გერმანიის მეორე ბუნდესლიგის 24-ე ტურში გურამ გიორბელიძის დრეზდენის "დინამო" საკუთარ მოედანზე "დარმშტადთან" დამარცხდა - 0:1. ქართველმა ლეგიონერმა 76 წუთი ითამაშა.

ავტორიტეტული bild-ი საქართველოს ნაკრების ფლანგელზე წერს, რომ მისი კონკურენტის, კრის ლოვის ტრავმის გამო ახლა გურამის დრო დადგა:

"კრისზე ძალიან ვწუხვარ, - ხაზს უსვამს გიორბელიძე. - პირადად მე, როგორც მოთამაშე, ყოველთვის მზად ვარ ამ გამოწვევისთვის."

ქართველი ფეხბურთელი საკუთარ საერთაშორისო გამოცდილებაზეც საუბრობს: "საქართველოს ნაკრებში ესპანეთის, შვედეთისა და ნიდერლანდების წინააღმდეგ მრავალი ვარსკვლავის პირისპირ ვთამაშობდი. დიდი პატივისცემის მიუხედავად, არ მგონია, რომ გერმანიის მეორე ბუნდესლიგის რომელიმე კლუბი ამ ნაკრებებზე ძლიერი იყოს“.

არ აქვს მნიშვნელობა, "ბარსელონელი" მემფის დეპაი თუ ფერან ტორესი; ზლატან იბრაჰიმოვიჩი - გიორბელიძე ყველა მათგანს მამაცად დაუხვდა.

ფაქტი: მისი თამაში კლუბის გულშემატკივრებზე კარგ შთაბეჭდილებას ახდენს.

"მინდა ეს სიმპათია და ნდობა ჩემი უკომპრომისო დამოკიდებულებითა და გამარჯვების შეუზღუდავი ნებით გადავიხადო“, - ამბობს გიორბელიძე.

მთავარი მწვრთნელი ალექსანდრ შმიტდი:

"გურამის უბედურება ის იყო, რომ კრის ლოვე ჩვენთან ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. ამიტომ, მხოლოდ ცვლილებაზე თამაში უწევდა."

მისი იჯარა ავსტრიის პირველი დივიზიონის კლუბ "ვოლფსბერგერიდან" გასულ ზაფხულს, ბევრისთვის მოულოდნელად მოხდა. რას ფიქრობდა გიორბელიძე "დინამოზე"?

174 სმ სიმაღლის მცველი ამბობს: "ინტერესის შესახებ რომ გავიგე, გერმანიაში ალექსანდრე იაშვილს ველაპარაკე“.

ბუნდესლიგის ყოფილმა ფორვარდმა იაშვილმა პირველ და მეორე დივიზიონებში 439 მატჩი ჩაატარა "ფრაიბურგში", "კარლსრუესა" და "ბოხუმში", თავი კი 164 გოლით გამოიჩინა. დღეს ის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტია. გიორბელიძე: "ამ გადაწყვეტილებაში მხარი დამიჭირა, რისთვისაც დიდი მადლობა".

მიუხედავად იმისა, რომ მცველი აქამდე დრეზდენში მარტო ცხოვრობდა, მას ახალი მეგობარი ჰყავს - "ჰამბურგში" ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი გიორგი ჩაკვეტაძე გადავიდა."

გიორბელიძეს მხოლოდ კულინარიული თვალსაზრისით ენატრება სამშობლო: "კარგი იქნება, მსოფლიოს ეს საოცრება, ქართულ სამზარეულოსაც ვგულისხმობ, დრეზდენშიც მოიძებნოს. რამდენადაც ვიცი, სამწუხაროდ, ჯერ არ არის."

Levani
"გიორბელიძეს მხოლოდ კულინარული თვალსაზრისით ენატრება სამშობლო"- ეს ფრაზა გერმანელს ბედნიერს ხდის-ანუ აქ ისე კარგადაა ყველაფერი,ყველა ბედნიერია-მარტო რაღაც თავისი ბავშვობიდან ენატრება და ა.შ. ეს ისაა რაც გერმანელებს უნდათ მოისმინონ თორე ქართველი კაცი ამას რო არ იტყვის 2 აზრი არ არაებობს. მერე მეორე ისევე როგორც ყველა დიდი ერი-პატარა ერების მიმართ უპატივცემულობის პროგრესშია გერმანია-ასე ჰგონიათ სხვაგან ჯერ სმარტ დროება არ დამდგარა და დასატრიალებელი სახლის ტელეფონები აქვთ სხვა ქვეყნებში.
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ბათუმის "დინამომ" საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
[VIDEO] გოგლიჩიძის გარეშე და ჩაკვეტაძის ერთი ტაიმი - "უოტფორდმა" სახლში "იფსვიჩთან" წააგო
გიორბელიძემ "ვოივოდინასთან" კონტრაქტი გააფორმა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Geo Team: გურამ გიორბელიძე კარიერას თურქეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე შეცვალეს - "უოტფორდი" "ქუინზ პარკთან" დამარცხდა
[VIDEO] "უოტფორდი" აუტსაიდერთან წაგებას ბოლო წუთებზე გადაურჩა
გურამ გიორბელიძე "ერზრუმსპორში" გადავიდა
[VIDEO] ჩაკვეტაძის საგოლე პასი ქუსლით - "უოტფორდმა" "ვრექსჰემი" დაამარცხა
გაიტანა და გააძევეს - გაფრინდაშვილმა "ზაგლემბეს" გამარჯვება მოაპოვებინა
"ლეხი" სახლში აუტსაიდერთან დამარცხდა - წიტაიშვილი მაინც არ ათამაშეს
[VIDEO] ჩაკვეტაძის წამოწყებული საგოლე კომბინაცია - "უოტფორდმა" სტუმრად "ბრისტოლს" სძლია