როგორც ველოდით, საუკეთესო ქართველი ჩოგბურთელი WTA-ს განახლებულ რეიტინგ-ლისტში 785 ქულით 118-დან 84-ე ადგილზე აღზევდა
ანა ტატიშვილმა (118) იტალიურ კუნეოში "ბანკა რეგიონალე ეუროპეას" თასი მოიგო. ტურნირი, რომლის საპრიზო ფონდი 100 ათასი ამერიკული დოლარია.

ქართველი ჩოგბურთელი ამ შეჯიბრებაში განუთესავი იყო, თუმცა ტურნირის ფავორიტები ერთმანეთს მიაწყო. ნახევარფინალში ანას მეტოქე შვეიცარიელი შტეფანი ფოიგელი (152) იყო, რომელმაც წინა წრეში ტურნირის მთავარი ფავორიტი, მსოფლიოს 69-ე ჩოგანი ალის კორნე დაამარცხა. პირველი სეტი შვეიცარიელს დარჩა, თუმცა სულ ეს იყო, რაც ფოიგელმა მოახერხა, ამის შემდეგ ჩვენი თანამემამულის უპირატესობა აშკარა იყო - 3:6, 7:5, 6:3. მეორე ნახევარფინალში ასევე განუთესავმა, ჰოლანდიელმა არანჩა რუსმა (103) მე-5 ნომრად განთესილ ხორვატ მირიანა ლუჩიჩს (91) მოუგო - 4:6, 6:2, 6:4.

ქართულ-ჰოლანდიური ფინალი ვერ გამოდგა დაძაბული, როგორც ამას მიმომხილველები წინასწარმეტყველებდნენ (აქამდე მათ შორის 1:1 იყო), ამის მიზეზი კი ტატიშვილის აგრესიული და კარგი თამაშია, მან მე-5 გეიმზე შეძლო მეტოქის მოწოდების მოგება, შემდეგ კი ეს უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვა - 6:4, 6:3.

"თითოეულ ბურთზე ყურადღებით ვითამაშე და მოხარული ვარ, რომ ისეთი ძლიერი მეტოქე გავტეხე, როგორიც რუსია", - განაცხადა მატჩის შემდეგ გამარჯვებულმა ქართველმა.

ეს ანას პირველი ტიტულია წლეულს და მე-9 კარიერაში. ერთეულთა თანრიგში ტატიშვილს აქამდე მოუგია: ელ პასოს (აშშ, 25 ათასი, 2008 წ), ბოსტონის (აშშ, 50 ათასი, 2008), ტროის (აშშ, 50 ათასი, 2008), კრისტიენჰამნის (შვედეთი, 25 ათასი, 2009) და გრადოს (იტალია, 25 ათასი, 2010) ტურნირები, ხოლო წყვილებში: რელაის (აშშ, 25 ათასი, 2008), კანზასის (აშშ, 50 ათასი) და როკ ჰილის (აშშ, 25 ათასი, 2009) ტურნირები. 100-ათასიან შეჯიბრებაში ჩვენს თანამემამულეს აქამდე არათუ არ მოუგია, არამედ ფინალშიც არ გასულა. საპრიზო ფონდიდან გამარჯვებულმა 12 ათასი დოლარი მიიღო.

ანა ტატიშვილმა კუნეოში ასპარეზობით იმაზე მეტი დაიბევა, ვიდრე უიმბლდონში ერთი ეტაპის გავლით - 140 ქულა. ამ ორ კვირაში მან ჯამში 240 ქულით შეივსო ყულაბა და რეიტინგ-ლისტში 118-დან 84-ე ადგილზე აღზევდა.

ესპანურ პოსობლანკოში (50 ათასი დოლარი) წარმატებით იასპარეზა მაკა ჩახნაშვილმა (237). 28 წლის ქართველმა მეოთხედფინალში მე-3 ნომრად განთესილ ჩინელ ინ-ინ ლუს (178) აჯობა - 6:4, 7:6 (7). ნახევარფინალში მაკა ვეღარაფერს გახდა ტურნირის პირველ ჩოგან ბერძენ ელენი დანილიდუსთან (121) - 2:6, 1:6. ამავე ტურნირის წყვილთა ბადის ფინალში სოფიო შაფათავა (292) თამაშობდა. მან და რუსმა მარინა მელნიკოვამ (631) გადამწყვეტი მატჩი პირველ ნომრად განთესილ წყვილთან (ირინა პავლოვიჩი და ნინა ბრატჩიკოვა) წააგეს - 2:6, 4:6.

მაკა ბიარიცში (საფრანგეთი) გადავა, სადაც 100-ათასიანი ტურნირის ძირითად ბადეში ითამაშებს. მისი პირველი მეტოქე მე-5 ნომრად განთესილი იტალიელი მარია-ელენა კამერინია (120).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Tamari
ძალიან მაგარი გარღვევაა, ვულიცავ ანას ამ დიდ გამარჯვებას!!!
tengo
ანა 84ე ადგილზეა 785 ქულით!!!ვულოცავთ!!!
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
მეტოქე მატჩზე არ გამოცხადდა - ბასილაშვილმა მიმდინარე სეზონში ორი წრე პირველად დაძლია
მარცხი კვალიფიკაციის ფინალში - ბასილაშვილი "ინდიან უელსის" ძირითად ბადეში ვერ შევიდა
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს