ეროვნული ლიგის მესამე ტურში "დილამ" საკუთარ მოედანზე ბათუმის "დინამო" 2:1 დაამარცხა.

პირველ ტაიმში უპირატესობას ვერც ერთი გუნდი ვერ ფლობდა, ხისტი თამაში იყო და 0:0 დასრულდა. შეცვლაზე შესულმა გაფრინდაშვილმა მეორე ტაიმის დასაწყისში სტუმრები დააწინაურა. 67-ე წუთზე საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთზე გორელთა სენეგალელმა ლეგიონერმა გომისმა მამუჩაშვილს დაასწრო და კუპატაძის კარი დალაშქრა, რომელმაც მიმდინარე ჩემპიონატზე პირველი გოლი გაუშვა. 83-ე წუთზე კი აქტიურმა გომისმა საჯარიმოში ჩააწოდა ბურთი და მაქაცარიამ გამარჯვების გოლი გაიტანა. სამწუხაროდ, შეხვედრის დასასრულს მოედანზე შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი, რის გამოც თამაში რამდენიმე წუთით შეწყდა და მსაჯმა "დინამოს" ფეხბურთელი დენკოვიჩი გააძევა.

ბათუმის "დინამომ" პირველი მარცხი განიცადა, "დილამ" კი მეორე გამარჯვება მოიპოვა.

13 მარტს ბათუმის „დინამო“ „საბურთალოს“ უმასპინძლებს, ხოლო 14 მარტს „დილა“ სტუმრად თბილისის „დინამოს“ შეხვდება.

გორი. “თენგიზ ბურჯანაძე“

დილა - დინამო (ბთ) 2:1

გოლები: 0:1 თ. გაფრინდაშვილი (53), 1:1 გომისი (67), 2:1 მაქაცარია (83)

გაძევება: დენკოვიჩი (90+3)

დილა (4-2-1-3): ბულისკერია, ჩიტეიშვილი (გ. გაფრინდაშვილი 83), ნონდი, ჭიჭინაძე, სილვა, სანტოსი, გაგნიძე (კ), მოსიაშვილი (ტავარეში 45+2), ღუდუშაური, კაპანაძე (მაქაცარია 25), გომისი

დინამო (ბთ) (4-2-3-1): კუპატაძე, აზაროვი, აზაცკი, კობახაძე (კ), მამუჩაშვილი, ალთუნაშვილი (ანანიძე 87), ფალავანდიშვილი, ფლამარიონი (ლობჯანიძე 87), ბიძინაშვილი (დენკოვიჩი 71), ჯიღაური (თ. გაფრინდაშვილი 46), ფანცულაია (ზარია 46)

dinamo
საქართველოში არსებობს მხოლოდ ერთი დინამო და ეს თბილისის დინამოა!
tngh
ესეთი ჩხუბი ყველა ქვეყნის ლიგაში ხდება. ნუ შექმნით ამისგან ტრაგედიას და პანიკას... თამაში კი, შესანიშნავი და მაღალი დონის იყო!!! ვულოცავ გორის "დილას" დამსახურებულ გამარჯვებას!!!
შავი კაცი
უმორჩილესად გთხოვთ ქომაგებმა დავაფასოთ ერთმანეთი და ჩვენი კლუბები პირველ რიგში..და რაც მოედანზე მოხდა ხასიათში არ გადაგვივიდეს.. მადლობა გორის დილას ფანკლუბს და ქომაგებს თქვენ ხართ ძალა რომელიც კლუბს დიდი მიზნებამდე მიიყვანს და იმედია გადამდები იქნება როგორც ჩვენი ასევე თქვენი ქომაგობა სხვა კლუბების მიმართ ჩვენ ერთმანეთს ვაძლიერებთ და ჩემპიონაყის ხარისხსაც ავწევთ... რაც შეეხება შეხლა შემოხლას ფეხბურთელებს შორის ნუ გავბრაზდებით ეგ არი ხიბლი ფეხბურთის წინ არ იცი რა მოხდება)) ფაქტია რომ ჩემპიონატი უკეთ გგამოიყურება დასაწყისშივე და იმედია ესე დაძაბული თამაშები იქნება სადაც თითო სანტიმეტრისთვის იბრძოლებენ კლუბები ოღონდ გუშინ რაც იყო იმ ფორმით არა რათქმაუნდა.. ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა დინამოს კი არა ნაკრების ფეხბურთელებს ეკისრება გუშინდელზე!!
სალომე
ბოღმისაგან არ დაიხრჩოთ.რა შუაშია რეალი და კარლოსი.თუ გულშემატკივარი ხარ რეალურად უნდა შეაფასო წაგებაც და მოგებაც.მსაჯები ვისაც აგებინებდნენ ამდენი წელი კარგად ვხედავდით.
სალომე
ვაიმეე ბოღმისგან არ დაიხრჩოთ.მსაჯები ვისაც აგებინებდნენ ამდენი წელი კარგად ვხედავდით.თუ გულშემატკივარი ხარ რეალურად უნდა შეაფასო მოგებაც და წაგებაცც.შენ ეტყობა ის ვერ მოინელე ბათუმის დინამომ საბურთალო რო დაამარცხაა.წინ ივლის ბათუმის დინამო სულ
გიზოგ
ძალიან დამწყდა გული, ბათუმის დინამო ძლიერი გუნდია და თამაშის მოსაგებად კარგი გუნდური თამაშია საჭირო და არა გუნდური ხულიგნური ჩხუბი. იმედია კვლავ კარგი თამაშით დაგვახსომებენ ბათუმის დინამოელები თავს და მსგავს მათთვის, ჩემპიონებისთვის საკადრისად გაისრჯებიან. განსაკუთრებით არ მომეწონა ვეტერანი ფეხბურთელის საქციელი და ის რომ მოედანზე შემოვიდა არამოთამაშე ფეხბურთელები და მათი მწვრთნელები. სირცხვილია გორელებისთვის, რომ სტუმართა მიმართ ასეთი აგრესიით არ უნდა ეპასუხათ. ქართული ფეხბურთი ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მიიწევს და ასეთი ინცინდენტები ჩრდილს აყენებს მას. უნდა შეგვეძლოს წაგება-მოგების კაცურად მიღება.

კარგი გუნდია და რატომ უნდა დაიბოღმოს გულშემატკივარი, ვერ ვიგებ, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ დილა მართლა უხერხული მეტოქეა ბათუმისთვის და არა მარტო მისთვის. მთავარი პრობლემა ისაა, რომ ჩემპიონატის დონე ამით ვერ იმატებს
bejo-s
ბათუმის დინამო შარშან მსაჯებმა გახადეს ჩემპიონი,რა გუნდია გორმა დღეს ბათუმს თავის გულშემატკივრებიანად თავბრუ დაახვია,ყველაფერში აჯობეს,გულშემატკივრობაში,ფეხბურთშიც და სანახაობაშიც..ბათუმი იქნება ყოველთვის თავის კუთვნილ მესამე ადგილზე..
დილა
ბოლო წლების ყველაზე უხერხული მეტოქეა დილა ბათუმისთვის. ბათუმის დაცვის ცენტრი ძაან სუსტია და იმედია ევროთასებისთვის შევლენ ფორმაში. წარმატებები ორივე გუნდს ევროთასებზე!!!
bejo
კარგით რაა იმენა მანქანასავით უტევს ბათუმი რომ წააგეს არაფერს ნიშნავს … ეროვნულ ლიგაში ყველაზე კარგი გუნდია უნდა ვაღიაროთ ... ვიბოღმებით ხოო რო აქეთ არაა ეგეთი გუნდი მარა რაც სიმართლეა სიმართლეა …
bejo
განსხვავება ისაა რომ ბათუმი უტევს გააზრებულად და გამუდმებით ყველა გუნდს , შესაბამისად მათი შეჩერება გაუჭორდებათ ალბათ წელსაც … დილას სასარგებლოდ უნდა ითქვას რომ კარგი შთაბეჭდილება დატოვეს და მაგარი ბრძოლის უნარი გამოავლინეს მათაც კარგი სეზონი უნდა ჰქონდეთ წესით …
Toti
მართალი ხარ ბაბუაწვერა მართლა თავში აუვარდატ ბათუმელებს, წაგებას ვეღარ იტანენ. თუ რამის თავი აქვთ აგერ მოდის ჩემპიონთა ლიგის გათამაშება
ბაბუაწვერა
ბათუმის დინამოს თავი მადრიდის რეალი ჰგონია უკვე და აზაროვს რობერტო კარლოსი.იმდენჯერ გაგამწარებთ გორის დილა რამდენჯერაც მოუნდება.ასე რო დაეშვით მიწაზე სჯობია.გორელებმა კიდევ მეკარე უნდა დააყენონ კარებში თორემ არაფერი გამოვა. წარმატებები საბურთალოს!!!
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ბრუნდება თუ არა საქართველოში - ბათუმის "დინამოს" სპორტულმა დირექტორმა ჯოვინო ფლამარიონის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
ლევან შენგელია ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 0-2 იბერია 1999. ...პასუხი ფსიქოლოგებისთვის მიგვინდვია...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 0-2 დინამო (თბ). ჰაერივით საჭირო 3 ქულა
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
Geo Team: საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ბათუმის "დინამოში" ითამაშებს
იაჰია კალეი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. ...და შეინარჩუნებენ ადგილს ელიტაში
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 3-1 დილა. ვის არგო და ვის აწყინა სანაკრებო პაუზამ?