ჯერ ტრეში, მერე რუსი და შანსი კალენბერგს

„ვოლფსბურგი“ ახალი სეზონისთვის გამალებით ემზადება და ფელიქს მაგათის გუნდმა კვირას პირველი სერიოზული ტესტ-მატჩი გამართა.

მართალია, „მგლების“ 57 წლის დამრიგებელი ამბობს, ამ თამაშით სერიოზული დასკვნების გაკეთება არ შეიძლებაო, მაგრამ „დესპოტი ფელიქსი“ მაინც ვერ მალავს კმაყოფილებას იმის გამო, რომ მისმა შეგირდებმა „ჰამბურგი“ 5:1 გაანადგურეს - გოლები: ლაკიჩი, შაიდჰაუერი, მანჯუკიჩი, თუნჯაი (2).

ამავდროულად, მაგათი ტრანსფერებზე მუშაობას აგრძელებს და უკვე საკმაოდ სერიოზულ წარმატებებს მიაღწია. ასე, მაგალითად, ფელიქსი უკვე ყველაფერზე შეუთანხმდა 23 წლის შტუტგარტელ კრისტიან ტრეშს, სულ მალე კი შვაბურ კლუბთანაც მოილაპარაკებს (ფასის თაობაზე). ტრეშის გარდა, ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ „ვოლფსბურგში“ მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითებული „აინტრახტის“ მცველი, 25 წლის მარკო რუსიც გადავა.

ამ უკანასკნელს ფრანკფურტულ კლუბთან კონტრაქტი 2012 წლამდე აქვს გაფორმებული და მაგათს მისი ყიდვა ახლავე უნდა. თუკი ტრეშის შემთხვევაში საქმე მინიმუმ 10 მილიონ ევროს ეხება, რუსი „მგლებს“ გაცილებით ცოტა, დაახლოებით 4 მილიონი ევრო დაუჯდებათ. მაგათს ახალი მცველი ძალიან სჭირდება, რადგან 32 წლის არნე ფრიდრიხი ისევ დაშავდა, რაც იმას ნიშნავს, რომ „ვოლფსბურგს“ დაცვაში საკადრო პრობლემები აქვს. გამორიცხული არც ისაა, რომ მაგათმა რუსთან ერთად, სხვა ცენტრალური მცველიც იყიდოს.

რაც შეეხება გამთამაშებლის პოზიციას: ადრეც გაუწყეთ, რომ მაგათს 26 წლის ბრაზილიელი ფლეიმეიქერის, დიეგოს გაყიდვა უნდა, მაგრამ ეს უკანასკნელი ჯერაც გუნდთან ერთადაა. მიზეზი აბსოლუტურად გასებია: დიეგომ ბოლო ორი სეზონი ძალიან ცუდად ჩაატარა და ჯერჯერობით სერიოზული მთხოვნელი არ ჰყავს. მაგათს კი მისი იაფად დათმობა არ უნდა. მართალია, ფელიქსმა 21 წლის მატეუშ კლიხის სახით ნიჭიერი შემტევი ნახევარმცველი იყიდა, მაგრამ ამ უკანასკნელს პირდაპირ ძირითად შემადგენლობაში ვერ გაამწესებს - უბრალოდ, ვერ ენდობა.

ფელიქსი იმასაც ამბობს, გამობრძმედილი გამთამაშებლის ყიდვა ამ ეტაპზე დღის წესრიგში არ დგასო. დიეგოზე მაგათს ხელი ჩაქნეული აქვს, სამაგიეროდ უნდა, რომ 28 წლის თომას კალენბერგს კიდევ ერთი შანსი მისცეს. „ჰამბურგთან“ მან გამთამაშებლის პოზიციაზე 22 წლის ია-ჩეოლ კოო და 29 წლის თურქი თუნჯაი სანლიც ათამაშა. გამორიცხული არც ისაა, რომ ტრეშის ტრანსფერის შემდეგ ფელიქსმა გამთამაშებლიან ტაქტიკაზე საერთოდ უარი თქვას და ორი კლასიკური 4-4-2-ით ითამაშოს.

გარკვეული ცვლილებები დაცვაშიცაა მოსალოდნელი. ფრიდრიხის ტრავმაზე უკვე ვთქვით, მარცხენა მცველმა მარსელ შეფერმა (27 წლის) „ვოლფსბურგთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა, აი, მარჯვენა მცველ საშა რიტერს (28) კი წასვლა უნდა. კითხვაზე, კაპიტანი კვლავაც შეფერი იქნება, თუ ვინმე სხვა, მაგათი პასუხობს, ჯერ არ ვიცი, ყველაფერი მოსამზადებელ შეკრებაზე გამოჩნდება და გადაწყდებაო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა