პეკინის ზამთრის ოლიმპიადაზე რუსმა მოციგურავე კამილა ვალიევამ ფიგურულ სრიალში ქალთა ინდივიდუალურ თავისუფალ პროგრამაში მე-4 ადგილი დაიკავა, რითაც დასრულდა ერთ კვირაზე მეტხნიანი კამათი მას შემდეგ, რაც მოზარდს, აკრძალულ ნივთიერებაზე დადებითი ტესტის მიუხედავად, სრიალზე უარი არ ეთქვა...

რუსეთის ოლიმპიური კომიტეტი (ROC) კვლავ დომინირებს, რადგან კამილას თანამემამულეები ანა შჩერბაკოვა და ალექსანდრა ტრუსოვა, შესაბამისად, პირველ და მეორე ადგილებზე გავიდნენ...

ღონისძიებაზე ვალიევას ოქროს ელოდნენ, თუმცა თავისუფალი პროგრამის დროს ის არაერთხელ წაიქცა... 15 წლის გოგონას გვერდით მისი მწვრთნელი ეთერ თუთბერიძე იდგა, რომელიც ახლა ყურადღების ცენტრშია...

ოლიმპიადის დაწყებამდე, დეკემბერში აღებულ ნიმუშში, ვალიევას გამოყენებული აკრძალული გულის წამალი ტრიმეტაზიდინი ჰქონდა - პრეპარატი, რომელიც ჩვეულებრივ სტენოკარდიის სამკურნალოდ ინიშნება და რომელსაც ექსპერტების თქმით, შეუძლია გულში სისხლის ნაკადის გაზრდით გამძლეობა გაზარდოს. ეს ყველაფერი მოგვიანებით, ოლიმპიადის მსვლელობისას გამოჩნდა...

გასულ კვირას სპორტის საარბიტრაჟო სასამართლომ ვალიევას მწვანე შუქი მისცა ასპარეზობის გასაგრძელებლად, მისი არასრულწლოვნობის განსაკუთრებული გარემოებების გამო. ამ ფაქტმა ყურადღება მის გარშემო მყოფ მოზარდებსა და ბრჭყვიალა ზედაპირის ქვეშ რუსული ფიგურული სრიალის სავარაუდო ბნელ სამყაროზე გაამახვილა.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სურვილია, ამ საქმის ყველა ასპექტი განიხილოს, მათ შორის, გარემოცვის ჩათვლით, რადგან, რა თქმა უნდა, 15 წლის გოგონა დამოუკიდებლად ამას ვერ გააკეთებდა...

"თითქოს გრძნობები არ დამრჩენია, ბედნიერი ვარ, მაგრამ ამავდროულად, ემოციურად დაღლილი" - განაცხადა ვალიევამ. მისი მწვრთნელი ეთერ თუთბერიძეა, რომელსაც ხშირად უწოდებენ ფიგურულ სრიალში ყველაზე ძლევამოსილ ქალსა და სპორტში რუსეთის დომინირების მამოძრავებელ ძალას. მისი სტუდია მოსკოვში საუკეთესო მოციგურავე ქალებს მთელი რუსეთიდან იზიდავს, რომლებსაც ადრეული ასაკიდან რეკორდების მოხსნასა და რთული ნახტომების შესასრულებლად ავარჯიშებენ. "ჩვენ აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ, რომ კამილა უდანაშაულო და სუფთაა" - განაცხადა თუთბერიძემ...

იულია ლიპნიცკაიამ სოჭის ზამთრის ოლიმპიადაზე 2014 წლის 20 თებერვალს წარმატებას მიაღწია. ვალიევის მსგავსად, იულია ლიპნიცკაია 15 წლის იყო, როდესაც რუსეთს 2014 წლის სოჭის ოლიმპიადაზე გუნდური ოქროს მოპოვებაში დაეხმარა. 19 წლის ასაკში ლიპნიცკაიამ თავი დაანება ფიგურულ სრიალს - ანორექსიასთან ბრძოლის შემდეგ.

ევგენია მედვედევა 18 წლის იყო, როდესაც 2018 წლის პიონჩანგის ოლიმპიურ თამაშებზე ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა - ერთეულებსა და გუნდურ შეჯიბრებაში. მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა შარშან არაოფიციალურად დატოვა ასპარეზობა ზურგის ტრავმის გამო.

მედვედევას თანაგუნდელმა ალინა ზაგიტოვამ, რომელმაც პიონჩანგში ოქრო 15 წლის ასაკში მოიპოვა, 19 წლის ასაკში განუსაზღვრელი შესვენება გამოაცხადა. ზაგიტოვას დომინირება რეკორდული იყო - რუსეთის პირველი მოციგურავე, რომელმაც მოიგო ოლიმპიური ოქრო, მსოფლიო ფიგურულ სრიალში, ევროპის ჩემპიონატი და გრან პრი.

თითოეული მათგანის მწვრთნელი თუთბერიძე იყო...

მოგეხსენებათ, ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა რუსი სპორტსმენები სპორტის სხვადასხვა სახეობაში დოპინგ-სკანდალში ეხვევიან...

მომზადებულია cnn-ის მიხედვით

სოსო
თამთა,მე სპორტ.რუ-ზე შევდივარ ხოლმე ყველაზე მყვირალა სათაურები,ყოველთვის ეთერ თუთბერიძის მიმართ არის ხოლმე,სხვა სპეციალისტების მხრიდან.ვალიევას სკანდალის შემდეგ,ეს კამპანია კიდევ უფრო გაძლიერდა.თუმცა არიან ისეთებიც,ვინც მას იცავენ და პრობლემას,სახელმწიფოს მიდგომაში ხედავენ.
მოსეხონელი
ძლევამოსილია თი ალექსანდრე მაკედონელი:)მედლებს კი იგებენ მისი შეგირდები.ფინლაში 3 რუსიდან 2 მა პორველ მეორე და მესამემ მეოთხე ადგილო დაიკავა ისიც ნერვებმა უმტყუნა 15 წლის ბავშვს ვიგაც პოლიტიკურად მოფიქრალი ..... გულისთვის.
ვაჟა მასწავლებელი
ძვირფასო თამთა, წაკითხულს დაუკვირდით: გარკვევით ვწერ, რომ ინფორმაცია რუსული სპორტული საიტებიდან არის მიღებული. ნაც-მოც-ქაც-მიცად ყველაფრის დაყოფა კარგს არაფერს მოგვიტანს!
თამთა
ტყუილია მეც რუსეთში ვცხოვრობ და ქების გარდა არაფერი გამიგია თქვენ ალბათ ნაცინალების კომენტარებს კითხულობთ
სოსო
გასული საუკუნის 70-ან წლებამდე საბჭოთა კავშირი,ფიგურულ ციგურაობაში,მხოლოდ წყვილებში გამარჯვებებით იყო ცნობილი.რაც შეეხება ერთეულთა თანრიგს,აქ ყოველთვის დიდი პრობლემები იყო და განსაკუთრებით ქალებში.ერთ დროს,სსრკს სახელით,ქართველი მარინე სანაიაც გამოდიოდა,მაგრამ ათეულში მოხვედრა,მხოლოდ ოცნების საგანი იყო.ასე გაგრძელდა ელენა ვოდორეზოვას გამოჩენამდე,რომელმაც 12 წლისამ გაიმარჯვა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში და მსოფლიოს არენაზეც ფურორი მოახდინა,თავისი ურთულესი ნახტომებით.რუსი მწვრთნელები მიხვდნენ,რომ ეს წარმატებისაკენ მიმავალი სწორი გზა იყო და ამ მიმართულებით გააგრძელეს მუშაობა.სხვათა შორის,ელენა გედევანიშვილის მწვრთნელიც,სწორედ ელენა ვოდორეზოვა გახლდათ.ის ახლაც ერთერთი საუკეთსო მწვრთნელია და ეთერ თუთბერიძეს უწევს კონკურენციას.
ვაჟა მასწავლებელი
რუსულ სპორტულ საიტებზე მარტო თუთბერიძის სალანძღავი სტატიები ქვეყნდება და მით მეტი, რაც მეტ გამარჯვებას აღწევენ რუსი სპორტსმენები. მადლობის არ თქმა რუსული ხასიათის ერთ-ერთი გამოვლენაა. თუთბერიძე დიდი მწვრთნელია, მაგრამ უდიდესი ნაკლი აქვს - ქ ა რ თ ვ ე ლ ი ა.
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
Aprilia Racing-ის ისტორიული გამარჯვება MotoGP-ს რბოლაში!
სუპერლიგის პირველი წრე დრამატული მატჩით დასრულდა – ორბმა რუსთავი ოვერტაიმში დაამარცხა
ხორდი კრუიფი "აიაქსის" სპორტულ დირექტორად დაინიშნა
"გერმანია და ბრაზილია ტოპ 5-ში არ არიან" - კროოსმა მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა
ედინსონ კავანიმ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
[VIDEO] მამუკელაშვილის 22 წუთი და ბარნსის საოცარი მატჩი - "ტორონტომ" "გოლდენ სტეიტი" ოვერტაიმში დაამარცხა
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგმა" ადვილად გაიმარჯვა
"ინშალა". გოლი ყოველ 5 წუთში "რეალის" კარში - ლაპორტამ თქვა, რა არის სამოთხე
Globe Soccer Awards. საუკეთესო ფეხბურთელი დემბელე გახდა - კვარაცხელია თავდამსხმელებში ნომინანტებს შორის იყო
ჰოილუნის ლიდერობით - "ნაპოლიმ" "კრემონეზეს" მოუგო
"გაზაევი ულვაშა ჰომოსექსუალია" - კიევის "დინამოს ყოფილი" ფეხბურთელი
"ნაპოლი" აღარ ხუმრობს - მზადაა "რეალის" 18 წლის შემტევი 50 მილიონად შეიძინოს
"მანჩესტერ იუნაიტედი" "რომას" ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"თუ გორდონი 100 მილიონი ღირს, მაშინ ჩემი ფასი 200 მილიონი იქნებოდა"- ანდრეი არშავინი
"მომატებული 5 კილოგრამი ასე დავიკელი" - პეპ გვარდიოლა
"გუნდი არ ვიყავით, ყველა თავისთვის თამაშობდა" - ვიტინიამ მესი-ნეიმართან ერთად თამაშის პერიოდი გაიხსენა
"დაკარგული ჯერ არაფერია. "ლივერპულმა" "მანჩესტერ სიტის მსგავსად უნდა იმოქმედოს" - ჯეიმი კარაგერმა მერსისაიდელებს რჩევა მისცა
[VIDEO] პსჟ-ს ფეხბურთელებმა დემბელეს დასცინეს
საქართველოს ხელბურთის ეროვნულმა ფედერაციამ 2025 წელი შეაჯამა
GFF Awards 2025 - საუკეთესო ფეხბურთელად კვარაცხელია დაასახელეს
[VIDEO] ემერიმ "სტემფორდ ბრიჯზეც" მოიგო - "ასტონ ვილას" ბრწყინვალე სერია და უოტკინსის უნიკალური რეკორდი!