ბადრი კვარაცხელიას გუნდმა ერთი შეკრება უკვე გაიარა და ამჯერად თბილისში ჩაატარებს საკონტროლო მატჩებს
ცხინვალის "სპარტაკი" ახალი სეზონისათვის სერიოზულად ემზადება: ბადრი კვარაცხელიას გუნდმა ერთი შეკრება უკვე გაიარა და ამჯერად თბილისში ჩაატარებს საკონტროლო მატჩებს.

შეგახსენებთ, რომ "სპარტაკი" 20 ივნისიდან პირველ ივლისამდე ბაკურიანში გადიოდა შეკრებას, სადაც მთავარმა მწვრთნელმა 23 ფეხბურთელი წაიყვანა, ერთი ახალწვეული კი (ვისზეც ქვემოთ ცალკე ვისაუბრებთ) გუნდს ოდნავ მოგვიანებით შეუერთდა.

წინა სეზონთან შედარებით "სპარტაკში" სერიოზული ცვლილებები მოხდა და ერთის მხრივ, ეს არავის უნდა გაჰკვირვებოდა: გუნდს მართლაც, "სულზე მიუსწრო" XXII ჩემპიონატის რეგლამენტის შეცვლამ, თორემ ცხინვალელთა გუნდს პირველ ლიგაში დაქვეითება არ ასცდებოდა; თუმცა, წინა ჩემპიონატის ფინიშზე გუნდის ხელმძღვანელობას საქმე სანერვიულოდ მაინც ჰქონდა: პლეი ოფის მატჩში "სპარტაკმა" დიდი გაჭირვებით შეძლო საჩხერის "ჩიხურას" დამარცხება და უმაღლეს ლიგაში ადგილიც შეინარჩუნა. მოკლედ, გუნდში განხორციელებული საკადრო ცვლილებები, მეტ-ნაკლებად პროგნოზირებულიც იყო: ზოგ ფეხბურთელს ხანმოკლე ხელშეკრულება ჰქონდა "სპარტაკთან", ზოგიც სხვაგან გადავიდა და ასე შემდეგ.

აქვე, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ გუნდის წასული ზოგიერთი მოთამაშე "სპარტაკის" ძირითადი შემადგენლობის წევრი იყო: სოსო გრიშიკაშვილი, ლევან ჭაფოძე, ვალერი ბოლქვაძე, მიხეილ ბარაბაძე, ლაშა ჯაკობია, ნიკა მგელაძე, ნუკრი მანჩხავა; აი, რაც შეეხება ახალწვეულებს, "სპარტაკმა" არც ამჯერად უღალატა ტრადიციას და ისეთი ფეხბურთელები დაიმატა, გულშემატკივართათვის კარგად რომ არიან ცნობილნი: 30 წლის რევაზ ჯიქია (თავდამსხმელი), 26 წლის კობა შალამბერიძე, (ნახევარმცველი), 27 წლის დავით ციმაკურიძე (მცველი), 23 წლის ლაშა ძაგანია და 20 წლის თორნიკე ზარქუა (ორივე-მეკარე). ყველა ეს ახალწვეული "სპარტაკს" ბაკურიანის შეკრებაზე ახლდა, სადაც მათ კიდევ ერთი "ცნობადი სახე", 32 წლის გივი კვარაცხელია შეუერთდა!

დღეიდან "სპარტაკი" თბილისში გააგრძელებს მზადებას, ხვალ კი პირველ სპარინგ-მატჩსაც ჩაატარებს უმაღლეს ლიგაში დაბრუნებულ "გაგრასთან"; 6 ივლისს "სპარტაკის" დუბლშემადგენლობა სტუ-ს გაეჯიბრება, 8 ივლისს კი ძირითადი გუნდი საჩხერის "ჩიხურას" გაეჯიბრება. როგორც "სპარტაკის" პრესატაშემ დავით ცაბაძემ გვაცნობა, 10-დან 22 ივლისამდე გუნდი ურეკში გაემგზავრება და მეორე შეკრებას გაივლის, ამასთან რამდენიმე საკონტროლო მატჩსაც ჩაატარებს. სეზონის დაწყებამდე "სპარტაკში", სულ მცირე, ორი ახალი ფეხბურთელის გამოჩენასაც უნდა ველოდოთ...

სამი ქვეყნის ჩემპიონი

ბევრი ქართული გუნდებისგან განსხვავებით, თითქმის ყოველ სეზონში "სპარტაკის" შემადგენლობაში ორი-სამი გამოცდილი ფეხბურთელი ასპარეზობდა; ზემოთნახსენები სოსო გრიშიკაშვილის, ლაშა ჯაკობიასა და ნუკრი მანჩხავას გარდა, ბოლო წლებში "სპარტაკის" შემადგენლობაში ისეთ გამოცდილ და ცნობილ ფეხბურთელებსაც უთამაშიათ, როგორებიც გიორგი დემეტრაძე, ლადო ბურდული და დავით ოდიკაძე არიან.

და აი, ახალ სეზონიდან "სპარტაკის" ღირსებას კიდევ ერთი გამოცდილი და ცნობილი ფეხბურთელი, 32 წლის გივი კვარაცხელია დაიცავს! რა თქმა უნდა, წინასწარ ძნელია იმის განსაზღვრა, თუ რომელ ამპლუას ანდობს "სპარტაკის" მთავარი მწვრთნელი ბადრი კვარაცხელია თავის გუნდის ყველაზე "ცნობად" ახალწვეულსა და... მოგვარეს: ყველასათვის კარგად არის ცნობილი, რომ გივი კვარაცხელიას დაცვის ცენტრსა თუ ნახევარდაცვაში ერთნაირი წარმატებით შეუძლია თამაში. მოკლედ, ძნელი სავარაუდო არ არის, რომ ახალ სეზონში კვარაცხელია "სპარტაკის" ერთ-ერთი ლიდერი უნდა გახდეს; თანაც, ამ გამოცდილ და უნივერსალ ფეხბურთელს დაცვითი ფუნქციების შესრულების გარდა შეტევებში ჩართვაც კარგად ეხერხება და ამის დასტურად საქართველოს ჩემპიონატში ბოლო ერთი წლის განმავლობაში 9 გატანილი გოლიც გამოდგება.

გივი კვარაცხელიას უმაღლეს ლიგაში დებიუტი... 1996/97 წლების სეზონში ჰქონდა და ჭაბუკი ფეხბურთელი სამი წლის განმავლობაში თბილისის "დინამოში" ცდილობდა დამკვიდრებას; შემდეგ იყო "თბილისი" (ფაქტობრივად, "დინამო-2") და "ლოკომოტივი", რომლის შემადგენლობაშიც 2000 წელს საქართველოს თასს დაეუფლა. ამას საზღვარგარეთ წასვლა მოჰყვა: რიგის "სკონტოს" შემადგენლობაში კვარაცხელიამ "დუბლი" შეასრულა (ლატვიის ჩემპიონიც გახდა და ქვეყნის თასს დაეუფლა); ამის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა და ჩემპიონობა ამჯერად ქუთაისის "ტორპედოსთან" ერთად იზეიმა, მერე ერთი სეზონი თბილისის "ლოკომოტივში" ასპარეზობდა, ორი წელი კი "თბილისის" ღირსებას იცავდა - სწორედ ამ გუნდში შთამბეჭდავი თამაშის გამო მიიწვია კიდეც ალენ ჟირესმა საქართველოს ნაკრებში.

თუმცა, კვარაცხელიას სადებიუტო მატჩი უფრო ადრე ჰქონდა ნაკრებში ჩატარებული: 2000 წელს ირანთან ამხანაგურ შეხვედრაში. ირანთან მატჩის მერე კვარაცხელია 3 წლის შემდეგ გამოიძახეს საქართველოს ნაკრებში (მოლდოველებთან, ამხანაგურ შეხვედრაში), აი, ჟირესის დროს კი ხშირად იძახებდნენ ჩვენ უპირველეს გუნდში. აქვე, ბარემ ისიც უნდა ვთქვათ, რომ კვარაცხელია წლების განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრების შეუცვლელი ფეხბურთელი გახლდათ: ჯერ - 18-წლამდელთა, მერე კი - 21-წლამდელთა გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო.

2005 წლის დასაწყისში კვარაცხელიას კარიერაში ახალი ეტაპი იწყება - ამჯერად ლიტვაში გაემგზავრა და "კაუნასის" შემადგენლობაში ამ ქვეყნის ჩემპიონიც გახდა და თასიც მოიპოვა! მერე იყო ბელარუსული გუნდი მტზ-რიპო, ოღონდ, მეოთხე (!) ქვეყნის ჩემპიონობას ვეღარ შეწვდა და "მხოლოდ" ბრინჯაოს მედლით დაკმაყოფილდა...

2010 წლის დასაწყისში, ვიდრე XXI ჩემპიონატის მეორე ეტაპი დაიწყებოდა, გივი კვარაცხელია საქართველოში დაბრუნდა და თემურ მახარაძის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "ოლიმპში" ჩაირიცხა; დაბრუნება მართლაც ჩინებული გამოდგა - დროის უმოკლეს პერიოდში კვარაცხელია გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახდა და ანდერსონ აკინოსთან, დავით იმედაშვილთან, ფრაგასთან და გრიგოლ ჭანტურიასთან ერთად ლომის წილი შეიტანა რუსთაველთა ტრიუმფში. თუმცა შარშან ისევ ბელარუსში გაემგზავრა, ოღონდ მცირე ხნით: ბრესტის "დინამოში" ოთხიოდე მატჩი ჩაატარა და სამშობლოშიც იმ გუნდში დაბრუნდა, სადაც 15 წლის წინ კარიერა დაიწყო; თბილისის "დინამოში" მშვენიერი დაბრუნება გამოუვიდა: პირველსავე მატჩში (ფოთის "კოლხეთთან") გოლი გაიტანა! საერთოდაც, გასულ სეზონში ურიგოდ ნამდვილად არ უთამაშია და ერთ კონკრეტულ შეხვედრაში, სულაც მატჩის ბედი გადაწყვიტა: 23 აპრილს, ზუგდიდში ჩატარებულ შეხვედრაში "ბაიას"კარში 2 გოლი გაიტანა და "დინამომაც" სწორედ კვარაცხელიას "დუბლით" გაიმარჯვა.

ახლა კი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ცხინვალის "სპარტაკის" ღირსებას დაიცავს და, სავარაუდოდ, ამ გუნდის ლიდერობაც უნდა გასწიოს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი უკრაინულ კლუბში გადავიდა
თემურ ქეცბაიამ შესაძლოა, ქართული გუნდი ჩაიბაროს - მან "ანორთოსისში" დაბრუნებაზე უარი თქვა
"ჩვენ დავბრუნდებით" - ფრანგების მწვრთნელმა საქართველოსთან მარცხის მიზეზი განმარტა
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს