როგორც „ნიუ იორკ თაიმსმა" დააანონსა, ორშაბათიდან ფიფამ რუსეთის პრემიერლიგაში მოასპარეზე ლეგიონერებს კონტრაქტების შეჩერების უფლება მისცა. ჯერჯერობით მხოლოდ შეჩერების და არა გაწყვეტის.

მათ შეუძლიათ სხვა კლუბთან ხელშეკრულება 30 ივნისამდე მისი გახანგრძლივების შესაძლებლობის გარეშე გააფორმონ და ეს 7 აპრილამდე უნდა მოახერხონ.

ფიფამ გადაწყვეტილება უეფასთან კონსულტაციის შემდეგ მიიღო. ფეხბურთელებს კონტრაქტის ცალმხრივად გაწყვეტა იმ შემთხვევაში შეეძლებათ, თუ 10 მარტამდე თავიანთ რუსულ კლუბებთან ურთიერთშეთანხმებას ვერ მიაღწევენ.

ყოველ კლუბს უფლება ეძლევა, რუსეთიდან აბარგებული არაუმეტეს ორი მოთამაშისა დაიმატოს.

უკრაინის პრემიერლიგის ლეგიონერებთან კონტრაქტები ავტომატურად შეჩერდა.

რა პერსპექტივაა ეს რუსეთში მოთამაშე ქართველი ფეხბურთელებისთვის? შესაძლოა, ზოგიერთს ფინანსური საკითხის გამო არც აწყობს გუნდის გამოცვლა, მაგრამ უნდა გაითვალისწინონ ის, რომ რუსეთის გარდაუვალი ეკონომიკური კოლაფსიდან გამომდინარე, კლუბებს მალე აღარ შეეძლებათ ხელფასის გადახდა. ლეგიონერები ერთგვარ ცაიტნოტში არიან, კლუბის მოსაძებნად ცოტა დრო აქვთ. თანაც, სანამ ახალ გუნდში გადავლენ, ადაპტაციას გაივლიან და თამაშს დაიწყებენ - ამასობაში სეზონი თითქმის გაილევა და ფიფას გადაწყვეტილების მიხედვით, უკან დაბრუნება მოუწევთ.

სიტუაცია მართლაც რთულია, თუმცა, არავინ იცის, ზაფხულისთვის როგორი ვითარება იქნება და არც ისაა გამორიცხული, იმ დროისთვის რუსულ კლუბებს ლეგიონერების დაბრუნების საშუალება და უფლება არც ჰქონდეთ. დღევანდელი გადასახედიდან, სავარაუდოდ, ასეც იქნება.

ზურა
თუ 3 თვეში უკან უნდა დაბრუნდეს რა აზრი აქვს დროებით წასვლას?
Vax
არსადაც არ გადავა ეგ ხვიჩა, აგერ ნახავთ
დავით
ჯუღელი წაიყვანს მაგათ გოლანდიაში
ბაჩი
ტიპი ფეხისთრევით თამაშობს(ხვიჩაზე ვამბობ) და რა გაძლევთ ასე ლაპარაკის საშუალებას?
აკო
სამი დისლაიქი = სამი მოღალატე
Meb
ხვიჩა არ წავა არსად ამ პერიოდში და კონტრაქტის ბოლომდე დარჩება რუსეთში.. შევეშვათ ფუჭ ოცნებებს მერე იმედი გვიცრუვდება ხოლმე.. თუ არ გჯერავთ აგერ თქვენ აგერ მე და აგერ ხვიჩაც...ps თუ შევცდი ბოდიშის მოვიხდი თუ არა და გამიხსენეთ)))
dimo
შენს პირს შაქარი!
ბათუმელი ექსპერტი
რთული ამბავია ქართველი ფეხბურთელებისთვის. არვიცი ხვიჩას გარდა რომელი ქართველი ფეხბურთელი მონახავს კლუბს რომელსაც მათი აყვანა ენდომება. ალბათ მხოლოდ ქარტული კლუბები თუ აიყვანებენ.....
თემო
თავისუფლება მონებისთვის ხშირად არის პრობლემა. არ უნდა ამ ხალხს თავისუფლება და შ...ცი თუ გინდა
ქ. გ.
არც ისაა გამორიცხული, რომ სულ მალე რუსეთი საერთოდ აღარ იარსებებს.
ალისონის განსხვავებული შეფასებები - "არსენალმა" "ლივერპულს" "ენფილდზე" 2012 წლის შემდეგ პირველად სძლია
[VIDEO] გულიაშვილმა "რეალის" წინააღმდეგ ითამაშა - "რასინგი" დამარცხდა
[VIDEO] 18 წლის ხარებაშვილის ორი საგოლე პასი თურქეთის სუპერლიგაში
არაგონესის მაჩვენებელს გაუთანაბრდა - სიმეონე 1 მოგების შემდეგ, ლა ლიგაში ყველა დროის რეკორდსმენი გახდება
ბოდიშის მოხდა მოუწია - კარაგერმა თქვა, რომ მისი სიტყვები არასწორად გაიგეს
100-იანთა კლუბში - ფლიკზე სწრაფად ეს მხოლოდ ლუის ენრიკემ შეძლო
რუბენ გარაბაიამ ევრო-2028-ის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
დავითაშვილის 68 წუთი - "სენტ-ეტიენი" სტუმრად "გენგამთან" განადგურდა
WU17 | ლუქსემბურგი 1:0 საქართველო
[VIDEO] ჩაკვეტაძის "უდინეზე" "რომასთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 0-0 იბერია 1999. "მესამე ძალა" ისარგებლებს...
წიტაიშვილი შეცვლაზე და "რაიო ვალეკანოს" დამაჯერებელი გამარჯვება "სელტასთან"
დემეტრაშვილმა აბუ-დაბის გრანდ სლემზე ოქროს, ინანეიშვილმა კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
გამყრელიძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
გოგლიჩიძემ შეუცვლელად ითამაშა - "მონცამ" ისევ წააგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 0-0 სპაერი. მასპინძელს მეტი შანსი ჰქონდა
17-წლამდე ნაკრების შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მატჩებისთვის
16-წლამდე ნაკრები რუმინეთს უმასპინძლებს
საქართველოში ჩამოსვლის მიზეზი, აქ გატარებული დრო და მსგავსება მის რეგიონთან - სანიოლი ფრანგულ Youtube არხს ჩვენი ქვეყნის შესახებ ესაუბრა
წელს ვეღარ ითამაშებს - ლაკრუას ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა
სარფიანი კონტრაქტი შესთავაზეს - "ფენერბაჰჩე" მენდილიბარს იწვევს
მოლაპარაკებების პოზიტიური დასაწყისი - "იუვენტუსი" ნაგელსმანის კანდიდატურას განიხილავს
ყველა დროის რეკორდსმენი - ენრიკემ ბლანს გადაასწრო
მხდალი ფიფა რუსეთში მოასპარეზე ლეგიონერებისადმი დამოკიდებულების გამო გააკრიტიკეს
ქართული ლეგიონი: მამუკა გორგოძისა და ბაკის ბოთას შოუ
რუსეთს ექნება "ვოდოკაჩკის" ჩემპიონატი და დაეშლება სახელმწიფო
ყველანი ფრონტზე - რუსეთის ჩემპიონატი შეიძლება შეაჩერონ
რუსეთის ჩემპიონატი განახლდება და თანაც მაყურებლებიანად
რუსეთის ჩემპიონატს, სავარაუდოდ, დასრულებულად გამოაცხადებენ
როგორ შეიძლება კვარაცხელიამ რუსეთს თავი დააღწიოს?