მოგეხსენებათ, "ვალენსიამ" ბილბაოს "ატლეტიკი" ორი მატჩის ჯამში 2:1 დაამარცხა და ესპანეთის თასის ფინალში გავიდა, სადაც "ბეტისს" დაუპირისპირდება.

ესპანურმა გამოცემა AS-მა დაცვის ხაზის სიძლიერესა და გიორგი მამარდაშვილზე ისაუბრა:

"ოთხშაბათს "ვალენსიას" უამრავი რამ ჰქონდა საზეიმო. მთავარი, რა თქმა უნდა, ესპანეთის თასის ფინალია, რომელიც 23 აპრილს გაიმართება. "ღამურების" მხრიდან გონსალო გედეშმა ბრწყინვალე გოლი გაიტანა. მიუხედავად ამისა, გამოსარჩევი დაცვითი მხარეა. ბორდალასმა გუნდი 3-მცველიან ტაქტიკაზე დააბრუნა, საკვანძო ფეხბურთელად გაბრიელ პაულისტა დადგა, რის შემდეგაც ამ სეზონში პირველად, "ვალენსიას" ზედიზედ 2 მატჩია გოლი არ გაუშვია. დაცვის ხაზის გარდა, საკვანძო ფეხბურთელი იყო გიორგი მამარდაშვილიც.

ქართველმა მეკარემ თასის ფინალში გასვლა ტრიბუნაზე მსხდომ ოჯახის წევრებთან ერთად აღნიშნა. გიორგი შესანიშნავი იყო როგორც მაღალ ბურთებზე, ისე კარის ხაზზე. მიუხედავად იმისა, რომ "ატლეტიკმა" რამდენჯერმე დაარტყა, სადაც გოლკიპერის ჩარევა გახდა საჭირო, მამარდაშვილი დაკისრებულ მოვალეობას თავს მშვენივრად ართმევდა, რიგ მომენტებში კი, რომ არა მისი მშვენიერი გამოსვლა, შესაძლოა, სხვა ისტორიაც მიგვეღო, მაგალითად, ინიაკი უილიამსის ეპიზოდში.

"ღამურები" ახლა კარგ განწყობაზეა. მიუხედავად იმისა, რომ სეზონის მიმდინარეობისას გუნდმა უკვე 42 გოლი გაუშვა, ხოსე ბორდალასმა მიაგნო იმ ტაქტიკურ სქემას, რომლითაც "ანდალუსიური" გუნდის წინააღმდეგ უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში უნდა წარდგეს.

"მესტალიაზე" გამართული ნახევარფინალის მიმდინარეობისას აშკარად ჩანდა მასპინძელი გუნდის სათამაშო სქემაში ძირეული გადაცვლები. მაგალითად, მთავარმა მწვრთნელმა გუნდი 5:3:2 ტაქტიკით გამოიყვანა, შემდეგ ყველაფერი შეიცვალა და 4:4:2-ზე გადაერთნენ. მეორე ტაიმის სტარტზე ხოსემ გუნდი კვლავ 3-მცველიან ტაქტიკას დაუბრუნა, თუმცა ამჯერად 5:4:1. როგორც ჩანს, "ვალენსიურმა" გუნდმა სათავისო სათამაშო სტილი დაიბრუნა, გადაწყობა კი მათთვის პრობლემას არ წარმოადგენს." - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, ესპანეთის თასის ფინალი 23 აპრილს, "ბეტისის" წინააღმდეგ გაიმართება. დიდი ალბათობით, გიორგი მამარდაშვილი ძირითად შემადგენლობაში იქნება.

ასდა
მადლობა, ჩავასწორეთ
ლშა_იუვენტინო
ღვინო 23 მარტს თუ აპრილს ?
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო