თბილისის "დინამოში" ესპანელი ფეხბურთელის ტრანსფერი მილიონ დოლარზე მეტად შეფასდა
თბილისის "დინამოში" ესპანური სამეულის ჩამოყვანით ერთი მნიშვნელოვანი ფაქტიც დაფიქსირდა - ბოლო წლებში პირველად, საქართველოს ჩემპიონატში გამოჩნდა ფეხბურთელი, რომელსაც ევროპელები მილიონ ევროდ აფასებენ.

ეს ფეხბურთელია ხისკო, რომლის ტრანსფერის ღირებულებად გერმანული სააგენტო "ტრანსფერმარკტი" მილიონ ევროს ასახელებს.

ხისკოს ფასი ახლა დაცემულია, არადა, საკმაო ხანს ბევრად ძვირიც ღირდა - 2004 წლიდან 2009 წლამდე მისი ფასი 3-დან 4 მილიონ ევრომდე მერყეობდა. ამ პერიოდში ის "ვალენსიასა" (2003-05) და "ბეტისში" (2005-08) თამაშობდა, განსაკუთრებით კი "ლევანტეში" გადასვლის წინ "დაფასდა" - 2008 წლის ივლისში მისმა სატრანსფერო ღირებულებამ 5 მილიონ ევროს უწია.

გაცილებით დაბალია "დინამოს" კიდევ ორი ახალწვეული ესპნელის ღირებულება - ალბერტ იაგუე - 200.000 ევრო, კარლეს კოტო - 150.000 ევრო.

ამგვარად, საქართველოს ჩემპიონატის ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელთა სიაში ხისკომ "ზესტაფონისა" და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველ ბუბა დაუშვილს გადაასწრო, სია კი ამჟამად ასე გამოიყურება (თანხები მოცემულია ევროში):

უმაღლესი ლიგის ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეები

1. ხისკო ("დინამო") 1.000.000

2. მურთაზ დაუშვილი ("ზესტაფონი") 550.000

3-4.

გიორგი ლორია ("დინამო") 450.000

გიორგი ხიდეშელი ("ზესტაფონი") 450.000

5-6.

ნიკოლოზ გელაშვილი ("ზესტაფონი") 400.000

როინ კვასხვაძე ("ზესტაფონი") 400.000

7-12.

ზურაბ მენთეშაშვილი, კახა ალადაშვილი, რატი წინამძღვრიშვილი (სამივე - "ზესტაფონი"), გიორგი თექთურმანიძე, გულვერდ თომაშვილი, ირჟი ჰომოლა (სამივე - "დინამო") - 350.000.

ყველაზე ძვირადღირებული ლეგიონერები

1. ხისკო ("დინამო") 1.000.000

2. ირჟი ჰომოლა ("დინამო") 350.000

3. სემირ ჰაჯიბულიჩი ("დინამო") 250.000

4. დონალდ ჯუსი ("დინამო") 250.000

5. რობერტინიო ("დინამო") 225.000

6. ალბერტ იაგუე ("დინამო") 200.000

7. კარლეს კოტო ("დინამო") 150.000

8. ფრიდოლინ ბოიომო ("სპარტაკი") 100.000

9. რევაზ ჯიქია ("სპარტაკი") 100.000

10. ტიერი კლოვისი ("სპარტაკი") 75.000

შენიშვნა: რევაზ ჯიქია რუსეთის მოქალაქეა

ჯოელ იატროს, მუნინი ტაპეს (ორივე - მარტვილის "მერანი"), მიკოლა ნაკონეჩნისა და ობოიომი ოვონიკოკოს (ორივე - "გაგრა") ფასები "ტრანსფერმარკტში" მითითებული არ არის. ჩვენი ვარაუდით, ოვონიკოკო, რეალური ფასიდან გამომდინარე, სულ მცირე, სამეულში მაინც მოხვდებოდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა