საქართველოს ნაკრებისა და აწ უკვე "კრასნოდარის" თავდამსხმელმა დოს სანტოსსა და რონალდინიოს გაასწრო
ბრაზილიელი ვარსკვლავის, ფლამენგოელი რონალდინიოს მიერ "ამერიკა მინეიროს" კარში გატანილი გოლი ბოლო დღეებში მსოფლიოს ყველა წამყვანმა ტელეარხმა დაატრიალა.

თუმცა TVGOLO.COM-ის ყოველკვირეულ მსოფლიო გოლების ჰიტ-აღლუმში ბრაზილიელს მნიშვნელოვანი უპირატესობით უსწრებდა და გუშინ, 3 ივლისის საღამომდე პირველ ადგილზე იყო ოთარ მარცვალაძე. ამ ვებგვერდზე კვირის ათი გოლიდან საუკეთესოს გულშემატკივრები აფასებენ.

26 წლის ქართველმა თავდამსხმელმა, რომელმაც ამ დღეებში ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" მაისურით ბოლო შეხვედრა ჩაატარა, "ტომთან"თამაშისას უმაღლესი შეფასება დაიმსახურა, ჰიტ-აღლუმში კი მის მიერ ციმბირელთა კარში გატანილი მეორე გოლი მოხვდა, როდესაც მცველს ბურთი ფეხებში გაუტარა და შორეული დარტყმით ცხრიანში შეაგდო.

ოთარის გოლი გამოკითხულთა 35.59 პროცენტს მოეწონა და მექსიკის ნაკრების ვარსკვლავს, ჯოვანი დოს სანტოსს გუშინ საღამოს გაასწრო (32.26%).

ქართული ფეხბურთის ისტორიაში იყო სულ რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ჩვენიანის გოლმა ამხელა ყურადღება მიიქცია: "მანჩესტერ სიტის" პლეიმეიკერ გიორგი ქინქლაძის მიერ 1995 წელს "საუთჰემპტონის" კარში გატანილი გოლი ინგლისის პრემიერლიგის საუკეთესო გოლების რეიტინგში დღემდე მეექვსე ადგილზეა - მან ხომ ლამის ყველა მეტოქე და მეკარე მოატყუა და, თუ ვინმეს ქართული ფეხბურთის იმედი აქვს, დღემდე ამ კადრებს უყურებს და ოცნებობს, იქნებ გამოჩნდეს კიდევ ერთი ქინქი, რომელმაც ჩვენს გულშემატკივარს უდიდესი სიამაყე და სიამოვნება მოუტანა.

1. მარცვალაძე (ვოლგა) - 35.91% (2,882 ხმა)

2. ჯოვანი დოს სანტოსი (მექსიკა) - 32.61% (2,617)

3. სეიდუ დუმბია (ცსკა) - 17.01% (1,365)

4. რონალდინიო (ფლამენგო) - 4.31% (346)

5. ბრაიან ფერეირა (არგენტინა U-17) - 3.05% (245)

6. გიგელ ბუკური (ყუბანი) - 2.19% (176)

7. მონიკა ოკამპუ (მექსიკა, ქალები) - 2.02% (162)

8. როდოლფ აუსტინი (ბრანი) - 1.89% (152)

9. ტაისონ უოლი (სიეტლ სოუნდერსი) - 0.61% (49)

10. ფაბიო (კუმამოტო) - 0.39% (31)

გამოკითხვაში ამ დროისთვის მონაწილეობა მიიღო 8,025 გულშემატკივარმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა