რუსმა ანდრეი რუბლევმა (7) დუბაის 500-ქულიანი ტურნირის მეოთხედფინალში მაკენზი მაკდონალდთან (61) გამარჯვების (2:6 6:3 6:1) შემდეგ, პრესკონფერენციაზე მშვიდობასა და ერთიანობაზე ისაუბრა.

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ თანამედროვეობის ერთ-ერთმა გამორჩეულმა ჩოგბურთელმა საკუთარ "ინსტაგრამის" გვერდზე ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც ზემოხსენებული ქვეყნების 2 წარმომადგენელი ერთმანეთს ეხუტება, მოგვიანებით კი, მატჩის შემდეგ, განაცხადა, რომ ყველაფერზე საუბარი მისთვის რთულია.

"ამ მომენტში ჩვენ ყველა ვაანალიზებთ, რომ ჩემი მატჩი მნიშვნელოვანი არ არის. როგორ შემიძლია ვიფიქრო ამ შეხვედრაზე? რაც დღეს ხდება, საშინელებაა. ჩვენ ყველა ვხვდებით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობა მსოფლიოში, რამდენად საჭიროა, რომ ერთმანეთს პატივი ვცეთ. ჩვენ ერთად უნდა ვიდგეთ, ერთმანეთზე უნდა ვიზრუნოთ. სწორედ ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი" - განაცხადა ოლიმპიური თამაშების ოქროსმედალოსანმა.

ასევე, რუსმა სპორტსმენმა განაცხადა, რომ სოციალურ ქსელში ადამიანები შეურაცხყოფას აყენებენ.

"იმის გამო, რომ რუსი ვარ, ადამიანები შეურაცხყოფას ხშირად მაყენებენ. ეს არაა მათგან სწორად შერჩეული გზა... მე ამაზე რეაგირება არ შემიძლია, რადგან მომიწევს ისევე მოვიქცე, როგორც მე მომექცნენ. თუ მშვიდობა მინდა, მაშინ ამაზე რეაგირება არ უნდა მქონდეს. ქვებიც რომ მესროლონ, უნდა ვაჩვენო, რომ მშვიდობის მომხრე ვარ და არა აგრესიის" - განაცხადა ანდრეიმ.

რაც შეეხება დუბაის ტურნირს, ანდრეი ნახევარფინალურ შეხვედრას პოლონელ ჰუმბერ ჰურკაჩის (11) წინააღმდეგ დღეს, თბილისის დროით 17:00 საათზე ჩაატარებს.

მომზადებულია france24-ის მიხედვით

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა