თურქულ შეკრებაზე ამხანაგურ მატჩში "რუბინმა" "კრილია სოვეტოვი" 5:0 გაანადგურა. გოლები ანდერს დრეიერმა (3), ბომ ხვანგმა და გეორგი ზოტოვმა გაიტანეს.

სამწუხაროდ, პირველ ტაიმში ხვიჩამ დისკომფორტი იგრძნო, რის გამოც შეცვალეს. "თათრების" მწვრთნელის, ლეონიდ სლუცკის თქმით, ეს ტრავმა პერმანენტულია და "კვარას" ამ პრობლემასთან ერთად თამაშის სწავლა მოუწევს.

რუსულ პრესაში ამ არასასიამოვნო ამბავს გულშემატკივრები გამოეხმაურნენ:

"ესაა მიზეზი, რის გამოც ხვიჩა რუსეთის პრემიერლიგაში ჩარჩა?"

"ასეთი ახალგაზრდაა და უკვე ტრავმისკენაა მიდრეკილი... მარტივია მიზეზი, რის გამოც აღარ ვქომაგობ";

"ფაქტობრივად, სლუცკიმ თქვა, რომ ხვიჩას მუხლზე პერმანენტული ტრავმა აქვს, რომელიც სამუდამოდ შეაწუხებს... "რუბინი" მის ძვირად გაყიდვას კიდევ გეგმავს?"

"როგორც ჩანს, "ქართველ ფიგუს" მეტი აღარ გამოუვა";

"სამწუხაროა, ასე ვეღარასდროს გაყიდით".

როგორც ჩანს, "რუბინის" რუსმა გულშემატკივრებმა ქართველი ლიდერის მიმართ ნდობა დაკარგეს, რაც ხვიჩამ აუცილებლად უნდა აღიდგინოს.

შეგახსენებთ, "თათრების" გუნდი პრემიერლიგის მე-19 ტურის შეხვედრას 28 თებერვალს, სანკტ-პეტერბურგის "ზენიტის" წინააღმდეგ გამართავს, ლიდერის წინააღმდეგ გატანილი გოლი კი ყველაფერს გამოასწორებს.

სოსო
ეგენი,ყველანი ნამდვილი დიდოსტატები იყვნენ და საოცრად ძლიერ დაკუნთული ფეხებიც ჰქონდათ,მაგრამ სწორედ იმ წლებში,სსრკ ჩემპიონები,გახდნენ მინსკის დინამოელები და ლენინგრადის ზენიტი.ორივე გუდი საკმაოდ სქემატურ,მაგრამ მაქსიმალურ სისწრაფეებზე დამყარებულ ფეხბურთს თამაშობდა,მუდმივი პრესინგით და მოძრაობით.ისინი არ გამოირჩეოდნენ დიდი ტექნიკით,თითოოროლა მართლაც ტექნიკური ფეხბურთელი ჰყავდათ,მაგრამ ამ ინტენსიური თამაშით ახერხებდნენ ჩვენს გადარბენას და სულაც არ იყვნენ ჩვენსავით დაკუნთულფეხებიანები.

დღეს ივარჯიშა, დაიდო ფოტოები

გუშინ არ უვარჯიშია, ესე იგი მართლა ტრავმა აქვს. იქნებ შეკითხვა მაინც დავუსვათ აქედან და ვკითხოთ როგორ არის, მარტის სანაკრებო თამაშებზე თუ იქნება... აგვისტოში აიგნორებდნენ რომ წერდა რუბინი ტრავმა აქვსო და სანაკრებო განაცხადში რომ არ იყო მერე ატეხეს ერთი ამბავი. იქნებ ვინმემ გაიგოს რამდენ ხანში შეძლებს დაბრუნებას
სოსო
ამას წინათ რაგბის პოდკასტში,ერთი ქართველი მორაგბე ჰყვებოდა:საფრანგეთშირომ გადავედი,ქართველი მორკინალები 200 კილოგრამიან შტანგაზე ვვარჯიშობდით,ფრანგებს კი,ფიზმომზადების მწვრთნელი,80 კილოგრამიან შტანგაზე ავარჯიშებდა და ეგეც ებევრებოდათო.ძალიან ზარმაცები ვყოფილვართ,არა?
Herbst
იქნებ რომელიმე ჟურნალისტი დაუკავშირდეს და ჰკითხოს როგორაა, მარტის სანაკრებო თამაშებზე თუ იქნება და ზოგადად რა სიმძიმისაა ეგ ტრავმა, მართლა პერმანენტულია თუ არა. ერთი კვირისწინანდელ ინტერვიუში თქვა, თავს იდეალურად ვგრძნობო და ვეღარ გავიგე.
Winter
გუშინწინ გახდა 21 წლის და დამთავრებული რატომ არის მისი კარიერა? 22 ან 23 წლის ასაკში თუ გადავა მაინც დამთავრებულია? რამდენი ფეხბურთელი სულ არ ვიცოდით სად იყო 20-21 წლის ასაკში მაგრამ ახლა ვარსკვლავია.
კიშვარდა
ეგ აფრიკელებს მოუყევი ნუ ამართლებ ! შრომის გარეშე არაფერი გამოვა

გეთანხმებით, უხეშმა თამაშმა გამოიწვია ეს ყველაფერი. მთელი წელი ფეხებს ამტვრევდნენ და ახლა უკვირთ რომ რაღაც აწუხებს. კომენტარებს გადავხედე და ისევ ხვიჩას აბრალებენ რომ ტრავმა მიიღო. ერთხელ წაიბორძიკა და უკვე გადაუარეს, არამარტო რუსებმა, ქართველებმაც. ვარჯიშის ხარისხს უწუნებენ ან კვების რაციონს, ნეტა რა იციან ბიჭს რამხელა შრომა აქვს ამ ყველაფერში ჩადებული
zura222
ხვიჩას და სხვა ჩვენ ფეხბურთელებს რაც ემართებათ მარტო ფეხებში ჩარტყმების ბრალი არაა! ყველამ იცის თუ არა გაგებული მაინც ექნებათ რამდენს ურტყამდნენ ფეხებში მაგალითად ვოვა გუცაევს ! თითქმის ყველა თამაშს სისხლიანი და დასიებული ფეხებით ამთავრებდა მაგრამ შემდეგ თამაშში ისევ გამოდიოდა ვითომც არაფერი და ცეცხლს ანთებდა ორივე ფლამგზე(თუმცა ტრავმების გამო მაინც ასზე მეტი თამაში აქვს გამოტოვებული) და რატომ ხდებოდა ასე ? იმიტომ რომ იმ დროს ბავშვებს კვება და გაზრდა ქონდათ უკეთესი --ნატურალური პროდუქტები ნატურალური წვენები და ტკბილეულიც კი !მაგალითად მაშინ პატარა ქილებში რომ იყიდებოდა ვაშლის წვენი და უბრალო გემატოგენში (ასევე ყველა მაღაზიაში რომ იყიდებოდა) იმდენი სასარგებლო ნივთიერება და ვიტამინები იყო დღევამდელი ქიმია "ვიტამინებში" იმის ნახევარიც არაა ! და დღეს რა ხდება ? რა და უკვე 30 წელია ბავშვები საშინლად იკვებებიან -ღარიბი ოჯახის შვილები ხშირად ცარიელ პურზე იყვნენ და არიან და შეძლებული ოჯახის ბავშვები კი მოდას არიან აყოლილი და მუცელს ივსებენ ბიგმაკებით შემწვარი კარტოფილის პაკეტებით და სხვა ცომეულით და საეჭვო წარმოშობის ცხიმზე მომზადებულ "საჭმელებით" ცილების ნასახი რომ არაა იქ ! უკეთეს შემთხვევაში სტეიკებიც აქვთ მენიუში და ყველამ იცის როგორ კეთდება ის სტეიკები --ხორცის 10-12 % ზე მეტი რომ არაა იქ და დანარჩენი ათასნაირი საწამლავია @ ის კი არა ნატურალურ ხილზეც ხშირად ამბობენ უარს და სხვადასხვა ასევე საეჭვო წარმოსობის "შოკოლადებს" ჭამენ @ როგორ უნდა გაიზარდოს ჯანმრთელი ძვლები და სახსრები ცილები თუ არ მიიღო ბავშმა ??? გახსოვთ ჩაკვეტაძემ როგორ მიიღო ის ტრავმა ლამის კარიერა რომ დაუნგრია ? --თანაგუნდელი დაეჯახა აუტზე გადაგდებულ ბურთისკენ რომ გაიქცნენ ერთდროულად და იმის მუხლი ჩაკვეს მუხს მოხვდა ცოტათი და ამის მერე რაც მოხდა ვიცით @ 50 წლის წინ ბავშვებს ძალით აჭმევდნენ ხორციან სუპებს მანის და გერკულესის ფაფებს და იმიტომაც იზრდებოდნენ ჯანმრთელები და ძლიერი სახსრებით და ძცლებით ! და აბა ეხლა გაბედოს მშობელმა და ძალით აჭამოს რამე ეგეთი ბავშვს ! ეგრევე გაიქცევა ოჯახიდან ბავშვი და "უფლებადამცველი არასამთავროები" უჩივლებენ იმ ოჯახს "ბავშზე ძალადობის" გამო და შეიძლება დაიჭირონ იმ ოჯახის წევრები !!
ელგუჯა
სულაქველიძე დარასელია მაჩაიძე ქორიძე აღარ გავაგრძელებ ნახეთ რა აღნაგობა და ფეხები ქონდათ დაკუნთული და ეხლა შეადარეთ
გიორგი
ხვიჩა,გამოიყენე ეს ღვარძლიანი კომენტარები მოტივაციისთვის,წარმატებები!
მამუკა
პრობლემა ჩვენ გენშია, არ უყვართ ქართველებს სპორტ დარბაზში სიარული და ტრენაჟორებზე ვარჯიში, ეხლა სხვა დროა მარტო ტექნიკით და დრიბლინგით ვერ გაქაჩავ, ჩვენი ნაკრების ფეხბურთელებს რომ დააკვირდე არც ერთს სხეულზე კუნთის ნასახი არ აქვს, სამაგიეროდ ტატუები რამდენიც გინდა.ტრამვებიც აქედან მოდის ნუ რა თქმა უნდა ბავშვობიდან არასწორი ვარჯიშით და კვებითაც,
რონი
ტრამვისკენ მიდრეკილი იქნებიან ჩვენი ბავშვები აბა რა იქნებიან 90იან წლებში ვინც დაიბადა პურიც კი ტალონებით იყო საჭმელი არა ფული არა შუქი არა გაზი არა კიდევაც ნორმალური ბიჭები დადგნენ... ხო დაუყენეთ მაგ თაობის ბიჭები გერმანელ თანატოლებს რომლებიც ათასი სასარგებლო ვიტამინებით და საჭმელით იკვებებიან რაც ვართ ეს ვართ არაა ჩვენი ბრალი. ჩვენ მივხედოთ ჩვენს შვილებს და ეხლა მაინც ავღზარდოთ ისე როგორც წესია და იმსახურებს ბავშვი კვებას თუ ვარჯიშს... კვარას პლიუსი სისწრაფეა რო დაიკუნთოს მოაკლდება სისწრაფე.. რო ჩაიხვია სლუწკიმ ოდეგოორი... სად გაამართლა მაგ ბავშვმა? ერთი გაპიარებული ბავშვია თავიდან მარადონას ადარებდნენ და ეხლა მგონი არსენალის სკამს ხეხავს.
Io
აქ დიდ უკმაყოფილებას იწვევდა ხოლმე რუსოფილებში, როდესაც ესეთ მომავალს ვუწინასწარმეტყველებდი ხვიჩას, თუ ის რუბინიდან სასწრაფოდ არ წავიდოდა. რუსულ ჭაობში ქართველს ვინ გაახარებდა აბა :(
სოსო
შარშან მთელი წელი,ხვიჩაზე ნადირობის სეზონი იყო გამოცხადებული.მწვრთნელები პირდაპირ უბრძანებდნენ თავის ფეხბურთელებს,შემოჰკარით,არ დაზოგოთო და ახლა უკვირთ,რატომ სტკივა მუდმივად რაღაცაო.შესაძლოა ფიზიკურად გაძლიერდე და მყესებმა ბევრს გაუძლონ,მაგრამ როცა გირტყავენ,კუნთი იქნება თუ ძვალი,მაონც ჩვეულებრივ ზიანდება და ტკივილს განიცდი.ასე რომ კარგი ფიზიკური მომზადება,გეხმარება,მაგრამ მთლიანად ვერაფრით დაგიცავს.რუბინის მფლობელმა იხარბა,ეგონა გავკეთდიო,შავი დედალივით,მაგრამ აშკარად ჭკუაში წააგო.ცუდი ისაა,რომ მასთან ერთად,ხვიჩამაც წააგო და წაგებული იმ წუთიდან გახდა,ამხელა კონტრაქტს რომ მოუწერა ხელი და მათ კაიკაცობაზე გახდა დამოკიდებული.მეორე მხრივ,ეს მხოლოდ რუსეთში არ ხდება და ევროპაშიც უამრავი შემთხვევაა,როცა უაზროდ დადებული კონტრაქტი,ფეხბურთელის კარიერაზე უარყოფითად აისახება.სწორედ ამიტომაა საჭირო,მაღალკვალიფიციური აგენტი,რომ ფეხბურთელისათვის სასურველი პირობები და ხანგრძლივობა მოიპოვოს,სულ უფრო უკეთ განვითარებისათვის.აქ ჩვენი აგენტები,აშკარად მოიკოჭლებენ.სანამ ტრავმას მიიღებდა,მანამდე ხვიჩა თითქოს აქტიური ჩანდა,მაგრამ ეს რომ ის ხვიჩას თამაში არ იყო,ეგეც აშკარად ჩანდა.დრიბლინგისაკენ არ მიისწრაფვოდა,როგორც ადრე აკეთებდა ხოლმე.იმედია ნაკრების თამაშებისათვის ფორმაში და ჯანმრთელი იქნება,რუბინში კი,ჩემი აზრით,ის აღარასოდეს ითამაშებს ძველებური აღმაფრენით. პირველი იმედგაცრუებაც გამოსცადა და გაიზარდა.ბავშვი აღარ არის,ყველაფერს ვარდისფერებში რომ ხედავს.გუნდის მეპატრონეებს აღარ ენდობა და მათი ხათრით,თავს აღარ გამოიდებს.
ფეხბურთი
ამ წელს თუ არსად არ გადავიდა ევროპაში, დამთავრებულია კვარას განვითარება და ერთ წრეზე იტრიალებს ხან როსტოვში, ხან კრილიაში , ხან ალანიაში და ბოლოს ბათუმის დინამოში. გაასწარი მაქაურობას კვარა
ელგუჯა
ეგ 2 წელია მაგას იძახის ხვიჩა ფიზიკურად ძლიერი უნდა გახდეს ტრენაჟორების დახმარებით მაგრამ ხვიჩა სხვანაირად ფიქრობს ვარდი უეკლოდ ვის დაუკრეფია ახალგაზრდებო ფიზიკურად ძლიერები უნდა იყოთ რომ ტრამვები აიცილოთ და კონკურენციას გავუძლოთ
გულშემატკივარი
მორჩა ამ ბიჭის დიდ ფეხბურთზე ჩვენი ოცნება! სამწუხაროდ!ამ დ.ამპალ რუსეთში ჩვენი ტალანტების დამარხვა წარმატებით გრძელდება რუსეთში!... ასათიანი, ჯანაშია, ანანიძე აგერ უკვე კვარაცხელია... ჭკუას ვერ ვსწავლობთ ქართველები სამწუხაროდ ისევ საუკუნეებია წრეზე დავდივართ ერთი და იგივეზე კისერს ვიტეხავთ, მაგრამ ჩვენსას მაინც არ გიშლით!........
დათო
სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენი ბიჭები ტრამვისკენ მიდრეკილები არიან და ამის სათავე კი რა თქმა უნდა ბავშვთა ფეხბურთში უნდა ვეძებოთ. ჩვენი ბავშვები არასწორად ვითარდებიან და ეს იმის გამოა, რომ ბავშვთა ფეხბურთში არ გვყავს მაღალი კვალიფიკაციის მწვრთნელები და ფიზ-მომზადების სპეციალისტები. სწორედ ამის გამოა, რომ შემდგომში უკვე როდესაც ისინი დიდ ფეხბურთში შედიან ვერ უძლებენ მოთხოვნად დატვირთვებს და ქრონიკულ ტრამვატიტებად ყალიბდებიან.
რატი
უმადური ურუსების ნდობის დაკარგვა ვის ადარდებს? უმადურობის მერამდენე შემთხვევაა? მთავარია ხვიჩას ჯანმრთელობა, მისთვისაც და ჩვენი ნაკრებისთვისაც. უმადურებს თავში ქვა უხლიათ.
გუსანი
სამწუხაროდ ჩვენი ბიჭების ტრავმიანობის ამბავი დუნეაზე ყველამ იცის, და ეს მწარე რეალობაა, ადვილი მისახვედრია რატომაც -ანანიძეს და სხვებისაც -მაგალითი სახეზეა.. სლუცკიმ ერთერთ ინტერვიუშიც აღნიშნა, ხვიჩას ვურჩევ თავისუფალ დროს ზედმეტად კომპიუტერთან თამაშში კი არ გაღარჯოს, არამედ დარბაზში ტრენაჟორებზეო.... საგულისხმოა...
"ხვიჩას ძალიან კარგად ვეწყობი, რუსულად და ინგლისურად საუბარი შეგვიძლია" - საფონოვმა პსჟ-ში თავის მეგობრებზე ისაუბრა
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"კორინთიანსმა" "მილანს" ბრაზილიის ნაკრების მეკარე არ მიჰყიდა
20 წ. | ორი ტესტი მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
"გიორგი რუსეთის ნაკრებში დაბრუნებაზე ოცნებობს, ამხანაგურ მატჩში მაინც..." - ჯიქიას აგენტი
"პსჟ მადრიდის "რეალის" მცველს სარფიან კონტრაქტს შესთავაზებს" - ესპანური გამოცემა
"მიქაუტაძე "ვილიარეალს" წიტაიშვილის შეძენას ურჩევს, საქმეში სხვა კლუბებიც არიან" - რას წერს ფრანგული გამოცემა ქართველზე?
[VIDEO] რონალდოს ლამაზი საგოლე პასი და ფელიქსის ბრწყინვალე გოლი
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
"ბარსელონა" ბოლო წამებზე დამარცხდა - თორნიკეს ისევ არ უთამაშია
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
უარი "ჩელსის, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" - სემენიომ არჩევანი სხვა ინგლისურ გრანდზე შეაჩერა
[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა
100 საუკეთესოში მე-14 ადგილზე - ხვიჩა The Guardian-ის რჩეულებს შორის მოხვდა
"ხვიჩას ძალიან კარგად ვეწყობი, რუსულად და ინგლისურად საუბარი შეგვიძლია" - საფონოვმა პსჟ-ში თავის მეგობრებზე ისაუბრა
ნაახალწლევს პსჟ-ს და "კვარას" მარათონი იწყება - იხილეთ კალენდარი
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული