად ვერ გვასწავლეს ვერაფერს მაგ მხრივ ! და ეს "ოჯახური ძალადობა" ზუსტად იმ ლიბერალების მოგონილია და თუ რატომ მოიგონს ეს გასაგებია ყველი ჭკვიანი ადამიანისთვის !
dato
მეც მაგის დაწერა მინდოდა და იმედია ჰამბურგმა ახალი კევინ კიგანი ნახა ჩაკვეს სახით .ღმერთი შენსკენ ჩაკვე
mirosan
უნდა დარჩეს კაია... ტოვებს ვინმეე? გამოსყიდვის უფლების გარეშეა.
გურულო
:))იმას თუ იფიქრებდი ,რომ ქართველი ჰამბურგში ითამაშებდა:))
მიშა
1979 წლის შემოდგომაზე იმას როგორ ვიფიქრებდი, რომ ოდესმე ჰამბურგს ვუგულშემატკივრებდი. :))
რონი
მშვენიერია ასე უნდა გააგრძელოს აი რას ნიშნავს გარემოს გამოცვლა იმ მწვრთნელთან მუშაობა ვინც გაფასებს და ნიჭს ხედავს შენში... ამდენი ხნის უთამაშებლობის მერე ეგრევე ძველი ჩაკვეს ნახვა ძნელია 30-40% აჩვენებს თავის კლასს და თუ ასე გააგრძელა აპრილ-მაისსში ძველ ჩაკვესაც ვნახავთ. უეჭველი გადავა ჰამბურგი ბუნდესლიგაში კაი გუნდი ყავთ და უნდა დარჩეს ჩაკვე მანდ 2წელი და ამის მერე მხოლოდ გრანდში გადავიდეს.. ბავარია დორტმუნდი ან პრემიერლიგა
თბილისელი
ძალადობა, მათ შორის ოჯახში, არაა საღადაო თემა არც საქართველოში, რომელიც ევროპული ოჯახის ნაწილია.
გია
ჩაკვეს საკმაოდ მომატებული აქვს თამაშის ხარისხი
Mosexoneli
თავის კლასნი ფინტიც რო გააკეთა ჩამოიღო თან პასი მიცა.ეგრევე გაამეორებინეს ალამაზებს ბუნდეს ლიგას ჯერ მეორეს მალე 1ველშიც დახატავს.ფსიგოლოგიურად უკეთ გამოიყურება
ჰოიმეგობარო
მოკლედ ვუყურე ლაივს და ღმერთს ვთხოვ გიორგიმ ტრამვა არ მიიღოს დს რს მეორე ბუნდესლიგა ტიპი გროსმაისტერულად უტევს, უმაღლესი კლასისააა ჩვენი ჩაკვე❤❤❤
დავით
კალდუნა-ს! ისე ამბობ, თითქოს გოლფში ვუნდერკინდია)
ზაზა
მე პირდად არც ველოდი იმას რომ გიორგი ეგრევე ჰამბურგის ძირითადში დაიწყებდა თამაშს გარკვეული დრო სჭირდება ფეხბურთელს გუნდთან ადაპტაცისთვის მწვრთNელის საფეხბურთო ფილოსოფის გაგებისთვის და ესე ნელ ნელა უნდა მოხდეს ძირითადში ინტეგრირება ეს გიორგიზეა დამოკიდებული მან უნდა დანახოს ვაჯიშებზე და თამაშებზე მწევრთნელს მისი შესაძლებლობები პოტენციალი შრომით მონდომებით დამტკიცოს რომ იმსახურებს ადგილს ძირითადში მაგრამ როგორც ვიცი ძალიან მოტივირებულია ბევრს შრომოს ვარჯიშობს და შედეგიც გამოჩნდა უკვე წინა თამაშში 12 წუთი მისვა მწვრთნელმა და ახლა უკვე თითქმის ნახევარი საათი ათამაშა ესე ნელ ნელა უნდა ჩაჯდეს ძირითადში აკრიფოს ფორმა და შედეგიანადაც ათამაშდეს ზოგადად ყველასთვის რთულია ზამთრის შესვენებაზე გუნდში ადაპტაცია და ძირითადში მოხვედრა როცა მწვრთნელს უკვე არჩეული აქვს სათამაშო სქემა ჰყავს დაბალანსებული შემადგენლობა და თან კარგად მიდის ჩემპიონატში რთულია შუა სეზონში ახალმა მოსულმა ფეხბურთელმა ეგრევე ამოგადოს ძირითადის ფეხბურთელი ამისთვის საჭიროა ძალიან დიდი მონდომება შრომა და კლასის წარმოჩინება. რაც შეეხება გამოსყიდვას ჩემი აზრით ჰამბურგში სრულფასოვანი ტრანსფერი ალბათ მხოლოდ იმ შემთხევაშია შესაძლებელი თუ ჰამბურგი გადავა პირველ ბუნდესლიგაში და გუნდს გაუჩნდება შემდეგ ფინანსები სპონსორები დაემატება და გაეზდება ბიუჯეტი მე არამგონია გიორგი რომ ათამაშდეს და გოლი გოლზე გაიტანოს თუ ჰამბურგი ჩარჩა ისევ მეორე ბუნდესლიგაში და ვერ გადავიდა ამ გუნდმა გიორგის დამატება შეძლოს ელემეტარულად ფინანსები არ ექნება ყიდვისთვის იმედი მაქვს ჰამბურგის გადავა პირველ ბუნდესლიგაში და გიორგიც ათამაშდება.
vova
გიო მიდი შეძლებ თავიდან ყველაფერს თითო სანთელი დავანთოთ ამ ბიჭის ჯანმრთელობისთვის .
დიდუბელი
რა რატომ?:) იმიტომ რომ ორი საუკეთესო ფეხბურთელი ამ ცვენიდან ერთი მეორე ბუნდესლიგის სათადარიგოა და მეორე რუსეთის საშუალო გუნდის ლიდერი. რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ. მშრალი ფაქტია, მაგრამ დამიჯერეთ ნაკრების 2-3 ლიდერმა თუ ითამაშა მაგალითად ბუნდესლიგის კლუბის ძირითადში შედეგიც მაშინ მოვა. რუსი კომენტატორი კი გარტყმაში არაა, ბოდიში რუსეთუმეებთან.
ფ
ყველა ბურთთან შეხებაში ეტყობა მაღალი კლასი გიოს, ვინ მაღალი კლასის თამაშობსო მაგის ადგილასო თუ ძმა ხართ?! გიოს კლასის ფეხბურთელი ჰამბურგში კი არა მე2 ბუნდესლიგაში მთლიანად არ იქნება 2-3.
ziz
"რა მიღება!.." ხო გააკეთა! :) ერთიერთზე რაარ გაამწვავა, ცოტა უცნაურად ჟღერს მისგან, მაგრამ ალბათ მწვრთნელის მითითება იყო. ყველაფერი კარად იქნება!
ATP 16
შეცდომა იყო გიოს გენტში წასვლა , ჯობდა თავიდანვე გერმანიაში წასულიყო , გენტმა გამოწურა , რადგან უნდა გაეყიდა 2 სეზონის მერე და ტრავმა რომ არაა , ალბათ მასეც იქნებოდა , თუმცა ევროპული საშუალო და დაბალი კლასის გუნდების სტრატეგია ეგ არის , რომ ნიჭიერი ახალგაზრდების გაყიდვით იშოვონ ფული , თუ ათამაშდა სავარაუდოდ იყიდის ჰამბურგი , უკან დაბრუნება სისულელეა , გერმანელებმა იციან , ფიზიკური გამძლეობა , როგორ განუვითარონ , სწორ სირბილსა ასწავლიან , სახსარიც მოურჩება და განუვითარებელ კუნთების გამაგრებით რკინათ აქცევენ . გერმანიაში ვისაც უთამაშია ქართველს , ამბობდნენ , პირველი ექვსი თვე , იმ კუნთების განვითარებას მოანდომეს , რომელიც სუსტი იყოვო , ვისმა ორგანიზმმაც გაუძლო , ყველამ ტრავმის გარეშე ჩაქმთავრა კარიერა და ვისი ორგანიზმიც აღარ დაემორჩილა ცვლილებას , კი ვიცით რაც დაემართათ . წარმატებები გიო , ძალიან ბევრი ელოდება შენს წარმატებას და ზოგიერთების ბოღმას ნუ მიაქცევ ყუადღბას , ივარჯიშე და უსმინე გულმოდგინედ რასაც გეტყიან ა გასწავლიან , მწვრთნელი გენდობა , რადგან ბუნდესლიგისთვის ამზადებს გუნდა და ორი თანაბარი დონის შემადგენლობა სჭირდება , ასე რომ არ დაიჩაგრები დროის მხრივ .
ლევან მაღლაკელიძე
მგონი უშველა თავს
zaza
ჩაკვემ მგონი უშველა თავს, ეხლა მთავარია ფიზიკურად უფრო შევიდეს ფორმაში. შეხედეთ ჰამბურგის თამაშს და შეადარეთ გინდა ბელგიის გენტისა და მითუმეტეს რუბინის თამაშთან, ცდილობენ კომბინაციურად ითამაშონ. იმედია კვარაც მოშორდება რუსეთის ჩემპიონატს, თავისუფლად შეძლებს ბუნდესლიგაში თამაშს და იდეალური იქნება კვარასთვის. ამ შესარჩევ ციკლში გაძლიერებული ჩაკვე ნაკრებს ჰაერივით სჭირდება.
გეკითხებით მე თქვენ
რა უნდოდა იმ წყეულ ბელგიაში
Geo
მეგრელი კი არა ტუნგუსი ხარ!
ქართველი
დაიწყო თამაში,ეს კარგია,წარმატებები
კალდუნა
ფეხბურთის გაგებაში არ ხარ, წადი გოლფს უყურე
სოსო
ჩემს წინა კომენტარში აზრი გამექცა და ჰამბურგის ნაცვლად ვერდერი დავწერე,წაშლა კი ვეღარ მოვასწარი.ამის გამო ბოდიშს ვიხდი
zura222
ერთი ისაა ცუდი რომ ჩაკვეს ადგილზე ვინც თამაშობს ორივე ძალიან ძლიერია ის მარცხენა ფლანგელი შავი კაცი ძალიან სწრაფი და ტექნიკურია და პლეიმეიკერი 10 ნომერი საერთოდ გუნდის ლიდერია და ამ თამაშსიც ორივე გოლი მაგან გაიტანა ! ასე რომ ძალიან გაუჭირდება ძირითადში ადგილის დათრევა მაგრამ ჯანდაბას დასაწყისისათვის 20-25 წუთი მაინც რომ ითამაშოს ეგეც კარგია ! და მერე იქნება აჯობოს კიდევც იმ ორიდან რომელიმეს ან იქნება ტრავმა მიიღონ იმათმა ან შეყვარებულებმა ან ცოლებმა უჩივლონ მცემსო და ძალადობს ჩეზეო როგორც უკვე ბევრს უჩივლეს და მოდაშია ეხლა ეგ ჩივილები) და ევროლიბერალების ამბავი რომ ვიცი აუცილებლად გააგდებენ გუნდიდან და ჩაკვესაც გზა გაეხსნება ძირითადისკენ DDD
სოსო
ფუტბოლ 3-ზე იყო რეპორტაჟი,მაგრამ ჩვენ რაგბის ვუყურებდი და ნახვა ვერ შევძელი.კარგია,რომ უკვე 24 წუთი ენდო.თანაც თამაშის ბედი ჯერაც გაურკვეველი იყო და მწვრთნელი მაინც ენდო.თუ ამ სტატიის პათოსს ვენდობით,ესე იგი მწვრთნელის დავალებები ზუსტად შეასრულა და კარგადაც გამოუვიდა.დაცვისათვის აქტიური დახმარება,რა თქმა უნდა ნაკრებშიც ძალიან დაგვეხმარება და მის უკეთეს ფიზიკურ კონდიციებსაც გულისხმობს.ასე რომ იმედით ვარ სავსე და ღმერთმა ქნას,სტაბილურად მოუმატოს.ვერდერი როგორც ჩანს,ძალიან სერიოზულად უმიზნებს ბუნდესლიგაში დაბრუნებას და თუ დაბრუნდა,ჩაკვე მისი განუყოფელი ნაწილი უნდა გახდეს.ბუნდესლიგაც ხომ ტოპ-5-ა.
საქმე
ძლივს არ დაახწია თავი იმ დაგცეულ ბელგიას?! წარმატებები გიოო...
zura222
მართლ;ა ძალიამ კარგად ჩაერთო კარგად იბრძოლა ბირთსაც კარგად ატარებდა თავისი საფირმო ფინტებიც გააკეთა ორჯერ და რაც მთავარია ბურთზე ისე იბრძოდა გაბედულად რომ იმ ტრავმის შიში არა აქვს და ესაა ყველაზე კარგი ! მე ამ თამაშს მატჩ ფუტბოლ3 ზე ვუყურებდი და რუსი კომენტატორი ისე გულშემატკივრობდა ჩაკვეტაძეს თითქოს რუსი თამაშობდა მოედანზე ! ძალიან კარგად ილაპარაკა ჩაკვეზეც და მთლიანად ქართულ ფეხბურთზე და გაკვირვებაც გამოთქვა--ასეთი მაგარი და ტექნიკური ფეხბურთელების ცვენაა ქართულ ფეხბურთში ბოლო წლებია და ადრეცო და გასაკვირია აქამდე ერთხელ მაინც რატომ ვერ მოახერხეს მსოფლიოზე და ევროპაზე გასვლაო ! ისე ჩვენც მაგრა გვიკვირს ყველას ! რატოოოოოოომ ??????
აკაკი
ძალიან აქვს მოსამატებელი აი რასაც ქვია ძალიან. ვინმეს გონია მეორე ბუნდესლიგაში არ ათამაშებენ და რომ გადავიდეს პირველ ბუნდესლიგაში ძირითადში იქნება? ძალიან, თითქმის 80%-ით უნდა მოუმატოს იმასთან შედარებით რაც ამჟამად არის
I.
ასეთი რთული 2 წლის შემდეგ, ძლივს ნდობა გამოუცხადეს და ნამდვილად კარგად გამოიყურება. არც ადაპტაცია უჭირს , როგორც სჩანს თამაშიდან. მხარდაჭერის ნაცვლად ბოღმას ანთხევთ
bejo
საღოლ გიო გააგრძელე გამვითარებაა სულ მალე დაბრუნდები ძველებურად შედეგიანი … მთავარი ისაა გამოისყიდის თუ არა ბუნდესლიგისთვის ჰამბურგი
კარგია
ყველაფერი წინ არის თუ არ მოდუნდა. ნელნელა აჩვევენ მოედანს და გუნდს და შორს არ არის ძირითადში რომ დამკვიდრდება. მთავარია ტრამვებმა აღარ შეაწუხოს და ზედმეტი ვარჯიში არ დაეზაროს ტრენაჟორებზე. ამ ასაკში კობი და იაშკაც მეორე ბუნდესლიგის ფრაიბურგში იყვნენ. ჰამბურგი ბევრად მაგარი გუნდია, ისტორიული. გადმოვლენ წელს ბუნდესლიგაში. დანარჩენი გამოჩნდება იყიდიან თუ არა, მაგრამ არ დაიკარგება ჩაკვე. მთავარია ივარჯიშოს და სტაბილურად ჰქონდეს სათამაშო პრაქტიკა
მეგრელი
ვეჩნი ზამენაა ტიპი.
Le Parisien: კვარაცხელია პსჟ-ს შეიძლება ბარსელონაში გაჰყვეს
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს
დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა
Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"
GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში
იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა
ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა
გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
გადადის ჩაკვეტაძე "ვალენსიაში"? - მედიაში ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება
ჩაკვეტაძე ისევ არ იყო განაცხადში - "უოტფორდი" მე-17 ადგილზე დაქვეითდა
ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?
Geo Team: არის პირადი კონტრაქტი - ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" ტრანსფერი ბოლომდეა მისაყვანი
როდის დაბრუნდება ჩაკვეტაძე? - ინგლისური გამოცემა ინფორმაციას ავრცელებს