რუსეთის ფედერაციამ უკრაინის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებები ოფიციალურად დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, კვირას, 27 თებერვალს, "რაგბი ევროპის" ეგიდით გასამართი საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების სარაგბო შეხვედრა შესაძლოა, გადაიდოს.

ამ თემის შესახებ არანაირი ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა. მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ თქვა, რომ შეხვედრა შესაძლოა, აღარ გაიმართოს.

მატჩის გადადების მიზეზი შესაძლოა, "რაგბი ევროპის" გადაწყვეტილება იყოს, რომელმაც რუსული მედიის თანახმად, საქართველოს რაგბის კავშირის მიერ უკაინულ ენაზე გავრცელებული ტექსტის წაშლა უკვე მოითხოვა და ახლა შესაძლოა, შეხვედრის დროს შესაძლო დაძაბული ვითარების თავიდან აცილება სურს.

შეგახსენებთ, სარაგბო მატჩზე დაგეგმილ აქციას გუშინ, 23 თებერვალს, დედაქალაქის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა და განაცხადა:

"ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ სპორტი და პოლიტიკა ყოველთვის გამიჯნული იყოს ერთმანეთისგან". ამასთან, მისი თქმით, ყველას აქვს უფლება, გამოხატოს სოლიდარობა, მთავარია, ეს იყოს კანონის ფარგლებში.

begas
უფრიკინე, ნაც, ლიბერასტო! რაო არ დაგევასა, ჩემი კომენტარი? მაგაზე არ მადარდო რა? ნაცებზე მოღალატე საქართველოს არ ყოლია. სიმართლე თუ არ მოგეწონა, წადი ძმაო შენს ლგ-ტე ამერიკაში ან ევროპაში. ძირს ნაცები.
zaza
არათუ უნდა გადაიდოს, არამედ საქართველომ დემონსტრაციულად უარი უნდა განაცხადოს რუსეთთან თამაშზე ამ პერიოდში (თუნდაც ტექნიკური წაგება ჩაგვეთვალოს) და ასევე უნდა მოიქცეს ჩემი აზრით ყველა ევროპული თუ არაევროპული ქვეყანა სპორტის ყველა სახეობაში..
გოგა
არანაირი თამაში არ უნდა შედგეს, იქ უდანაშაულო ხალხი იხოცება და აქ რუსებს ვეთამაშოთ, რა სისულელეა
ფეხბურთელი
რუსებთან თამაში, მაგათ ლეგიტიმაციას ნიშნავს. ეს დაუშვებელია. რუსეთი უნდა მოიკვეთოს ყველანაირი საერთაშორისო სპორტიდან.
ფეხბურთელი
პირველ ეტაპზე ყველა ქვეყნის სპორცმენებმა და გულშემატკივრებმა უარი უნდა თქვას რუსებთან ნებისმიერ სპორტულ შეჯიბრებაში მონაწილეობაზე. ეს გამოიწვევს მეორე ეტაპს, საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციებიდან რუსეთის გაძევებას სანამ რუსეთი თავს არ დაანებებს სუვერენული ქვეყნების ოკუპაციას. რადგან სპორტში ფაშისტების ადგილი არ არის.
gio
რომელ საათზე გადიხარ?
აუცილებლად, უნდა გადაიდოს!
არ არის საჭირო ზედმეტი აგრესიის გამოვლენა, ეხლა ყველაზე კარგი მიდგომაა, უკრაინისთვის სოლიდარობა, ზომიერ ჩარჩოში. ნუ გვავიწყდება გორთან რუსეთის ჯარი დგას, ეს უნდა იყოს შემაკავებელი ფაქტორი.
დიმა
მაყურებლის მხრიდან აგრესიას არ ვამართლებ, მაგრამ ბიჭებმა უნდა ითამაშონ როგორც არასდროს.
beqa
ეგ კი იცის მარა მაგას არიტყვის! რატო არიტყვის? ადვილად მისახვედრია სანამ მოვიდოდნენ დაამუშავეს
მერაბი
თამაში ისევ რუსეთის მხრიდან განხორციელებული ქმედებების მიზეზით გადაიდება: რუსეთის სამხრეთ ნაწილში სააერო ფრენები შეჩერებულია 2.03.2022 წ მდე.
beqa
წადი მშიშარა რუსეთში მოღალატე დამთავრდება შენი მთავრობა2 წელში
ლუკა
ნუ მიჯნავთ, თამაში უნდა ჩატარდეს, და მაჩრადაც უნდა გადაურბინონ ჩვენებმა. აი შავი ლომი სოჩში კი ნამდვილად საკითხავი საქმეა.
ქართველი
არანაირად არ უნდა გადაიდოს. ეს არის უმნიშვნელოვანესი თამაში. ტრაბზონში რო ვეთამაშეთ რუსეთს იმის მერე ესეთი ფონი არ ყოფილა. დინამო არენა ბოლომდე უნდა გაივსოს, რუსეთის ჰიმნსაც უნდა დავუსტვინოთ და უკრაინის დროშაც უნდა ავაფრიალოთ. ისე უნდა ვუგულშემატკივროთ ჩვენებს როგორც არასდროს. რუსი მორაგბეების ძვლების მტვრევის ხმა უნდა ისმოდეს მაგრამ მხოლოდ მორაგბეების მხრიდან. გულშემატკივარმა არ უნდა მოახდინოს რამე საგნების სროლა და ა.შ. კაცობაში და ქართველობაში არ ჯდება ეს. ხმის ჩახლეჩამდე ვიმღეროთ ჩვენი ჰიმნი, ბევრს რო უტყდება სტადიონზე სიმღერა, მოკლედ გავავსოთ სტადიონი და ბოლომდე დავუდგეთ პირველ რიგში ჩვენ ქვეყანას, ჩვენ ბიჭებს და შემდეგ ჩვენ ძმებს უკრაინელებს და გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა. პროვოკაციები და ეგეთები არვიცი მე
ქართველებო! ნაცების დაკრულზე არ იცეკვოთ, მაგათ არეულობის მეტი არაფერი არ უნდათ.
ნამდვილად უნდა გადაიდოს! კოვზი ნაცარში უნდა ჩავუგდოთ, ნაცებს და განსაკუთრებით "სირცხვილია" სირცხვილებს, რომლებიც განსაკუთრებით ემზადებიან ამ დღისთვის. ამ ლაჩარ ერის გამყიდველმა მიშისტებმმა, მფორთხავი მიშას საქციელებმა ხომ მოგვიწყეს აგვისტოს ომი, ეხლაც ნებათ რუსები გააგიჟონ და წითელი ნაჭერი უფრიალონ გავეშებულ, გაგიჟებულ რუსეთს და საბოლოოდ დამთავრდეს საქართველო როგორც ქვეყანა. უკრაინას რას უშვებიან, მითუმეტეს უკრაინა ჩვენზე ძლიერია და დიდი ფართობის მქონე ქვეყანაა და ჩვენ რა ვართ ერთი პატარა წერტილი რუქაზე,ძალიან დიდი სიფრთხილე გვმართებს ყოველ სიტყვაში და საქციელში. ნაცებს გასაქცევები აქვთ ყველგან, ჩვენ ვიკითხოთ უბრალო ხალხმა, სად გავიქცეთ? რაც შეეხება ნატოს მაგის იმედად ნუ იქნებით, როგორც მიატოვა უკრაინა, ისე მიგვატოვებს ჩვენც, კაციშვილი არავინ იქნება ჩვენი დამხმარე!
zura222
არ უნდა გადაიდოს ! უბრალოდ პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად მაყურებელი არ უნდა დაუშვან ! უმაყურებლოდაც მოვუგებთ რუსებს ! ან ბოლო ბოლო ჯარი და პოლიცია შეუშვან ტრიბუნებზე სამოქალაქო ტანსაცმლით და იმათმა დააგუგუნონ --საქართველო საქართველოოოოო !!!
gia
სპორტი და პოლიტიკა როგორ უნდა გამიჯნო კახა? როცა ქვეყნისთვის ბრძოლობენ, ქვეყნის დროშის ასაწევად და ჰიმნის მოსასმენად როგორ უნდა გამიჯნო? პოლიტიკა და სპორტი, პოლიტიკა და კულტურა/ხელივნება, პოლიტიკა და ჯარი .... არ იმიჯნება ერთმანეთისგან გავიგოთ ყველამ ერთხელ და სამუდამოდ. თუ ის ბიჭები აქ მოდიან რუსეთის სახელის სადიდებლად ეთანხმებიან მათი ქვეყნის პოლიტიკას და მტრები არიან, მტერს კიდე მტრულად უნდა დახვდე.
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
შესაძლებელია თუ არა ამ ზაფხულს კვარაცხელიას "არსენალში" გადასვლა - ფაბრიციო რომანომ ამ საკითხზე ისაუბრა
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
რაგბი ევროპა | ფინალისთვის შემადგენლობა შეირჩა
[VIDEO] "ბორჯღალოსნებმა" რუმინეთის ნაკრები დაამარცხეს და რაგბი ევროპის ფინალში გავიდნენ!
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
"ბორჯღალოსნები" | ფინალისთვის 35 მოთამაშე ემზადება
რაგბი ევროპა | მე-18-ე ტიტულისთვიის პორტუგალიასთან მადრიდში
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია