"დინამო თბილისი" 2022 წლის საფეხბურთო სეზონს 25 თებერვალს "დინამო არენაზე" გასამართი ქართული დერბით გახსნის, სადაც ისინი ქუთაისის "ტორპედოს" დაუპირისპირდებიან. მოახლოებული სეზონის წინ თბილისური კლუბის გულშემატკივრებს და სხვა დაინტერესებულ პირებს "დინამო თბილისის" პრეზიდენტი რომან ფიფია და აღმასრულებელი დირექტორი ზაზა დოლიძე მიმართავენ.

რომან ფიფია:

მოგესალმებით,

25 თებერვალს ჩვენი გუნდი მორიგ საფეხბურთო სეზონს გახსნის. სიმბოლურია, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან სეზონს ყველაზე პრინციპული მეტოქის წინააღმდეგ გასამართი მატჩით ვიწყებთ. დიდი ინტერესით ველოდები ამ შეხვედრას და ზოგადად 2022 წლის სეზონს. მსურს, წარმატება ვუსურვო ყველა დინამოელს, დაწყებული პირველი გუნდიდან, დამთავრებული ჩვენი აკადემიით, რომელიც ჩვენი გუნდის მთავარი საყრდენია. პირადად ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ დღევანდელი "დინამოს" ძირითად ბირთვს სწორედ აკადემიელები წარმოადგენენ.

გამახარა შეკრებაზე ნაჩვენებმა თამაშის ხარისხმა და რაც უფრო მნიშვნელოვანია, ფეხბურთელების, მწვრთნელებისა და სტაფის საქმისადმი დამოკიდებულებამ. აქვე მსურს წარმატებული სეზონი ვუსურვო ჩვენი გუნდის ყველა ახალწვეულსა და ლეგიონერს. ისეთ კლუბში თამაში, როგორიც "დინამო თბილისია", უდიდესი პატივია და დარწმუნებული ვარ, ახალი ფეხბურთელები საქმეს სწორედ ასეთი პასუხისმგებლობით მოეკიდებიან.

კლუბში განხორციელებული ცვლილებების შედეგად შევძელით, რომ ყველა მიმართულებით პასუხისმგებლობა საკუთარი საქმის პროფესიონალებმა აიღეს. მსურს ახალ სეზონში თითოეულ მათგანს "დინამოსთან" ერთად უდიდესი წარმატება ვუსურვო. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს კლუბში პასუხისმგებლობები სწორად არის გადანაწილებული და გადაწყვეტილებებს კოლექტიურად ვიღებთ. დარწმუნებული ვარ, ასეთი მიდგომით აუცილებლად მივაღწევთ წარმატებას.

გასულ სეზონებში ნაჩვენები არასახარბიელო შედეგების გამო ჩვენი გულშემატკივარი სამართლიანად გვაკრიტიკებდა. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ სწორი მუშაობით დაშვებული შეცდომები გამოვასწოროთ და ქომაგებს ის სიხარული დავუბრუნოთ, რასაც მათ ჩვენი კლუბი წლების განმავლობაში ჩუქნიდა. მომავალი სეზონისთვის კონკრეტული დაპირებების გაცემა არ მსურს, რადგან ვფიქრობ, რომ ჩვენი სათქმელი სწორი მუშაობით და სტადიონზე ნაჩვენები შედეგით უნდა გადმოვცეთ."

ზაზა დოლიძე:

"ახალ სეზონს ოპტიმისტურად ვხვდები. ვფიქრობ, რომ კლუბში განხორციელებული ცვლილებები და მმართველობის ახალი ფორმა უახლოეს მომავალში წარმატებას მოგვიტანს. სეზონს პრინციპული დაპირისპირებით გავხსნით და ვფიქრობ, რომ ეს დამატებითი მოტივაციაა თითოეული დინამოელისთვის. ასეთ მატჩებში გულშემატკივართა მხარდაჭერას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ მსურს ყველას მოგიწოდოთ, 25 თებერვალს "დინამო არენის" ტრიბუნებიდან ყველამ ერთად ვუქომაგოთ ჩვენს საყვარელ გუნდს.

2022 წელს "დინამოში" უამრავი საინტერესო სიახლე იგეგმება. ბევრს ვმუშაობთ და ძალიან გვსურს, რომ ეს სეზონი წარმატებული გამოვიდეს. ბედნიერი ვარ, რომ შევძელით და გუნდში ყველა საჭირო მიმართულებით გამოცდილი მენეჯერები მოვიზიდეთ. ეს ფაქტორი დასახული მიზნების მიღწევაში აუცილებლად დაგვეხმარება.

"დინამო თბილისისა" და ქუთაისის "ტორპედოს" დაპირისპირება 25 თებერვალს, 21:00 საათზე, ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენაზე" შედგება. გულშემატკივარს ბილეთების შეძენა როგორც ონლაინ (TKT.ge), ასევე ფიზიკურად, სტადიონის სალაროებში შეეძლება."

fc dinamo

ბაჩი
ბომბა გუნდების თამაშს კი არ ნიშნავს ამ ორი გუნდის შეხვედრა ძმებო,არამედ საბჭოთა კავშირში ვართ ჩარჩენილი,მაშინ დაერქვა ამ თამაშს გრუზინსკი დერბი და ჩვენ იქ ჩავრჩით,გურია და დინამოს შეხვედრასაც გრუზინსკი დერბი ერქვა მაშინ მაგრამ რომ არ გვეგონოს რომ იქ ჩავრჩით მხოლოდ ტორპედო დინამოს შეხვედრას შერჩა ეს სახელები,გუნდებსაც ორივეს რუსული სახელები ქვია... გუნდები სახელწოდებით დინამო და ტორპედო მხოლოდ საბჭოთა სივრცეში გვევლინება,ზაგრები და დრეზდენის დინამოებიც კი იმ დროს ამ სამყაროს ნაწილი იყვნენ,ერთი იუგოსლავიის შემადგენლობაში,მეორე საბჭოეთთან დამარცხებული გერმანიის (გდრ-ს) გუნდი...
ბაჩი
ბომბა გუნდების თამაშს კი არ ნიშნავს ამ ორი გუნდის შეხვედრა ძმებო,არამედ საბჭოთა კავშირში ვართ ჩარჩენილი,მაშინ დაერქვა ამ თამაშს გრუზინსკი დერბი და ჩვენ იქ ჩავრჩით,გურია და დინამოს შეხვედრასაც გრუზინსკი დერბი ერქვა მაშინ მაგრამ რომ არ გვეგონოს რომ იქ ჩავრჩით მხოლოდ ტორპედო დინამოს შეხვედრას შერჩა ეს სახელები,გუნდებსაც ორივეს რუსული სახელები ქვია... გუნდები სახელწოდებით დინამო და ტორპედო მხოლოდ საბჭოთა სივრცეში გვევლინება,ზაგრები და დრეზდენის დინამოებიც კი იმ დროს ამ სამყაროს ნაწილი იყვნენ,ერთი იუგოსლავიის შემადგენლობაში,მეორე საბჭოეთთან დამარცხებული გერმანიის (გდრ-ს) გუნდი...
ბაჩი
და რით იმსახურებს კონკრეტულად ამ ორი გუნდის თამაში ამ სტატუსს?
თუთაშხუიას
კლასიკოს რას უწუნებ?! ინტერი და იუვენტუსი რას თამაშობს იქ რატო ეძახიან ამას ჩვენთვის სულ არ აქვს მნიშვნელობა! ეროვნულში ეს ჯახი მოინათლა კლასიკოდ, თან იმ დროს როცა მართლა ბომბა თამაშები იყო მათ შორის გინდა ფანობის მხროვ ორივე გუნდიდან და გინდა ფეხბურტელების დონის მხრივ! და ვიღაცას მოუნდა თავის ჭკუაზე შეცვლა და აიყოლია შაიკა!
gia
კიდე გვატყვილეებს?
დააT
ბოდიშით სხვაგან უნდა დამეწერა ჩემი პოსტი
დათა თუთაშხია
იმიტომ რომ დერბი არ ნიშნავს მხოლოდ ერთი ქალაქის ან ერთი რეგიონის გუნდების თამაშს, ხშირად ის ყველაზე პრინციპული დაპირისპირების აღსანიშნავადაც გამოიყენება. ამის ყველაზე ცნობილი მაგალითი Derby d'Italia - ა, ინტერის და იუვენტუსის დაპირისპირება. შესაბამისად, რა გიკვირთ ან რას ვერ ხვდებით, გაუგებარია.
დააT
მართალი ხართ. თუ გახსოვთ პირველი დერბი იყო დინამო თბილისი - დინამო ბათუმი, მაგრამ ამ დერბის თითქმის სულ თბილისის დინამო იგებდა და დაეკარგა აზარტი. 90-იანი წლების ბოლოს გამოჩნდა ქუთაისის ტორპედო რომელიც უფრო ხშირად უგებდა თბილისის დინამოს და ამიტომ შეეტენა დერბის სახელი დინამო - ტორპედოს. დღეს რეალურად დინამო - ბათუმია დერბი. რაღაც პერიოდი ზესტაფონი - დინამოც მაგარი თამაშები იყო
ვაკო
ჯერ ერთი ეს არაა დერბი და არის ქართული კლასიკო! მეორეც ფიფია ასწავლის ფეხბურატელებს რომ დინამოში მოხვედრა პასუხ9სმგებლობაა და თავად არ ვერ გრძბიბს რომ ამხელა ისტორიის პრეზიდენტია და ასამარებს მას! მესამეც ის რომ ეს დოლიძე რა შუაშია?
bejo
შენი დანახვაც არ მინდა , ფიფია აფერისტი კაცი ხარ … ცხადაძეს რას ატყუებ არ ვიცი … კახა ნახწვარ გუნდს გაყიდის ზაფხულშო არ ენდო ამ …
სხვა რამე
რა დონე ხალხია ვააა, შეხედვაც კი დონეს გვიწევს უბრალო ხალხს
პროფესტო
დინამო ხელფასებში ხარჯავს 2,3 მილიონ დოლარს ამ თანხაში შედის ყველა თანამშრომლის ხელფასი, ფეხბურთელების, მწვრთნელების, დამლაგებლების, დირექტორების და ა.შ. წარმოიდგინეთ ვარშავის ლეგია მარტო ხელფასებში ხარჯავს დინამოზე შვიდჯერ მეტს! 14,2 მილიონ დოლარს! ამხელა თანხებით მხოლოდ ევროპა ლიგაზე ხვდება ლეგია (ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო წლებში მხოლოდ ერთხელ მოხვდა). შესაბამისად არავის არ უნდა გვიკვირდეს დინამოს ცუდი შედეგები, აი ამათ ამ ხარჯებით უნდა ლიგაზე გასვლა :) ეს წარმოუდგენელია. ფიფიას უნდა რომ კაპიკები დახარჯოს და ლიგაზე გავიდეს, სადაც თუ გავა უეფასგან მიიღებს 15 მილიონ ევროს. შესაბამისად ევროპული გუნდები ხარჯავენ ბევრად მეტს და შესაბამისად გადიან ლიგაზეც! მარტივი ლოგიკაა ბიზნესში თუ ჩადებ 3 მილიონ დოლარს ვერ მიიღებ 15 მილიონს ერთ წელიწადში. მგონი ავხსენი საკითხი
დააT
როცა რომან ფიფია დინამოზე კარგს იზახი ეს იგი დინამოს დედა აქვს ............ :D როგორც ხდება ხოლმე
moashoret Dolidze
მოაშორეთ დოლიძე
ბაჩი
ძალიან ბევრჯერ დავწერე და პასუხი ვერასდროს მივიღე ამ კითხვაზე,კიდევ ერთხელ დავსვამ და თუ გინდათ პოსტი დადეთ ამის შესახებ და აგვიხსენით თუ რატომ ქვია დინამოს და ტორპედოს თამაშს ქართული დერბი? ფოთის კოლხეთი ან სოხუმიშ დინამო თუ ხვდებიან თბილისის დინამოს ამ თამაშს რა ვუწოდოთ? სხვამხრივ სიტყვაზე რომ ვთქვათ ქუთაისისა და ზუგდიდის თამაშს ,ბათუმისა და ფოთის,ლანჩხუთის და მარტვილის თამაშს და ასე შ...უპრობლემოდ შეიძლება კოლხური დერბი უნდა ვუწოდოთ რადგან ასეც არის... პირდაპირ დისლაიქებს ნუ დასვამთ,ჯერ წაიკითხეთ და დაუფიქრდით რა კითხვა დავსვი და არის თუ არა დასმული კითხვა ლეგიტიმური,მერე გინდა ლაიქი დასვით და გინდა დისლაიქი...
buba
"თეთრი, შავი აბანოში გამოჩდებაო!" დაველოდოთ თასებზე თუ გავიდნენ იქ რას იზავენ და მერე დაიწყე შეფასება-დაფასება პატივცემულო რომან!...
"ახალი ციკლის წინ ნაკრებში მწვრთნელი უნდა შეგვეცვალა" - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
თსუ კავკასიასთან 2:0 დაწინაურდა, ორბმა მარგვეთს სერია გაუთანაბრა
ლეგიონერები - ირაკლი კბილაშვილი საუკეთესო იყო, წარმატებული კვირა ჰქონდა გიორგი ცხოვრებაძეს
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" ისევ დამარცხდა
"ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
კვერნაძის "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა და სერია A-ში დაბრუნებასთან ახლოსაა
[VIDEO] ზივზივაძე დაფრინავს - ქართველის ზედიზედ მესამე გოლი ბუნდესლიგაში
ბენზემამ გამორიცხა - კარიმი ფეხბურთელის რანგში მშობლიურ გუნდში არ დაბრუნდება
"მილანი" ძლიერდება - "როსონერი" ორი ტრანსფერის განხორციელებასთან ძალიან ახლოსაა
"არ ვცდილობთ, რომ მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანები ვიყოთ" - ბრუნომ ახსნა, რატომ არ წავიდა საუდის არაბეთში
"თუ გააბედნიერებს, წავიდეს" - ფაბრეგასს "ჩელსისკენ" გზა ეხსნება
სკანდალის დასასრული - UEFA-მ პრესტიანი 6 მატჩით დასაჯა
მბაპე ტრავმირებულია - "რეალს" მორიგი პრობლემა აქვს
დაბრუნება "რეალში" თუ კვლავ "ბენფიკაში" მუშაობა - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსი შეუჩერებელია - "ლეიკერსმა" "ჰიუსტონს" მესამე მატჩიც მოუგო
[VIDEO] მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" შენგელიას "ბარსელონას" სძლია და პლეი ოფში გავიდა
[VIDEO] "რეალმა" "ბეტისთან" გამარჯვება ხელიდან 90+4-ე წუთზე გაუშვა
0:3-დან - "ლანსმა" "ბრესტთან" თითქმის წაგებულ მატჩში ქულა მოიპოვა
"ნაპოლიმ" "კრემონეზე" გაანადგურა
"ცოტ-ცოტას ყველაფერს მიირთმევს, მაგრამ... " - რონალდოს ყოფილმა შეფ-მზარეულმა კრიშტიანოს კვებაზე ისაუბრა
მატჩის დღე - პსჟ "ბაიერნამდე" ლიდერობის გასამყარებლად!
მიეცემა თუ არა ხვიჩა კვარაცხელიას ძმას "დინამოს" ძირითად გუნდში თამაშის შანსი - ქეცბაიამ ამ თემაზე ისაუბრა
Geo Team: ქეცბაია თბილისის "დინამოს" მწვრთნელი გახდება
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
კვიპროსული პრესა მსჯელობს - ქეცბაია "დინამოში" დანიშვნის შემდეგ, "ანორთოსისისგან" კომპენსაციას ვეღარ მიიღებს?
"მომავალი წლიდან ძირითადი აქცენტი აკადემიის აღზრდილებზე გაკეთდება, მწვრთნელი კი ეს ადამიანი იქნება..." - რომან ფიფია განცხადებას ავრცელებს
"2026 წლიდან, 10 წლის თავზე, დიდი ძალისხმევის შედეგად, სამართლიანობა იზეიმებს და "დინამო თბილისს" ექნება დაფინანსების სხვადასხვა წყარო" - რომან ფიფიას განცხადება
"როგორც ფეხბურთში ერკვევა, ისე ერკვევა პოლიტიკაშიც" - რას აცხადებს ირაკლი კობახიძე რომან ფიფიაზე?
თბილისის "დინამო" სახალხო კლუბია, რომელიც მუდმივად დგას ქართველ ხალხთან ერთად" - ფიფიას პასუხი კობახიძეს
ოფიციალურად: თემურ ქეცბაია თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელია
"დღეს როგორც არასდროს ამაყი ვარ" - რომან ფიფიამ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მოგება მიულოცა
არასაკმარისი ხალხი ქართულ ფეხბურთში, ცოდნის არასწორად გადაცემა და რესურსი, რომელიც იკარგება...
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა