და აი, პირველი მერვედფინალისტებიც გაირკვნენ: ურუგვაიმ და მექსიკამ ეს პატივი ნამდვილად დაიმსახურეს. განსაკუთრებით ეს ოსკარ ტაბარესის გუნდს ეხება - ურუგვაიელებმა ჯგუფში პირველი ადგილი სრულიად დამსახურებულად დაიკავეს, თანაც, რაც მთავარია, ამ მუნდიალზე ჯერ გოლი არ გაუშვიათ! ჰო, ყველამ ვიცოდით, რომ ამ გუნდის ყველაზე ძლიერი რგოლი თავდასხმა უნდა ყოფილიყო...

A ჯგუფი

22 ივნისი. რუსტენბურგი. როიალ ბაფოკენგი. 33425 მაყურებელი

მექსიკა-ურუგვაი 0:1

მექსიკა (4-3-2-1): ო. პერესი - ოსორიო, ფ. როდრიგესი, მორენო (57. კასტრო), სალსიდო - ტორადო, მარკესი, გუარდადო (46. ბარერა) - დოს სანტოსი, ბლანკო (63. ერანდესი) - ფრანკო.

ურუგვაი (4-3-2-1): მუსლერა - მ. პერეირა, ლუგანო, ვიქტორინო, ფუსილე - არევალო, დ. პერესი, ა. პერეირა (77. სკოტი) - ფორლანი - სუარესი (85. ა. ფერნანდესი), კავანი.

გოლი: 0:1 სუარესი (43)

გაფრთხილება: ფუსილე (68), ერნანდესი (77), კასტრო (86)

მატჩი დაიწყო: მექსიკა; დარტყმა: 11(2)-15(5); ჯარიმა: 20-13; კუთხური: 6-7; ბურთის ფლობა: 59%-41%.

არბიტრი: ვიქტორ კასაი (უნგრეთი)

საინტერესო მომენტები

7' - ექტორ მორენოს შეცდომის შემდეგ ლუის სუარესი ხელსაყრელ პოზიციაზე აღმოჩნდა, მაგრამ მახვილი კუთხიდან ბურთი კარს ააცილა.

8' - ჯოვანი დოს სანტოსის ჩინებულ გადაცემას კვატემოკ ბლანკო ვერ მიწვდა.

20' - დიეგო ფორლანის კუთხურს მაურისიო ვიქტორინოს თავური მოჰყვა - მექსიკის ნაკრები აშკარა ხიფათს გადაურჩა.

22' - ალვარო პერეირამ ანგარიშის გახსნის ჩინებული შანსი ხელიდან გაუშვა.

23' - პირველი სახიფათო მომენტი ურუგვაის კართან: ანდრეს გუარდადოს შორიდან დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა.

44' - 0:1 ედისონ კავანიმ მარჯვენა ფლანგიდან ზუსტი პასი მიაწოდა ლუის სუარესს, რომლის თავური დარტყმა მექსიკელთა მეკარისთვის აუღებელი აღმოჩნდა.

54' - დიეგო ფორლანის მიერ შესრულებულ მორიგ სტანდარტულს დიეგო ლუგანოს თავური დარტყმა მოჰყვა - მექსიკის ნაკრების მეკარემ ოსკარ პერესმა რთული ბურთი მოიგერია.

75' - ფრანსისკო როდრიგესის თავური დარტყმა ურუგვაიელთა კარს ასცდა.

88' - ედისონ კავანის შორეული დარტყმა ოსკარ პერესმა მოიგერია.

და აი, პირველი მერვედფინალისტებიც გაირკვნენ: ურუგვაიმ და მექსიკამ ეს პატივი ნამდვილად დაიმსახურეს. განსაკუთრებით ეს ოსკარ ტაბარესის გუნდს ეხება - ურუგვაიელებმა ჯგუფში პირველი ადგილი სრულიად დამსახურებულად დაიკავეს, თანაც, რაც მთავარია, ამ მუნდიალზე ჯერ გოლი არ გაუშვიათ! ჰო, ყველამ ვიცოდით, რომ ამ გუნდის ყველაზე ძლიერი რგოლი თავდასხმა უნდა ყოფილიყო: დიეგო ფორლანმა, ლუის სუარესმა და ედისონ კავანიმ სამივე მატჩში დაადასტურეს თავიანთი მაღალი კლასი. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ურუგვაის დაცვის ხაზიც შესაშური საიმედოობით გამოირჩევა და ეს, პირველ ყოვლისა, გუნდის კაპიტანს დიეგო ლუგანოს ეხება.

შეგახსენებთ, რომ მესამე ტურის წინ ამ ჯგუფში მეტად საინტერესო სიტუაცია შეიქმნა: საკმარისი იყო ურუგვაისა და მექსიკის მატჩი ფრედ დასრულებულიყო, ორივე გუნდი მერვედფინალის საგზურს გაინაღდებდა; თანაც, ამ შემთხვევაში აბსოლუტურად აღარანაირი მნიშვნელობა არ ექნებოდა პარალელურად მიმდინარე სამხრეთ აფრიკისა და საფრანგეთის შეხვედრას. ჰო, ბევრი ვარაუდობდა რომ ურუგვაი და მექსიკა ერთმანეთს თავს არ შეაკლავდნენ.

ალბათ ამიტომაც იყო, მსოფლიოს წამყვანი საბუქმეიქერო კანტორების თითქმის აბსოლუტურმა უმრავლესობამ ფრეზე კოეფიციენტი უსაშველოდ დაბლა რომ "დააგდო", მაგრამ ამ შეხვედრას ხომ სხვა, დამატებითი ინტრიგაც ჰქონდა - უფრო ზუსტად, სტრატეგიული გათვლა, რამეთუ ამ ჯუფში პირველ ადგილზე გასული გუნდი მერვედფინალში არგენტინას ასცდებოდა და ალბათ, ამიტომაც იყო, რომ მატჩის დასაწყისშივე მეტოქეებმა ერთმანეთს სწრაფი ტემპი შესთავაზეს. ოღონდ, აქვე უნდა ვთქვათ, რომ ურუგვაიელები ბევრად უფრო აქტიურად გამოიყურებოდნენ და, რაც მთავარია, შეტევებსაც მეტოქისგან განსხვავებით, მრავალფეროვნად ავითარებდნენ.

პირველ ტაიმში ურუგვაიელებმა მეტოქე პირწმინდად დაჩაგრეს და იმავე ლუის სუარესსა თუ მაურისიო ვიქტორინოს ოდნავ მეტი სიზუსტე რომ გამოეჩინათ, ანგარიში ბევრად უფრო შთამბეჭდავი იქნებოდა. გოლი კი ურუგვაიელებს მართლაც "კლასიკური" გამოუვიდათ: დიეგო ფორლანმა ფლანგზე ედისონ კავანი მოიძებნა, ამ უკანასკნელის მეტოქის საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთზე კი ყველას ლუის სუარესმა დაასწრო და "აიაქსის" საუკეთესო ბომბარდირმა ამ მუნდიალზე პირველი გოლი გაიტანა! მექსიკელებს მხოლოდ ერთი მომენტი ჰქონდათ, როცა ამ მუნდიალზე ძირითადში პირველად გამოჩენილმა ანდრეს გუარდადომ შორეული დარტყმით ბურთი ხარიხას გაარტყა.

მეორე ტაიმიც ურუგვაიელთა უპირატესობით დაიწყო და მექსიკელთა მეკარეს რომ არ ეყოჩაღა, დიეგო ლუგანო თავისი გუნდის უპირატესობას უფრო განამტკიცებდა. მექსიკის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხავიერ აგირემ შეცვლებით სცადა მოედანზე არსებული სიტუაციის შეცვლა, მაგრამ ამით საერთო სურათი არ შეცვლილა. ამასობაში კი, პარალელურად მიმდინარე მატჩში ფრანგებმა ერთი გოლის გატანა შეძლეს, ეს კი იმას ნიშნავდა, რომ... მექსიკელები მინიმალური სხვაობით წაგების შემთხვევაშიც ჯგუფში მეორე ადგილს იკავებდნენ. შეხვედრის ბოლო ოცი წუთი ფაქტობრივად, პაექრობის იმიტაცია იყო: მეტოქეებმა თითო-თითო სახიფათო მომენტი "გაცვალეს" და საბოლოოდ, მატჩიც ორივე გუნდისთვის (განსაკუთრებით - ურუგვაიელებისთვის) სასურველი ანგარიშით დამთავრდა...

საუკეთესო ფეხბურთელი

დიეგო ფორლანი (ურუგვაი)

ლუის სუარესმა მართლაც ეფექტური გოლი გაიტანა, ურუგვაიელებს გამარჯვება რომ მოუტანა; დაცვაში უშეცდომოდ გაისარჯა დიეგო ლუგანო, ედისონ კავანიც მთელი მატჩის განმავლობაში უაღრესად მოტივირებული გახლდათ; მაგრამ, შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად მაინც დიეგო ფორლანი მივიჩნიეთ! ურუგვაის ნაკრების ლიდერი ამ ჩემპიონატს მართლაც ჩინებულ ფორმაში შეხვდა და სამივე თამაში უმაღლეს დონეზე ჩაატარა. სხვათა შორის, ურუგვაიელებმა ამ მუნდიალზე სამი მატჩი ჩაატარეს და სამივე შეხვედრაში საუკეთესო ფეხბურთელად "ლელომ" სწორედ დიუგო ფორლანი მიიჩნია!

გია ტუხაშვილი

"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი
შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია