საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში მეორე წრის პირველი ტურის შეხვედრები გაიმართა
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში მეორე წრის პირველი ტურის შეხვედრები გაიმართა, რომლის შედეგებსაც სატურნირო ცხრილში ცვლილებები არ შეუტანია. ქართველ მორაგბეთა ექვსი გუნდი ისევ გათამაშების მოწინავეა.

პირველი ადგილი სატურნირო ცხრილში დავით ზირაქაშვილის "კლერმონს" უჭირავს, რომელმაც შინ იოლად დაამარცხა აუტსაიდერი ბასკური "ბიარიცი" - 35:6. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ პირველ ტაიმში სტუმრებმა "ვულკანებს" სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიეს და მხოლოდ სამი ქულის სხვაობით დათმეს - 3:6. შესვენების შემდეგ კი მასპინძლებმა ყველას თავისი ადგილი მიუჩინეს. ზირაქაშვილმა ტრავმა მოიშუშა და თამაშში 56-ე წუთიდან ჩაერთო.

"კლერმონს" ოთხი ქულით ჩამორჩება და მეორე ადგილზეა ლევან ჩილაჩავასა და კონსტანტინე მიქაუტაძის "ტულონი", რომელმაც შინ დაამარცხა მამუკა გორგოძისა და მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიე" - 43:10.

გორგოძემ, რომელმაც სრულად ითამაშა, 52-ე წუთზე ლელო გაიტანა. ყველაზე საინტერესო კი საქართველოს ნაკრების ლიდერისა და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მორაგბის, სამხრეთაფრიკელი მეორეხაზელის, ბაკის ბოთას დაპირისპირება იყო.

ფრანგულმა მედიამ ამ ფაქტს მატჩის მეორე დღეს არაერთი წერილი და სიუჟეტი მიუძღვნა და "გორგოძისა და ბოთას შოუდ" შერაცხა.

მთელი თამაშის განმავლობაში კინკლაობის შემდეგ, როცა მატჩი დასრულდა, ბოთა გორგოძეს მეგობრულად გადაეხვია და ინტერვიუში ისიც თქვა, მიხარია, მომავალი სეზონიდან თანაგუნდელები რომ ვიქნებითო.

ნარიაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 49-ე წუთზე შეცვალეს, ჩილაჩავა თამაშში 70-ე წუთიდან ჩაერთო, მიქაუტაძე განაცხადში არ იყო.

"ტულონის" დარად, 41 ქულა დააგროვა და მესამეა საფრანგეთის ჩემპიონი, ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრი", რომელმაც შინ გიორგი ჟღენტის "პერპინიანი" დაამარცხა - 37:13. ფეიქრიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 54-ე წუთზე შეცვალეს, ჟღენტი ტრავმირებულია და არ უთამაშია.

ზემოთ ნახსენებ დუეტს ერთი ქულით ჩამორჩება და მე-4 ადგილზეა ჯაბა ბრეგვაძისა და ვასილ კაკოვინის "ტულუზი". ჩვენებურთა ამ გუნდმა შინ დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა "ბორდო" - 18:16. ქართველ მორაგბეებს არ უთამაშიათ.

საპლეიოფო ექვსეულში გაიმყარა პოზიცია ზურაბ ჟვანიასა და დავით ქუბრიაშვილის "სტაფ ფრანსემ", რომელმაც საკუთარ მოედანზე "გრენობლს" სძლია - 21:6. ქუბრიაშვილი თამაშში 62-ე წუთიდან ჩაერთო, ჟვანია განაცხადში არ იყო.

გოდერძი შველიძისა და კარლენ ასეიშვილის "ბრივი" შინ ფრეს დასჯერდა დავით ხინჩაგიშვილის "მეტრო რასინგთან" - 9:9. შველიძემ ტრავმა მოირჩინა და ძირითად შემადგენლობაში ითამაშა. ის 41-ე წუთზე ასეიშვილმა შეცვალა, ხინჩაგიშვილი 70-ე წუთზე შეცვალეს.

XIV ტური

სტად ფრანსე-გრენობლი 21:6, ტულონი-მონპელიე 43:10, ოიონაქსი-ბაიონი 9:6, კლერმონი-ბიარიცი 35:6, კასტრი-პერპინიანი 37:13, ბრივი-მეტრო რასინგი 9:9, ტულუზი-ბორდო 18:16.

სატურნირო მდგომარეობა

1. კლერმონი - 45 ქულა, 2. ტულონი - 41, 3. კასტრი - 41, 4. ტულუზი - 40, 5. სტად ფრანსე - 39, 6. მონპელიე - 34, 7. გრენობლი - 33, 8. მეტრო რასინგი - 33, 9. ბორდო - 31, 10. ბრივი - 30, 11. პერპინიანი - 30, 12. ოიონაქსი - 29, 13. ბაიონი - 26, 14. ბიარიცი - 17.

XV ტური

სტად ფრანსე-პერპინიანი, ბორდო-ბრივი, მონპელიე-ბიარიცი, გრენობლი-კასტრი, კლერმონი-ოიონაქსი, ბაიონი-ტულუზი, მეტრო რასინგი-ტულონი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გია ხარაიშვილს "ბარბაროსებში" უხმეს
დავით ბოლღაშვილის "მონაკომ" ფედერალ 1-ში დაბრუნება იზეიმა!
ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა
"ამაზე საუბარი გვჭირდება" - რა თქვა ფლიკმა ფორვარდის შესაძლო დამატებაზე?
"თუ გაკპოს ტრანსფერი არ გამოვა - მუდრიკი ნიდერლანდელის ალტერნატივად განიხილება
"ბოლომდე ბედნიერი არ ვარ" - ფერან ტორესი დუბლის შემდეგ
"უნდა გამოხვიდეთ კომფორტის ზონიდან" - ლუის ენრიკეს გზავნილი კვარაცხელიას და დემბელეს
მამუკა გორგოძემ ტოპ 14 ორი ლელოთი დაიწყო! [VIDEO]
ლევან ჩილაჩავამ "გრენობლს" ლელო დაუდო [VIDEO]
მამუკა გორგოძე: ვიძლევი გარანტიას, რომ არავინ დაიჩაგრება
ქართველი მორაგბეების ლელოები ჩემპიონთა თასზე
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "მეცი" თასზე მეორელიგელთან განადგურდა
როცა ზელანდიასთან საუკეთესო გორგოძე გახდა - იტალიელების ფიქრი რევანშზე და საქართველოს ნაკრები სერიოზული მატჩებით
"შავმა ლომმა" "მონპელიე" მხოლოდ პირველ ტაიმში დაჯაბნა
გორგოძის ფაქტორი ფრანგულ ვიზიტში
"სენტ-ეტიენმა" გაიმარჯვა - დავითაშვილმა ტრავმა მიიღო
მამუკა გორგოძე დირექტორთა საბჭოში
მამუკა გორგოძემ TOP 14-ის პირველ ტურში ტრავმა მიიღო და 3 თვე გაუცდება
ფიფას ნაბოძები დროებითი თავისუფლება თუ ქართველი ლეგიონერებისთვის რუსეთიდან თავის დახსნის საშუალება?
ბექა გიგაშვილი ფრანგულ გრანდში, "ტულონში" გადავიდა
"შავი ლომი" | ტოპ 14-ისა და ჩელენჯ თასის ორგზის ჩემპიონი თბილისში
[VIDEO] დავითაშვილმა დუბლი შეასრულა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა
"ამ ბიჭს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ..." - რას აცხადებს მამუკა გორგოძე ხვიჩა კვარაცხელიაზე?
მხდალი ფიფა რუსეთში მოასპარეზე ლეგიონერებისადმი დამოკიდებულების გამო გააკრიტიკეს
მამუკა გორგოძე - ქართველი ლეგენდა RugbyPass-ის დიდების დარბაზში
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
Blog-rct.com: 53 წუთში მამუკა გორგოძემ ტიტანური სამუშაო შეასრულა