საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დავით უსტიაშვილმა წარმატებულ ჰოლანდიურ ტურნეზე ისაუბრა
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ჰოლანდიის ქალაქ ზვოლეში წარმატებული ტურნე ჩაატარა, 23 ქულით გაიმარჯვა ნიდერლანდელ ახალგაზრდებთან, ხოლო გუშინ ასევე მასპინძელ 23-წლამდელებს 87:83 მოუგო (შენგელია 30 ქულა, დვალიშვილი 14, სანაძე 12, თენიეშვილი 9, ბოქოლიშვილი 6). შუალედში კი A დივიზიონის წარმომადგენელ ავსტრიის 20-წლამდელთა ნაკრებთან დაძაბულ ბრძოლაში 82:89 წააგო.

კალათბურთის ფედერაციის საიტზე გამოქვეყნდა ჩვენი ნაკრების თავკაცის, დავით უსტიაშვილის ინტერვიუ, რომელიც ჩვენი გაზეთის მკითხველსაც დააინტერესებს.

მწვრთნელი ჯერ ავსტრიასთან მატჩს იხსენებს:

- შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. თავდაპირველად 7-8 ქულით ვაგებდით, თუმცა დიდი შესვენებისთვის ჩამორჩენა 2 ქულამდე შევამცირეთ - 38:40. მესამე მეოთხედში დამაჯერებლად ვითამაშეთ და ხელჩასაჭიდ უპირატესობასაც დავეუფლეთ. 7 ქულით დავწინაურდით და ბოლო მეოთხედის წინ მცირედით ვლიდერობდით. ბოლოს თამაში გათანაბრდა. 39-ე წუთზე ტაბლოზე თანაბარი ანგარიში ეწერა და ბურთს ჩვენ ვაკონტროლებდით, თუმცა დასანანად დავკარგეთ და იძულებულები ვიყავით, ტაქტიკურ ჯარიმებზე გადავსულიყავით. სამწუხაროდ, ავსტრიელებმა ყველა სროლა გამოიყენეს და საბოლოოდ მათი უპირატესობა 7 ქულამდე გაიზარდა.

- ჰოლანდიელ 23-წლამდელებთან მატჩზე რას იტყვით?

- მეტოქეს უკვე ზრდასრული, ჩამოყალიბებული კალათბურთელები ჰყავდა. ისინი ჩვენს ბიჭებზე 2-3 წლით უფროსები იყვნენ, თუმცა ჩვენდა საბედნიეროდ, ყველაფერს კარგად გავართვით თავი და გავიმარჯვეთ.

- ანგარიშში სხვაობა მხოლოდ 4 ქულაა. ალბათ, დაძაბული ფინალი იყო...

- ბოლო წუთზე დამაჯერებლად ვლიდერობდით. ჰოლანდიელებმა ბოლო წამზე ჩაგვიგდეს სამქულიანი, როცა ყველაფერი დამთავრებული იყო. თავიდან ვაგებდით, მაგრამ მეორე მეოთხედში თამაშში გარდატეხა შევიტანეთ და დიდი შესვენებისთვის სამი ქულით, 40:37 დავწინაურდით. მესამე პერიოდში ჩვენმა უპირატესობამ 15 ქულას მიაღწია და ლიდერობა თამაშის ბოლომდე შევინარჩუნეთ.

- სტატისტიკა ისევ არ დაუთვლიათ?

- ეს არ იყო ოფიციალური ტურნირი. ზვოლეში ჩვენს გარდა არაერთი ქვეყნის სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებები არიან ჩამოსულნი. მათ შორის ავსტრიისა და ისრაელის 18-წლამდელებიც. ტარდება ამხანაგური მატჩები, სტატისტიკას არ ითვლიან. თამაშები დილიდან იწყება და საღამომდე გრძელდება.

- მატჩში ვის გამოარჩევდით?

- ყველამ ბოლომდე იბრძოლა და არავის გამორჩევა მინდა. ჩვენი ლიდერი თორნიკე შენგელიაა და მან ამჯერადაც თქვა თავისი სიტყვა, რომელსაც ყველა თანაგუნდელი გვერდში ედგა და ეხმარებოდა.

- რამდენად კმაყოფილი ბრძანდებით ჰოლანდიური შეკრებით?

- საჭირო შეკრება იყო. ბიჭებმა იმ შრომის ნაყოფი დამანახვეს, რაც თბილისში, შეკრებაზე გავწიეთ. გუნდი ერთიორად შეთამაშებულია და ევროპის ჩემპიონატზეც იმედიანად გავემგზავრებით. თბილისში 4 ივლისს შუადღეს თბილისისკენ გამოვფრინდებით და შეკრებას დიღმის ბაზაზე გავაგრძელებთ.

GBF.GE

beka beridze
მით უმეტეს 23 წლამდელებთან ტრამვების გამო საერთოდ არ უთამაშიათ ბაქრაძეს, ჩიკვილაძეს, ლომოურს... ყოჩაღ ბიჭებს!!!
წილისყრა ფიბა-ში | საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები გაირკვნენ
ასაკობრივ B ლიგებში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ტურნირები ჩატარდება
დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - სლოვენია საფრანგეთთანაც დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა