eldesmarque-ს მტკიცებით, მას შემდეგ, რაც იასპერ სილესენმა ფეხზე ოპერაცია გაიკეთა, კვირას ლა ლიგის 25-ე ტურში "ბარსელონასთან" საშინაო მატჩში "ვალენსიას" კარს უეჭველი კვლავ გიორგი მამარდაშვილი დაიცავს, რომელმაც როტაციაში ხაუმე დომენეკი გვერდზე ჩააჩოჩა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ მიუხედავად სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილზე ყოფნისა, "ვალენსიას" ჯერ კიდევ აქვს ევროტურნირებზე გასვლის შესაძლებლობა, გუნდის მომავალი დიდწილადაა დამოკიდებული ქართველზე და როგორც ჩანს, იქამდე ითამაშებს, ვიდრე სერიოზულ შეცდომას არ დაუშვებს, რაც იმედია, არ მოხდება:

"ამ კვირაში სილესენის ტრავმამ და მორიგმა ოპერაციამ აიძულა მწვრთნელი ხოსე ბორდალასი რეაგირება მოეხდინა. ნიდერლანდელი კვლვ მუდმივი თავსატკივარია ნებისმიერი თავკაცისთვის, რომელიც "მესტალიაზე" მუშაობდა. მას ფიზიკური პრობლემები ყოველ სეზონში აქვს და ამიტომ თამაშობს მამარდაშვილი.

ბორდალასს აღარაფერი დარჩენია გარდა იმისა, რომ მომხდარზე რეაგირება მოახდინოს, რასაც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში აკეთებს. ჯერ სილესენი დომენეკით შეცვალა, ხოლო მერე მამარდაშვილით. საქმეს ისეთი პირი უჩანს, ქართველმა კარში ადგილი დაიმკვიდრა. მან ბოლო სამი შეხვედრა ჩაატარა და მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, დაამტკიცა, რომ ძალიან მაღალი კლასის მქონეა და შესანიშნავი პერსპექტივა გააჩნია. შეგახსენებთ, გიორგი მხოლოდ 21 წლისაა და წინ დიდი მომავალი აქვს. ბორდალასს ეს ჩინებულად ესმის.

სილესენი თავის ყოფილ გუნდთან ვერ იასპარეზებს და კიდევ ერთი თვე იუქმებს. ყველაფერი ეს იმას მოასწავებს, რომ კარში მამარდაშვილი ჩადგება და თეორიულად არაფერი არ შეიცვლება, სანამ თავის მოვალეობას შეასრულებს. ასე იქცევა ბორდალასი სეზონის დასაწყისიდან.

ვალენსია - ბარსელონა (სავარაუდო შემადგენლობები)

ვალენსია: მამარდაშვილი, კორეია/გიიამონი, ალდერეტე, დიაჰაბი, გაია, ფოლკე, მორიბა, სოლერი, ბრიანი, დურო, გედეში

ბარსელონა: ტერ შტეგენი, დესტი, არაუხო/მინგესა, გარსია, ალბა, ბუსკეტსი, გავი/პედრი, ფ. დე იონგი/პედრი, ტრაორე, დემბელე, ტორესი, ლ. დე იონგი/ობამეიანგი".

მიშო
მიდი მამარდ და კურტუას მერე შენია რეალის კარები
სოსო
ვალენსია ისე ცუდად თამაშობს რომ,მამარდა უკვე ახლავე ჩანს,ერთერთ საუკეთესო ფეხბურთელად.რა თქმა უნდა ადვილი შესამჩნევია მისი ნევროზულობა და შეცდომებიც,მაგრამ სხვები კიდევ უარესები არიან.გიორგი სულ რამდენიმე თამაშის შემდეგ,გაცილებით უფრო თავდაჯერებული გახდება,ბევრსაც ისწავლის და მომავალი სეზონისათვის,ფაქტობრივად სრულფასოვანი მეკარე გახდება,ყოველგვარი დათმობების და მოფერების გარეშე.
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო