იტალიაში გამართულ მოტოგრანპრის ჩემპიონატის მორიგ ეტაპზე პირველი ფინიშთან მოქმედი ჩემპიონი ხორხე ლორენსო მივიდა
გასულ უქმეებზე იტალიაში მოტოგრანპრის ჩემპიონატის მორიგი ეტაპი გაიმართა და რამდენიმე წარუმატებელი რბოლის შემდეგ, როგორც იქნა, პირველი მივიდა ფინიშთან მოქმედი ჩემპიონი ხორხე ლორენსო, თუმცა მან ჯერ ვერ დაიბრუნა საერთო ჩათვლაში ლიდერობა.

იტალიის "მუჯელოში" ტრასას დაუბრუნდა "ჰონდას" წევრი დანი პედროსა, რომელმაც საფრანგეთის გრანპრიზე მარკო სიმონჩელისთან შეჯახებისას ფეხი მოიტეხა და ამის გამო ორი ეტაპის გამოტოვება მოუწია.

პოულის მფლობელი გახდა პედროსას თანაგუნდელი კეისი სტოუნერი, რომელმაც თითქმის ნახევარი წამი მოუგო ბენ სპისსა ("იამაჰა") და მარკო სიმონჩელის ("ჰონდა"). ლორენსო თავისი "იამაჰათი" მეხუთე იყო, მის წინ იდგა ანდრეა დოვიციოზო ("ჰონდა").

სტარტზე პირველობა შეინარჩუნა სტოუნერმა, სიმონჩელიმ კი კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ რბოლის დასაწყისი მისი ძლიერი მხარე არ არის - მარკო პირველ მეტრებზე მესამედან მეექვსე პოზიციამდე ჩამოქვეითდა. უკან დაიხია სპისმაც და საბოლოოდ, მათი ადგილები წინ ლორენსომ და დოვიციოზომ დაიკავეს. მეორე წრისთვის სტოუნერის უპირატესობა უკვე შეუირაღებელი თვალითაც ჩანდა, სამაგიეროდ, დიდი ბრძოლა მიდიოდა მეორე ადგილისთვის ლორენსოსა და დოვიციოზოს შორის. მერვე წრეზე ხორხემ შეცდომა დაუშვა - ძალიან ფართოდ შევიდა მარჯვენა მოსახვევში და დოვიციოზომ ამით კარგად ისარგებლა.

მაგრამ ლორენსოს დანებება არ უცდია - რამდენიმე წრე კვალში ედგა დოვიციოზოს და ბოლოს შანსიც მიიღო - მე-12 წრეზე საპასუხო შეტევა განახორციელა. ამასობაში, სტოუნერი ინარჩუნებდა ორწამიან უპირატესობას, მაგრამ ფინიშამდე შვიდი წრით ადრე მოულოდნელად ტემპს მოუკლო. ლორენსომ იგრძნო, რომ გამარჯვების შანსი გაუჩნდა და უფრო მოუმატა ტემპს. მალე ის სათავეში ჩაუდგა რბოლას. დოვიციოზო კი სხვანაირად მოიქცა: მშვიდად მიჰყვებოდა სტოუნერს და მხოლოდ ბოლო წრეზე გაიმეორა ლორენსოს მანევრი, რითაც მეორე ადგილზე გადაინაცვლა და ჩემპიონატის ლიდერი მისთვის უჩვეულო მესამე ადგილამდე დააქვეითა.

იტალიის გრან-პრი

1. ხორხე ლორენსო (ესპ, "იამაჰა") - 41.50,089 (23 წრე); 2. ანდრეა დოვიციოზო (იტა, "ჰონდა") - +0,997; 3. კეისი სტოუნერი (ავსტრა, "ჰონდა") - +1,143; 4. ბენ სპისი (აშშ, "იამაჰა") - +8,980; 5. მარკო სიმონჩელი (იტა, "ჰონდა") - +9,076; 6. ვალენტინო როსი (იტა, "დუკატი") - +26,450; 7. ექტორ ბარბერა (ესპ, "დუკატი") - +28,745; 8. დანიელ პედროსა (ესპ, "ჰონდა") - 32,043...

საერთო ჩათვლა

1. კეისი სტოუნერი (ავსტრა, "დუკატი") - 152 ქულა; 2. ხორხე ლორენსო (ესპ, "იამაჰა") - 133; 3. ანდრეა დოვიციოზო (იტა, "ჰონდა") - 119; 4. ვალენტინო როსი (იტა, "იამაჰა") - 91; 5. ნიკი ჰეიდენი (აშშ, "დუკატი") - 77; 6. ბენ სპისი (აშშ, "იამაჰა") - 74; 7. დანიელ პედროსა (ესპ, "ჰონდა") - 69; 8. ჰიროში აოიამა (იაპ, "ჰონდა") - 56...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
პირველი ქართული გუნდი Nascar-ის სერიაში - დათა ქაჯაიამ დეტალებზე ისაუბრა
ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...