საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი დღეს დოჰას ტურნირის ფინალში გამოცდილ ესპანელ რობერტო ბაუტისტა აგუტს (16) დაუპირისპირდება.

ჩვენებური ოპტიმალურ ფორმას უახლოვდება, ნელ-ნელა თავის საუკეთესო თამაშს პოულობს და დღეს კარიერაში მე-6 ტიტულის მოგებას შეეცდება.

ნიკოლოზმა სეზონი საშინლად დაიწყო და ამას თავისი მიზეზებიც ჰქონდა. მან სეზონის დასაწყისში კოვიდი გადაიტანა, რამაც პრობლემები შეუქმნა, თუმცა ახლა ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის.

დოჰაში ბასილაშვილი მატჩიდან-მატჩამდე უმატებს. იმერთან და ფუკსოვიჩთან შეხვედრაში ბევრი შეცდომა ჰქონდა, თუმცა ბრწყინვალე "ვინერსებითა" და უძლიერესი დარტყმებით ეს გადაიფარა.

ამას ვერ ვიტყვით არტურ რინდენკრენჩთან (61) დაპირისპირებაზე. აქ უკვე ნიკა როგორც მიღებაზე, ასევე მოწოდებაზე, ბრწყინვალე იყო და კარიერის საუკეთესო ფორმაში მყოფი ფრანგი, რომელსაც ძალიან კარგი მოწოდება აქ, უშანსოდ დაამარცხა (6:4 6:2).

დღეს კი კატარის დედაქალაქში შარშანდელი ფინალი გამეორდება და იმედს ვიტოვებთ, რომ კვლავ იმავე სცენარით წარიმართება, რაც 2021 წელს მოხდა. მაშინ ქართველმა აგუტი უბრალოდ "დაბომბა" და თავისი შესანიშნავი დარტყმებით მეტოქე უშანსოდ დატოვა. მთლიანობაში, ნიკასთვის ბაუტისტა უცნობი მეტოქე ნამდვილად არაა. მათი გზები კორტებზე აქამდე 5-ჯერ გადაიკვეთა, საიდანაც ბასილაშვილმა ორჯერ იმარჯვა. საინტერესოა, რომ ეს ორივე გამარჯვება ჰარდის კორტებზე შედგა, რომელ საფარზეც დღევანდელი დაპირისპირება გაიმართება, რაც ერთგვარ უპირატესობას გვაძლევს.

რაც შეეხება მეტოქეს, 33 წლის უკვე ვეტერანს 9 ტიტული აქვს მოპოვებული. აგუტმა დოჰაში ფინალამდე ენდი მარეის (87), თანამემამულე დავიდოვიჩ ფოკინასა (47) და რუს კარენ ხაჩანოვს (27) სძლია.

როგორც იცით, ნიკა შარშანდელი ჩემპიონია, ამიტომ გამარჯვების შემთხვევაში უბრალოდ ქულებს შეინარჩუნებს და დამატებით არაფერი დაემატება.

ბასილაშვილმა ფინალში გასვლისთვის 80 410 დოლარი უკვე გამოიმუშავა. თუ დღესაც გაიმარჯვა, ეს თანხა 114 875 დოლარამდე გაიზრდება.

წარმატებები ნიკოლოზს და ვართ კიდევ ერთი ჩემპიონობის მოლოდინში!!!

მატჩი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

თენგაბი
მიდი ნიკა, ჩვენი იმედი და სიამაყე ხარ. ღმერთმა მოგიმართოს ხელი.
ჯუჯი
სამაგიეროდ ახალ სიყვარულში გაუმართლა.
დათო
…აჭარა სპორტი1 ან 2
S.K.K.
საუკეთესო ქართული გენის მატარებელი (Gარეგნულად). რა ქნას არ გაუმართლა სიყვარულში, მაგრამ გაუმართლა ტენისში (თავისი შრომით)
გიორგი 50
ნიკა, კიდევ ძალიან მაგარი ნერვები შეგრჩენია... ღმერთმა ხელი მოგიმართოს ქართველო...
ქობულეთიდან
წარმატებები ნიკას!!!
პინოგიო
ფუკსოვიჩი არა ფუქსავატოვიჩი
უტე
უძლიერესი სპორტსმენი
Goga
Midi basil
Mch
რომელ არხზე შეიძლება ყურება?
დათო
…ბრავო მაესტრო!!! წარმატება აგუტთან!!!
₾ადო
სად ვუყურით ფინალს, არ გვეტყვით?
ნინი
საქართველოს საამაყო ჩოგბურთელო! ვამაყობთ შენით და ველოდებით შენს მორიგ გამარჯვებას!
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
მეტოქე მატჩზე არ გამოცხადდა - ბასილაშვილმა მიმდინარე სეზონში ორი წრე პირველად დაძლია
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის