ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

30 ივლისიდან - ვიოცნებოთ ბრაზილიაზე

30 ივლისიდან - ვიოცნებოთ ბრაზილიაზე

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქეთა ხედი მეოთხე კალათიდან
30 ივლისს მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის წილისყრა გაიმართება და საქართველოს ეროვნული ნაკრების მომავალი მეტოქეების ვინაობასაც შევიტყობთ.

ბრაზილიაში გასამართი მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპის თაობაზე პერიოდულად ვწერდით და ჩვენი გუნდის სავარაუდო მოწინააღმდეგეთა შესახებ ინფორმაციებსაც გაწვდიდით. შეგახსენებთ, კალათებში ნაკრებები ფიფასა და "კოკა-კოლას" ივლისის რეიტინგის მიხედვით გადანაწილდებიან, რომელიც, მართალია, ჯერ არ გამოქვეყნებულა, მაგრამ საქმეში გასარკვევად ივნისის რეიტინგიც სავსებით საკმარისია - ამ ორ რეიტინგს შორის არსებულ პერიოდში ევროპული ნაკრებები საერთოდ არ თამაშობენ და რომელიმე მათგანმა პოზიცია რომც შეიცვალოს, ბებერი კონტინენტის წარმომადგენელთა თანმიმდევრობა მაინც უცვლელი დარჩება.

ასე რომ, დღესვე შეგვიძლია ვთქვათ, როგორი იქნება ევროპული კალათების შემადგენლობა 30 ივლისს.

პირველი კალათი: ესპანეთი, ჰოლანდია, გერმანია, ინგლისი, იტალია, პორტუგალია, ხორვატია, ნორვეგია, საბერძნეთი.

მეორე კალათი: საფრანგეთი, ჩერნოგორია, რუსეთი, შვედეთი, დანია, სლოვენია, თურქეთი, სერბეთი, სლოვაკეთი.

მესამე კალათი: შვეიცარია, ისრაელი, ირლანდია, ბელგია, ჩეხეთი, ბოსნია, ბელარუსი, უკრაინა, უნგრეთი.

მეოთხე კალათი: ბულგარეთი, რუმინეთი, საქართველო, ლიტვა, ალბანეთი, შოტლანდია, ჩრდილოეთ ირლანდია, ავსტრია, პოლონეთი.

მეხუთე კალათი: სომხეთი, ფინეთი, ესტონეთი, კვიპროსი, ლატვია, მოლდოვა, მაკედონია, აზერბაიჯანი, უელსი.

მეექვსე კალათი: ფარერები, ლიხტენშტაინი, ისლანდია, ყაზახეთი, ლუქსემურგი, მალტა, ანდორა, სან მარინო.

საქართველოს ნაკრებმა ბოლო დროს რეიტინგში მნიშვნელოვანი პროგრესი კი განიცადა, მაგრამ იმდენი ვერა, რომ მეოთხიდან მესამე კალათამდე აღზევებულიყო. საამისოდ ხორვატიაში გამარჯვება გვეყოფოდა, მაგრამ სპლიტში მასპინძელთა გააფთრებულ შეტევებს ბოლომდე ვეღარ გავუძელით. თუმცა ისიც სათქმელია, რომ ჩვენს ეროვნულ გუნდს თემურ ქეცბაიას დანიშვნამდე გაცილებით უარესი რეიტინგი ჰქონდა. შეხსენებისთვის: ევრო 2012-ის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრისას საქართველოს ნაკრები მეხუთე კალათის ბინადარი იყო.

სამუნდიალე კალათების შემადგენლობას დაკვირვებით თუ გადავავლებთ თვალს, დავინახავთ, რომ უმძიმეს და ხელსაყრელ ჯგუფში მოხვედრის დაახლოებით ერთნაირი შანსი გვაქვს და ვნახოთ, როგორი თვალით გადმოგვხედავს ფორტუნა 30 ივლისს.

როგორც ხედავთ, ჩვენი ორი ამჟამინდელი მეტოქე, ხორვატია და საბერძნეთი, პირველი კალათის წევრები არიან და იქ მოხვედრილ სხვა გუნდებს თუ გადავხედავთ, ზემოთ ნახსენები ორიდან რომელიმესთან კვლავ შეხვედრა ურიგო პერსპექტივა არ უნდა იყოს. ნორვეგიაც უთუოდ კარგი ვარიანტია, დანარჩენებზე კი რა გითხრათ...

მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის წილისყრისას, როცა საქართველოს ნაკრებს ექტორ რაულ კუპერი წვრთნიდა, ჩერნოგორიის ნაკრები ბოლო, მეექვსე კალათიდან გვერგო. მაშინ სერბეთისგან გამოცალკევებული ჩერნოგორიელები საერთაშორისო ასპარეზზე პირველ ნაბიჯებს დგამდნენ და წილისყრისას მოკრძალებული პოზიცია ამიტომაც ეკავათ, სულ მოკლე დროში კი საოცარი ნახტომი გააკეთეს და დღეს ფიფას რეიტინგში მე-16 ადგილზე არიან, რამაც სამუნდიალე წილისყრისთვის მეორე კალათში მიუჩინა ადგილი. მოკლედ, წინსვლაზე ჩვენ რა გვეთქმის, სალაპარაკო ამათ აქვთ, თუ აქვთ... დაგვეთანხმებით, მეორე კალათი მეტ-ნაკლებად თანაბარი დონის გუნდებითაა დაკომპლექტებული და "საჩუქარი" არავინ იქნება.

მესამე კალათშიც საკმაოდ ძლიერი ნაკრებები არიან. ნაკლებად სასურველ მეტოქეთა რიცხვს უნდა მივაკუთვნოთ ჩვენთვის ტრადიციულად უხერხული უკრაინა, მაინცდამაინც არც შვეიცარია და ჩეხეთი დაუძლურებულან.

მეოთხე კალათელებიდან, ბუნებრივია, საქართველოს ნაკრებთან ვერავინ მოხვდება, მათ შორის ავადსახსენებელი ბულგარეთი, მეხუთედან კი არასასურველი კვიპროსი უნდა იყოს. მეექვსე კალათი უკომენტაროდ დავტოვოთ...

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ფიფამ გამოაცხადა, რომ საქართველოსა და რუსეთის ნაკრებები ერთ ჯგუფში არ მოხვდებიან, ისევე, როგორც აზერბაიჯანი და სომხეთი (თუმცა ეს ორი ისედაც ერთ კალათში აღმოჩნდა). ასე რომ, მეორე კალათიდან ჩვენი პოტენციური მეტოქე მხოლოდ რვა გუნდია.

რაც შეეხება ევროპის ზონის შესარჩევი ტურნირის ფორმატს, ჩვენი კონტინენტის 53 ნაკრებიდან ბრაზილიაში მხოლოდ 13 გაემგზავრება. შეიქმნება 9 ჯგუფი, საიდანაც 8-ში 6-6 გუნდი იქნება, ერთში კი - 5. ჯგუფების გამარჯვებულები მუნდიალის საგზურს ავტომატურად მიიღებენ, ყველაზე უარესი შედეგის მქონე მეორეადგილოსანი თამაშგარეში დარჩება დანარჩენი რვა კი ოთხ წყვილს შეადგენს და ბოლო ოთხ საგზურსაც ისინი გაითამაშებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• buxuti

რას ერჩით ავტორს არ მესმის. მსოფლიოზე მოხვედრა საოცნებო არა მარტო ჩვენთვისაა. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ჯერ არცერთხელ ახლოსაც არ ვყოფილვართ ფინალურ სტადიაზე გასვლასთან. ჯობია ეხლა ვიყოთ ცოტა თავმდაბლად და ბოლოში ომახიანად. ისე, თუ ვინმეს მართლა გონია, რომ ჩვენი გასვლის შანსები (ვინც არ უნდა იყოს მოწინააღმდეგეები) მაღალია, კენჟისყრის მეორე დღეს აი აქ შედით www.willhill.com და ნახავთ ცვენი შანსების მეტ-ნაკლებად ობიექტურ შეფასებს - ეგ ბიძიები დიდარ არ ცდებიან - თავის ფულზე თამაშისას ხალხი არ ცდება ხოლმე, და თუ ცდება კოტრდება და ბიზნესში დიდხანს ვერ რჩება.

• state

სწორი შენიშვნაა ... მადლობა ვახოს.... განთავისუფლდით ჩმორული ფსიქოლოგიისგან და შეჯიბრის დაწყებამდე ნუ წააგებთ...

• gia77

ბოლო ბოლო პოტენციურიი მოწინააგმდეგეები ვინ იქნება ჩვენი????

• vaxo

სტატიის სათაური არის ჩვენი ნაკრების დამამცირებელი, საოცნებო დღესდღეისობით ჩვენ ნაკრებს არაფერი არ ჭირს...მე რომ ნაკრების წევრი ვიყო ეს სათაური ცუდად იმოქმედებდა ამიტომ დაფიქრდით რას წერთ!!!

"უბრალოდ, საქართველოს ნაკრების ამ მატჩს შეხედეთ" - მილევსკიმ ერთა ლიგაზე უკრაინის ნაკრების შანსები შეაფასა

"ქართველებს კვარაცხელიას გარდა არავინ ჰყავთ" - უკრაინელი ექსპერტი საქართველოს ნაკრებზე

საბო: საქართველოს დამარცხება შეიძლება - პუტინის მარიონეტ ორბანის უნგრეთთან ჩეხვა იქნება

მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს

კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში

გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია

ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია

"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა

კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს

პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე

ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს

ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს

15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით

20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან

კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?

"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო

"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ

L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული

ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა

თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა

"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა

[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა