ყაზანის "რუბინი" სეზონის განახლებისთვის ემზადება, კიდევ ერთ ამხანაგურ შეხვედრაში "კრილია სოვეტოვს" დაუპირისპირდა და 5:0 დაამარცხა. ხვიჩა კვარაცხელია, ბათუმის "დინამოსთან" მატჩის მსგავსად, ძირითად შემადგენლობაში ვიხილეთ, თუმცა პირველი ტაიმის ბოლოს დისკომფორტი იგრძნო და მოედანი დატოვა.

ქართველი გარემარბი საკმაოდ აქტიური იყო და მარცხენა ფლანგიდან შეტევის გამწვავება რამდენჯერმე სცადა. ხვიჩამ ერთხელ თამაშის წესიც დაარღვია - მეტოქის მცველი პირით ხაზთან წააქცია. უკეთეს პოზიციაში მყოფი, თანაგუნდელებს რომ შეემჩნიათ, კვარაცხელიას გატანაც შეეძლო, ერთხელ კი დრაიერმა პასი დაუგვიანა. ამ ეპიზოდის შემდეგ ხვიჩა მოედნიდან გავიდა. სავარაუდოდ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით აღარ გარისკეს.

რაც შეეხებათ სამარელებს - ისინი პერიოდულად თამაშის კონტრშეტევებზე გამწვავებას ცდილობდნენ, რაც არ გამოსდიოდათ...

აღსანიშნავია, რომ სლუცკი ქართველ ფეხბურთელს აქტიური პრესინგისკენ საკმაოდ ხშირად მოუწოდებდა...

ანგარიში მე-19 წუთზე ანდრეს დრაიერმა გახსნა, რომელმაც წინ გამოსული მეკარე შენიშნა და ბურთი თავზე გადაუგდო. დანიელმა ფეხბურთელმა ტაიმის ბოლოს დუბლი შეასრულა - მოგერიებულ თერთმეტმეტრიანს დაამატა...

მეორე ტაიმში სცენარი არ შეცვლილა - დრაიერმა 53-ზე ჰეთ-თრიკი გაიფორმა, მეოთხე გოლი კი მალევე კორეელმა ჰვანგმა გაიტანა. 75-ზე ზოტოვმა ანგარიში გამანადგურებელი გახადა - 5:0.

პრემიერლიგაში გასამართ შეხვედრამდე "რუბინი" მოსკოვის "დინამოს", ცსკა-სა და "ტობოლს" დაუპირისპირდება.

შოკირებული გულშემატკივარი
ფორმაში რო იყო მაშინ აკრიტიკებდა მწვრთნელი დრიბლინგზე ძალიან ბევრ ენერგიას ხარჯავსო და ეხლა რას თხოვს ჯერ რო არ არის გამოჯამრთელებული
ჟორა
დრიბლინგი კარგია მაყურებლისთვის, კარგი თვალსასეირო სანახაობა გამოდის, მაგრამ ფუჭია გუნდისთვის თუ მას თამაშის გამწვავება და გოლი არ მოსდეს. ანუ დრიბლინგი სასარგებლოა საჯარიმოში, მცველს ჩამოიშორებ და მეკარესთან გადიხარ. გარეთ კი რაც მალე გაივლი მოედნის ცენტრს მით უკეთესი. ცენტრს კი დროული პასით გადიან. ეს ანბანია ფეხბურთის.
Skeleton
დრეიერი ახალი დესპოტოვიჩია. არანაირად არ არის ხვიჩა მის ჩრდილქვეშ. შარშან დესპოტსაც ბევრად უკეთესი სტატისტიკა ჰქონდა ხვიჩაზე მაგრან საუკეთესო ფეხბურთელი მაინც ხვიჩა გახდა და მისი სტრანსფერო ფასიც თამაშის ხარჯზე გაიზარდა. რამდენი თამაშია არაფერი გაუკეთებია დრეიერს და ერთი ჰეთრიკის გამო უკვე გგონიათ რომ ხვიჩა მის ჩრდილშია, კარგით რა :დ ამ ამხანაგურებზე ჯერ ძალიან ცოტა ხანი ითამაშა ხვიჩამ და ეგრევე რატომ გადაუწყვიტეთ რომ დრეიერი ჯობია. მარტო გოლები არაა ფეხბურთი, კრილია სავეტოვებთან კი არა ესპანელ და შვედ მცველებთან ითამაშა ამ ბიჭმა უმაღლეს დონეზე.
რრრ
დაადგა ეგეც ჩაკვეს გზას დაყარა ფარხმალი, რომ აიძულოს რუბინი გაუშვას სადმე.
Zaza
დრაიერმა მაგრად ითამაშა კლასიც ეტყობა მაგარი აქტიური იყო ფეხბურთელი რომელიც სულ თამაშშსია რაც არ ეტყობოდა ხვიჩიას.ასეთი თამაშით დაჭირვეულობით მას არავინ შეეხმიანება.
Master
ეს დრაიერი რაც გადმოვიდა ხვიჩა მის ჩრდილქვეშაა.გოლო გოლზე გააქვს.ხვიჩას კი რა? ორად ორი გოლი აქვს გატანილი და იქედან ერთი აგვისტოში.პლუს 3 საგოლე პასი.ძალიან ცოტაა რუსეთში 18 მილიონად შეფასებული ფეხბურთელისთვის.ვის რად ინდა ეს დრიბლინგი თუ იშვიათად მოაქვს შედეგი?ასეთ შემტევში ვინ გადაიხდის 10-15 მილიონს,ეს ხომ ზღაპარია.მერე გვიკვირს რატომ რჩება რუბინშიო,ჯუღელს ვაბრალებთ და რუსებს.
ქუთაისელი
რუბინი კლუბი კი არა "სბროდია".. არც პასის მიმცემი არ ყავს, არც პასის მიმღები კვარაცხელიას. ვინც შენ მაქ გაგაციმბირა, იმას რა ვუთხარი მე, შვილო..
შოთა
მხოლოდ დრაიერს აძლევენ პასებს? პასებს კიარა ცუდ ფორმაშია და უნდა მოუმატოს
რა გვეშველება?
რა ბანდაშია გაჩხერილი... მეცოდება. არანაირი მომატების პერსპექტივა არ აქვს ამ გუნდში. სტატიაშიც წერია და პასებს რომ არ აძლევენ, ფაქტია. მიტო ვიძახი, რო ბანდაა ეგ, გუნდი კი არა.
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან