22 თებერვალს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა. ძირითადი საკითხი საქართველოს ჩემპიონატის ლიგების დებულების დამტკიცება იყო.

2022 წლის კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშებაში მეცხრე და მეათე ადგილებზე გასული გუნდები ავტომატურად დაქვეითდებიან ლიგა 3-ში, ხოლო მეშვიდე და მერვე ადგილებზე გასული გუნდები ორმატჩიან პლეი-ოფში დაუპირისპირდებიან ლიგა 3-ის მესამე და მეოთხე ადგილებზე გასულ გუნდებს. ამ ფორმატით გაირკვევა 2023 წლის ეროვნულ ლიგა 2-ის მონაწილეები. შესაბამისად, ლიგა 3-ის ორი საუკეთესო კლუბი პირდაპირ მოიპოვებს კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის საგზურს, ხოლო მესამე-მეოთხე ადგილებზე გასული გუნდები ორმატჩიან პლეი-ოფში დაუპირისპირდებიან ლიგა 2-ის მეშვიდე-მერვე ადგილებზე გასულს კლუბებს.

ლიგა 3-ის გათამაშებაში მეთოთხმეტე, მეთხუთმეტე და მეთექვსმეტე ადგილებზე გასული გუნდები ლიგა 4-ში დაქვეითდებიან. შესაბამისად, ლიგა 4-ში პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე გასული გუნდები ლიგა 3-ის საგზურს მოიპოვებენ, ხოლო ლიგა 4-ის მეცამეტე, მეთოთხმეტე, მეთხუთმეტე და მეთექვსმეტე ადგილებზე გასული გუნდები რეგიონულ ლიგაში დაქვეითდებიან.

ახალი სეზონიდან პლეი-ოფის მატჩებში სტუმრად გატანილი გოლის წესი გაუქმდა. ასევე, კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ლეგიონერების ლიმიტი 10 მოთამაშემდე გაიზარდა.

აღმასკომზე ასევე დამტკიცდა საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების დებულება. გათამაშება სტარტს აპრილში აიღებს. საწყის ეტაპებზე ლიგა 3-ის, ლიგა 4-ის, რეგიონული ლიგის გუნდებთან ერთად, ისტორიაში პირველად, მოყვარულთა ლიგის ჩემპიონი მსკ „ბასიანი“ მიიღებს მონაწილეობას.

ეროვნული ლიგის და ეროვნული ლიგა 2-ის წარმომადგენლები თასის გათამაშებაში მეთექვსმეტედფინალური ეტაპიდან ჩაერთვებიან, რომელიც 6 და 7 აგვისტოს გაიმართება. მერვედფინალური მატჩები 20 და 21 აგვისტოს შედგება.

კალენდარში გათვალისწინებულია ევროტურნირებზე მოასპარეზე გუნდების ინტერესები. 2 ივლისს ეროვნული ლიგაში საზაფხულო შესვენება გამოცხადდება. ევროტურნირებზე მოასპარეზე გუნდები ბოლო შეხვედრას 29 ივნისს გამართავენ. კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 13 აგვისტოს განახლდება.

უეფას რეკომენდაციით, მინიმალური ცვლილებები შევიდა ლიცენზირების დებულებაში. სკოლების კატეგორიზაციის ფარგლებში დამტკიცდა მონიტორინგის ჯგუფის შემადგენლობა, რომელიც მუდმივად გაუწევს მონიტორინგს საფეხბურთო სკოლებს.

GFF.GE

Levani
გუნდები ცოტა ჯანზე მოვიდნენ და კარგ სეზონს ველოდები. ჩვენი ჩემპიონატის დონე გაიზრდება თუ სავსე სტადიონებზე ჩატარდება თამაშები.მაყურებელმა შეიძლება მოიმატოს,მაგრამ სავსე სტადიონები არ გვექნება,სანახევროდაც კი. ამიტომ ხო შეიძლება რეგიონებში სოფლად მცხოვრებ ხალხს უფასოდ დაურიგდეს ბილეთები.ვთქვათ ქუთაისის გარშემო რამდენი სოფელია-სოფლელი კაცი ქალაქში რო ჩამოვიდეს ავტობუსის ფულო უნდა + ბილეთის,სემიჩკის და იწეწება.როცა ბილეთი ექნება დაადებს თავს და ველოსიპედით თუ ცხენითაც ჩამოვა. ეს გაუშალაშინებელი აზრია,მაგრამ დაფიქრება და ჩამოყალიბება შეიძლება.
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა