ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ქართველი ჭაბუკები იტალიურ გარემოცვაში

ქართველი ჭაბუკები იტალიურ გარემოცვაში

17 წლის შოთა გოლეთიანი და 15 წლის დავით სალაყაია უკვე ერთი კვირაა იტალიაში სკოპელოს საკალათბურთო ბანაკში ვარჯიშობენ
"სოხუმის" მთავარი მწვრთნელის თანაშემწე ვაჟა კვარაცხელია და ორი მისი აღზრდილი ნორჩი კალათბურთელები, 17 წლის შოთა გოლეთიანი და 15 წლის დავით სალაყაია უკვე ერთი კვირაა იტალიაში სკოპელოს საკალათბურთო ბანაკში ვარჯიშობენ, სადაც შეკრებილნი არიან იტალიის ბავშვთა და ჭაბუკთა გუნდების საუკეთესო კალათბურთელები.

ამის შესახებ "სოხუმის" პრეს-სამსახურის უფროსმა თენგიზ პაჭკორიამ გვაცნობა.

გოლეთიანი (194 სმ) გასულ სეზონში "სოხუმის" ჭაბუკთა გუნდის ღირსებას იცავდა და 18-წლამდელთა შორის საქართველოს ჩემპიონი გახდა. სალაყაია (201 სმ) კი გასულ სეზონში კადეტთა პირველობაზე "ჰიუნდაიში" გამოდიოდა (მწვრთნელი ნიკო ჩერქეზიშვილი), შემდეგ კი "სოხუმში" დაბრუნდა.

იტალიელი კალათბურთელის, რომეო საკეტის (თამაშობდა იტალიის ნაკრებში და "ვარეზეში") სახელობის ბანაკში, Romeo Saccetti basket-camp valsesia, რომელიც 20 წელია იმართება, კვარაცხელია და მისი აღზრდილები ორგანიზატორებმა მიიწვიეს. გასულ სეზონში საკეტი სარდინიის "სასარის" წვრთნიდა. იგი ამჟამად სკოპელოს ბანაკშია. იქვე ატარებს ვარჯიშებს ამერიკელი მწვრთნელი ჩარლზ იელვერტონი, რომელიც იტალიაში ცხოვრობს და ახალგაზრდული კლუბების მწვრთნელად მუშაობს. მან 1978 წელს "ვარეზესთან" ერთად კალათბურთელის რანგში იტალიის ჩემპიონობა მოიპოვა. სხვათა შორის, ჩარლზი კობი ბრაიანტის (16 წლამდე ასაკში) ერთ-ერთი მწვრთნელი იყო.

სკოპელოს ბანაკში ასევე მიწვეულია ბოლონიის "ვირტუსის" ახალგაზრდული გუნდის მთავარი მწვრთნელი დანიელ ფრაბონი.

კემპში 140 ჭაბუკი მონაწილეობს, რომლებიც 10-14 და 14-17 ასაკობრივ ჯგუფებად იყოფიან. თითოეული მათგანი იტალიის სხვადასხვა ასაკის ჩემპიონატში თამაშობს. ბანაკში მხოლოდ ორი უცხოელია - გოლეთიანი და სალაყაია. ისინი, ვაჟა კვარაცხელიასთან ერთად იტალიიდან 11 ივლისს დაბრუნდებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

წილისყრა ფიბა-ში | საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები გაირკვნენ

ასაკობრივ B ლიგებში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ტურნირები ჩატარდება

დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - სლოვენია საფრანგეთთანაც დამარცხდა

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა